''ICELAND - THE LAND OF FIRE AND ICE"

2018 წლის 24 იანვარს ქ.ქუთაისის შ.პ.ს N 1 სკოლის VI-ა კლასის მოსწავლეებმა გამართეს ინგლისურ ენოვანი პრეზენტაცია თემაზე''ICELAND - THE LAND OF FIRE AND ICE". პრეზენტაციას უძღვებოდნენ კლასის პედაგოგები - ეკა ტოფაძე და თათია მარდალეიშვილი, პრეზენტაციაში კი მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები;
1. რეზი ტაბეშაძე
2. მარიამ კუტალაძე
3. ლიზი დათეშიძე
4. ლუკა გაბუნია
5. ნიკოლოზ გვენეტაძე
6. ვატო გერაძე
7. ბესო ძიგანიძე 
8. ბაჩო მშვენიერაძე
9. ანდრია იობიძე
10. ლევან მამრიკიშვილი
11. მარიამ აბესაძე
12. გიორგი რაზმაძე
13. გიორგი ცაგურია 
14. ანი ავალიანი
პრეზენტაცია დაიწყო მასწავლებელთა მისალმებით და ძირითადი თემებისა და აქტივობების გაცნობით დამსწრეთათვის. შემდეგ კი პირველმა ჯგუფმა ისაუბრა ისლანდიის გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის, მთავრობის, განათლებისა და სპორტული ცხოვრების შესახებ.
შემდეგ მეორე ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს ვულკანებზე, ჩანჩქრებზე, გეიზერებსა და მყინვარების შესახებ ისლანდიაში.
მესამე ჯგუფმა გადმოსცა ინფორმაცია ისლანდიის ცხელი აუზების, წყაროების და ე.წ "mud pots"-ის შესახებ, ბოლოს კი შეაჯამეს მთელი პრეზენტაცია.
წარდგენის შემდეგ კი მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალურ აქტივობებში. პირველი აქტივობა იყო English World 6-ის ტექსტის ''ICELAND - THE LAND OF FIRE AND ICE" -ის მიხედვთ არეული წინადადებების დალაგება თანმიმდევრობით.
შემდეგი აქტივობა იყო სიტყვების შეერთება თავიანთ ინგლისურ ახსნა-განმარტებასთან. ასევე იყო აქტივობა - გამოტოვებული სიტყვების ჩასმა.
თითოეული ჯგუფური აქტივობისათვის იყო გამოყოფილი დრო 2-2 წუთი.
რაც შეხება ბოლო აქტივობა - იყო ინდივიდულური სამუშაო, მოსწავლეებს უნდა ამოეღოთ ყუთიდან ფერად ისრებზე დაწერილი სიტყვები და დაესახელებინათ თუ რომელ მეტყველების ნაწილს მიეკუთვნებოდნენ ისინი - ზმნას, არსებით სახელს, ზმნიზედას, წინდებულსა  თუ ზედსართავ სახელს.
შემდეგ მასწავლებლებმა მოახდინეს თითოეული მონაწილის მოკლე დახასიათება სლაიდების გამოყენებით, ბოლოს კი მოსწავლეებმა შეაფასეს თავად პრეზენტაცია - გაკვეთილი, მათ დაურიგდათ ფერადი დროშები და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა რომ გაკვეთილი -პრეზენტაცია ისლანდიის შესახებ იყო "EXCELLENT".
ბოლოს კი კომენტარი გააკეთეს მშობლებმა, დამსწრე პედაგოგებმა - ნანა ჩუტკერაშვილმა, ნინო ახალაძემ, ელენე კინწურაშვილმა და მოსწავლეებმა - ბესო ძიგანიძემ, ლუკა გაბუნიამ და ანი ავალიანმა, მათ მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის, შემეცნებითი ინფორმაციების მიწოდებისათვის  და ასეთი მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებისათვის და გამოთქვეს დიდი სურვილი კიდევ მრავალი ასეთი საინტერესო პროექტების ჩატარების.

 


 


 


 





Image may contain: 5 people, people standing and indoor
Image may contain: 14 people, people smiling, people standing and indoor

No comments:

Post a Comment