Friday, March 2, 2018

.

რჩევები მასწავლებელს


დიმიტრი უზნაძე
  1.      გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი.
  2.   სასწავლო პროცესის ეფექტიანობა , პირველ რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას.
  3.    დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოარგებთ სასწავლო მასალას მოსწავლის განწყობას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძალებს.
  4.     მასალა , ერთი მხრივ, შესაფერისი უნდა იყოს მოწაფის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის. მეორე მხრივ, დაშორებულიც უნდა იყოს. სხვაგვარად, წინსვლა შეუძლებელი იქნება.
  5.     საკლასო ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო. 
  6.      გახსოვდეთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.
  7.   ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. აუცილებელია მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა, პიროვნების მთელი ძალების გახსნა.

No comments:

Post a Comment