2018 წლის 24-25 მარტს ქ.ქუთაისის ამერიკულ კუთხეში გაიმართა პრაქტიკული კვლევის ტრენინგ კურსი მასწავლებლებისათვის, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი - ელისო დუაძე.
ტრენინგზე დაწვრილებით იქნა განხილული კვლევის განხორციელების შემდეგი კომპონენტები:
- საკვლევი საკითხის დასმა
- კვლევის მიზნები და ამოცანები
- საკვლევი საკითხები და ჰიპოთეზის შემუშავება
- ლიტერატურის მიმოხილვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით
- კვლევის ტიპები
- კვლევის მეთოდოლოგია
- საკვლევი ინსტრუმენტის შემუშავება
- მონაცემების შეგროვება
- ანალიზი და ინტერპრეტაცია
- კვლევის ანგარიშის შედგენა
ტრენინგზე ვიმუშავეთ ჯგუფურად - საკვლევ საკითხზე ცვლადების დადგენასთან დაკავშირებით და განსახორციელებელ ინტერვენციებზე.
ტრენინგ კურსი იყო ძალიან საინტერესო, ტრენერის მიერ მოყვანილი მრავალფეროვანი მაგალითებით სავსე, თავის მხრივ პედაგოგები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას დისკუსიასა და ჯგუფურ სამუშაოებში
ტრენინგ კურსის ბოლოს მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები.
მადლობა ამერიკის კუთხეს და ტრენერს ძალიან საინტერესო ტრენინგ კურსის ორგანიზებისათვის .
No comments:
Post a Comment