კიბერბულინგი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნითგანხორციელებული ქმედებაა."კიბერბულინგში" მოიაზრება:სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნემოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებშიანგარიშების შექმნა.
კომპიუტერული ტექნოლოგიების თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო პოპულარული ხდება.„კიბერ–ბულინგი“. კიბერ-ბულინგი - პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება და ამით შანტაჟი, ვირტუალურ სივრცეში დატერორება, მუქარა. ასეთი ტიპის ჩაგვრა გულისხმობს თანატოლის არასასურველი ფოტოებისგამოქვეყნებას, დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას. მისი განვითარება სოციალური ქსელების/ინტერნეტსივრცის აქტიურ გამოყენებას მოჰყვა შედეგად. ასევე დღითიდღე უფრო ფართოდვრცელდება სოციალურ ქსელებში სპეციალური გვერდების შექმნის პრაქტიკა, სადაც გამიზნულად აბუჩადიგდებენ ადამიანებს მათი გარეგნობის, შემოქმედების, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის გამო.
ტრადიციული ბულინგისგან განსხვავებით,კიბერბულინგს არ სჭირდება ფიზიკური ძალა ან პირისპირ შეხვედრა. ხშირად ის ძალიან ბევრი მოწმის წინაშე ხდება. კიბერბულინგი ყველა ფორმით და სახით არსებობს – ნებისმიერს, ვისაც ინტერნეტი ან მობილური ტელეფონი აქვს, შეუძლია წამოიწყოს კიბერბულინგი ვიღაცის მიმართ, ხშირად ანონიმურად. კიბერბულინგის განმახორციელებელს, პირობითად კიბერაგრესორს,შეუძლია მსხვერპლის დამცირება 24 საათის განმავლობაში, ხოლო მსხვერპლმა აგრესია შეიძლება ნებისმიერ ადგილას მიიღოს, ანუ არავითარი ადგილი,სახლიც კი, აღარ არის უსაფრთხო, და მხოლოდ რამდენიმე ღილაკის დაჭერით ამ პროცესს შეიძლება ონლაინ შეესწროს ასობით ან ათასობით ადამიანი.
მეთოდები, რომელთაც ბავშვები და მოზარდებიკიბერბულინგისთვის იყენებენ, ისეთივე განსხვავებულიდა მრავალფეროვანია, როგორც მათთვისხელმისაწვდომი ტექნოლოგიები: მუქარის შემცველი ანშემაშინებელი მესიჯების გაგზავნით დაწყებული,იმელის ანგარიშის გატეხვით და ონლაინიდენტობისმითვისებით დამთავრებული. ზოგიერთიკიბერაგრესორი ვებსაიტს ან სოციალური მედიისგვერდსაც კი ქმნის მსხვერპლის დასამცირებლად.
ტრადიციული ბულინგის მსგავსად, კიბერბულინგში ბიჭებიც დაგოგოებიც თანაბრად მონაწილეობენ, მაგრამ ზოგადადგანსხვავებულ ხერხებს იყენებენ. ბიჭები მეტწილად სექსუალურიხასიათის ან ფიზიკური ზიანის მუქარის მესიჯებს აგზავნიან.გოგოები კი ძირითადად ავრცელებენ ჭორებს და მცდარინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, ამჟღავნებენ საიდუმლოს,მსხვერპლს რიცხავენ გარკვეული წრიდან ან ელექტრონულიკომუნიკაციის ჯგუფიდან. რადგან კიბერბულინგი ძალიანსწრაფად მოქმედებს, ბავშვი ან მოზარდი იოლად იცვლის როლს,შეიძლება კიბერბულინგის მსხვერპლიდან ერთ წუთში გადაიქცესაგრესორად და შემდეგ ისევ მსხვერპლად.
კიბერბულინგი, ტრადიციული ბულინგის მსგავსად, აგრესიას, ძალადობას და ჩაგვრის გავრცელებას უწყობს ხელს. მას,განსხვავებით ტრადიციული ბულინგისგან, ფსიქოლოგიურიძალადობის კიდევ უფრო მეტი გამოხატვის საშუალება აქვს. აქმაღალია ანონიმურობა, ანუ უფრო მეტი საშუალება გაქვსგამოხატო ის, რასაც პირისპირ არ გამოხატავ, ხელი იოლადმიგიწვდება ყველა იმაზე, ვისზეც გინდა გაავრცელო აგრესია.დამამცირებელი მოპყრობა შესაძლოა გახდეს "მთელი სამეგობროჯგუფისთვის" დასანახი. კიბერბულინგი მოზარდის მიერ მძაფრადაღიქმება და, შესაბამისად, ემოციური ზიანი მაღალია.
კიბერბულინგი მოიცავს დამამცირებელი სახელების შერქმევას, თავდასხმასა და შანტაჟის სერიოზულსაფრთხეს. ბულინგის მსხვერპლი ადვილი ამოსაცნობია, ის ყოველთვის გამორჩეულია რაიმე ნიშნით სხვაბავშვებისგან, აღენიშნება შფოთვის მაღალი დონე და აკლია თავდაჯერებულობა.
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-სქალაქებში არსებულ სკოლებში კიბერბულინგის მაჩვენებელი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, თითქმის სამჯერგაიზარდა. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციოსააგენტო nypostი უწყება. ვებგვერდზე განთავსებული პუბლიკაციის თანახმად, მოზარდები ერთმანეთს, ყველაზე მეტად, რასის, სქესის და სექსუალური ორინეტაციის გამო ამცირებენ. 2015-16 სასწავლო წლის მანძილზე კიბერბულინგის 804 შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც2013-14 წელს სახელმწიფო განათლების დეპარტამენტმა სულ 178 ინციდენტი დააფიქსირა.
სოციალურ ქსელ ფეისბუკში გახსნილია ერთი გვერდი, რომლისმთავარი პერსონაჟი ერთი პატარა ბიჭია, რომელსაც არც ხელებიაქვს, არც ფეხები და, საერთოდაც, ძალიან მახინჯია. ამ ბიჭს ყველაუბედურება ემართება, რაც კი ადამიანს შეიძლება დაემართოს და,რაც მთავარია, მას სულ დასცინიან. დასცინიან იმიტომ, რომ შიდსიაქვს, იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა,იმიტომ, რომ კიბო აქვს და ა.შ. გვერდი მოსწონს დახლოებით 12 000 ადამიანს. ყველა აღფრთოვანებულია იმ ახალ-ახალი შავიიუმორით, რომლითაც ამ ვირტუალურ ბიჭს დასცინიან. ამგვერდის მომხმარებლები ფიქრობენ, რომ რადგან ბიჭისინამდვილეში არ არსებობს, არც მის მიმართ ბულინგიაპრობლემა. სინამდვილეში კი ეს კიბერბულინგია.
თუკი თქვენ კიბერბულინგის მსხვერპლი გახდით, მნიშვნელოვანია, არ უპასუხოთ არცერთ მესიჯს ან პოსტს,რომელიც თქვენ შესახებ დაიწერა, რაც არ უნდა მცდარი და მტკივნეული იყოს ის. პასუხი მხოლოდ დაამძიმებსმდგომარეობას და იმ რეაქციას გამოიწვევს, რაც აგრესორს ჰქონდა გამიზნული. ამიტომ ნუ მისცემთ მასკმაყოფილების საბაბს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიმართოთ შურისძიებას, რომ თავად არ გახდეთ აგრესორი.
სასურველია, მოიქცეთ შემდეგნაირად:
შეინახეთ კიბერბულინგის შესახებ ინფორმაცია. შეინახეთ ტექსტური შეტყობინებები ან ვებგვერდის სურათიდა უჩვენეთ სანდო ზრდასრულს, მაგალითად, ოჯახის წევრს, მასწავლებელს. თუკი ასეთი შემთხვევები სწრაფადარ აღიკვეთება, კიბერაგრესორი ხშირად დამცირების და ძალადობის უფრო მძიმე ფორმებს მიმართავს;
თუკი ვინმე ფიზიკური დაზიანებით გემუქრებათ ან უხამს სექსუალურ მესიჯებს გიგზავნით, მიმართეთპოლიციას. ხშირ შემთხვევაში კიბერაგრესორის ქმედებები კანონით ისჯება;
შეწყვიტეთ კიბერაგრესორთან ყოველგვარი ურთიერთობა. დაბლოკეთ მათი ელექტრონული ფოსტისმისამართი, ტელეფონის ნომერი და წაშალეთ სოციალური ქსელის კონტაქტებიდან.
თუკი თქვენ ბულინგის მსხვერპლი გახდით, გახსოვდეთ:
ნუ დაიდანაშაულებთ თავს. ეს არ არის თქვენი ბრალი. არა აქვსმნიშვნელობა, რას ამბობს ან აკეთებს კიბერაგრესორი, არ უნდაშეგრცხვეთ იმის, რასაც წარმოადგენთ და გრძნობთ. აგრესიისგამოვლინება ნიშნავს, რომ პრობლემები კიბერაგრესორს აქვს და არათქვენ;
კიბერბულინგს სხვა კუთხიდან შეხედეთ. კიბერაგრესორიუბედური, იმედგაცრუებული ადამიანია, ვისაც სურს, კონტროლიმოიპოვოს თქვენს გრძნობებზე, რომ თქვენც ცუდად იგრძნოთ თავი.ნუ აჰყვებით მის თამაშს და ნუ მიანიჭებთ მას ამ სიამოვნებას;
წაშალეთ ყველა აგრესიული მესიჯი და კონცენტრირება მოახდინეთპოზიტიურ გამოცდილებაზე.
ისწავლეთ სტრესთან გამკლავება. სტრესთან გამკლავების უნარებიდაგეხმარებათ, გახდეთ უფრო თავდაჯერებული და კიბერბულინგინაკლებად დაგთრგუნავთ.
დაუთმეთ მეტი დრო თქვენთვის საყვარელ საქმიანობას. რაც უფრომეტად ხართ დაკავებული საყვარელი საქმიანობით – სპორტით,ჰობით, მეგობრებთან ყოფნით – მით უფრო ნაკლები გავლენა ექნება კიბერბულინგს თქვენს ცხოვრებაზე.
რჩევები მშობლებს:
რაც არ უნდა ცუდად გრძნობდნენ თავს, ბავშვები ხშირად არუმხელენ მშობლებს და მასწავლებლებს კიბერბულინგის შესახებ,რადგან ეშინიათ, რომ ამის გამო შეიძლება კომპიუტერის ანტელეფონის გარეშე დარჩნენ. მშობლებო, არასდროს დაემუქროთტელეფონისა და კომპიუტერის წართმევით მოზარდს, რომელიცკიბერბულინგის მსხვერპლი გახდა.
დააკვირდით კიბერბულინგის სავარაუდო ნიშნებს
თქვენი შვილი კიბერბულინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს,თუკი ის:
ხდება სევდიანი, გაბრაზებული ან დათრგუნული ინტერნეტის ანმობილური ტელეფონის გამოყენების შემდეგ;
შფოთავს, როცა იღებს ტექსტურ მესიჯს ან იმეილს;
თავს არიდებს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და უარს ამბობს იმსაქმიანობაზე, რომელიც მანამდე მოსწონდა;
მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზის გარეშე უფუჭდებანიშნები;
უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე ან არ ესწრება კონკრეტულსაგნებს ან კლუბებს;
ეცვლება ხასიათი, ქცევა, ძილი, მადა ან უჩნდება დეპრესიის ან შფოთვის ნიშნები.
გვინდა მივმართოთ ბავშვებს:
ნუ გაავრცელებთ კიბერბულინგის შემცველ მესიჯებს;
შემჩნევის შემთხვევაში პირდაპირ უთხარით საკუთარ მეგობრებს,შეწყვიტონ კიბერბულინგი;
შეწყვიტეთ კომუნიკაცია კიბერაგრესორთან და წაუკითხავადწაშალეთ მათგან მოსული მესიჯები;
არასდროს გაავრცელოთ საკუთარი ან მეგობრების პერსონალურიინფორმაცია ონლაინ (სრული სახელი, მისამართი, ტელეფონისნომერი, სკოლის სახელი, მშობლების სახელები, საკრედიტობარათის ინფორმაცია ან პირადობა);
მშობლების გარდა, არავის გაუზიართ საკუთარი ინტერნეტ-პაროლი;
არ მისწეროთ ვინმეს გაბრაზებული წერილი, სანამ არდამშვიდდებით და მდგომარეობას საღად არ შეაფასებთ;
ისევე ზრდილობიანად მოიქეცით ონლაინ, როგორც პირისპირ ურთიერთობისას.
წყარო : http://kiberbulingi.blogspot.com
ReplyDelete