პორტფოლიო

როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი? 


მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს
„...სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.“ წინამდებარე მასალაში კიდევ ერთხელ დავაფიქრებთ მკითხველს დაგეგმვის აუცილებლობაზე, მივცემთ რეკომენდაციებს, რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა მოქნილი, მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული გაკვეთილის დასაგეგმად, რომელიც საგანმანათლებლო ლიტერატურაში კონსტრუქტივისტული გაკვეთილის სახელითაა ცნობილი.
კონსტრუქტივისტული გაკვეთილი გამოირჩევა მოქნილობით. იგი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, იპოვნონ მნიშვნელობები, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი, შეძლონ ანალიზი, ცალკეული ელემენტების გაერთიანება ახალი სტრუქტურის სახით და სათანადო დასკვნების გამოტანა. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობას და ინტერესს.
მასწავლებელი კონსტრუქტივისტული სწავლებისას არის პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელის შემწყობი. სანამ პედაგოგი გაკვეთილის გეგმის შედგენას დაიწყებს -

წყარო : http://mastsavlebeli.ge




მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი


მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი
რა არის პორტფოლიო?
პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი. იგი ნათლად წარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობას, წინსვლას, მიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. დაახლოებით ოცი წელია, რაც პორტფოლიომ განათლების მეცნიერებაში შემოაღწია და დამკვიდრდა. თუმცა, პორტფოლიოს გამოყენება ახალი მიგნება არ გახლავთ, არქიტექტორები და ხელოვანები მსგავსი დოკუმენტების კრებულს რამდენიმე ასწლეულია იყენებენ ახალი დამკვეთებისთვის საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაციისთვის. განათლების მეცნიერებაშიც პორთფოლიო უპირველესად, როგორც აუთენტური დოკუმენტი, მიღწევის შეფასების ალტერნატიულ შესაძლებლობას გამოხატავს.

წყარო http://mastsavlebeli.ge

როგორ მოვემზადოთ კარგი პრეზენტაციისთვის



რა არის პრეზენტაცია?
პრეზენტაცია არის რაიმე საკითხისსაჯარო წარდგენა აუდიტორიის წინაშე. მისი მიზანია, გავაცნოთ საკუთარი საქმიანობა ადამიანების გარკვეულ წრეს. მასწავლებელს ხშირად უხდება პრეზენტაციის ჩატარება სხვადასხვა აუდიტორიის – მოსწავლეებისა თუ მათი მშობლების, კოლეგებისა თუ სკოლის ხელმძღვანელობის – წინაშე.
რა უნდა გავითვალისწინოთ პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვისას
პრეზენტაციის დაგეგმვა
სანამ პრეზენტაციისთვის მზადებას დავიწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
აუდიტორია
მომხსენებლის უმთავრესი ამოცანა აუდიტორიის დაინტერესებაა, ამიტომ გამოსვლის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მსმენელთა მომზადება და მოთხოვნები: რა იციან მათ ამ თემის შესახებ? რისი გაგება სურთ ჩვენგან და რააღუძრავს მათ ინტერესს ამ თემასთან მიმართებით? რა მოცულობისა და სირთულის ინფორმაციის ათვისება და გააზრება შეუძლიათ თემის შესახებ? რაურთიერთობა გვაქვს მათთან? რამდენად ფორმალური ან არაფორმალური შეიძლება იყოს ჩვენი პრეზენტაცია?
თუ აუდიტორიას თქვენი კოლეგები წარმოადგენენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციფიკური ტერმინოლოგია, მოახდინოთ საკითხის ღრმა ანალიზი; თუ აუდიტორია სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისგან შედგება, მაშინ პრეზენტაცია უფრო ზოგადინფორმაციული ხასიათისა უნდა იყოს.
პრეზენტატორის გამოსვლის სტილი მსმენელთა რაოდენობაზეც არის დამოკიდებული. თუ აუდიტორია არ აღემატება 10-12 კაცს, რეკომენდებულია არაფორმალური საუბარი. მას ხშირად დისკუსიის ხასიათი აქვს. დიდ აუდიტორიასთან შეხვედრის დროს კი პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმშივერ წარიმართება, ამიტომ იგი მეტად უნდა იყოს სტრუქტურირებული, მოხდეს უფრო მეტი ვიზუალიზაცია, ყველა საკითხს გაეცეს მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი.
პრეზენტაციის დაგეგმვისას მსმენელთა მომზადების, ინტერესისა და რაოდენობის ანალიზი იმის განსაზღვრაში გვეხმარება, რა სახის ინფორმაციის მიწოდება იქნება კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ადეკვატური და როგორ.
პრეზენტაციის თემა, მიზანი და შინაარსი
პრეზენტაციის როგორც თემა, ასევე მიზანი მსმენელთა აუდიტორიას უნდა მიესადაგებოდეს. მიზნის განსაზღვრა წინაპირობაა იმისა, რომ პრეზენტაციის დროს მაქსიმალურად კონკრეტულნი ვიყოთ.მიზნის ფორმულირების შემდეგ კი უნდა განვსაზღვროთ, რა გზით შეიძლება სასურველ შედეგამდე მისვლა, ე.ი. განვსაზღვროთ პრეზენტაციის შინაარსი.
შინაარსზე მუშაობის პროცესი შეიძლება სამ საფეხურად დავყოთ:
  • საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება;
  • შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება და გაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება;
  • გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადო თანამიმდევრობით დალაგება.
პრეზენტაციის ხანგრძლივობა
რაც უფრო ხანმოკლეა პრეზენტაცია, მით უფრო რთულია მისი ეფექტურად წარმართვა, რადგან პრეზენტატორს ხშირად არ ჰყოფნის დრო, რათა სრულად განიხილოს საკითხი და აუდიტორიისგან უკუკავშირი მიიღოს.
სასურველია, პრეზენტატორმა თავისი გამოსვლა წერილობით ჩამოაყალიბოს, მაგრამ პრეზენტაციისას მხოლოდ გეგმით ან თეზისებით ისარგებლოს და ზეპირად მიმართოს აუდიტორიას. ეს მის სიტყვებს ბუნებრიობასა და დამაჯერებლობას შემატებს.
+ექსპერტებიგვირჩევენ, პრეზენტაციის წინ კოლეგასთან გავიაროთ სრული რეპეტიცია თვალსაჩინოების, შესავალი სიტყვის, მოხსენების ძირითადი ნაწილისა და დასკვნების გამოყენებით. ეს თავიდან აგვაცილებს იმ მღელვარებას, რომელიც გველის სიტყვით გამოსვლის წინ.
მოხსენების/პრეზენტაციის ეფექტიანად დაწყება და ეფექტიანად დამთავრება
დასაწყისიდა დასასრული პრეზენტაციის ხერხემალია. ეფექტიანი დასაწყისით მივიპყრობთ მსმენელის ყურადღებას და მოტივაციას აღვუძრავთ მას, ჩაერთოს მოხსენებაში, ამიტომ ეს ნაწილი განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა მომზადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, დამსწრეთა დიდმა ნაწილმა პრეზენტაციის დასაწყისიდანვე არ დაგიგდოთ ყური და პასიურ მსმენელად იქცეს.
დასასრულიამთლიანებს პრეზენტაციას და მეხსიერებაში რჩება მსმენელს. პრეზენტაციის სუსტი მხარეები, რომლებიც მოხსენების შუაში შეიძლება გაგვეპაროს, დავიწყებას მიეცემა, თუ დასასრული ლოგიკური, გააზრებული და შინაარსიანი იქნება.
უნდა ვეცადოთ, პრეზენტაცია პოზიტიურად დავასრულოთ. ეს დაეხმარება მსმენელებს, კარგი განწყობით დატოვონ აუდიტორია. სასურველია, მომხსენებელმა აუდიტორიას დაუტოვოს საფიქრალი თემა, რომელიც მას განხილულ საკითხთან მიაბრუნებს.
შექმენითშინაარსობრივი ჩარჩო
კარგიპრეზენტაციით ჩვენ უნდა მივიღოთ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია, რომელიც დასაწყისიდან დასასრულამდე ინტერესის აღმძვრელი იქნება.
პრეზენტაცია ძირითადად ასე უნდა იყოს სტრუქტურირებული:
1. შესავალი
  • მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა;
  • საპრეზენტაციო თემისა და მიზნის გაცნობა;
  • პრეზენტაციის სტრუქტურის გაცნობა;
  • საპრეზენტაციო თემისადმი საკუთარი მიდგომის წარდგენა.
2. ძირითადი ნაწილი
  • ძირითადი საკითხების გაშლა, გაანალიზება და საკუთარი შეხედულების არგუმენტირებული დასაბუთება.
3. დასკვნა.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება;
  • პრეზენტაციის მომზადების პროცესში გამოყენებული ძირითადი ლიტერატურის წარდგენა;
  • აუდიტორიის გამოწვევა ქმედებისა და განსჯისკენ;
მსმენელთა აუდიტორიისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც პრეზენტაციის მომზადებაში დაგვეხმარა, მადლობის გადახდა.
აუდიტორიამ პრეზენტაცია ადვილად რომ გაიაზროს, სასურველია, მივაწოდოთ მხოლოდ მთავარი საკითხები. კვლევები ადასტურებს, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას შეუძლია აითვისოს არა უმეტეს ათი საკითხისა, რომლებიც დაახლოებით სამი სათაურით არის გაერთიანებული.
მას შემდეგ, რაც პრეზენტატორი ძირითად ნაწილში სათითაოდ მიმოიხილავს ძირითად საკითხებს, აჯამებს ნათქვამს და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს.
მნიშვნელოვანია, თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ მასალაზე დაფუძნებული. ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით, რომლებიც თემას შეესატყვისება. სწორედ საინტერესო მაგალითები იძლევა საშუალებას, აუდიტორიამ უკეთ აღიქვას მოსმენილი და დიდხანს დარჩეს იგი მეხსიერებაში.
მოხსენება უფრო მიმზიდველი გახდება, თუ პრეზენტატორი პრეზენტაციის დასაწყისში დასვამს კითხვებს, რომლებსაც დასასრულს დასკვნის სახით უპასუხებს.
შეიძლება ასევე, პრეზენტაცია დავიწყოთ და დავასრულოთ რაიმე სახალისო ისტორიით, რომელსაც, ბუნებრივია, საპრეზენტაციო თემასთან ექნება კავშირი.
პრეზენტაციის გამჭვირვალედ დაგეგმვა
პრეზენტატორი უნდა შეეცადოს, მსმენელის ყურადღება და კონცენტრაცია მთელი პრეზენტაციის განმავლობაში არ მოდუნდეს. გამჭვირვალე დაგეგმვის გარეშე ადვილად გაწყდება მსმენელთან კავშირი, რომლის აღდგენა საკმაოდ ძნელია. ამიტომ გირჩევთ, მოხსენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლედ გააცნოთ პრეზენტაციის გეგმა (რა საკითხებს შეეხებით და რა თანამიმდევრობით) და ყოველი ნაწილის დასასრულს თითო წინადადებით შეაჯამოთ იგი. ასეთი დამოკიდებულება მოხსენებას სტრუქტურირებულ სახეს აძლევს, რაც მსმენელს მოსმენილის ცალკეულ თემატურ ბლოკებად დალაგებას უადვილებს.
გონივრულია ასევე, ცალკეული შინაარსობრივი პუნქტები ერთმანეთის მიყოლებით წარმოადგინოთ ეკრანზე და აჩვენოთ აუდიტორიას. ასე დამსწრეებს ეცოდინებათ, სად არის ამჟამად შეჩერებული მომხსენებელი და კიდევ რამდენი დარჩათ მოსასმენი.
მაშასადამე, შესავალ სიტყვაში აცნობთ მსმენელებს, რა თემაზე ისაუბრებთ და როგორ გაქვთ ეს სტრუქტურირებული (მთავარი საკითხები თანამიმდევრობით); საუბრის შუაში გაშლით ამ საკითხებს, ხოლო ბოლოს შეაჯამებთ ნათქვამს (მთავარ საკითხებს) და დასკვნებს გამოიტანთ.
რესურსებისგონივრული გამოყენება
რესურსების სწორი ჩართვა მოხსენებას ეფექტურს ხდის და მსმენელებს პრეზენტაციის აღქმას უადვილებს. თუმცა ცუდ პრეზენტაციას ვერავითარი ვიზუალიზაცია (Power Point-ი, ვიდეოფილმები, სტენდები და სხვ.) ვერ გახდის საინტერესოს. გაუაზრებლად ჩართულმა ვიზუალიზაციამ კი შესაძლოა კარგი პრეზენტაცია დაანგრიოს.
ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმის მონაცვლეობითი გამოყენება პრეზენტაციას აცოცხლებს. კარგი იქნება, თუ დამატებით რესურსად გამოვიყენებთ ჰენდაუტებს. ამ შემთხვევაში მსმენელებს საშუალება მიეცემათ, ძირითად ინფორმაციას მოგვიანებითაც გაეცნონ, მაგრამ მას აქვს სუსტი მხარეც – არსებობს საფრთხე, რომ მსმენელი პრეზენტაციის პროცესში გაერთოს მისი კითხვით და პასიურ მსმენელად იქცეს. ამიტომ ვურჩევთ პრეზენტატორს, ჰენდაუტები პრეზენტაციის დასასრულს დაარიგოს.
მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოება იყოს აუდიტორიისთვის ადვილად აღსაქმელი, წარმოდგენილი მხოლოდ ძირითადი პოსტულატების სახით, რომლებსაც პრეზენტატორი საუბრისას ახსნის.
ისევე, როგორც სახლისთვის – სახურავი, პრეზენტაციისთვის აუცილებელია კარგად მიგნებული ვიზუალიზაცია. მაგრამ სახურავი (ვიზუალიზაცია) ფუნდამენტის (შინაარსის) და კედლების (სტრუქტრურის) გარეშე უსარგებლოა.
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენება
წარმატებული გამოსვლისთვის საჭიროა, აუდიტორიასთან კონტაქტი დამყარდეს. გამოსვლისას გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი, რომელიც აუდიტორიის ზომაზეა დამოკიდებული. დგომა, ჟესტები ბუნებრივი უნდა იყოს, მეტყველება – გამართული და მშვიდი, წინადადებები – მარტივი. მომხსენებელმა თავი უნდა აარიდოს თემიდან თემაზე გადახტომას – ეს აუდიტორიას კონცენტრირებაში შეუშლის ხელს.
როგორ უნდა შეფასდეს პრეზენტაცია?
პრეზენტაციის დაგეგმვის, მზადებისა და წარდგენის პროცესში გამუდმებით უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებასა და პრეზენტაციის უნარების დახვეწაში დაგვეხმარება.
გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების სარეკომენდაციო რუბრიკას:
პრეზენტაციის შეფასების ჰოლისტური ცხრილი
კრიტერიუმებიშეფასება
საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, რომელიც შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს;ფლობს აუდიტორიას,ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე; ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდშოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.)ძალიან კარგი
საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული;ტერმინოლოგიურად გამართულია;შეცდომები უმნიშვნელოა; რეფერენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს საპრეზენტაციო მასალას;კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს მასთან;ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.კარგი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; რეფერენტი ფლობს საპრეზენტაციო მასალას, მაგრამ აქვს მცირე შეცდომები; იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; ცდილობს აუდიტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ ზოგჯერ უშედეგოდ; უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.დამაკმაყოფილებელი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია არასწორია; მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას; რეფერენტი რიოდულად ცდილობს აუ­დი­ტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს;ძალზე იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებსარადამაკმაყოფილებელი
პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია;პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა;რეფერენტივერ ამყარებს კონტაქტსაუდიტორიასთან,ლაპარაკობს გაურკვევლად; არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს.სრულიად არადამაკმაყოფილებელი
მაშასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ გააზრებული პრეზენტაციისთვის?
  • პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა – რის პრეზენტაციას ვაკეთებ, რა არის ჩემი მიზანი?
  • პრეზენტაციის სტრუქტურის განსაზღვრა – როგორ წარმოვადგინო იგი ყველაზე უკეთ?
  • პრეზენტაციის პროცესში რესურსების გამოყენება – როგორ გავუადვილო აუდიტორიას პრეზენტაციის შინაარსის აღქმა?
  • აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება – როგორ მივიპყრო მსმენელთა ყურადღება და გავუღვიძო მათ ინტერესი?
წყარო: http://mastsavlebeli.ge

როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები

რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა?
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის,სტატიის, პროექტის სახით. განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა,რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობიმექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით, გამოყენებითი კვლევის ძირითად მიზანს კი თეორიების, მექანიზმების,ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციებისსისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკვლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა დასაკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით. PK
მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემებისიდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიებისპედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კიარ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც.
პედაგოგებს ხშირად ებადებათკითხვა:როგორ ვისწავლოთ კვლევა?
კვლევაში გამოცდილი პედაგოგები მიიჩნევენ,რომ კვლევის სწავლის საუკეთესო გზა თავად კვლევის პროცესია.
რა თავისებურებები აქვს პედაგოგიურ კვლევებს?
გამოყენებით პედაგოგიკას, როგორც სწავლების პროცესზე ორიენტირებულ მეცნიერებას,ახასიათებსგანუმეორებლობა, ამ სიტყვის პირდაპირი და არაგადატანითი მნიშვნელობით.
საბუნებისმეტყველომეცნიერებების შემთხვევაშიმკვლევარს შეუძლია გაიმეოროს თავის მიერ მიღებული შედეგიგანმეორებითი ცდისსაფუძველზე დადააზუსტოს დაგანამტკიცოს მოპოვებული ცოდნა. მისიშედეგებისსანდოობისა და ჭეშმარიტების შემოწმება შეუძლია მისნებისმიერ კოლეგას იმავეექსპერიმენტის კორექტულიგამეორებით, იმავემეთოდით, იმავემასალაზე დაიმავე პირობებში.
მასწავლებელი-მკვლევარი ასეთ შესაძლებლობას, სამწუხაროდ, მოკლებულია, ვინაიდან “განმეორებითიექსპერიმენტის” ჩატარება მას უკვესხვა “მასალაზე”, ანუ სხვაინდივიდებზე/მოსწავლეებზე უწევსდა, შესაბამისად,შედეგსაც განსხვავებულსიღებს. ამასთანავე ამ “განმეორებითიექსპერიმენტის” პირობებიც სხვაადა ისსიტუაციაც,რომელშიც პედაგოგ-მკვლევარს უწევს მუშაობა. მით უმეტეს, რომხშირად ამფაქტორების ცვალებადობაექსტრაპედაგოგიური ხასიათისაა,დამოკიდებულია სოციალურ ან იდეოლოგიურ გარემოებებზე, ისტორიულკატაკლიზმებზე დაა.შ.სწორედ ამიტომაა, რომ პედაგოგიკაში არასოდეს შედგება წმინდა “განმეორებითიექსპერიმენტი”.
ზემოხსენებული მიზეზებისგათვალისწინებით, გამოყენებითი პედაგოგიკა იძულებულია, დაუშვას გარკვეული”უზუსტობის ინდექსი”. იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ სავარაუდო უზუსტობათა კორექტირება ანკომპენსირებადამივიღოთ სიზუსტესთან მაქსიმალურად მიახლოებული, ობიექტური დასკვნები, საჭიროა, გაიზარდოს კვლევათარიცხვი დაინტენსივობა. იმსავარაუდო უზუსტობათა კორექტირება,რომლებიც მოსალოდნელია და იქნება კიდეცზემოხსენებული ტიპის კვლევებისდროს, პედაგოგიკაში მათემატიკური, კერძოდ, სტატისტიკური (resp.რაოდენობრივი) მეთოდების გამოყენებით ხდება.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპები
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა შეგვიძლია შემდეგ ფაზებად დავყოთ:
1.კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
2.კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
3.საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურისშესწავლა და ანალიზი;
4.კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა (სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე – საპილოტე კვლევა);
5.მონაცემთა შეგროვება;
6.მონაცემთა ანალიზი, რომელიც კვლევის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე რთული საფეხურია;
7.მოქმედების სტრატეგიის შემუშავება დამისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას კი არ ნიშნავს, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას;
8.მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს კვლევის ანგარიშის შექმნით და კათედრის სხდომასა თუ სემინარზე მისი განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით, პუბლიკაციით და ა.შ.
განვიხილოთ თითოეული ფაზა ცალ-ცალკე.
კვლევის ამოსავალი პუნქტის/საკვლევი თემის განსაზღვრა – კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი
კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი გულისხმობს კვლევის იმ ამოსავალი პუნქტის პოვნასა და ფორმულირებას, რომელიც იქნება არჩეული კვლევის საფუძველი და მიზანი.
„ჩემიპედაგოგიური პრაქტიკიდან რომელი საკითხია პრიორიტეტული, რომლის კვლევა უნდადავიწყო?”; „ჩემიძალები და შესაძლებლობები გაწვდება ამ საკითხების კვლევას?”; „მაქვს წარმატების შანსი?” დაა.შ. – ესის კითხვებია, რომლებიც მკვლევარ-მასწავლებლებს ებადებათ კვლევის დაწყების წინ.
რამ შეიძლება მოგვცეს ბიძგი კვლევის ამოსავალი პუნქტის აღმოსაჩენად?
.საკუთარმა დაკვირვებამ და გამოცდილებამ გაკვეთილზე დასხვა სასკოლო აქტივობებში, როგორიც არის, მაგალითად, რთული ან გაურკვეველი სიტუაცია.
. უკუკავშირისა და შეფასების შედეგებმა, რაც შეიძლება იქცეს იმპულსად შემდგომი კვლევისა და განვითარებისთვის. მაგ., პედაგოგმა შეაჯამა კლასში სემესტრის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგები და აღმოაჩინა, რომ პირველი ტესტირების შედეგები კარგი იყო, შემდეგ კი ისინი მკვეთრად დაეცა. ესუკუკავშირის შედეგები იქცა მასწავლებლისთვის კვლევის მიზეზად.
.სკოლის განვითარების პროგრამებში, პროექტებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობამ.
. ცნობისმოყვარეობამ და”თეორიულმაინტერესებმა”. სულაც არ არის საჭირო,ახალი იდეები საკუთარი გამოცდილებიდან მოდიოდეს. ის შეიძლება მოვიპოვოთ კოლეგების დაკვირვებებიდან, საკითხავი მასალიდან და ა.შ. მაგ., რას აკეთებს ჩემი ერთი კოლეგა, ან რა აღმოაჩინა ერთმა მკვლევარმა, ე. ი.ინტერესი, უკეთ გაიგო და შენს საქმიანობაში დანერგო სხვათა იდეები, მნიშვნელოვანი სტიმულია კვლევის დასაწყებად.
როგორ გადავამოწმოთ, სწორად შევარჩიეთ თუ არა კვლევის ამოსავალი პუნქტი?
ამისგადამოწმება შეგვიძლია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
.მოქმედების არეალი:
-ჩემ მიერ არჩეული კვლევის ამოსავალი პუნქტი ჩემი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან მომდინარეობს?
– მაქვს მე ამის განსახორციელებლად მოქმედების არეალი და შესაძლებლობები? მეტისმეტად ხომ არვარდამოკიდებული სხვა პირებსა და ინსტანციებზე?
-კოლეგები მზად არიან ჩემთან თანამშრომლობისთვის?
-უკვე დროა, დავიწყო კვლევა თუ ჯერ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაასაჭირო?
.მნიშვნელოვნება:
-რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიტუაცია ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის?
-აქვს მას საჭირო აღმზრდელობითი ღირებულება?
-მზად ვარ, გარკვეული ენერგია და დრო დავახარჯო ამ სიტუაციას?
-მაქვს ამ სიტუაციასთან მიმართებითშეცვლის, გაუმჯობესების, განვითარების გარკვეული სურვილი?
.დაძლევადობა:
-ნუ აირჩევთ პირველსავე ჯერზე თქვენთვის დიდ და რთულად საკვლევ საკითხებს. თუ ყოყმანობთ,შეჩერდით უფრო კონკრეტულ, შემოსაზღვრულ გეგმებზე.
.შესაბამისობა:
-შეესაბამება თუ არა ჩემ მიერ კვლევითი სამუშაოსთვის შერჩეული საკითხები ჩემს დანარჩენ პროფესიულ საქმიანობას?
-შეესაბამება თუ არაისინი ჩემი სკოლის განვითარების პრიორიტეტებს?
-მიესადაგება თუ არა ჩემიკვლევა ჩემი გაკვეთილის მიზნებს?
-შესაძლებელია თუ არა, კვლევითი აქტივობები პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩავრთო (მაგ., ინტერვიუები, ჯგუფური საუბრები, ანკეტირება და ა.შ.)?
საკვლევად უნდა ამოვირჩიოთ ის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს.
კვლევის დღიური – კვლევის პროცესის მეგზური
პედაგოგიური კვლევის პროცესში მასწავლებლები აწარმოებენ ე.წ. კვლევის დღიურს, რომელშიც შეაქვთ სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული დაკვირვების შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები, ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზის შედეგები და სხვ.
კვლევის დღიური მკვლევარ-მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი იარაღია. იგი კვლევის პროცესის თანამგზავრია, რადგან მასში აღნუსხულია პროცესის ყველა ფაზა.
კვლევის დღიური ეხმარება მასწავლებელს კვლევის პროცესის კორექტირებასა და დასკვნების გამოტანაში, იმაში, რომ გაიგოს, სწორგზას ადგას თუ ჩიხში ექცევა.
სასურველია, საკუთარი კვლევის დღიურის ჩანაწერები მასწავლებელმა დროდადრო გადაიკითხოს შუალედური ანალიზისთვის და ხელახლა გაიაზროს თავისი თეორიული და მეთოდური ჩანიშვნები და გეგმები.
თეორიული ჩანიშვნები აზრად მოსული მრავალმხრივი იდეების დღიურში აღნუსხვა და დავიწყებისგან მათიხსნაა. გარდა ამისა, ეს არის მონაცემთა ანალიზის დროს წარმოშობილ ახალ იდეათა აღნუსხვაც.
მეთოდური ჩანიშვნები მკვლევარის თვითდაკვირვების დოკუმენტირებას ახდენს.
მაგ., რა პირობებში დავნერგე მე განსაზღვრული სტრატეგია? რა გამოცდილება შემძინა ამ სტრატეგიამ? რა ეთიკურ დილემას წავაწყდი კვლევის პროცესში? – დაა.შ.
კვლევის დღიურში მასწავლებელი ინიშნავს იმ გეგმებს, მიზნებს, იდეათა მოზღვავებულ ნაკადს, რომლებითაცსურს ისარგებლოს თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში და რომელთა განხორციელებაც სურს დროთა განმავლობაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის საჭირო ისეთი გეგმების დახვავება, რომელთა განხორციელება არარეალურია. დაუძლეველი გეგმები პედაგოგებში გულაცრუებას გამოიწვევს. თუმცა ყველა განუხორციელებელ იდეას ნაადრევად ნუ გამოვუტანთვერდიქტს ,,განუხორციელებულია”, რადგან იმან, რაც დღეს განუხორციელებელიგვეჩვენება, ხვალ შესაძლოა ხორცი შეისხას.
მასწავლებლის მიერ სწორად წარმოებულ დღიურში მარტო კონკრეტული სიტუაციები კი არ არის გააზრებული, არამედ დროის საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთის გეგმა _ “წერილობითი ნაფიქრალი”. კვლევის დღიურმა დიდი როლი შეიძლება შეასრულოს საქმის ვითარების დაწვრილებით შესწავლაში, განსაკუთრებით- გაურკვეველ, პრობლემურ სიტუაციებთან შეჯახებისას.
კვლევის მეთოდის შერჩევა და მონაცემთა შეგროვება
მონაცემთა შეგროვება კვლევის პროცესის ერთ-ერთი საკვანძო და საპასუხისმგებლო ფაზაა. მის სწორად და კვალიფიციურად წარმართვაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კვლევის საბოლოო შედეგები. კვლევის შედეგების სანდოობა კი უშუალოდ არისდამოკიდებული მონაცემთა შეგროვების მეთოდის სწორად შერჩევაზე.კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობასკვლევის მეთოდის სწორად შერჩევა წარმოადგენს.
რა არის კვლევის მეთოდი?
კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომლებსაც ობიექტური დასკვნებისაკენ მივყავართ, Kკვლევის მეთოდებიეწოდება.
კვლევის მეთოდებს ორძირითად ჯგუფად ყოფენ: თვისობრივ (დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ,ფოკუსჯგუფები და ა.შ.) და რაოდენობრივ (მაგ., მასობრივიზეპირი თუ წერილობითიგამოკითხვა – ანკეტირება) მეთოდებად. თვისობრიობა – ეს არისდამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიცგვიჩვენებს, რას წარმოადგენსესა თუ ისსაგანი. რაოდენობა – ეს არისდამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რაოდენობითიზომება. აქედან გამომდინარე, კვლევისთვისობრივი მეთოდები მიზნად ისახავსსაკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას,ხოლო რაოდენობრივი მეთოდებიადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივიგავრცელების სურათს.
მკვლევარმა-მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონაცემთა ანალიზი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამასთანავე,ყველაზე რთული ეტაპია. თუ კვლევის სერიოზულ, ღრმა ანალიზზე ვსაუბრობთ, მას მარტო მასწავლებელი ვერ გაართმევს თავს; ანალიზში ჩართულნი უნდა იყვნენ, სულ მცირე, სოციოლოგი და ფსიქოლოგიც; მაგრამ საკუთარი პედაგოგიური კვლევების მარტივი ანალიზი მასწავლებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია განახორციელოს.
კვლევისAანალიზის შედეგები მკვლევარ-მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, გადავიდეს კვლევის პროცესისმომდეცნო ეტაპზე, რაც გულისხმობს კვლევის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავებას და დანერგვას არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
კვლევის პროცესის უკანასკნელი ეტაპი კვლევის საბოლოო გაფორმება და პრეზენტაციაა, რომლის შესახებაც მომდევნო წერილებში გვექნება საუბარი


წყარო :  http://mastsavlebeli.ge



No comments:

Post a Comment