როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ....

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომ გახდნენ უკეთესი მსმენელები

წერის, კითხვისა და საუბრის უნარი მეტად მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესში და ბევრი მასწავლებელი ყველაზე მეტად სწორედ მათზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსმენის უნარი, განსაკუთრებით, როცა უნივერსიტეტისთვის მზადყოფნასა და მომავალ კარიერაზე ვფიქრობთ.
როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, გახდნენ უკეთესი მსმენელები? გთავაზობთ რამდენიმე გზა, რომელიც ხელს უწყობს ყურადღებით მოსმენის წახალისებას:
სტრატეგია 1 – თქვით ერთხელ
ხშირი გამეორება კლასში ნაკლებ ყურადღებას გამოიწვევს. თუ ბავშვები მიჩვეულნი არიან 2-ჯერ, 3-ჯერ ან მეტჯერ მითითების გაგონებას, პირველად ნათქვამის მოსმენას საჭიროდ აღარ თვლიან. ამიტომ, სასწავლო წლის დასაწყისიდანვე მიაჩვიეთ მოსწავლეები იმას, რომ იშვიათად იმეორებთ ინსტრუქციებს და ისინი ყოველთვის ყურდაცქვეტილნი მოგისმენენ.
სტრატეგია 2 – მიბრუნება და განხილვა
აქტიური მოსმენის მოტივაციის კიდევ ერთი გზაა, მისცეთ ბავშვებს მოსასმენი ამოცანა. მაგალითად: “ახლა მე აღვწერ …… -ის პროცესს. მე რამდენჯერმე შევჩერდები და მოგთხოვთ, მიუბრუნდეთ გვერდით მჯდომს და აუხსნათ, რა გაიგეთ ჩემი ნათქვამიდან.” თქვენ შეგიძლიათ, მოთხოვოთ ბავშვებს, რიგ-რიგობით ახსნან გაგონილი ყოველ ჯერზე, როცა შეჩერდებით. ამავდროულად, დააკვირდეთ მათ საუბარს, რაც ასევე დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად გებულობენ ბავშვები თქვენს ახსნილს.
სტრატეგია 3 – ხელის აწევა
მოსმენის უნარის გასამახვილებლად შესანიშნავი საშუალებაა, მოთხოვოთ ბავშვებს არავერბალური სიგნალების მეშვეობით პასუხი. მაგალითად, უთხარით მათ: “ახლა მე წაგიკითხავთ ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ თვლის იგი, რომ ომი ზოგჯერ საჭიროა. როდესაც დავასრულებ, თქვენს აზრს დააფიქსირებთ ხელის აწევით: აწიეთ 1 თითი, თუ ეთანხმებით მოსაზრებას; 2 თითი – თუ ეწინააღმდეგებით და 3 თითი – თუ ზუსტად ვერ გადაწყვეტთ, ან კითხვები გაგიჩნდებათ.” ეს სტრატეგია მთელი კლასის ჩართულობას იწვევს აქტივობაში და ასევე ფავორიტია მორცხვი ბავშვებისა, რომელთაც თავიანთი “ხმის” დაფიქსირების საშუალება ეძლევათ.
სტრატეგია 4 – მოსმენა და პერიფრაზირება
იმისათვის, რომ ბავშვებმა თავი შეიკავონ ლაპარაკისგან და ყურადღებით მოისმინონ, სცადეთ ეს სტრატეგია:
1. როდესაც მოსწავლეები წყვილებად ან ჯგუფებად არიან დაყოფილნი, აირჩიეთ ერთი მომხსენებელი (თავადვე დანომრონ რიგ-რიგობით).
2. მოთხოვეთ დანარჩენებს სრულად მოუსმინონ მომხსენებელს საუბრის დასრულებამდე. თავიდან აიცილეთ მათი ჩარევა, სანამ იგი საუბრობს.
3. მომხსენებლის საუბრის დასრულების შემდეგ, მეორე ემზადება და მისი პარტნიორის მიერ წარმოთქმული მოსაზრების პერიფრაზს ახდენს: “ესე იგი, შენი აზრით…” “შენ არ ხარ დარწმუნებული, რომ…”. 
4. ამის შემდეგ კი, იგი უკვე საკუთარ აზრს აფიქსირებს: “მე კი ვფიქრობ…”, “მე არა მგონია…”.
ამგვარი დისკუსია ეხმარება მოსწავლეებს, ჩამოიყალიბონ მოსმენისა და საუბრის კულტურა.
სტრატეგია 5 – კითხვების დასმა
როცა მოსწავლეები ვინმეს სიტყვით გამოსვლას უსმენენ, უყურებენ დოკუმენტურ ფილმს ან ისმენენ ხმამაღლა წაკითხულ ისტორიას, რამდენჯერმე შეაჩერეთ იგი და თხოვეთ ბავშვებს, დაწერონ 1-2 შეკითხვა მოსმენილის შესახებ. ამ გზით მოსწავლეები აქტიურად უსმენენ და დაბნეულობის ან რაიმე საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი კითხვები ჩამოაყალიბონ. ამისათვის კონცენტრირება და ყურადღებაა საჭირო.
კარგი მსმენელები იშვიათნი და ღირებულნი არიან. მნიშვნელოვანია, გაუზიაროთ მოსწავლეებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გისმენენ, აქვთ თვალით კონტაქტი, აჩვენებენ დაინტერესებას და არ ახდენენ სხვების იგნორირებას საუბრის დროს – ადვილად იმსახურებენ გარშემომყოფების მოწონებასა და პატივისცემას.
 წყარო: edutopia
 როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს აკადემიური მიღწევის გაუმჯობესებაში?
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს აკადემიური მიღწევის გაუმჯობესებაში?
პასუხი მარტივია: ჩავერთოთ სწავლის პროცესსა და სკოლის ცხოვრებაში! ჩავერთოთ არა მაქსიმალურად ინტენსიურად, არამედ მაქსიმალურად სწორად!
„მასწავლებელს ვაწუხებ, ჩემი შვილი ერთია და მას დამატებით კიდევ 30 ბავშვი ჰყავს კლასში“, – ასე ფიქრობს ხშირად  მოსწავლის მშობელი. თავს იკავებს კითხვების დასმისგან, უბრალოდ უსმენს და ეთანხმება პედაგოგს.
სწორედ ამ დროს იჩენს თავს ყველაზე სერიოზული პრობლემები:
ა)  განსვლა პედაგოგისა და მშობლების სტრატეგიებს შორის
შემთხვევის აღწერა:
ნიკა მე-3 კლასის მოსწავლეა. ბავშვმა რამდენჯერმე მიმართა ფიზიკურ აგრესიას კლასელის მიმართ (ხელი ჰკრა, წააქცია). მასწავლებელმა, დასჯის მიზნით, ნიკას დააკისრა დამატებითი სამუშაო: საშინაო დავალების რვეულების გვარების მიხედვით დახარისხება. თუმცა, პრობლემური ქცევის ინტენსივობა არ შემცირდა.
რატომ?
ნიკა სახლში ასევე ჰკრავს ხელს ოჯახის წევრებს, მეზობელ ბავშვებს. ამაზე საპასუხოდ კი ოჯახის წევრები იცინიან. ხუმრობით იღებენ და სერიოზულად არ რეაგირებენ.
შედეგად
ნიკამ ვერ გააცნობიერა, რომ ფიზიკური აგრესია არ არის მისაღები ქცევა, რადგან სახლში გამუდმებით წახალისებული იყო ხელის კვრა ყურადღებითა და ღიმილით.
გვახსოვდეს, რომ პრობლემური ქცევის შემცირებაზე მუშაობისას აუცილებელია ერთიანი, შეთანხმებული სტრატეგია! მაგ: ბავშვის მხრიდან ფიზიკური აგრესია ისჯება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. პედაგოგსა და მშობლებს კი ერთიანი სამოქმედო სტრატეგია უჩნდებათ მხოლოდ მუდმივი, სისტემატიური და სტაბილური უკუკავშირის შემთხვევაში. ეს არ არის მარტივი.
ბ) განსვლა მშობლისა და მასწავლებლის მოლოდინებს შორის – აღსანიშნავია რომ მსგავსი სირთულე თავს იჩენს ყველაზე ხშირად მაინც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მშობლებთან.
სალომე, სსსმ მოსწავლის დედა:  ჩემი შვილი მე-8 კლასშია. მე მარტოხელა დედა ვარ, ვმუშაობ. დილით ხშირად ბავშვზე ადრე გავდივარ სახლიდან. ელენეს დამოუკიდებლად უწევს საუზმობა და წასასვლელად მომზადება. მაგრამ რადგან საათის ცნობა არ იცის, ხშირად სკოლაში აგვიანდება. ჩემს შვილს მათემატიკაში ქვეშმიწერით მიმატება-გამოკლებას ასწავლიან. მაშინ როცა საათის ცნობა უფრო მეტად სჭირდება, ასე უფრო დამოუკიდებელი იქნებოდა.
მშობლის მონათხრობის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ პედაგოგმა დაუშვა შეცდომა და არასწორად დასახა მიზანი. მარტივი შესაძლებელია, რომ მოსწავლე უკვე მზად იყო ქვეშმიწერით მიმატება-გამოკლების ასათვისებლად და ბუნებრივია, მასწავლებელი გადავიდა კიდეც სწავლების ამ ეტაპზე. თუმცა იყო თუ არა ეს უნარი მშობლის პირველადი სამიზნე? ვშიშობთ რომ არა. ბავშვის ცხოვრება პრაქტიკულად გაიყო: სახლის ცხოვრებად და სკოლის ცხოვრებად. ერთი მეორეს არ ეხმარება, პირიქით, ხელს უშლის. რადგან მოსწავლე ხარჯავს უზარმაზარ დროსა და ენერგიას ორივე ცხოვრების გამოწვევებთან გასამკლავებლად. აქ კარგად ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი-მასწავლებლის შეთანმხებულობას მოსწავლის დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
მშობლის ჩართულობის ამაღლება მოსწავლის სწავლების პროცესში მოითხოვს მეტ ყურადღებას, მეტ ენერგიას, მეტ დროს მშობლის მხრიდან. ამ ყველაფრის გამოძებნას კი სჭირდება ძლიერი მოტივაცია. ეს კი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მშობელი ხედავს საკუთარი ჩართულობის გაზრდის პირველ შედეგს -პირველ წარმატებას.  დაიწყეთ  დღეს იმ ძალისხმევითა და მოტივაციით რაც გაქვთ, ხვალინდელი შედეგი კი ძალას მოგცემთ სამომავლოდ უფრო ენერგიული და სწორი ჩართულობისთვის.
წყარო :  https://edu.aris.ge

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს შეცდომის გააზრებაში

 

ვფიქრობ, შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც არასოდეს დაუშვია შეცდომა. მართალია, შეცდომასა და მარცხზე ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს, მაგრამ თითქმის ყველასთვის ისინი იმედგაცრუებასთან, უარყოფით განცდებთან არის დაკავშირებული. თავისთავად, არც შეცდომა, არც მარცხი ტრაგედია არ არის, მაგრამ ერთმაც და მეორემაც შეიძლება ბევრი უარყოფითი შედეგი მოიტანოს, თუ მათ მიმართ დამოკიდებულებას არ შევიცვლით და ვერ ვმართავთ ჩვენს ქცევასა თუ ემოციებს აღნიშნულ სიტუაციებში.
მარცხის შიში ადამიანის პოტენციური შესაძლებლობების შემზღუდავი, განვითარების და თვითრეალიზაციის შემაფერხებელი ყველაზე გავრცელებული ფაქტორია. რატომ გვეშინია ასე წარუმატებლობის? ალბათ იმიტომ, რომ თავად სიტყვები „წარუმატებლობა“, „მარცხი“ უარყოფითთან, მძიმე სულიერ განცდებთან, ტკივილთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ჩვენი ბავშვობიდან მოდის. ბავშვობიდან გვეშინია შეცდომის გარშემო მყოფთა, უპირველესად კი მშობლებისა და პედაგოგების დამოკიდებულების გამო. „შეცდომას ვუშვებ, ე.ი. გაკვეთილი კარგად არ ვიცი და დაბალ შეფასებას მივიღებ. დაბალი შეფასება კი მშობლების უკმაყოფილებას გამოიწვევს“. როდესაც ბავშვის ცნობიერებაში შეცდომა და მარცხი ასეთ უარყოფით განცდებს უკავშირდება, შეუძლებელია, მომავალში მათდამი შიში არ ჩამოუყალიბდეს და წარუმატებლობაში რაიმე დადებითის დანახვა შეძლოს. არადა ის მართლაც შეიძლება სარგებლობის მომტანი აღმოჩნდეს.
  • შეცდომა ხშირად საუკეთესო მასწავლებელია. ის უფრო მეტს გვასწავლის, ვიდრე წარმატება. ეს უკანასკნელი გვათრობს, გვაბრუებს, აძინებს შემოქმედებით უნარს. მარცხზე პასუხისმგებლობა კი საფუძველს უყრის შემოქმედებას.
  • შეცდომების გარეშე კაცობრიობა ვერ შეძლებდა განვითარებას. ყველას რომ შეშინებოდა შეცდომების და არ ემოქმედა, არავითარი ცვლილება არ მოხდებოდა. ყველაფერი ისევე დარჩებოდა, როგორც კაცობრიობის არსებობის პირველ საფეხურზე იყო.
  • მართალია, შეცდომა და მარცხი გულს გვტკენს, მაგრამ ამ დროს უკეთესად შევიცნობთ საკუთარ თავს.
  • წარმატებული ადამიანი სირთულეებს, შეცდომებს და მარცხს წარმატებისკენ მიმავალი გზის აუცილებელ ნაწილად აღიქვამს. შეცდომებში ის ხედავს გამოცდილებას, რომელსაც ერთადერთი სწორი გზისკენ მიჰყავს.
  • თითოეული შეცდომა შეიცავს წინსვლაში დასახმარებლად საჭირო პოტენციალს, მაგრამ ამ პოტენციალის გამოყენებას მხოლოდ ის მოახერხებს, ვინც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას თავისივე შეცდომის გამო და შეეცდება გაერკვეს, რატომ აღმოჩნდა გადაწყვეტილება მცდარი. იმ ადამიანს კი, ვინც თავის წარუმატებლობაში გარშემო მყოფებს და ვითარებას ადანაშაულებს, არ შეუძლია დაინახოს ის სარგებლობა, რომელიც მოაქვს განცდილ მარცხს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობის აღება და თავის დადანაშაულება ერთი და იგივე არ არის. დანაშაულის გრძნობა ადამიანზე უკიდურესად ნეგატიურად, გამანადგურებლადაც კი მოქმედებს. ამიტომ ვერიდოთ დაშვებულ შეცდომებში როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის დადანაშაულებას.
რეკომენდაციები მარცხისა და შეცდომის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად
  • იმისთვის, რომ შეცდომამ და მარცხმა დადებითი როლი შეასრულოს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ის უნდა აღვიქვათ როგორც კონსტრუქციული და სასარგებლო და არა დამანგრეველი და უსარგებლო.
  • ვეცადოთ, თითოეულ მარცხში დადებითი დავინახოთ, რაც წარუმატებლობის შიშს დაგვაძლევინებს და თავდაჯერებას შეგვმატებს. გავითვალისწინოთ, რომ თითოეული შეცდომა ჩვენი დამხმარეა საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
  • ვეცადოთ, გავაანალიზოთ შეცდომა და ვერიდოთ მის გამეორებას.
  • ჯობს, ვიმოქმედოთ და დავმარცხდეთ, ვიდრე უმოქმედოდ ვიყოთ შეცდომის შიშის გამო.
  • მარცხის განუცდელად წარმატება შეუძლებელია. ყოველი წარუმატებელი ნაბიჯი წარმატებასთან გვაახლოებს. შეცდომების დაშვება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შანსის ხელიდან გაშვება.
  • ვმართოთ ჩვენი შეცდომები და არ მივცეთ პრობლემებს ჩვენი მართვის უფლება. თითოეული პრობლემა გზავნილია, რომელიც გვამცნობს, რომ შეგვიძლია, სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ.
  • ყოველგვარი წარმატება შეცდომებზა და სირთულეების გადალახვაზეა აგებული.
  • თუ გვსურს, წარმატებული ვიყოთ, უნდა შევძლოთ სირთულის გამოცდილებად გარდაქმნა.
  • განვიხილოთ მარცხი არა დაცემად, არამედ ნახტომად.
  • ნუ მოვახდენთ კონცენტრირებას უარყოფითზე. ვეცადოთ დავინახოთ ის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც მორიგ პრობლემასთან შეჯახებამ მოგვცა. გვახსოვდეს, რომ წარმატება და მარცხი ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის.
  • თუ დასახული მიზნისკენ სვლა გადავწყვიტეთ, ნუ დავივიწყებთ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა შეცდომის დაშვების შიშია.
გავითვალისწინოთ, რომ შეცდომები ვერ დაგვეხმარება, თუ მათში სხვებს დავადანაშაულებთ.
  • შეცდომა შესაძლებლობას გვაძლევს, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, ოღონდ უფრო გონივრულად.
ასე რომ, დავაფასოთ ჩვენი შეცდომები, რადგან ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ, გავხდეთ უკეთესები, უფრო ძლიერები, უფრო ჭკვიანები და წარმატებულები. ნუ დავივიწყებთ, რომ არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.
წყარო:  http://mastsavlebeli.ge

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კიბერბულინგთან გამკლავებაში

 

ბავშვების მიერ ტექნოლოგიების თითქმის მუდმივი გამოყენების გამო ბევრი მშობელი უფრთხის კიბერბულინგს. მასთან დაკავშირებული ჰედლაინების სიმრავლე მშობლებს თავს დაუცველად  აგრძნობინებს. შესაძლოა კი ამ ონლაინსამყაროში კიბერბულინგის პრევენცია?
StopBullying.gov-ის მიერ წარმოებული ბოლო სტატისტიკის თანახმად, 6-12 კლასის მოსწავლეების 9 პროცენტს და high school-ის მოსწავლეების 15 პროცენტს გამოუცდია კიბერბულინგი. LGBTQ მოსწავლეების 55.2 პროცენტს გამოუცდია კუბერბულინგი.
რა არის კიბერბულინგი
კიბერბულინგი არის ბულინგის სახეობა, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით ხორციელდება, როგორიცაა ტელეფონები, პლანშეტები ან კომპიუტერები. ის შეიძლება განხორციელდეს sms-ის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიის, ფორუმების და სათამაშო სისტემების საშუალებითაც კი. კიბერბულინგად მიიჩნევა:
. ვინმეს შესახებ საზიანო, უარყოფითი ან ყალბი ინფორმაციის ან კონტენტის გაგზავნა, გაზიარება ან გამოქვეყნება;
. ფოტოების ან „სკრინშოტების” გაზიარება, რაც შეიძლება საზიანო, შეურაცხმყოფელი ან სამარცხვინო  იყოს ვინმესთვის;
. პერსონალური  ინფორმაციის გაზიარება ვინმეს შეურაცხყოფის ან რეპუტაციის შელახვის მიზნით.
სოციალური მედიის საჯარო ბუნებისა და მრავალი არხით ციფრული ინფორმაციის სწრაფი გაზიარების შესაძლებლობის გამო, კიბერბულინგის გავრცელების არეალი უსაზღვროა.  ვიდრე ბავშვი დახმარებას ეძებს, დამაზიანებელი ფოტოები და კონტენტი შეიძლება იოლად გაზიარდეს სკოლებს შორის და უფრო ფართოდაც. კიბერბულინგთან გამკლავება ძნელია, რადგან ონლაინ განთავსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მუდმივია (ან ძნელად წასაშლელი) და ამის გააზრება ძნელია. მასწავლებლებს და მშობლებს არ შეუძლიათ კიბერბულინგის შემჩნევა ისე, როგორც ბულინგის სხვა ფორმებისა.
კიბერბულინგის საზღვრები
კიბერბულინგი ნებისმიერ დროს შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ბავშვსა და მოზარდზე, რომლებიც კომუნიკაციისათვის ციფრულ მოწყობილობებს იყენებენ.
ყველა, ვინც კომუნიკაციისათვის, კონტენტის გაზიარებისათვის ან ვინმესთან დასაკავშირებლად იყენებს ციფრულ მოწყობილობებს, შეიძლება გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მშობლებს შეუძლიათ ციფრულ სამყაროში ჩართული მოზარდებისათვის, არის ხშირი, ღია და გულწრფელი საუბარი მოლოდინებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კიბერბულინგის შემთხვევაში.
როგორ გავუმკლავდეთ კიბერბულინგს?
კვლევები გვიჩვენებს, რომ კიბერბულინგი სოციალურ მედიაში დაკავშირებულია მოზარდების დეპრესიასთან. იგულისხმება, რომ მშობლები ინარჩუნებენ კავშირს თავიანთ შვილებთან და საუბრობენ დახმარების ძიების გზებზე.
ნუ განსჯით: მოზარდებს სჭირდებათ, რომ მშობლებმა განსჯის გარეშე მოუსმინონ მათ. მათ ასევე არ სურთ, რომ მშობლებმა მაშინვე დაიწყონ სხვა მშობლებთან რეკვა. საუკეთესო დასაწყისია მოსმენა და შესაბამისი კითხვების დასმა კიბერბულინგის მასშტაბის დასადგენად. მთავარია, უპირობო მხარდაჭერა. თუკი უსმენთ, გულისხმიერი ხართ და ერთად მუშაობთ, თქვენი შვილი აგრძელებს თქვენი დახმარების ძებნას.
აღნუსხეთ  ყველაფერი: გადაუღეთ ფოტო (სკრინშოტი) ყველაფერს, რასაც მოწყობილობებზე კიბერბულინგთან დაკავშირებით იპოვით და გადაგზავნეთ თქვენს ტელეფონზე. აღნუსხეთ თქვენი საუბრებიც. სკოლის პერსონალისა და სხვა შესაბამისი პირებისათვის კიბერბულინგის შესახებ მოყოლამ შეიძლება შფოთვა გამოიწვიოს. ნაამბობს შეიძლება დეტალები აკლდეს ან განსხვავებული ჩანდეს, როდესაც მოზარდები ზეწოლის ქვეშ არიან. თქვენი საუბრების ჩაწერა დაეხმარება თქვენს შვილს მომხდარის შესახებ საუბარში.
გამოავლინეთ  უსაფრთხო ადამიანი სკოლაში:  მოზარდებს სჭირდებათ ვინმე, ვისთანაც მივა კიბერბულინგის შედეგად გამოწვეული ცხოვრებისეული პრობლემების გასაზიარებლად ან იმწუთიერი დახმარების მისაღებად.
უპასუხეთ გააზრებულად: თავი შეიკავეთ თქვენი საკუთარი სოციალური მედიაკავშირების გამოყენებისაგან. ეს არ დაეხმარება თქვენს შვილს და შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს კიდეც.
ერთად შეიმუშავეთ გეგმა: თქვენს შვილს დახმარება სჭირდება, მაგრამ მას ასევე სჭირდება ავტონომია პრობლემის გადაჭრის ქმედითი უნარების გამოყენებისას. გონებრივი შტურმის მეშვეობით იპოვეთ გადაწყვეტის შესაძლო გზები, გამოავლინეთ ასევე შესაბამისი პიროვნება სკოლაში (მრჩეველი, ადმინისტრაციის წევრი ან სხვა) და იმუშავეთ ერთად.
გამოიყენეთ აპლიკაციებში არსებული ხელსაწყოები: შესაძლებელია, თქვენმა შვილმა იცის მომხმარებლების დაბლოკვის ან პაროლების დაცვის გზები, მაგრამ არაფერი დაშავდება უსაფრთხოების პარამეტრების გადახედვით, მეგობრების სიის შემოწმებითა და პოტენციურად ყალბი  ანგარიშების გამოვლენით, მათი, შეურაცხმყოფელი კომენტარების ან შეუსაბამო ფოტოების გასაჩივრებით.
ისაუბრეთ საკუთარი სიმართლის დამცველებზე: ისაუბრეთ ბულინგის ან შეუსაბამო კონტენტის გასაჩივრების აუცილებლობაზე მაშინაც, თუკი ეს უშუალოდ თქვენს შვილს არ ეხება, დატოვოს პოზიტიური გამოხმაურებები მაშინ, როცა სხვები ნეგატიურს ტოვებენ. როცა ბავშვები წახალისდებიან, დაეხმარონ სხვებს, ისინი სწავლობენ, რომ აქვთ ძალა, ებრძოლონ ონლაინნეგატიურობას სიკეთისა და მხარდაჭერის გამოვლინებით.
კიბერბულინგმა შეიძლება დატოვოს ხანგრძლივი ეფექტი, მათ შორის დეპრესია და შფოთვა. თუკი ეჭვობთ, რომ თქვენი შვილი კიბერბულინგის მსხვერპლია, გაესაუბრეთ მას და დასახეთ დახმარების ძიების გზა.
წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/worry-free-kids/201711/how-help-teens-cope-cyberbullying

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს საკუთარი ძალების რწმენის განმტკიცებაში

 

მთავრდება სასწავლო წლის პირველი სემესტრი და საგაკვეთილო მეცადინეობებზე მასწავლებელთა ძალისხმევის დიდი ნაწილი სუსტი მოსწავლეებისკენაა მიმართული. ზოგადად სუსტი ის მოსწავლეა, რომელსაც არ შეუძლია დაძლიოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ შეუძლია რეპროდუქტიული ხასიათის დავალებების შესრულება, ანუ პარაგრაფის ტექსტის თხრობა, ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც არ მოითხოვს ანალიზს  და სხვა  მარტივი სახის  მოქმედებების შესრულებას. რა არის ამის მიზეზი? სწავლაში სისუსტის მიზეზი  ფსიქოციალურ ფაქტორთან ერთად შეიძლება ზოგადად შრომითი  უნარ-ჩვევების დაბალი დონე, ძლიერი გადაღლა, მოტივაციის არქონა და ცოდნის მიღებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები იყოს. ეს განსაკუთრებით იმ საგნებშია შესამჩნევი, რომელიც მოსწავლეებისთვის სიახლე აღმოჩნდა და საგნობრივი  სპეციფიკების ათვისება გაუჭირდათ.
სწავლაში ჩამორჩენა სხვა ნებისმიერ კლასშიც იჩენს თავს. განსაკუთრებით შესამჩნევია ის მეშვიდე კლასის ისტორიის სწავლებისას, როდესაც წინა საფეხურთან შედარებით მოსწავლეებს გაცილებით რთული პროგრამის ათვისება ევალებათ და საამისო უნარ-ჩვევები ხშირად არასაკმარისია.
საგანგაშო
სიგნალები აქაც ტრადიციულია: 
მოსწავლეს  უჭირს წიგნზე მუშაობა, გაკვეთილის ტექსტის
გამოყენება   (მაგალითად, ვერ ახერხებს
საუბარს რომის კოლიზეუმზე და ბაბილონის დაკიდებულ ბაღებზე, ვერ აფასებს
შუასაუკუნეების კულტურას, ვერ ახასიათებს რომანულ და გოთიკურ სტილს და ა.შ.), ვერ
ახერხებს ვიზუალური მასალის  „წაკითხვას”,
რადგან არ აქვს ვიზუალურ მასალასთან მუშაობის უნარ-ჩვევა, არ გააჩნია არათუ
დროითი, არამედ ელემენტარული სივრცობრივი წარმოდგენები, შესაბამისად არ აქვს რუკის
გაანალიზების ელემენტარული უნარიც 
კი; ამიტომმას არ შეუძლია
ბუნებრივ-ფიზიკურ
გარემოს დახასიათება; ვერ
იმახსოვრებს ცნებებს, ტერმინებს, სახელწოდებებს
; ანუ საერთოდ არ შეუძლია კონცეპტუალური, ტრანსფერული და დინამიური ცოდნის ათვისება; ამიტომ ის ვერ  შეძლებს მეშვიდე  კლასის ისტორიის  საგნობრივი  კოპეტენციების დაუფლებას.
როგორ  უნდა  დავეხმაროთ მოსწავლეს  ამ  დროს?  მართალია, ჩამორჩენილობასთან  ბრძოლა  კომპლექსურად უნდა მიმდინარეობდეს. ამ პროცესში გაკვეთილს გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს.
 დიაგნოსტიკური დაკვირვების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც გამოვავლენთ, ვინ არის სუსტი, საშუალო და ძლიერი მოსწავლე,
შესაძლოა კონკრეტულ დავალებებზე გადავიდეთ, დადებითი ძვრები კი დამოუკიდებელი
სამუშაოთი შევამოწმოთ.
უპირველესად
ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოსწავლის ინდივიდუალურ თვისებებზე და ვცადოთ,
შედარებით მარტივი დავალებებით ავუმაღლოთ 
მას მოტივაცია და შევუდგინოთ ცოდნის შეფასების შედარებით მკაცრად
დიფერენცირებული კრიტერიუმები, რომელიც მოსწავლეს საკლასო  მუშაობაშიც დაეხმარება და საშინაო დავალების
შესრულებაშიც.
როგორ მივცეთ დიფერენცირებული დავალებები?
გაკვეთილის
დასაწყისში, როდესაც მოსწავლეები ზეპირად პასუხობენ მასწავლებელს, სუსტ მოსწავლეს
ფერად ბარათებზე გამზადებული დავალებები
 შევურჩიოთ: წითელ ფერის ქაღალდზე საშუალო სირთულის დავალებები
დავწეროთ, ცისფერზე – შედარებით მარტივი დავალებები, ყვითელზე კი – კიდევ უფრო
მარტივი.  მოსწავლეს ავუხსნათ  ფერებს შორის განსხვავების მიზეზი და ისიც
დამოუკიდებლად ამოირჩევს ბარათს. თავდაპირველად ის ალბათ ყველაზე მარტივ დავალებას
ამოირჩევს, რაშიც, მართალია, მხოლოდ  დაბალ ქულას მიიღებს, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია, რადგან
ის იღებს არა „ცუდ” შეფასებას, არამედ „დაბალ” ქულას
. შემდეგში, დარწმუნებ რა
საკუთარ ძალებ
ში,
ამოირჩევს საშუალო დონის დავალებებს, შემდეგში – უფრო მაღალს და შედეგებიც უკეთესი
იქნება. მთავარია, რომ დავალებები ზუსტად შესაძლებლობების შესაბამისი იყოს.
შეიძლება მასწავლებელმა
მოსწავლეს რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც მისცეს,
 რათა მან უკეთ შეასრულოს დავალება.  მაგალითად:

1)  

მასწავლებელი
აუცილებლად შენიშნავს, რომ თემის  თითოეული
პარაგრაფის ბოლოს  მო
ანილია შეკითხვები, რომლებიც, შეიძლება ითქვას,
ყველა რეპროდუქტიული ხასიათისაა. მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეს,  ამოირჩიოს ამ შეკითხვებიდან   ერთ-ერთი და შეასრულოს მომავალი
გაკვეთილისთვის, ამავე დროს მოსწავლეს მკაფიო ინსტრუქცია უნდა მივცეთ  მისი შესრულებისთვის;  
 

2)  

სივრცობრივი
აღქმის გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია კონტურულ რუკაზე მუშაობა და  ცალკეული მხარეების გაფერადებაზე დავალებების
შესრულება.
 ამიტომ
მასწავლებლის თხოვნით  მოსწავლე რუკაზე
აღნიშნულ რომის იმპერიაში შემავალ სხვადასხვა   ტერ
ტორიებს სხვადასხვა ფერით გააფერადებს;

3)  

 თარიღების დამახსოვრებისთვის ეფექტურია პატარა
ბარათების გამზადება, სადაც ერთ მხარეზე ჩამოვწერთ თარიღებს, მეორე მხარეზე კი
მოვათავსებთ
 პატარა აღწერით  ინფორმაციას,
მაგალითად, ერთ მხარეზე ეწერება „476 წელი”, მეორე მხარეზე –  „რომის აღება ბარბაროსული ტომების მიერ,
იმპერიის დასასრული”. ასეთი ბარათებით მოსწავლეს შეიძლება პატარა
გამოკითხვა-თამაში მოვუწყოთ – „აბა, გამოიცანი!”

4)   

მოსწავლეს
ცხრილის შედგენით მარტივი კონსპექტის მომზადებას და მასში მთავ
რი
სიტყვის გამოყოფას
ვასწავლით;

5)   

შეგვიძლია
ვასწავლოთ თეზისის მარტივად ჩამოყალიბების წესი, რომ  თუ გეგმას დაამატებს 1-2 წინადადებას, მიიღებს
თეზისს, ხოლო თუ ძირითად თეზისს აღნიშნავს რაიმე ნიშნით, ნახატით, სქემით, მიიღებს საყრდენ კონსპექტს;

6)   

 მივცეთ ისეთი სავარჯიშოები, სადაც გამოიყენებენ სხვა საგნიდან მიღებულ ცოდნას და უნარებს. მაგალითად, კულტურის ისტრიის შესწავლისას გამოიყენებს ლოგიკურ კავშირებს
ლიტერატურასთან
;ტერიტორიულ თვისებურებების
შესწავლისას კი 
– გეოგრაფიიდან მიღებულცოდნასთან და ა.შ;

7)   

გამოვიყენოთ ნებისმიერი ტექნიკური საშუალება,
რომელიც დაეხმარება მოსწავლეს  დავალების
შესრულებაში, იქნება ეს სქემები, რუკები, ტექსტები თუ  ნებისმიერი ვიზუალური მასალა
და ა.შ;

8)   

და ასეთ მოწავლეებს პასუხის გასაცემად აუცილებლად გაცილებით დიდი დრო უდა მივცეთ, ვიდრე ძლიერ მოსწავლეს.
VII კლასი, საგაკვეთილო  თემა „შუა საუკუნეები”, სავარაუდო  დავალებები:

1.   

შეგიძლია თუ არა შედარება?
ამისათვის  შეადარე  ცნებათა  წყვილები და   იპოვე  საერთო  და  განმასხვავებელი ნიშნები:  ფეოდალი –
რაინდი; მეფე
 ბასილევსი; მონარქია – რესპუბლიკა; კოლონია
– მეტროპოლია, ფეოდი – დომენი;

2.    

დააკავშირე  ცნებები და  ტერმინები:
) ფეოდალი, რაინდი,  ბასილევსი;
ბ) დომენი, ფეოდი, სამეფო; 
) ფეოდი, საგრაფო, სახელმწიფო; 
) რესპუბლიკა, შეზღუდული
მონარქია, 
 აბსოლუტური
მონარქია.
ე) მიწა, სახალიფო,  ტერიტორია.

3.    

 შეგიძლია  განაზოგადო?
ამისთვის  განაზოგადე  ცნებები  და გამოიცანი  რომელია   ზედმეტი?
         ა) მონარქია,
რესპუბლიკა, სახელოსნო;
         ბ) ბიბლია, ყურანი,
არაბობა;
         გ) ფრანკომანები,
ლანკასტერები; ალემანები
         დ) სახელმწიფო,  მონარქია, შრომის იარაღი.
 4. დააკვირდი,  რამდენად   ზუსტად  არის    შესრულებული
        განზოგადება,  მაგალითად, რესპუბლიკა  ესაა:
            ა)
სახელმწიფო  ხელისუფლების  ფორმა;
            ბ)
იმპერატორი;
           დ) მეფე.

4.    

 შეადარე  განმაზოგადებელი სიტყვა ცნებასთან, მაგალითად,
         მონოპოლიური ვაჭრობა –  ესაა:
            ა) ახალი ტექნიკით
ვაჭრობა;
            ბ) ვაჭრობის
განსაკუთ
ებული
უფლების დამყარება;
           დ) ფინასური
ოლიგარქია.

5.    

გამოყავით   განმაზოგადებელი  და  განმსაზღვრელი   სიტყვა,  მაგალითად:
ქრისტიანობა,  მართლმადიდებლობა,  კათოლიციზმი.

6.    

დაალაგეთ ცნებები ლოგიკურ
სქემებად: 
მაგალითად,
           ბრწყინვალე პორტა,
ოსმალთა ბატონობა, საღვთო ლიგა.

7.    

შეგვიძლია მოსწავლს აზროვნების გასააქტიურებლადლოგიკური
სავარჯიშოების შეთავაზებითაც დავეხმაროთ. 
მაგალითად,
I-ამოირჩიეთ  სწორი  პასუხი:
     პრობლემა ეს არის:
          ა)  რთული დავალების  შეკითხვა, რომელიც მოითხოვს კვლევას და
           განზოგადებას;
           ბ) განზოგადების და  შედეგების გამოყვანის უნარი;
           გ) ადამიანის ცუდი
განწყობილება.
მიზეზი   ესაა:
    ა)
ადამიანის აზრი;
           ბ) მოვლენა
რომელიმე ქვეყანაში;
           გ) გარემოება,
რომელიც იწვევს სხვა მოვლენას;
შედეგი  ესაა:
             ა) ტექსტის
თხრობის უნარი;
             ბ) ის, რაც
გამომდინარეობს ……გან;  რეზულტატი;
             ბ) რაღაც ცუდი.
შედარება   ესაა:
              ა) მსგავსებისა
და განსხვავების დადგენა;
               ბ) მოთხრობა
რამეზე;
 
              გ)  მთავარის გამოყოფა.
II- გამოყავი  პირველხარისხოვანი   მეორეხარისხოვნისაგან:
ა) გადმოეცით ტექსტის  აზრი ერთი სიტყვით ან ფრაზით;
             ბ) გამოყავით
ტექსტიდან  ძირითადი სიტყვა (ტექსტის
ნაწილს მასწავლებელი
            წინასწარ  ანაწილებს მოსწავლეებს  შორის),  შემდეგ კი  ააგეთ სიტყვათა
             ჯაჭვი  მათი მნიშვნელობების მიხედვით;
გ) წაიკითხეთ ტექსტი და ფანქრით გამოყავით ძირითადი
აზრი;
დ) გაკვეთილის თემა.
III – იპოვე განმაზოგადებელი სიტყვა,მაგალითად:
ტოლერანტობა  ესაა:
ა) რელიგიური შემწყნარებლობა;
ბ) სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა შემწყნარებლობა;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების ფორმა;
დ) კავშირის სახეობა.
დავალებების შესრულებისას მოსწავლეებმა, თავდაპირველად შესაძლოა ვერ
მიიღონ შესაფერისი შეფასება და სასურველი  ქულები (ანუ საგნობრივი კრიტერიუმების მიხედვით  მათ არ ეკუთვნოდეთ 5,6,7,8,9,10
 ქულა), მაგრამ მასწავლებელს შეუძლია  დიფერენცირებული კრიტერიუმების მიხედვით
დაწერილი ქულები ცალკე  ჩაინიშნოს  და მხოლოდ რამდენიმე  გაკვეთილის  შემდეგ, შემდგომი წარმატებების 
შემდეგ შეიტანოს ჟურნალში. ასეთი დამოკიდებულებით
მოსწავლეები  იგრ
ნობენ თუნდაც პატარა წინსვლას და პროგრესს  ცოდნის შეძენის გზაზე და ირწმუნებენ საკუთარ
ძალებს, რაც აამაღლებს მათ განწყობას მომავალი  მეცადინეობისათვის.
სუსტ
მოსწავლესთან მუშაობისას ძალიან ბევრია დამოკიდებული საშინაო დავალების ხასიათზე,
დამოუკიდებელ სამუშაოზეც. მართალია, ხშირად დოზირებულ და ინდივიდუალურ დავალებას
მოსწავლე უბრალო სიზარმაცის გამოც არ ასრულებს, მაგრამ სწავლაში სუსტ მოსწავლე
ბს დავალებების მოცულობაც აფრთხობს, განსაკუთრებით,
წერილობითი ფორმით შესასრულებელი დავალებები, რადგან ეშინიათ მათთვის რთულ
დავალებასთან მარტო დარჩენის, ამიტომ უმჯობესია, სუსტ მოსწავლეს საგანგებოდ
შევურჩიოთ  საშინაო დავალების ფორმა და
შინაარსი, როგორც საკლასო სამუშაოების დროს.
 და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი  ისტორიული მოვლენის  შესწავლა შეიძლება, თუ  სწავლებისას
ყურადღებას ისეთ საკითხებზე
 გავამახვილებთ,  როგორიცაა ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების: 

·       

დრო (როდის?); 

·       

ადგილი (სად?);  

·       

მონაწილეები (ვინ?); 

·       

მიზეზი (რატომ?); 

·       

საბაბი (რამ გამოიწვია „ბიძგი”?) 

·       

მიზანი (რა სურდათ?); 

·       

მიმდინარეობა (როგორ განვითარდა მოვლენები?) 

·       

შედეგები (რით დამთავრდა?);  

·       

შეჯამება (რა შეიცვალა ადამიანების ცხოვრებაში?); 

·       

ისტორიული მნიშნელობა (რა
გავლენა მოახდინა ისტორიის მსვლელობაზე?).
 

და ყველაზე მთავარი – სუსტი
მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესი მაინც მასწავლებლის მხარდაჭერაა, ვისი თანადგომის
გარეშეც გაუჭირდება საკუთარი ძალებ
ში დარწმუნება და
ამის შესაბამისად საგნობრივი თუ პიროვნული სირ
ულეების დაძლევა. დავეხმაროთ მათ, ირწმუნონ
საკუთარი ძალები
 და ამით არამარტო დავძლევთ პროგრამული სწავლების
სირთულეებს, არამედ ძლიერი მოსწავლეების შემომატებით
 კიდევ უფრო წარმატებულს და საინტერესოს გავხდით
ჩვენს გაკვეთილებს.

წყარო: http://mastsavlebeli.ge

No comments:

Post a Comment