Sunday, May 15, 2022

ციფრული ტექნოლოგია გაგება-გააზრებისთვის

 

წაკითხულის გაგება-გააზრება, არსებითად, კითხვის ძირითადი დანიშნულებაა. გაგებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს აკადემიური წარმატებების მიღწევასა და პრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობაში. გაგება-გააზრება არის იმგვარი სააზროვნო ინტერაქცია ტექსტსა და მკითხველს შორის, რომლის შედეგია ტექსტში გადმოცემული შინაარსის კონსტრუირება მკითხველის ცნობიერებაში. როცა გაგება შედეგიანია, მკითხველს იმდენად ღრმად ესმის ავტორის მიერ გადმოცემული სათქმელი, რომ მას შეუძლია წაკითხულის გონებაში წარმოდგენა, ვარაუდების ჩამოყალიბება, დასკვნების გამოტანა, ტექსტში გადმოცემული არა მარტო ექსპლიციტური, არამედ იმპლიციტური ინფორმაციის ამოღება, შეჯამება და შეფასება, შეკითხვების დასმა, შედარება, კავშირების გაბმა, წაკითხული იდეების სხვებისთვის გაზიარება და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება.

  • რა შეიძლება იყოს დაწყებით კლასებში ტექსტის გაგება-გააზრების, იმპლიციტური აზროვნების შეფერხების / პრობლემის გამომწვევი მიზეზი?
  • როგორ შეუწყობს ხელს გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება ამ სირთულის დაძლევას?

 დიდია მოსწავლეთა ინტერესები და მოთხოვნები ციფრული ტექნოლოგიების დაუფლებისა და გამოყენების მიმართ. თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღიც სწორედ ციფრული ტექნოლოგიებით სწავლებაა. ამით მათ უმაღლდებათ მოტივაცია და მთლიანპიროვნული მზაობა, იზრდება  ჩართულობა  მით უფრო, თუ ისინი უშუალოდ არიან ჩართულნი ამ საინტერესო  პროცესში.

   ჩემი მიზანია,  გაგიზიაროთ  ერთ-ერთი  ციფრული ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება,  რომელიც  დაგეხმარებათ როგორც  მოსწავლეთა აქტიური ჩართვის ორგანიზებაში, ასევე  გაგება-გააზრების ეფექტიანობის გაზრდაში და განსაზღვრაში. რეიტინგული მაჩვენებლების ნახვის შემდეგ, პრევენციული აქტივობების დაგეგმვასა  და  რემედიაციაში. ყოველივე ეს კი  საბოლოოდ  სრულყოფს გაგება-გააზრების ხარისხს.

საპილოტე პროექტში „ციფრული სკოლა- საქართველო“ ჩართულობამ  მომცა შესაძლებლობა, პროგრამის ´„plickers.com“  გამოყენებით შემექმნა კლასები და წინასწარ ნასწავლი, გაზიარებული  ან განხილული მასალის (ტექსტი, პრეზენტაცია, ვიდეო, რომელიც მოითხოვს როგორც ექსპლიციტურ, ისე იმპლიციტურ აზროვნებას) საფუძველზე შემექმნა ტესტები თავისი სავარაუდო პასუხებით,  უმოკლეს დროში შემემოწმებინა მოსწავლეთა ცოდნა,  მიმეცა მათთვის  ადეკვატური უკუკავშირი და მიმეღო პრევენციული ზომები აღმოჩენილი პრობლემის დასაძლევად.

 

 გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას

 

დარეგისტრირება პროგრამაში-„plickers.com“, კლასის/კლასების შექმნა, “Plickers Cards”/ მოსწავლეთა  საიდენტიფიკაციო ბარათების  ამობეჭდვა.

 

ნაბიჯი 1.  უპირველეს ყოვლისა,  „Google Chrome“- ს  მეილისა და პაროლის საშუალებით დავრეგისტრირდი  ´„plickers.com“  პროგრამის გვერდზე.  შევქმენი საკუთარი სივრცე.  ეს სივრცე გამოიყურება შემდეგნაირად:   Plickers.com.png  .  მარცხენა სვეტში მოთავსებულია  ჩანართები :

  1. ახალი ნაკრები;
  2. აღმოაჩინეთ;
  3. თქვენი ბიბლიოთეკა;
  4. ბოლო, ანგარიშები;
  5. ანგარიშის ფურცელი;
  6. შენი კლასები;
  7. სვეტის ბოლოს ჩანს ახალი კლასის შექმნის ფუნქცია.

ნაბიჯი 2.  „ახალი კლასის“  ფუნქციაში შესვლით ვქმნი ახალ კლასს,  ვარქმევ სახელს: მაგ. „2 – კლასი“.  კლასის  სახელის ქვემოთ  მოცემულ  სიისთვის განკუთვნილ  ცხრილში  შემაქვს ამ კლასის  მოსწავლეთა სია (აქვს კორექციის – მოსწავლის დამატების და ამოშლის ფუნქცია). უკვე  შექმნილი  კლასები ავტომატურად  გამოჩნდება  მარცხენა სვეტის  ბოლო  ჩანართში – „შენი კლასები“.

ნაბიჯი 3.   კლასის/კლასების შექმნის  შემდეგ  იმავე სივრცეში  ზედა მარჯვენა  კუთხის  Help.PNG   ჩანართის ჩამოშლისას  კი  რიგით  მეოთხე  ჩანართში  Get Plickers Cards.PNG   შესვლით  ვირჩევ   Print Cards.PNG  და ვიწყებ  ამ ბარათების  ამობეჭდვას.  ვბეჭდავ  იმდენ ბარათს, რამდენი მოსწავლეც მყავს  კლასში. ბარათები  დანომრილია, შავ ლაქას ყველა კუთხეში აწერია ერთი და იგივე ციფრი/ნომერი.  ეს  პირველი ბარათია:  Plickers ბარათი.png.

ნაბიჯი 4. როგორ გავარკვიოთ, რომელ მოსწავლეს რომელი ბარათი ეკუთვნის? პროგრამა კლასების მიხედვით ავტომატურად ანიჭებს ყველა მოსწავლეს თავის საკუთარ ნომერს.  ამის სანახავად  შევდივარ  მარცხენა სვეტის ჩამონათვალის  ბოლოს, უკვე შექმნილ ჩემთვის სასურველ კლასში,  მაგალითად, „2-კლასი“.  ვირჩევ  ჩანართს  Go tu Students.PNG   და  ჩამოიშლება თითოეული მოსწავლისათვის გამოსაყენებელი  ბარათის  ნომერი  Print Klass Poster.png .

    

 ტესტის შექმნა

ნაბიჯი 1.  ვაცნობ მოსწავლეებს ახალ მასალას ნებისმიერ საგანში (ქართული ენა, მათემატიკა, ბუნება, მუსიკა, ხელოვნება …). უმჯობესია, მასალის გაცნობა მოხდეს ვიზუალურად – ციფრული რესურსების გამოყენებით. თუმცა არანაკლებ ეფექტიანია ტრადიციულად გადაცემული მასალის ათვისების დონის გადამოწმებაც.

ნაბიჯი 2.   ´„plickers.com“  პროგრამის გვერდზე, ჩემს  საკუთარ სივრცეში  ვქმნი ტესტს  ჩანართიდან  „New Set” New Set.PNG .  ვარქმევ  სახელს,  მაგალითად,  „ამოცანები“ – ველში „Untitled Set”.  სახელის  ქვემოთ, ჩარჩოში ვწერ  შეკითხვას, ხოლო  შეკითხვის ქვემოთ ჩარჩოში ოთხ სავარაუდო პასუხს.  ახალი/ მომდევნო  შეკითხვის შესაქმნელად ვირჩევ  მარჯვენა ზედა კუთხეში  „ + “   დამატებას   ტესტის შექმნა.PNG  .   ასე  ვაგრძელებ  მეხუთე  შეკითხვამდე.  პროგრამა  სწორი  პასუხის აღნიშვნის საშუალებას იძლევა მხოლოდ სწორი პასუხის აღმნიშვნელ ლათინურ ასოზე  დაწკაპუნებით  და  ავტომატურად ინახავს ყველა  კითხვას თავისი პასუხებით. ასევე იძებნება შექმნილი ტესტი მაგ: „ამოცანები“ ზემოხსენებულ მარჯვენა სვეტის ჩამონათვალში „თქვენი ბიბლიოთეკა“.

 

ტესტირების ჩატარება/გამოკითხვა

 

ნაბიჯი 1.   საგაკვეთილო მასალის გაცნობის/დამუშავების  შემდეგ  მოსწავლეებს  ურიგდებათ  მათთვის განკუთვნილი ბარათებით  Plickers ბარათებით.png ,  რომელიც იკავებს თაბახის ფურცლის ნახევარს.

ნაბიჯი 2.   კომპიუტერში  შევდივარ  უკვე შექმნილ ჩემს გვერდზე  https://www.plickers.com/account#upgrade  ,  ვირჩევ „თქვენს ბიბლიოთეკას“,  რომელიც მარცხენა სვეტის ჩამონათვალში რიგით მესამეა. ჩემ მიერ შექმნილი ტესტებიდან  ვირჩევ  სასურველს, მაგალითად, „თაგვი და ლომი“. ვაწკაპუნებ ჩანართს „Play now”,  შემდეგ გამოჩნდება კლასების  ჩამონათვალი,  ვირჩევ სასურველ კლასს  და ტესტი პროექტორის გამოყენებით  გაეშვება  ეკრანზე –  გაშვების პროცესი.PNG  .

ნაბიჯი 3.   მოსწავლეები   გულმოდგინედ კითხულობენ შეკითხვას, ეცნობიან  ასევე სავარაუდო  ოთხ (შესაძლებელია  ნაკლებიც 3 ან 2) პასუხს .                                                                                                                                                                                                         გამოსაკითხ ბარათზე  მოთავსებულ  შავ  ლაქასაც  ოთხივე  გვერდზე  აწერია  ლათინური  ასოები: A, B, C, D .  შეარჩევენ სწორი პასუხის შესაბამის  ასოს,  მაგალითად „B” და ბარათის  მაღლა  აწევით,  მხოლოდ ისე, რომ  შერჩეული სწორი პასუხი  „B”  მოექცეს  ზემოთ ,  მაჩვენებენ – Plickers ბარათებით.png  .    ასე  გრძელდება  თითოეულ შეკითხვაზე.

 

ნაბიჯი 4.   ჩემს  სმარტფონში  წინასწარ  ჩამოტვირთული  მაქვს  „plickers.com“  აპლიკაცია. შევდივარ აპლიკაციაში,  გამოჩნდება  ფანჯარა  და  შევდივარ  ტესტში შესვლა.PNG  „თაგვი და ლომი“ ,იხსნება პირველი შეკითხვა:  შეკითხვა.jpg  ,  ვაწკაპუნებ  ეკრანზე გამოტანილ დიდ ლურჯ წრეს  და  ამ მომენტიდან  ვიწყებ   პასუხების  მყისიერად  შეგროვებას. გამოკითხვა სმარტფონით.png  , რაც  სინქრონულად  აისახება პროექტორით გაშვებულ ეკრანზე.   ასევე, ეკრანის მარჯვენა სვეტებში  ჩანს  მოსწავლეთა სია,  სადაც  აისახება  შედეგები: უპასუხა თუ არა თითოეულმა მოსწავლემ კითხვას სწორად.

მომდევნო კითხვაზე გადასასვლელად, ჯერ იმავე, მრგვალ  ღილაკზე დაწკაპუნებით ვწყვეტთ წინა კითხვაზე მუშობას, ხოლო  სმარტფონშივე მარჯვენა  ისარზე  დაწკაპუნებით  გადავდივართ მომდევნო  კითხვაზე.

 

ყურადღება:  კომპიუტერი და სმარტფონი სინქრონულად მუშაობენ. ტელეფონში მარჯვენა ისრით გადავდივარ მომდევნო შეკითხვაზე, კომპიუტერშიც ზუსტად იგივე აისახება, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ  სწორი პასუხის მაჩვენებელი მხოლოდ სმარტფონში ჩანს  და  ვხედავ  მხოლოდ მე.

 

მოსწავლეთა  რეიტინგების ნახვა

 

ნაბიჯი 1.  მოსწავლეთა შედეგები ტესტის დასრულებისთანავე აისახება პროგრამაში. მარცხენა სვეტის ჩამონათვალში, რიგით მეხუთე  ჩანართში  „Reports“ შესვლით  გამოვა შესრულებული ტესტების  ჩამონათვალი   Reports.png  .  თვითონ  ტესტზე დაწკაპუნებით კი  ტესტის ანგარიშები.png  ,  ჩამოშლის  ანგარიშებს,  როგორც თითოეული მოსწავლისას  მოსწავლეთა ანგარიშები.PNG  , ასევე  თითოეული  საკითხისას    თითოეული საკითხის ანგარიში.PNG .

 

     თავდაპირველად,  ეს  სამუშაო მოითხოვს  გარკვეულ დროს  და  ენერგიას, მაგრამ  ხშირად  გამოყენების  შემთხვევაში  პროცესი  სახალისო, მოქნილი  და  ეფექტური  ხდება.  იმედია, მკითხველს  გაუჩნდება  სურვილი  ამ  აქტივობის  დანერგვისა  და  გამოყენებისა.    

წყარო ; 

როგორ დავნერგოთ ინტერკულტურული განათლება სასწავლო პროცესში

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას დღეს დემოკრატიული სამყაროს წინაშე, არის ინტერკულტურული ურთიერთობები. სწორედ ამ საკითხს მინდა შევეხო და, შეძლებისდაგვარად, გავაანალიზო ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი რგოლის – მასწავლებლის როლი.

ინტერკულტურული ურთიერთობა – ეს არის კულტურათაშორისი კავშირი, ურთიერთობა ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი თუ სხვა ნიშნით განსხვავებულ კულტურებს შორის, რომლებიც ერთ სოციუმში ცხოვრობენ. დღესდღეობით, როდესაც გლობალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ამგვარი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია.

ინტერკულტურული განათლების მიზანს წარმოადგენს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენელი მოზარდების წარმატებული ინტეგრაცია თანამედროვე მრავალეთნიკურ საზოგადოებაში. ინტეგრაცია გულისხმობს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შეთვისება-აღიარებას, ყველა კულტურის თანაბრად დაფასებას, უმრავლესობისა და უმცირესობისთვის თანაბარი მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

ინტერკულტურული აღზრდის მიზანია, ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა: ჰუმანურობა, სოლიდარობა, ურთიერთგაგება, კულტურათა პატივისცემა, ტოლერანტობა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მასწავლებელი) უნდა უღვივებდეს მოსწავლეებს განსხვავებულის მიმღებლობისა და თანასწორობის განცდას. მინდა, ვილაპარაკო ინტერკულტურული სწავლების რამდენიმე მიდგომისა და მეთოდის შესახებ.

კონტრიბუციული მიდგომა – სასწავლო გეგმაში ეს მიდგომა არის საწყისი დონე მულტიკულტურული განათლებისთვის. მას გმირებისა და დღესასწაულების შესახებ მიდგომასაც უწოდებენ. სასწავლო გეგმაში ხდება მცირედი შინაარსობრივი ცვლილებები, მაგ., კულტურული მრავალფეროვნების დღის დამატება, რაც ეხმარება მოსწავლეებს, მიიღონ ინფორმაცია სხვა კულტურის შესახებ.

ტრანსფორმირებული მიდგომა – ეს მიდგომა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, რაიმე საკითხს სხვადასხვა კულტურული პერსპექტივიდან შეხედოს. ამ დროს მას მიეწოდება მრავალმხრივი ინფორმაცია, თვალსაზრისი საკითხის შესახებ – როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიურიც, მოვლენათა ანალიზსა და შეფასებას კი თავად ახდენს. ამ დროს მოსწავლე დამოუკიდებელია და გამოხატავს საკუთარ აზრსა და პოზიციას მთელი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

სოციალური ქმედებების მიდგომა – ამ მიდგომის დროს მოსწავლე არა მარტო აანალიზებს საკითხს სხვა კულტურული პერსპექტივიდან, არამედ მზად არის, დაიცვას განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანთა უფლებები. მისი მთავარი მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი და ხელი შეუწყოს დემოკრატიული სახელმწიფოს აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას.

 

სიმულაციური თამაშები

სიმულაციური თამაშები მიზნად ისახავს საზოგადოების მრავალფეროვნების გაცნობიერების ხელშეწყობას. ასეთი თამაშები ქმნის თანამშრომლობით გარემოს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააცნობიერონ საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარი.

სიმულაციური თამაშების გამოყენება ინტერკულტურული სწავლების პროცესის წარმართვას უწყობს ხელს. მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შედეგების გაცნობიერების უნარი, ასევე ეცნობიან სხვა კულტურის ადამიანების ცხოვრების წესს.

 

როლური თამაში როგორც მეთოდი

როლური თამაში სწავლების აქტიურ მეთოდს წარმოადგენს და მონაწილეთა გამოცდილების შესწავლას ეფუძნება. მისი ძირითადი მიზანია, მონაწილეებმა მეტი ცოდნა მიიღონ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით. სცენარით განსაზღვრული აქტივობა შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს მონაწილეებისთვის.

 

უმცირესობაში მოხვედრა:

ამ სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეებს შესძინოს უმცირესობაში ყოფნის გამოცდილება და გააცნოს კულტურული განსხვავებები.

მრავალკულტურულ საზოგადოებაში ადამიანებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, პატივისცემა და თანამშრომლობა. ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი ედგარ ფორი (1908-1988) გვახსენებს, რომ „სწავლება ნიშნავს, დაეხმარო ადამიანს ცხოვრების სწავლაში“. მასწავლებელი როგორც ცვლილებების მთავარი ინიციატორი ვალდებულია, შეუქმნას მოსწავლეებს ღია სასწავლო გარემო და ხელი შეუწყოს ყველა კულტურის მონაწილეობას დემოკრატიული პრინციპების დაცვით. მაშასადამე, ინტერკულტურული განათლება დღეს ყველა სკოლის მიზანი უნდა იყოს.

 

ინტერკულტურული განათლების გაკვეთილებისთვის შესანიშნავი რესურსია გორგი ჭაუჭიძის „დიდი ნუნუ“. ნუნუ მეორეკლასელი გოგონაა. მისი კლასი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნაწარმოებში მასწავლებელიც და მოსწავლეებიც, მათ შორის – თავად ნუნუც, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მეგობრობენ სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებთან. მთავარი პერსონაჟის საუკეთესო მეგობარი გაიანე ვოსკანიანია. ჩემმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,დიდი ნუნუ“ შექმნეს საინტერესო პრეზენტაციები განსხვავებული ინტერპრეტაციებით. ნუნუ, მისი ოჯახი და მასწავლებელი დაახასიათეს, როგორც მეგობრულები და ტოლერანტულები.

მასწავლებელს შეუძლია, ამ წიგნის და ზემოთ მოცემული აქტივობების დახმარებით დაგეგმოს შესანიშნავი სასწავლო პროცესი ინტერკულტურული გაკვეთილებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  • შალვა ტაბატაძე, ნათია ნაცვლიშვილი. „ინტერკულტურული განათლება“
  • ალექსანდრა რიკოვა, კლაუდია შაჰინგერი. ,,კულტურათშორისი სწავლება და ევროპული ფასეულობები“
  • სოფიკო ლობჟანიძე. „ინტერკულტურული განათლების ძირითადი პრინციპები“

წყარო ; http://mastsavlebeli.ge/