სწავლების სტრატეგიები

მარია მონტესორი 1870 წელს დაიბადა იტალიაში. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომლებსაც იმდროინდელი იტალიის დისკრიმინაციული გენდერული შეხედულებები წარმოშობდა, იგი მაინც გახდა პირველი ექიმი ქალი თავისი ქვეყნის ისტორიაში. რომის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობისას მარია მონტესორი ბავშვებთან მოპყრობისა და ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა და რამდენიმე წელიწადი მათ შესწავლაში გაატარა. 28 წლის ასაკში მონტესორი გონებრივად შეზღუდული ბავშვების სკოლის დირექტორი გახდა. სწავლების მისეული თეორია მას შემდეგ დაიბადა, რაც მან ორწლიანი მუშაობის შედეგად მენტალური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება შეძლო. ბავშვებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სწავლისუუნაროებად იყვნენ მიჩნეულნი, წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები და საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს. ეს მოვლენა მაშინდელ იტალიაში სასწაულად შერაცხეს. მონტესორიმ აღმოაჩინა, რომ ამ ბავშვებს შეეძლოთ სწავლა პრეცეპტუალური სისტემის დახმარებით. მან შეიმუშავა ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი ვარჯიშების მთელი სისტემა და უჩვეულო სათამაშო მოწყობილობები და დაკვირვების საფუძველზე აღმოაჩინა თანამედროვე მეცნიერთა მიერ დადასტურებული კანონზომიერება: რაც უფრო სხარტი ხდება ბავშვის ნატიფი მოტორიკა და რაც უფრო მეტი საგნის მეშვეობით – მგრძნობელობით გამოცდილებაზე დაყრდნობით ეცნობა იგი გარე სამყაროს, მით უფრო სწრაფად და ადვილად სწავლობს მეტყველებასა და წერა-კითხვას.
1907 წელს მარია მონტესორის სთხოვეს, პასუხისმგებლობა აეღო უსახლკარო ბავშვებზე, რასაც შედეგად რომის ერთ-ერთ გარეუბანში ბავშვთა სახლის დაარსება მოჰყვა. „ბავშვის სახლში” მან შეიფარა ღარიბი, უსახლკარო და პედაგოგიურად ხელმიშვებული ბავშვები, რომლებსაც თავისი მეთოდით მალე შეასწავლა წერა-კითხვა და სამაგალითო მოწაფეებად აქცია.

მაინც რაში მდგომარეობს მარია მონტესორის სწავლების უნიკალური მეთოდი?
მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანი იყო ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მომხდარიყო სრულყოფილი პიროვნების ფორმირება. ამისთვის მას აუცილებლად მიაჩნდა სწავლების პროცესში ფსიქიკური განვითარების იმ კრიტიკული პერიოდების გათვალისწინება, როდესაც ყალიბდება ბავშვის ესა თუ ის უნარი. მაგალითად, მეტყველების განვითარების კრიტიკული პერიოდია 1-3 წელი და სწორედ ამ დროს არის საჭირო მისი წახალისება. მონტესორისეული აღმზრდელი დამხმარეა ბავშვის ბუნებრივი განვითარების პროცესში. მისი აზრით, არ არსებობს ზარმაცი და არასასურველი ქცევების მქონე ბავშვი.; სიზარმაცე და ქცევითი პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც გარემო არ ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს.

საგანგებოდ ბავშვისთვის შექმნილი გარემო
მარია მონტესორიმ პირველმა გამოთქვა აზრი – და შემდეგ პრაქტიკულადაც განახორციელა – იმის შესახებ, რომ ბავშვისთვის აუცილებელია სათანადო ზომის ავეჯი. თავდაპირველად მან დაამზადებინა პატარა კარადები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რათა ბავშვებს დამოუკიდებლად შეძლებოდათ მათით სარგებლობა. მონტესორის თანახმად, გარემო უნდა პასუხობდეს ბავშვის განვითარების თითოეული საფეხურის სენსიტიურ პერიოდებს. ეს „სპეციალური გარემო” სხვადასხვა საფეხურისთვის სხვადასხვაგვარია, თუმცა ერთ პრინციპზეა დაფუძნებული. სწორედ ეს გარემო და მონტესორისეული მასწავლებელი განასხვავებს სხვებისგან მის თეორიას. ამ თეორიის მიხედვით, ბავშვის თავისუფალი აქტივობა მოიცავს სწავლების 80%-ს, მხოლოდ დანარჩენი 20% ეკუთვნის მასწავლებელს. ამგვარი თვალთახედვა უცხოა სწავლების ტრადიციული მეთოდისთვის, სადაც წამყვანი ადგილი მასწავლებელს უკავია. პატარებზე მორგებული გარემო მათ საშუალებას აძლევს, შეასრულონ განსხვავებული მოქმედებები დამოუკიდებლად. ამასთან, ამ გარემოში ისინი თვითონვე აღმოაჩენენ თეორემებს, რომლებიც არა წარმოდგენილი, არამედ „აღმოსაჩენია”.
   
სასწავლო მასალები
ეს მასალები არის სახლსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გადებული ხიდი, სამყაროს მცირე მოდელი, რომლის მეშვეობითაც ბავშვს უყალიბდება დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, უვითარდება სივრცეში კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვის მექანიზმები. სწავლება აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს შეგრძნების ყველა არხის გათვალისწინებით – მხედველობით, სმენით, ყნოსვით, შეხებით. ბავშვები მასალებით მანიპულაციის დროს ეცნობიან სხვადასხვა კატეგორიას: დიდი-პატარა, გლუვი-პრიალა და ა.შ., ხედავენ მათ შორის განსხვავებებს და ამ გზით ივითარებენ ანალიზისა და სინთეზის უნარს. მაგალითად, ბავშვებმა უნდა ააგონ ვარდისფერი კოშკი სხვადასხვა ზომის კუბებისგან, ყველაზე დიდი კუბი საფუძველში უნდა მოაქციონ, ხოლო ყველაზე პატარა – წვერზე. ყველა კუბი ერთი და იმავე ფერისა და მასალისაა, განსხვავება მხოლოდ ზომაშია. ამრიგად, ბავშვებმა ზომის მიხედვით უნდა მოახერხონ დიფერენცირება. არის დავალებები, როდესაც ბავშვები ნივთებს ახარისხებენ ფერის, ფორმისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. სკოლამდელ ასაკში, როდესაც ბავშვის აღქმაში წამყვანია სწორედ სენსორული ინფორმაცია, ეს მასალები მას სამყაროს შეცნობაში ეხმარება. მონტესორისეული სწავლების მიხედვით, წერა-კითხვისა და ანგარიშის სწავლება არ არის სკოლამდელი განათლების მიზანი – ის მხოლოდ თანმხლები პროცესია. სენსორული ინფორმაციის საფუძველზე ბავშვს თანდათანობით უჩნდება ინტერესი იმისა, რამდენით დიდია, მაგალითად, ზემოთ ნახსენები ერთი კუბი მეორეზე და სწორედ ამ დროს ჩნდება ელემენტარული მათემატიკური ცოდნის მიწოდების საშუალება. ასეთივე მეთოდით ხდება ენის ათვისება: სიმღერებით, ლექსებით, მოთხრობებითა და ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი დავალებებით ბავშვს ეტაპობრივად უქმნიან წინა პირობებს წერა-კითხვის დასაუფლებლად. ამ ყველაფრის კომბინაცია ბავშვს ნელ-ნელა, ძალდაუტანებლად, შეუმჩნევლად ასწავლის წერა-კითხვას. 
მონტესორის განათლების სისტემა, უკვე 100 წელიწადზე მეტია, წარმატებით იყენებს ენის სწავლების საკმაოდ ეფექტურ მეთოდს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მყარ ზედაპირზე დამაგრებული ზუმფარის ქაღალდისგან გამოჭრილი ასოებით ვარჯიში. ბავშვები ერთსა და იმავე დროს ხედავენ, შეიგრძნობენ და გამოთქვამენ მათ, ასე რომ, სწავლება მიმდინარეობს კომბინირებულად, სამი სენსორული არხის დახმარებით.
   
მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად მარია მონტესორიმ დაასკვნა, რომ არსებობს მასალების განსაზღვრული რიცხვი, რომელიც სავსებით საკმარისია ბავშვის კულტურული განვითარებისთვის; უბრალოდ, ამ გარემოში უნდა იყოს მისი თუნდაც ერთი ნიმუში. ეს მასალები ბავშვის „კოსმოსურ აღზრდას” ემსახურება. ბავშვებს სამყაროს შესახებ ცოდნას აწვდიან სწორედ ამ სპეციფიკური საგნების დახმარებით, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სამყაროსა და ბუნების შესახებ. მასალა ამ შემთხვევაშიც სენსორულია და მიეწოდება ზოგადიდან კერძოს მიმართულებით. მაგალითად, ბავშვი ჯერ ითვისებს ცოდნას სამყაროს შესახებ, შემდეგ – ცხოველებისა და მცენარეების შესახებ; ცხოველთა სამყაროს ზოგადად გაცნობის შემდეგ ის იღებს ინფორმაციას ცხოველთა ნაირსახეობების შესახებ და ა.შ.

საგნები, რომლებიც ბავშვებს დამოუკიდებლობას უყალიბებს
ეს საგნები თავისებურად „იწვევენ” ბავშვების აქტივობას. ბავშვებს აქვთ ნაირგვარი გეომეტრიული ფიგურები, პაზლები, ფერადი მძივის მარცვლები და უამრავი სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის კუბი. მონტესორის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ყველა ნივთი, ავეჯი თუ საგანი, ჯაგრისი იქნება ეს თუ აქანდაზი, მაქსიმალურად არის მორგებული ბავშვის ზომებს, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს მათი გამოყენება. ამ ნივთების მოხმარება, მაგალითად, წყლით სავსე დოქის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, ბავშვს უვითარებს მოძრაობის კოორდინაციისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს, რაც მისი თვითგანვითარების საფუძველია. ბავშვების მიერ გამოსაყენებელი საგნები აწყვია მათთვის ხელმისაწვდომ თაროებზე, თანაც ეს ყველაფერი ისეა განლაგებული, რომ ბავშვებმა ადვილად მიაგნონ შეცდომებს და გაასწორონ. მონტესორის სისტემაში მასწავლებელს არ მიეკუთვნება მაკორექტირებლის როლი, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ასეც ხდება. სხვის მიერ მიცემული მითითების, ანუ გარეგანი განსჯის ნაცვლად ბავშვი ეყრდნობა ინტერნალურ განცდებს, საკუთარ აზრს, დაშვებული შეცდომების შესახებ. პასუხები მოცემულია მექანიკური (მაგალითად, რომელიმე სათამაშოს ნაწილები მხოლოდ ერთი, განსაზღვრული გზით ერგება ერთმანეთს), ვიზუალური (ნივთების დახარისხება შესაძლებელი გარკვეული მახასიათებლების მიხედვით, მხედველობით ან შეხებით), ხანდახან კი, უბრალოდ, ფურცელზე პასუხების ჩამონათვალის სახით. შეცდომების აღმოჩენისას საკუთარ გამოცდილებასა და თვითშეფასებაზე დაყრდნობით ბავშვს უყალიბდება „მეგობრული” დამოკიდებულება შეცდომების მიმართ და ეს მეგზურობას უწევს მას თვითგანვითარების გზაზე. 
შერეული ასაკობრივი ჯგუფები
ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შინ თუ სამსახურში, სხვადასხვა ასაკის ადამიანების გარემოცვაში ვიმყოფებით. ტრადიციული სკოლებისგან განსხვავებით, სადაც კლასში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ასაკობრივი ჯგუფი, მონტესორის სკოლაში ასაკობრივი ჯგუფები შერეულია. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა გარემო სჭირდებათ, მონტესორის კლასები შედგება 3 წლამდე, 3-დან 6 წლამდე 6-დან 12 წლამდე და 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშევბისაგან. თითოეული ასაკობრივი ჯგუფის ყველაზე პატარა წარმომადგენელი გარშემორტყმულია თავისზე ოდნავ მეტად გამოცდილი და ასაკით უფროსი ბავშვებით, რომლებიც მისთვის მოდელებს წარმოადგენენ. თავის მხრივ, უფროსი ბავშვები, პატარებით გარშემორტყმულნი, გრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას და მეტად თავდაჯერებულნი აჩვენებენ პატარებს საკუთარ შესაძლებლობებს. შეჯიბრს თანამშრომლობა ცვლის და სწორედ ეს არის ამ პატარა სოციუმების მამოძრავებელი ძალა. წინასწარ მომზადებული გარემოთი ხელშეწყობილი თვითგანათლება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ბავშვი სწავლობს და ვითარდება.

თავისუფლება და დისციპლინა
სპეციალურად შექმნილი გარემოს ზემოქმედების შედეგები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავად ეს გარემო. იგი ბავშვებს აძლევს მათთვის აუცილებელ „იარაღებს”, თუმცა მათ უნდა შეძლონ ამ „იარაღების” საშუალებით ცოდნის აღმოჩენა და მათით მანიპულირება.
გარემოსთან ბავშვის ინტერაქცია ინდივიდუალური განვითარებისთვის ყველაზე ნაყოფიერია მაშინ, როდესაც ის ეფუძნება არჩევანის თავისუფლებასა და პირად ინტერესს. მონტესორისეულ საკლასო ოთახში ბავშვი თვითონ ირჩევს სასურველ აქტივობებს და ამ აქტივობათა შესასრულებლად შეუზღუდავი დრო აქვს. გარდა ამისა, ბავშვს საშუალება ეძლევა, ერთი და იგივე აქტივობა იმდენჯერ გაიმეოროს, რამდენჯერაც მოისურვებს. ეს აქტივობა შესაძლოა იყოს თამაში, ჭურჭლის რეცხვა, დალაგება და სხვა.
პარადოქსულია, მაგრამ სწორედ ამ თავისუფლებას მიჰყავს ბავშვები დისციპლინამდე. ტრადიციული მიდგომის თანახმად, ბავშვები არსებითად უწესრიგოები და თავაშვებულები არიან, მხოლოდ დასჯით შეიძლება მათი სიჯიუტისა და იმპულსურობის დათრგუნვა. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბავშვისგან სასურველი ქცევა რომ მივიღოთ, აუცილებელია მისი დასჯა ან წახალისება კონტექსტის შესაბამისად, მაგრამ, თუმცაღა საზოგადოება ხშირად მიმართავს ამ მეთოდს, პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. როდესაც გარეგანი მოტივი ჩამოშორებულია, ადამიანში რჩება საკუთარი ქმედებებისა და განზრახვების კონტროლის მხოლოდ სუსტი სურვილი, სუსტი ზნეობრივი საზღვრები და ადამიანის მოთხოვნილება ითანამშრომლოს სოციუმთან მხოლოდ იმაზეა დამყარებული, რომ მან „უნდა” გააკეთოს ეს და არა იმაზე, რომ მას „უნდა” სოციუმთან ურთიერთობა.
მონტესორის სისტემა ბავშვს ნებისყოფის გამომუშავებაში ეხმარება. მონტესორის საკლასო ოთახში ბავშვი მუდმივად გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და სწორედ ამის წყალობით უყალიბდება საკუთარი სურვილებისა და ინტერესების „მოსმენის” უნარი. თუმცა გარემო გარკვეულწილად ლიმიტირებულია, სოციალურიც და ნატურალურიც, რაც ბავშვს უვითარებს იმპულსების შეკავების უნარს. ამ სპეციალურ გარემოში, როგორც უკვე ვახსენეთ, არის მხოლოდ ერთი ნიმუში ამა თუ იმ საგნისა, მაგალითად, არის მხოლოდ ერთი სახატავი რვეული და თუ ბავშვს აქვს ხატვის იმპულსი, ამ დროს კი სხვა ხატავს, მას ამ იმპულსის შეკავება უხდება; თუ რომელიმე სათამაშო „დაკავებულია”, ბავშვი უნდა დაელოდოს, სანამ ის არ გათავისუფლდება. 
მონტესორის განათლების სისტემაში შექმნილია სპეციალური პირობები, რათა ბავშვის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ინიციატივა, დამოუკიდებლობა, კონცენტრაცია, თვითრეგულაცია, თანაგრძნობა, გახდეს თვალსაჩინო და ბუნებრივი, ნორმალიზებული მოვლენა. მათი გათავისება არ ხდება ძალდატანებით ან მითითებებით. სწორედ იმის დამტკიცება სურდა მონტესორის, რომ ეს მახასიათებლები ბავშვში ბუნებრივად დევს. ისეთი მახასიათებლები კი, როგორებიცაა სიჯიუტე, ჭირვეულობა, სიზარმაცე და სხვა, ვლინდება მაშინ, როდესაც გარემო არ უპასუხებს ბავშვის მოთხოვნილებებს და განვითარების ბუნებრივი პროცესი ფერხდება. როდესაც ბავშვებს აქვთ თავისუფლება იმ გარემოში, რომელიც მათზეა მორგებული, ისინი იფურჩქნებიან (blossom). როდესაც იმპულსების ძლიერი შეკავების შემდეგ სასურველ მოქმედებას იწყებენ, ისინი გამოცოცხლდებიან, კმაყოფილებას განიცდიან, ხოლო მას შემდეგ, რაც აქტივობას განაგრძობენ სასურველ მოქმედებაზე კონცენტრირებით, ბავშვები სწავლობენ შინაგან დისციპლინას და განიცდიან სიმშვიდეს. სწორედ ბავშვის ამ მახასიათებლების ნორმალიზებაა მონტესორის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი.
მონტესორის მეთოდებთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობამ (რომლებიც 1960-იან და 1970-იან წლებშია ჩატარებული) აჩვენა, რომ მონტესორის სკოლის მოსწავლეები ტრადიციული სკოლების მოსწავლეებზე კრეატიულები და შემოქმედებითები არიან. მონტესორის პედაგოგიკა აქტუალობას არც 21-ე საუკუნეში კარგავს და აქტიურად გამოიყენება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს მონტესორის სახელობის უამრავი სკოლა, რომლებიც იყენებენ მის მეთოდს, თუმცა მცირე ინტერპრეტაციებით.
წყარო:
http://www.absorbentminds.co.uk/acatalog/What_is_Montessori_.html

მარია მონტესორის მიდგომა – „დამეხმარე რომ თვითონ შევძლო ამის გაკეთება“


მინდა ჭკვიანი ვიყო!
„დამეხმარე რომ თვითონ შევძლო ამის გაკეთება“
ეს არის მარია მონტესორის მიდგომის მთავარი დევიზი ..
მა­რია მონ­ტე­სო­რი, (1870-1952)  იტა­ლი­ე­ლი ჰუ­მა­ნის­ტი,პე­და­გო­გი, პირ­ვე­ლი ექი­მი ქა­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნის იტა­ლი­ა­ში, ცნო­ბი­ლია, რო­გორც ახა­ლი პე­და­გო­გი­უ­რი მე­თო­დი­კის ავ­ტო­რი. 1898 წლი­დან მონ­ტე­სო­რი გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო. ამ პე­რი­ოდ­ში და­იწყო მან თა­ვი­სი თე­ო­რი­ის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა და სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც დღეს ცნო­ბი­ლია მონ­ტე­სო­რის თე­ო­რი­ის სა­ხე­ლით. ამ პე­რი­ო­დის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­დე­გი იყო ის, რომ გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბისმქო­ნე 8 წლის მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რეს გა­მოც­დე­ბი წე­რა-კითხ­ვა­ში და სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბიც მი­ი­ღეს. მა­შინ „მონ­ტე­სო­რის სას­წა­ულ­ზე“ მთე­ლი იტა­ლია ალა­პა­რაკ­და. 1907 წელს მონ­ტე­სო­რიმ რომ­ში და­ა­არ­სა სკო­ლა „ბავ­შ­ვე­ბის სახ­ლი“ ყვე­ლა ტი­პის ბავ­შ­ვი­სათ­ვის.მონ­ტე­სო­რის სამ­ჯერ მი­ა­ნი­ჭეს ნო­ბე­ლის პრე­მია პე­და­გო­გი­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სადა მსოფ­ლი­ო­ში ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­მო. დღეს მონ­ტე­სო­რის სკო­ლა და მი­სი მე­თო­დიმთელ მსოფ­ლი­ო­შია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი.
მას შეეძლო შეექმნა განვითარებისთვის უნიკალური გარემო, სადაც პრობლემური ბავშვებიც კი განსაკუთრებული შრომის გარეშე იძენდნენ ისეთ ჩვევებს, რომ არათუ ჩამორჩებოდნენ, არამედ სჯობნიდნენ კიდევაც ნორმალურად განვითარებულ თანატოლებს.
ამ მიღწევამ მარია მონტესორი განაცვიფრა: “როგორ უნდა აღზარდო ნორმალური ბავშვი, რომ ის ჩემს გონებრივად ჩამორჩენილ პატარაზე სუსტი იყოს?!” მიღებული შედეგის გათვალისწინებით, ექიმმა ჩათვალა, რომ სწავლების მისეული სისტემა სასარგებლო იქნებოდა ნორმალური განვითარების ბავშვებისთვისაც. დღეს პედაგოგიური სისტემა მონტესორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მის საფუძველზე მუშაობენ საბავშვო ბაღები, ბავშვთა განვითარების ცენტრები და სკოლებიც კი. მონტესორ-თერაპია და მონტესორ-პედაგოგიკა საქართველოშიც აღიარებული მეთოდია. მაინც რით ხიბლავს მონტესორი-სისტემა პედაგოგებსა და მშობლებს?
მონტესორის პედაგოგიური იდეები სამ პრინციპს ემყარება:
1.თამაშის ელემენტებით გაჯერებული სწავლა, რომელიც ბავშვებს თამაშ-თამაშით და აღმოჩენებით მკვლევარებად აქცევდა;
2. აღსაზრდელების კვებასა და მოსვენებაზე გათვლილი პრინციპი, რომელიც ბავშვების სოციალურ-სასწავლო პროცესს ხელს უწყობდა;
3. აღსაზრდელ-აღმზრდელების ურთიერთობა, თანამშრომლობა, რომელშიც აღმზრდელი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და პატივისცემით მათი თანამშრომელი ხდებოდა აღზრდა-სწავლების პროცესში.
“დამეხმარე, რომ თვითონ შევძლო ამის გაკეთება” – მონტესორის პედაგოგიკის მთავარი დევიზი.
მონტესორისეულ საბავშვო ბაღში ბავშვი ხვდება “მომზადებულ გარემოში” , რომელსაც გააჩნია მკაფიო ლოგიკა, რომელიც შეესაბამება ბავშვის ფსიქოლოგიურ მოთხოვნებს. ჩვეულებრივ, მონტესორის ოთახი იყოფა ყურადღების კონცენტრაციის ხუთ ზონად :
1. პრაქტიკული ცხოვრება;
2. სენსორიკა;
3. ენა;
4. მათემატიკა;
5. ბუნებისმეტყველების საფუძვლები
მთავარია გარემო
მარია მონტესორის მეთოდის მთავარი პრინციპი ასეთია: ყოველი ბავშვი ვითარდება თავისი, აბსოლუტურად ინდივიდუალური გეგმით სპეციალურად მომზადებულ გარემოში. იმ საშუალებების სრული სია, რომლითაც აღჭურვილია თითოეული ჯგუფი, არაერთ ათეულ ფურცელს მოიცავს. აღმზრდელის ამოცანაა, ბავშვს დაეხმაროს თავისი საქმიანობის ორგანიზებაში ისე, რომ პატარის შემოქმედებითმა პოტენციალმა მაქსიმალური განვითარება პოვოს. მასალათა და დავალებათა უმრავლესობა თვითკორექციის პრინციპს შეიცავს: ბავშვი თავად ხედავს საკუთარ შეცდომებს, მათ პირადად ამჩნევს მოზრდილთაგან უარყოფითი შეფასების ნაცვლად. “დამეხმარე, ჩემით გავაკეთო” – ასეთია მეცადინეობის პრინციპი. სივრცე, რომელშიც ბავშვი სწავლობს, ხუთ ძირითად ზონას მოიცავს. მათ შესახებ დეტალურად ვისაუბრებთ.
პირადი სივრცე
წინასწარ მომზადებულ გარემოში ბავშვი ეცნობა “მოზრდილთათვის” განკუთვნილ ისეთ მნიშვნელოვან კატეგორიას, როგორიცაა სივრცის ცნება. ეს არ ხდება მხოლოდ იმის გაცნობიერების საფუძველზე, რომ ჯგუფში ყოველ საგანს მისთვის განკუთვნილი ადგილი აქვს. უბრალოდ, როცა პატარა მისთვის განკუთვნილ ხალიჩას შლის, ის თავის პირად სივრცეს ეუფლება, რომელში შემოღწევაც მხოლოდ მისივე ნებართვითაა შესაძლებელი. მონტესორი-სისტემა არ გულისხმობს ბავშვის ჯდომას მერხთან, რომლისკენაც აღმზრდელის მკაცრი მზერაა მიმართული. აქ ყველა დაკავებულია თავისი საქმით, რომელსაც პატარა ხალიჩაზე დამჯდარი ან პატარა მაგიდასთან მოკალათებული ასრულებს. თუ რაიმე საგანი, რომელიც ჯგუფში მხოლოდ ერთი ეგზემპლარია, ერთდროულად ორ ბავშვს სჭირდება, ბუნებრივია აღმოცენდება ერთობლივი მუშაობის ან შეთანხმების საფუძველზე მისი თანმიმდევრობით გამოყენების აუცილებლობა. ამ შემთხვევაშიც ბავშვები იძენენ სოციუმში ურთიერთობის, ერთმანეთთან შეთანხმებისა და ურთიერთმოსმენის უძვირფასეს ჩვევებს. სოციალური ურთიერთობის ჩვევის გამომუშავების მიზანს ემსახურება ჯგუფის დაკომპლექტება სხვადასხვა ასაკის ბავშვებით. უფროსები ეხმარებიან უმცროსებს, რაც თავის მხრივ აყალიბებს ახლობლების მიმართ მზრუნველობის გრძნობას და კლიმატიც მაქსიმალურად უახლოვდება ოჯახურს. პატარასთვის მონტესორი-საგნები არის სამყაროს გასაღები, რომლის მეშვეობითაც მას სისტემაში მოჰყავს თავისი ქაოსური წარმოდგენა სამყაროს შესახებ. სპეციალურად მომზადებულ გარემოში ის ავარჯიშებს ფიზიკურ და სულიერ ფუნქციებს და ყოველმხრივ ვითარდება.
ცხოვრებისეული პრაქტიკა 
პირველ რიგში ეს არის ვარჯიშები ყოველდღიური ცხოვრებისეული პრაქტიკის სფეროდან, რომლებიც ბავშვს ეხმარებიან საკუთარ თავზე ზრუნვაში. ასწავლიან ღილების სწორად შეკვრას, ფეხსაცმელში თასმის გაყრას, ბოსტნეულის წმენდასა და დაჭრას, ანუ ყელაფერ იმას, რის კეთებასაც პატარას შინ დედა არ ანებებს. მონტესორის ჯგუფებში ბავშვებს ესმით: “შენ უკვე დიდი ხარ და ეს დავალება დამოუკიდე-ბლად შეგიძლია შეასრულო”. მასწავლებელი მხოლოდ უჩვენებს ბავშვს, როგორ უნდა მოექცეს საგნებს სწორად. ვარჯიშები მოიცავენ ისეთ საგნებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასხმა, გადაყრა, ტარება და კატეგორიებად (მაგალითად, ფერების ან ფორმის მიხედვით) დახარი-სხება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხელების მოძრაობასთან და საფუძველს უქმნის წერის, კითხვის და მათემატიკური აბსტრაქციის უნარის განვითარებას. ყველა საგანი ნამდვილი უნდა იყოს – მონტესორის ჯგუფებში ხომ ბავშვები რეალური ცხოვრებით ცხოვრობენ. თუ ბავშვს ჩაიდანი დაუვარდება და ხალიჩაზე წყალი დაიღვრება, მისთვის აშკარა იქნება უარყოფითი შედეგი. ამ შემთხვევაში მუშაობს პედაგოგიკის კიდევ ერთი პრინციპი – შეცდომების ავტომატური კონტროლი.
სენსორული განვითარება
სენსორული ანუ მგრძნობელობითი განვითარების სფეროში ბავშვს შეუძლია ყველა იმ შეგრძნების აღქმა, რომლის დეფიციტსაც განიცდის ამა თუ იმ მიზეზის გამო და აღიქვას რეალურად იმ სათამაშოების მეშვეობით, რომლებიც ამ ზონაშია. პატარა შესანიშნავად ავითარებს მხედველობის, შეხების, გემოვნების, ყნოსვის, სმენის შეგრძნებებს. საშუალება აქვს ივარჯიშოს ტემპერატურათა განსხვავებაში, შეიგრძნოს განსხვავება საგანთა წონასა და ფორმაში, განავითაროს კუნთური მეხსიერება. სენსორულ ზონაში სპეციალურ საგნებთან მუშაობა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპია მათემატიკური აზროვნების საწყის ეტაპზე შესვლის წინ. სენსორულ საგნებთან მუშაობა ბავშვს ასწავლის ლოგიკურ და ზუსტ აზროვნებას, ზედმეტი შრომის გარეშე გადაჰყავს მათემატიკურ ტერმინებში მისთვის უკვე კარგად ნაცნობი ტერმინები.
მათემატიკური განვითარება
მათემატიკის შესწავლაც მაქსიმალურად ბუნებრივად ხდება. ბავშვი უბრალოდ ცხოვრობს წინასწარ მომზადებულ სფეროში, რომელიც მთლიანად მათემატიკითაა “გაჟღენთილი”. მათემატიკური განვითარების ზონა შეიცავს ყველა აუცილებელ საგანს, რათა პატარამ საკმარისად სწრაფად და ეფექტიანად აითვისოს მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, თვლა ანუ ყველაფერი ის, რაც მისი სასკოლო განათლებისთვის მზადყოფნის კრიტერიუმად ითვლება.
ენობრივი განვითარების სფერო
ბავშვს აუცილებლად სჭირდება ენობრივი განვითარების სფეროც, რის გარეშეც შეუძლებელია სრულფასოვანი ინტელექტუალური ზრდა. სპეციალური სათამაშო ასოების ხელით “შემოწმების” ან დაყრილი ფქვილის თხელ ფენაზე თითით “წერის” დროს ბავშვს ეძლევა შანსი, გაიფართოოს ლექსიკური მარაგი, გაეცნოს ასოებს, ისწავლოს მოძრავი ანბანის მეშვეობით სიტყვების შედგენა. ასეთი ანბანის დამზადება სახლის პირობებშიც შესანიშნავადაა შესაძლებელი.
კოსმიური აღქმა
ასევე აშკარაა, რომ სრულყოფილი პიროვნული განვითარება შეუძლებელია, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა სამყაროს მთლიანი სურათი. ამ ამოცანას წყვეტს კოსმიური აღქმის სფერო. ბავშვი მისთვის მისაწვდომი ფორმით ეცნობა ყველაზე რთულ თეორიებს ადამიანის აგებულების, გეოგრაფიის, ისტორიის, მცენარე-ებისა და ცხოველების შესახებ. ბავშვის წინაშე გადაიშლება სამყაროს სრული სურათი, ის იწყებს მისი მთლიანობის გაცნობიერებას და საკუთარი თავის, როგორც ამ მრავალფეროვანი სივრცის ნაწილის, აღქმას.
მოკლედ უმთავრესის შესახებ
როგორც ხედავთ, მონტესორი-სისტემა არსებითად განსხვავდება ტრადიციული პედაგოგიკისგან. პირველ ყოვლისა, ის გულისხმობს ბავშვის, როგორც უნიკალური, განუმეორებელი პიროვნების, აღქმას, რომელსაც აქვს განვითარების ინდივიდუალური გეგმა. მეორე ფაქტორი გახლავთ პედაგოგის როლი. მთავარი ადგილი მონტესორი-სივრცეში ბავშვს ენიჭება. მასწავლებელი მხოლოდ დამხმარეა. მისი ამოცანაა პატარას ასწავლოს სწორი მუშაობა მონტესორი-საგნებთან და თვალყური ადევნოს მის მიღწევებს. სწორედ ამით ვლინდება ბავშვის არჩევანის თავისუფლება – მას აქვს საშუალება ავიდეს თვითგანვითარების კიბის ზედა საფეხურისკენ საკუთარი ტემპით. დამოუკიდებლობა ხომ წარმატებისა და ბედნიერი ცხოვრების საწინდარია.
“იმისათვის, რომ აღვზარდოთ ბავშვი – უნდა ვიცოდეთ მისი ბუნება, იმისათვის, რომ მისი ბუნება შევისწავლოთ, უნდა ვაკვირდებოდეთ მას, ხოლო იმისათვის, რომ ვაკვირდებოდეთ – უნდა მივცეთ მას თავისუფლება.”
წყარო:  www.doctrina.ge
უცხო ენის შესწავლის ყველაზე სწრაფი და პრაქტიკული მეთოდები
 
უცხო ენის შესწავლა ტვინის მუშაობას ავითარებს. მათი ცოდნა კარგი კარიერის გაკეთების შანსებს სერიოზულად ზრდის. როგორ ვისწავლოთ უცხო ენა სწრაფად და
ეფექტურად? დაზეპირება – გუშინდელი დღეა. ახლა უკვე განსხვავებულ მეთოდოლოგიებს იყენებენ.

1. ხმოვანი ასოციაციის მეთოდი

70-იან წლებში სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა რონ ატკინსონმა თავის
სტუდენტებს შესთავაზა დამახსოვრების ორიგინალური ვარიანტი – ჟღერადობით მსგავსი მშობლიური ენის სიტყვების საშუალებით.
შერჩეული სიტყვებით ან სტყვათა შეთანხმებით დგება წინადადება –ასოციაცია და ამას დამატებული თარგმანი. მაგალითად, "მეორე" ინგლისურ ენაზე არის "another"
(ქართულად ჟღერს როგორც "ენაზე"), წინადადება ამ სიტყვის დამახსოვრებისთვის
შეიძლება იყოს ასეთი: "უყურეთ ფილმებს ინგლისურ ენაზე."
ეს მეთოდი მოსახერხებელია ინდივიდუალური მიდგომის და თავისუფლად აზროვნების
აუცილებლობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ენის სრულყოფილად დაუფლებისთვის ეს საკმარისი არ არის, მაგრამ კარგად უწყობს ხელს სიტყვის მარაგის
შევსებაში.

2. ფერადი სტიკერები სიტყვებით

ეს მეთოდი იდეალურია იმ არსებითი სახელების დამახსოვრებაში, რომლებსაც ჩვენს
ირგვლივ ვხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაწერეთ სტიკერზე "refrigerator" და მიაწებეთ მაცივარს, "door" დაიკავებს ადგილს კარებზე, ხოლო სტიკერი წარწერით
"table" – მაგიდაზე.
ამ ხერხით, როდესაც მოსწავლე ყოველდღიურად უყურებს წარწერებიან ნივთებს, თავისთავად სწავლობს მათ უცხოურ სახელწოდებებს. საწავლის პროცესში შესაძლებელია ფურცლების შეცვლა, დამატება ან რაოდენობის გაზრდა. ეს მეთოდი
გამოდგება საწყის ეტაპზე მუშაობისთვის; შემდგომში კი აუცილებელია კომუნიკაცია და
გრამატიკის ძირითადი წესების შესწავლა.
მთავარია – ეს მუდმივ ჩვევად არ გექცეთ, რადგან, მაგალითად, თქვენ უფროსს არ მოეწონება შუბლზე სტიკერი რომ მიაწებოთ წარწერით "boss."

3. მეთოდი 25-ე კადრი

ეს სადავო თეორია გაჩნდა ფსიქოლოგ ჯეიმს ვიკარის წყალობით 1957 წელს. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია ვიზუალურად მხოლოდ 24 "სურათის" ცვლის აღქმა ერთ წამში. თუ კიდევ ერთ კადრს დავამატებთ, მას ადამიანი ვერ დაინახავს, თუმცა ინფორმაცია მის ქვეცნობიერში გადავა.
ამ მეთოდით ენის სწავლების არსი მდგომარეობს ფილმის ყურებაში, რომლის დროსაც
ყოველ 90-100 მილიწამში 25-ე კადრს უშვებენ, რომელიც გადადის ქვეცნობიერში. ეს მეთოდი სამეცნიერო საზოგადოების მიერ არ იქნა აღიარებული, მისი ეფექტურობა არ
იქნა დამტკიცებული. მაგრამ სკოლების ზოგიერთი წარმომადგენელი კვლავ სთავაზობს
მის გამოცდას.

4. საკომუნიკაციო მეთოდი

ენის წიგნით მოსაწყენ სწავლებას ენაცვლება სიტყვების დამახსოვრების და ენის
ბარიერის დაძლევის ძალიან ეფექტური მეთოდი – კომუნიკაციური. სიმართლე რომ
ვთქვათ, მისი გამოგონებაც კი არ გახდა საჭირო. თავდაპირველად ტომებს შორის
ცოდნის გაცვლა-გამოცვლა ხდებოდა ცოცხალი კონტაქტის მეშვეობით, მიმიკებითა და
ჟესტებით.
გაცილებით ადვილია ენის შესწავლა, იმ ადამიანთან კონტაქტით, ვისთვისაც ეს ენა
მშობლიურია. სწავლების პროცესში კარგია თუ მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა
მოხდება, ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა ენის ცოდნის დონეს და სიტყვათა მარაგს.
ამ მეთოდის ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს თეატრალური სცენების შეტანა, თამაში
და სიუჟეტის განხილვა. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოჩენამ ეს
ამოცანა უფრო გაამარტივა – სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, ძალიან მარტივია
მეგობარის პოვნა პლანეტის მეორე ბოლოში და სოციალური ქსელის მეშვეობით მასთან
კონტაქტი.

5. ფიზიკური რეაგირების მეთოდი

ეს ორიგინალური მეთოდი შეიმუშავა სან-ხოსეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის
პროფესორმა ჯეიმს აშერმა. მეთოდი ეფუძნება სწავლის ბუნებრივ პროცესს – პროფესორი სთავაზობს დამატებითი ენების შესწავლას ისევე, როგორც მშობლიური ენის.
პირველი რამდენიმე გაკვეთილი მოსწავლე მხოლოდ საუბარს ისმენს, ამასთან, მას არ
მოეთხოვება სიტყვიერი რეაგირება და კითხვებზე პასუხის გაცემა. ნებისმიერი რეაქცია
ხდება ფიზიკური ჟესტების დონეზე. ამგვარად დგება გათავისების პერიოდი, როდესაც
ადამიანს შეუძლია სპონტანური რეაგირება მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე და
მონაწილეობა მიიღოს უცხო ენის გამოყენებით.
თავდაპირველად ამ მეთოდს სამეცნიერო საზოგადოებამ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ
70-იან წლებში მის მიმართ ინტერესი კვლავ განახლდა. დღეს მას წარმატებით იყენებენ
ენის შესასწავლად, თუმცა, უფრო მათთან, ვისაც საკმარისი დრო აქვს პირველ 20 გაკვეთილზე ჩუმად იყოს.

6. აუდიო და ვიდეოლინგვისტური მეთოდი

აუდიო მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საწყის ეტაპზე მოსწავლე ისმენს
საუბარს უცხო ენაზე. მისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს პროცესში ჩართვა, საკმარისია მხოლოდ ყურადღებით უსმინოს ფონოგრამას. ვიდეო მეთოდი, ანალოგიურად, მდგომარეობს ფილმების ან ვიდეო სიუჟეტების უცხო ენაზე ყურებაში.
სწრაფად სწავლებას ხელს შეუწყობს ვიდეოზე დართული სუბტიტრები და აუდიო ჩანაწერის თარგმანი. მეთოდი ძალიან კარგია სიტყვის მარაგის გასამდიდრებლად, მაგრამ კომუნიკაციიის გარეშე ენის შემსწავლელი ვერ მოახერხებს ბარიერის გადალახვას და თავისუფლად მეტყველებას.
წყარო : http://intermedia.ge
 

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) არის აქტიური სწავლების პედაგოგიკა, რომელიც მისი განვითარებიდან 50 წლის შემდეგაც კვლავ ითვლება სწავლებისა და სწავლის ალტერნატიულ გზად. PBL ეფუძნება მცირე ჯგუფში კოლაბორაციული სწავლების იდეას იმ სტუდენტებთან, რომლებიც აქტიურად არიან პასუხისმგებელი საკუთარი სწავლის პროცესზე და უკვე არსებულ ცოდნასთან დაკავშირების მეშვეობით ახალი ცოდნის კონსტრუქციაზე.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ეფუძნება აქტიური, პრობლემაზე დაფუძნებული და კოლაბორაციული ცოდნის აგებას. PBL-ის მეშვეობით სწავლება ხდება მოსწავლეზე ორიენტირებული: მოსწავლე განსაზღვრავს ზუსტ შინაარსს და სწავლობს მანამდე, სანამ შესაბამის ლიტერატურას გაეცნობა. მოსწავლე აგრეთვე პასუხისმგებელია ჯგუფის ზუსტი სასწავლო პროცესის დაწესებაზე.
პასიური ცოდნის გადაცემისგან განსხვავებით ასეთ სასწავლო გარემოში იზრდება მოტივაცია და  სწავლის ღრმა გაგების ალბათობა. მიუხედავად ამისა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების არასწორმა იმპლემენტაციამ ან ზედაპირულმა გამოყენებამ, შესაძლოა განაპირობოს გარკვეული გამოწვევები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ამ ალტერნატიულ სასწავლო მიდგომას. ლიტერატურაში მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლს და ასევე, კარგად შერჩეული დავალების ტექსტებს, როგორც სასტარტო წერტილს, – ენიჭება დიდი მნიშვნელობა.
წყარო  http://www.inotles.eu
აქტუალური და უახლოესი განვითარების ზონა
აქტუალური და უახლოესი განვითარების ზონა

}   ბავშვის მიერ განვითარების გარკვეული დონის ქონა –არის მისი განვითარების აქტუალური დონე. მაგ: ბავშვს შეუძლია თავისით,Aდამოუკიდებლად გადაჭრას გარკვეული სირთულის ამოცანა
}  უახლოესი განვითარების ზონა არის ბავშვის უნარი გააკეთოს რაიმე უფროსისა ან თანატოლის დახმარებით;
}   უახლოესი განვითარების ზონა არის პოტენციალი ,რომელიც სტიმულაციას საჭიროებს.

}  სწავლების პროცესის ეფექტურობისათვის საჭიროა მოსწავლეთა აქტივაცია, მოსწავლე უნდა იყოს სწავლების პროცესის აქტიური მონაწილე;
}  მოსწავლის აქტიობა მასწავლებელმა უნდა მიმართოს გარკვეული მიმართულებით. ამიტომ სწავლების პროცესი მოიცავს თანამშრომლობას;
}  აუცილებელია მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება;
}  მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს მოსწავლის უახლოესი განვითარების პოტენციალი



3.    ბრუნერის თეორია  - სწავლა აღმოჩენის გზით


ნებისმიერი საგნის დაუფლება  3  პროცესს მოიცავს:

}  ახალი ინფორმაციის მიღება. რომელიც ხშირად უპირისპირდება იმ ცოდნას, რაც სუბიექტს აქამდე გააჩნდა, ან მინიმუმ მას აზუსტებს (ავსებს).
}  მეორე ასპექტს წარმოადგენს  ცოდნის ტრანსფორმაცია. ეს გულისხმობს იმას, რომ  მოსწავლე სწავლობს ინფორმაციის ანალიზს, პოულობს მასში ფარულ სიღრმისეულ შრეებს, აწესრიგებს მას, აფართოებს, უფრო მეტად იშინაგნებს. ასეთი გარდაქმნის შემდეგ იგი ცოდნას იყენებს ახალი ამოცანების გადასაჭრელად.
}  მესამე შემოწმების პროცესი. თუ რამდენად ადეკვატურად ვეპყრობით ინფორმაციას, სწორია ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნები, მისაღებია ცოდნის ამგვარი გაფართოება, რა საკითხებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა.
}  ბრუნერის თეორიიის მიხედვით მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სწავლების პროცესში და  ამუშავებს ინფორმაციას.
}  ადამიანს აქვს მოთხოვნილება გაიაზროს და გაამარტივოს მის გარშემო არსებული გარემო;
}  კატეგორია _აღნიშნავს თვისობრივად მსგავსი ობიექტების ერთობას, ობიექტის მიკუთვნებას რომელიმე კლასისადმი;
}  კოდირების სისტემა _ არის ზოგადი ცნებების (კატეგორიების) იერარქიული წყობა

ბრუნერის თეორიაში  აღმოჩენის ქვეშ მოიაზრება კატეგორიებისა და უფრო ხშირად კოდირების სისტემის ფორმირება.
მასწავლებლის ფუნქცია შემდეგ აქტიობებშია გამოხატული:

}  ამოცანისა და საკითხის ფორმულირება და ახსნა;
}  მაგალითების დემონსტრირება;
}  ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, რომელიც დაკვირვებებს ეყრდნობა;
}  ჰიპოთეზების  დასამტკიცებლად ან უარსაყოფად ტესტების, ექსპერიმენტების მომზადება ან ჩატარება;
}  ახალი ინფორმაციის განზოგადება, მისი გამოყენების შესაძლო ვარიანტების ფორმულირება.

4 ჰუმანისტური თეორიები


}  ჰუმანისტური ფსიქოლოგია სწავლობს ადამიანის უნიკალობასა და "მე"-ს ფორმირებას;
}  ჰუმანისტური მიდგომა ეყრდნობა კონსტრუქტივიზმს (ცენტრირებულია მოსწავლეზე). სწავლების პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლის ინდივიდუალურ სტილს, პიროვნების ჰარმონიულ განვითარებასა და ფასეულობათა  ფორმირებას, აქცენტს აკეთებს მოსწავლის წარმატებებზე და არა წარუმატებლობაზე.

სწავლების სტილის ქვეშ იგულისხმება შემდეგი თავისებურებები:

}  მოსწავლის ბიოლოგიური ტემპი: ზოგიერთი მოსწავლე მასალას უკეთ ითვისებს ადრე დილით ,და არა დღის განმავლობაში;
}  აღქმის ძლიერი არხი: ზოგი აქტიურად რეაგირებს მხედველობით სტიმულებზე
  (ვიზუალები),ზოგი კი კი სმენით სტიმულზე (აუდიალები).
}  ყურადღების მდგრადობა: ზოგ მოსწავლეს არ ექმნება სირთულე ხალხმრავალ, ხმაურიან ჯგუფში მუშაობისას,ზოგისთვის კი ეს სერიოზული პრობლემაა
}  პიროვნული თავისებურება: ზოგიერთი მოსწავლე მასალას უკეთ ითვისებს კარგად სტრუქტურირებულ, დირექტიულ გარემოში, ზოგისთვის კი მეტი თავისუფლებაა საჭირო.
}  ამიტომ თეორიის მიმდევრები გვთავაზობენ   სწავლების პროცესში სხვადასხვა ფორმების გამოყენებას: ლექციის,დისკუსიის, პროექტების პრეზენტაციის, თამაშების, დისტანციური მეცადინეობების.

1.    სწავლის სტილი



ვიზუალური სტილი
უადვილდებათ ახალი ინფორმაციის ვიზუალურად
მიღება – სურათებით, დიაგრამებით, ცხრილებით; მათ ურჩევნიათ
სასწავლო მასალას ხედავდნენ, ვიდრე ისმენდნენ ან რაიმეს აკეთებდნენ.
საკლასო გარემოში მათთვის ყველაზე ეფექტური ვიზუალური მასალებისგამოყენებაა.
აუდიალური სტილი
ურჩევნიათ მასალა მოისმინონ; ისინიუკეთ იმახსოვრებენ საუბარს, დისკუსიას, დიალოგებს; მათ ასეთი სახით
მიღებული მასალის გახსენებაც უადვილდებათ. ასეთი ადამიანებისათვისყველაზე ეფექტური სწავლის პროცესში ლექციების მოსმენა, დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღებაა.
კინესთეტიკური სტილი
უადვილდებათ სწავლა,  როდესაც რაიმეს აკეთებენ,  ჭრიან,  აგებენ,  აწყობენ ან ასრულებენ როლებს. მათ ურჩევნიათ ინფორმაცია გადაამუშავონ მოძრაობითა და დემონსტრირებით.
ასეთი ადამიანები საკლასო გარემოში ყველაზე ადვილად მაშინ სწავლობენ,როდესაც ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან.


2.    ჰოვარდ გარდნერი-მრავალფაქტორიანი ინტელექტი


ლინგვისტური ინტელექტი
აქვს კარგად განვითარებული სიტყვათა მარაგი, ადვილად იმახსოვრებს სახელებს, თარიღებს, ახალ სიტყვებს, მოსწონს წერა და კითხვა, ლიტერატურა, უყვარს სიტყვებით თამაში.
ლოგიკური და მათემატიკური ინტელექტი
ადვილად ხედავს ტენდენციას, კარგად აქვს განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, შეუძლია კატეგორიებსა და იდეებს შორის მიმართების დამყარება, ადვილად ანგარიშობს, ხმარობს კომპიუტერს, უყვარს თავსატეხების, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა.
სივრცითი ინტელექტი
ადვილად იმახსოვრებს საგნების სივრცეში განლაგებას, შეუძლია ზუსტად აღიდგინოს გამოსახულება და მისი სივრცითი მდებარეობა, უყვარს ხატვა, დიზაინი, შენება, კარგად ერკვევა რუკებსა და დიაგრამებში.
მუსიკალური ინტელექტი
ადვილად იმახსოვრებს მელოდიას, აქვს კარგად განვითარებული რიტმის შეგრძნება, ხშირად მღერის, მგრძნობიარეა ბგერებისა და ხმების მიმართ.
კინესთეტიკური ინტელექტი
ადვილად სწავლობს სხეულის შეგრძნებებით, სიმულაციით, როლური თამაშებით, უჭირს დიდხანს ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა, ეხერხება სპორტული თამაშები, ცეკვა, წარმოდგენები, აქვს კარგი კოორდინაცია, ადვილად ურთიერთობს ადამიანებთან, ესმის და გამოხატავს დამოკიდებულებას ჟესტებით, მიმიკებით.
ინტერპერსონალური ინტელექტი
კარგად ესმის ადამიანების, ადვილად სწავლობს სხვებთან ურთიერთობის პროცესში, ეხერხება ორგანიზება და ხელმძღვანელობა, კარგად ესმის სხვა ადამიანების ემოცია, შეუძლია მოსმენა; შეუძლია ადამიანებს შორის მედიაცია, უყვარს სოციალური თამაშები.
ინტრაპერსონალური ინტელექტი
უყვარს მარტო მუშაობა, არის დამოუკიდებელი, აქვს ძლიერი ნებისყოფა,  კარგად განვითარებული ინტუიცია, საკუთარ თავში დარწმუნებულია, კარგად იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები.
ნატურალისტური
ინტელექტი
კარგად ერკვევა სამყაროში - ფლორასა და ფაუნაში, ეხერხება მოსავლის მოყვანა, კონსერვაცია.

3.    კარლ როჯერსი


ჰუმანისტური ფსიქოლოგია-კარლ როჯერსის თეორიის ძირითადი პრინციპები
ჩვენი სამყარო ფენომენოლოგიურია
სამყაროს მნიშვნელოვანი ასპექტები ინდივიდუალურია. ის შეიძლება ინტუიტურად მისაღები იყოს მაგრამ არა ბოლომდე გაგებული.
ქცევა შეიძლება გაგებული იყოს მხოლოდ კონკრეტული ადამიანის შეხედულებიდან.
პირადი გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენ რეალობას. ქცევა განპირობებულია მხოლოდ ადამიანის რეალობიდან გამომდინარე. ამიტომაა მნიშვნელოვანი ღია კომუნიკაცია და ემპათია.
ადამიანის ცხოვრებისეული  მიზანი არის თვითაქტუალიზაცია.
ყველა ადამიანი ცდილობს იყოს სრულფასოვანი, ჯნმრთელი, კომპეტენტური.
ჩვენ ვქმნით ჩვენ "მეს"
პირადი გამოცდილებისა და სხვა ადამიანების შეფასებიდან ჩვენ ვქნით წარმოდგენას საკუთარ თავზე.

4.    კოლბერგის მორალური განვითარების თეორია


I. პრეკონვენციური დონე (10 წლამდე):
}  მორალური მსჯელობა ეგოცენტრულია, ჰედონისტური - ეფუძნება მხოლოდ პიროვნების საკუთარ მოთხოვნილებებსა და აღქმებს, მხედველობაში არ მიიღება სხვა ადამიანების აზრი, ბავშვებს არ გააჩნიათ “კარგის” და  “ცუდის” ცნებები.
}  სტადია 1. ორიენტაცია შედეგზე. დასჯა და დამორჩილება. ბავშვი ემორჩილება უფროსის, მშობლის მიერ დადგენილ წესებს,  მას არ ესმის თავისი ქცევის მორალური შეფასება.ისინი სწორ ან არასწორ საქციელს იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რა შედეგი მოჰყვება მას.  ის რაც ისჯება ცუდია, ის რაც ჯილდოვდება - კარგი. თუ წაასწრეს და დასაჯეს, მაშინ მისი საქციელი არასწორია, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი - სწორი. მაგ. 2 წლის ბავშვმა  მეორეს წაართვა სათამაშო. უფროსის ნათქვამი ფრაზა ”როგორ არ გრცხვენია”? - მისთვის გაუგებარია. უფრო გასაგებია თუ ეტყვით: ”ვიცი, რომ მოგწონს, მაგრამ წართმევა არ შეიძლება”.
}  სტადია 2. ორიენტაცია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმი სარგებლიანობაა. ბავშვი ემორჩილება წესებს თუ საპასუხოდ პირადი მოთხოვნილებებიც დაუკმაყოფილდება. წესი გაგებულია, როგორც გარიგება. მაგ. თუ ბავშვს სხვისი სათამაშო მოეწონება მას შეუძლია არა მხოლოდ მისი წართმევა, არამედ სათამაშოების გაცვლის შეთავაზებაც. ბავშვი ვერ  აფასებს თავის ქცევას საზოგადოებრივი პოზიციიდან. მისი ხედვა ეგოცენტრულია. ასეთი ხედვა დამახასიათებელია სკოლამდელი და  დაწყებითი სკოლის მოსწავლისთვის.  „არ ვეტყვი, შენც თუ არ ეტყვი“   
II. კონვენციური დონე: (10-16 ..)
}  მორალი განპირობებულია პიროვნებათაშორისი შეთანხმებით, გარეთ დადგენილი ნორმებით და ღირებულებებით მხედველობაშიამიღებული სხვა ადამიანების აზრი, საზოგადოების მიერ მიღებული წესები და მოლოდინები.
}  3. სტადია ორიენტაცია ახლობელ ადამიანებზე - სურვილი მოეწონო ირგვლივმყოფებს, ,,იყო კარგი.” ქცევის ავკარგიანობა ფასდებაიმის იხედვით, რას იტყვიან შენზე სხვები. ინდივიდი ცდილობს ისე მოიქცეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან შექებადა მხარდაჭერა დაიმსახუროს (მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები), იწყებს კარგის და ცუდის“  შესახებ საკუთარიწარმოდგენების ფორმირებას ცდილობს სხვების თვალში კარგი გამოჩნდეს, იყოს კარგი ბიჭი ან კარგი გოგო”. ამ ასაკშიბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსის მაგალითი. „კარგი ბიჭი იატაკზე არ აფურთხებს“.
}  4. სტადია. ორიენტაცია საზოგადოებაზე, კანონის დაცვასა და მოვალეობის შესრულებაზე. ქცევის შეფასებაში წამყვანი ხდება მისიშესატყვისობა დაწესებულ ნორმებთან და იურიდიულ კანონებთან. 13 წლის მოზარდების მხოლოდ 30% არის ამ დონეზე მოზარდიაცნობიერებს საზოგადოებრივ ინტერესებს და ცხოვრების წესს, ცდილობს იხელმძღვანელოს ზნეობრივი პრინციპით, საკუთარქცევას სოციალური სისტემის კეთილდღეობას უფარდებს. მაგ. ამ დონეზე მყოფი მოსწავლე სათანადო სიტუაციაში მასწავლებელსეტყვის, რომ არა აქვს უფლება ასე მოიქცეს.  „ რა იქნება ყველა რომ ასე მოიქცეს?“
III. პოსტკონვენციური დონე (16 წლიდან):
}  ქცევის შეფასებაში ადამიანი ხელძღვანელობს საკუთარი შეგნების მიხედვით, პიროვნული პრინციპებით, რომელთა მიღება-არ მიღებაარ უკავშირდება არც ავტორიტეტებს და არც სოციალურ წესრიგს, შესაძლებელია ის არც კი შეესაბამებოდეს საზოგადოებაშიაღიარებულ წესებს.
}  5 სტადია. ორიენტაცია საზოგადოებრივ შეთანხმებაზე, ადამიანის უფლებებსა და კეთილდღეობაზე. ქცევის შეფასების მთავარიკრიტერიუმია დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ერთი მხრივ,პიროვნება ხვდება, რომ წესების უმრავლესობა ფარდობითია, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ არსებობს ეჭვშეუვალი წესები -სიცოცხლის დაცვა, თავისუფლების მხარდაჭერა. იქცევა საკუთარი მორალური პრინციპების შესატყვისად, პატივს სცემ სხვისპრინციპებსაც. აუცილებელია მუშაობა ამ კანონის შესაცვლელად, რადგან სიტყვის თავისუფლებას კრძალავს“.
}  6 სტადია. ორიენტაცია საყოველთაო, უნივერსალურ  მორალურ პრინციპებზე. ქცევა მართებულად მიიჩნევა თუ იგი ნაკარნახევიასინდისით ყველა სხვა ფაქტორისა და ვითარებისგან დამოუკიდებლად. ამ სტადიას აღწევს ადამიანების მხოლოდ შეზღუდულირაოდენობა (მაგ. მაჰატმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი, დედა ტერეზა). რა არის  მორალურად სწორი განისაზღვრება არა კანონითდა წესით, არამედ სინდისით. ადამიანები მოკლებულნი არიან ეგოცენტრიზმს. იქცევიან ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივიპრინციპების შესაბამისად. ჭეშმარიტება, უპირველეს ყოვლისა, მე ეს უნდა გავაკეთო, თუმცა ამის გამო ის შეიძლება დაისაჯოს“.


გამოყენებული ლიტერატურა

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16828

http://mastsavlebeli.ge/?p=2216

No comments:

Post a Comment