Wednesday, March 28, 2018

პრაქტიკული კვლევა - ტრენინგ კურსი მასწავლებლებისათვის

2018 წლის 24-25 მარტს ქ.ქუთაისის ამერიკულ კუთხეში გაიმართა პრაქტიკული კვლევის  ტრენინგ კურსი მასწავლებლებისათვის, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი - ელისო დუაძე. 
 ტრენინგზე დაწვრილებით იქნა განხილული კვლევის განხორციელების შემდეგი კომპონენტები:
  • საკვლევი საკითხის დასმა
  • კვლევის მიზნები და ამოცანები
  • საკვლევი საკითხები და ჰიპოთეზის შემუშავება
  • ლიტერატურის მიმოხილვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით
  • კვლევის ტიპები
  • კვლევის მეთოდოლოგია
  • საკვლევი ინსტრუმენტის შემუშავება 
  • მონაცემების შეგროვება
  • ანალიზი და ინტერპრეტაცია
  • კვლევის ანგარიშის შედგენა
ტრენინგზე ვიმუშავეთ ჯგუფურად - საკვლევ საკითხზე ცვლადების დადგენასთან დაკავშირებით  და განსახორციელებელ ინტერვენციებზე.
ტრენინგ კურსი იყო ძალიან საინტერესო, ტრენერის მიერ მოყვანილი  მრავალფეროვანი მაგალითებით სავსე, თავის მხრივ პედაგოგები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას დისკუსიასა და ჯგუფურ სამუშაოებში
ტრენინგ კურსის ბოლოს მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები.
მადლობა ამერიკის კუთხეს და ტრენერს ძალიან საინტერესო ტრენინგ კურსის ორგანიზებისათვის .
 
Image may contain: 15 people, people smiling, people sitting and indoor


Image may contain: 8 people, people sitting and indoor
Image may contain: 3 people, people sitting, table and indoor








Image may contain: 3 people, people smiling, people standing and shoes
Image may contain: 2 people, people sitting, screen and indoorImage may contain: 5 people, people sitting, table and indoorImage may contain: 9 people, people sitting, table and indoorImage may contain: one or more people and indoorImage may contain: 7 people, people sitting, table and indoor

Sunday, March 18, 2018

როგორ შევადგინოთ გაკვეთილის გეგმა









 
სანამ დავიწყებთ გაკვეთილის გეგმაზე მუშაობას, სამი კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს:
1. რას უნდა მიაღწიოს ჩვენმა მოსწავლეებმა? (შედეგი)
2. როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს?
3. როგორ გავიგოთ მიღწეულია თუ არა სასურველი შედეგი?
ამის შემდეგ დავიწყოთ გეგმის შედგენა. დაგეგმვის პროცესში, ყველა ეტაპზე, უნდა გამოვიყენოთ შემოთავაზეული შეკითხვები, რაც დაგვეხმარება თვალნათლივ წარმოვიდგინოთ მთელი გაკვეთილის მსვლელობა.
მიზანი
გაკვეთილის მიზანი განსაზღვრავს შედეგს - რას უნდა მიაღწიონ თქვენმა მოსწავლეებმა გაკვეთილის განმავლობაში.
რა არის გაკვეთილის პერსპექტიული მიზნები?
  • რა მიზნები გაქვთ კონკრეტულ გაკვეთილზე?
  • რას ველით მოსწავლეებისაგან? რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს შეიძენენ გაკვეთილის ბოლოს?
ამოცანები
ამ ეტაპზე მასწავლებელმა უნდა ჩამოაყალიბოს, რას გააკეთებენ მისი მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას.
  • რა უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა გაკვეთილის განმავლობაში?
  • რომელ ეტაპზე უნდა დამთავრდეს გარკვეული სამუშაო?
  • რა კრიტერიუმები გამოიყენება მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად?
  • როგორ მოხდება მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარ-ჩვევების დემონსტრირება?
აუცილებელი პირობები:
ამ ეტაპზე განისაზღვროს, მზად არიან თუ არა მოსწავლეები მომავალი აქტივობის ჩასატარებლად. რა ცოდნა უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს ამ გაკვეთილამდე.
  • რომელი საკითხები უნდა დაამუშაონ წინასწარ, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიონ?
მასალა:
ამ ეტაპზე ორი ფუნქცია აკისრია: მასწავლებლის მიერ უნდა განისაზღვროს მოსამზადებელი დრო და ის რესურსები, რაც მას სჭირდება გეგმის წარმატებით განსახორციელებლად - (წიგნები, ციტატები, სამუშაო სქემები და სხვა თვალსაჩინოება).
  • რა მსასალაა საჭირო?
  • რა ლიტერატურაა საჭირო? (სრული ბიბლიოგრაფია)
  • როგორ უნდა მომზადდეს და დაიგეგმოს სამეცნიერო და პრაქტიკული სამუშაოები?
გაკვეთილის აღწერა:
სასურველია, მასწავლებელმა იმგვარად აღწეროს გაკვეთილის მსვლელობა, რომ იგი, სურვილის შემთხვევაში, მისმა კოლეგებმაც გამოიყენონ.
  • რა არის მნიშვნელოვანი ამ გაკვეთილში?
  • რით შევძლებთ მოსწავლეთა დაინტერესებას?
  • სწავლების რომელი დონეა გათვალისწინებული გაკვეთილზე ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, თუ შეფასება.
გაკვეთილის პროცედურა (მსვლელობა):
გეგმის ეს ნაწილი წარმოადგენს გაკვეთილის დეტალურ აღწერას. როგორ უნდა განვახორციელოთ გაკვეთილის მიზნები. როგორ უნდა იმუშაონ მოსწავლეებმა გაკვეთილზე. ეს პროცესი სამი ნაწილისაგან შედგება: შესავალი, მთავარი აქტივობა, (ძირითადი ნაწილი) და დასკვნითი ნაწილი.
შესავალი:
  • როგორ გავაცნოთ მოსწავლეებს გაკვეთილის იდეებას და მიზნებს?
  • როგორ მოვახერხოთ მოსწავლეთა პროვოცირება?
  • როგორ შევძლოთ მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება და მოტივაცია?
  • როგორ დავუკავშიროთ გაკვეთილის მიზნები მოსწავლეთა ინტერესებს?
  • რა ელის მოსწავლეებს?
ძირითადი ნაწილი:
  • რა არის გაკვეთილის მთავარი თემა?
  • რას აკეთებს მასწავლებელი იმისათვის, რომ უფრო მარტივი და საინტერესო გახადოს გაკვეთილი? რა ხერხებს იყენებს?
  • საილუსტრაციო მაგალითების ჩამოთვლა.
  • როგორ უნდა წარიმართოს პრეზენტაცია, რათა მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახონ მიღებული ცოდნის საჭიროება?
ბლუმის ტაქსონომია
ბლუმის ტაქსონომია არის პედაგოგიური მიზნებისათვის შექმნილი კოგნიტური (შემეცნებითი) იერარქიული სისტემა. მისი ავტორია ამერიკელი პედაგოგი და ფსიქოლოგი ბენჟამენ ბლუმი. ტაქსონომია ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას. იგი ბერძნული სიტყვაა (Taxis და nomos), რაც ნიშნავს დიფერენცირებას რიგისა და კანონის მიხედვით. ტაქსონომია ბიოლოგიურ ტერმინთა ნუსხიდანაა ნასესხები და აღნიშნავს იმგვარ კლასიფიკაციას, რომელიც ობიექტს ახასიათებს მარტივი კატეგორიიდან რთულისკენ. ამრიგად, ბლუმის ტაქსონომია აზროვნების განვითარებული ექვსსაფეხურიანი მოდელია:
1. ინფორმაციის ცოდნა, ფაქტების გახსენება - ამ ეტაპზე (საწყისი საფეხური) მოსწავლემ გონებაში უნდა აღადგინოს ინფორმაცია, რომელიც რაიმე ნიშნით უკავშირდება საგაკვეთილო თმას... (შესასწავლი მასალის გახსენება).
2. გაგება - მოსწავლე კომუნიკაციის გზით შეიმეცნებს ახალ მასალას და იძენს ცოდნას (მასალის არსში წვდომის უნარი).
3. გამოყენება - მოსწავლე იყენებს მიღებულ ცოდნას. (ნასწავლი მასალის ახალ და კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენების უნარი).
4. ანალიზი - მოსწავლე ნაწილებად შლის მიღებულ ცოდნას (მთლიანი მასალის დანაწილება კონსტიტუენტებად ისე, რომ მთლიანი ორგანიზებული სტრუქტურა იყოს გასაგები).
5. სინთეზი - მოსწავლე ამთლიანებს ელემენტებსა და ნაწილებს. (ნაწილების დაკავშირების და ერთ მთლიანობად ჩამოყალიბების უნარი).
6. შეფასება - მოსწავლე აფასებს მასალას, მეთოდებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა დასახული მიზნის მისაღწევად (იმსჯელეთ, რამდენად ღირებულია მასალა დასახული მიზნის მისაღწევად).
სასურველია, მასწავლებელმა სამუშაო პრინციპად აქციოს აზროვნების სხვადასხვა დონის განმავითარებული შეკითხვების თანმიმდევრული გამოყენება.
წესი 1
გაითვალისწინე, რას სწავლობს და ამუშავებს მოსწავლე (წერს ფორმულას, კონცეფციას /ფაქტს/ იდეას, ახალ უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებას საკითხისადმი, თუ ღირებულებას).
გაკვეთილისთვის ამოვირჩიოთ ჩამონათვლიდან რამოდენიმე ტექნიკა:
  • დემონსტრირება - დაწვრილებით და თანმიმდევრულად აღწერა მოქმედების ყველა დეტალისა;
  • ახსნა - ასახსნელი ინფორმაციის განსაზღვრა;
  • დისკუსია - დისკუსიის წასამართი ძირითადი კითხვების ჩამოწერა;
შემოგთავაზებთ ზმნებს, რომლებიც გაგიადვილებთ კითხვის დასმას აზროვნების სხვადასხვა საფეხურზე: ინფორმაციული ცოდნის აღსადგენად საჭირო კითხვებიდან (უიოლსი) - შეფასების ჩასატარებლად საჭირო კითხვებამდე (ურთულესი).

დასკვნითი ნაწილი:
  • რას გამოიყენებთ აზრების შეჯამებისათვის გაკვეთილის ბოლოს?
როგორ განახორციელებთ უკუკავშირს მოსწავლეებთან (ხარვეზების შესავსებად და ცოდნის გასამტკიცებლად)?
შემდგომი გაკვეთილები / აქტივობები:
  • რა აქტივობები გამოიყენება ახსნილი მასალის ასათვისებლად?
  • რომელი გაკვეთილები მოყვება ამ გაკვეთილს?
შეფასება:
ამ ნაწილში აისახება მიღწეული შედეგები. სასუველია, თავი მოვუყაროთ მოსწავლის მიერ ამ თემაზე შესრულებულ ნამუშევრებს (საშინაო დავალებების, თხზულებების, პალაკატების, ნახატების და სხვა). ყოველთვის შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შეფასება სხვადასხვა გზით: (რუბრიკები, ტესტი, საქაღალდე, ზეპირი გამოკითხვა და სხვა).
  • როგორ შეაფასებთ დასახულ მიზნებს?
  • იციან თუ არა მოსწავლეებმა, როგორ, რა კრიტერიუმებით შეაფასებს მათ მასწავლებელი?
წესი № 2
მოსწავლეებს გააცანით, რას შეაფასებთ და როგორ. შეფასების დროს მიზანშეწონილი არ არის მიაწოდოთ ახალი მასალა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად განამტკიცოთ.
სრულყოფილი შეფასებისათვის მასწავლებელს მრავალი ხერხი უნდა ჰქონდეს თავის არსენალში. მაგ., გაზეთის შექმნა, ესეს დაწერა, გამოფენის მომზადება, საქაღალდის შექმნა განსაზღვრულ თემასთან დაკავშირებით. შეფასებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამკუთხედში.

შეფასება პედაგოგს ეხმარება, დაადგინოს მიღწევათა დონეები და შეიმუშაოს სწავლების გზები, ასევე ეხმარება მასწავლებელსა და მოსწავლეს, უკეთ გაიგონ ერთმანეთი.


ინტერაქტიული გაკვეთილის დაგეგმვა წარმატების მისაღწევად

მასწავლებლები ყოველდღე ვუზიარებთ ერთმანეთს ჩატარებული გაკვეთილის გამოცდილებას. თუ გაკვეთილი წარმატებით ჩატარდა, სიხარული სახეზე გვეტყობა, მაგრამ არავინ იცის, როგორ ჩაივლის მომდევნო გაკვეთილი. ის, თუ რა ემოციებით მოვიდნენ ბავშვები სახლიდან, ან რა მოხდა მოსწავლეებს შორის დასვენებაზე,  დიდ გავლენას ახდენს მომდევნო გაკვეთილის მსვლელობაზე. ჩვენ ვცდილობთ, ისე წარვმართოთ სწავლება, რომ ბავშვს სახლიდან გამოყოლილი ან სკოლაში მიღებული წყენა დავავიწყოთ და ჩვენი საგნით “გავართოთ”. გაკვეთილზე სწავლით მიღებული სიხარული მოსწავლეებს სახლამდეც უნდა გაჰყვეთ და მთელი ცხოვრების მანძილზეც. შეიძლება უტოპიურად ჟღერს ზემოთ ნათქვამი, მაგრამ ყველა მასწავლებლის მიზანი და თვით მასწავლებლობის ეთოსი ამაში მდგომარეობს.
ახლახან ოთხ საინტერესო სამუშაო შეხვედრას დავესწარი. წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშემწყობ სემინარებს უძღვებოდა დოქტორი დუგლას რუ, ვაშინგტონიდან. ჩვენი სტუმარი განთლებით ფსიქოლოგია და, როგორც შევიტყვეთ, საქართველოში უკვე ბევრ სკოლას და უნივერსიტეტს გაუწია დახმარება. დოქტორი რუ არის სტრატეგიული ზრდის სპეციალისტი, პერსონალის მართვის და ხელმძღვანელობის კონსულტანტი, და უძღვება ინოვაციურ ვორკშოპებსა და ტრენინგებს. 
მან შეხვედრამდე ელექტრონული ფოსტით გაგვაცნო სამუშაო მიზნები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ ჟღერდა:
ინტერაქტიული გაკვეთილის დაგეგმვა;
კლასის მართვა;
პროფესიული განხილვები – რა გამოდგება და რა არ გამოდგება მოსწავლეებთან მუშაობის დროს;
გაკვეთილებზე დაკვირვება.
დაგეგმილი იყო თითოეული სამუშაო შეხვედრის ხანმოკლე ლექციით დაწყება, შემდეგ – განხილვები და ბოლოს – გაკვეთილებზე დასწრების განრიგის შედგენა.
ის წერდა, რომ ამ სამუშაო შეხვედრისას ჩვენ ერთმანეთისგან იმდენ კარგ რჩევას მოვისმენდით, რამდენსაც – მისგან. რამდენადაც ჩემზე უკეთ იცნობთ მოსწავლეებს და სკოლის სიტუაციას, მე ვეცდები მოგისმინოთ და მოგეხმაროთ თქვენი სურვილების ინტერაქტიულ გაკვეთილებად გადაქცევაშიო. ჩვენი შეხვედრები საინტერესო იყო და რაკი ჩვენ შორის ინტერაქცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, გადავწყვიტე, ქართულ ენაზე გამეხსენებინა შეხვედრების შინაარსი.
მასწავლებლებისთვის ინტერაქტიული სწავლების ტექნიკის დაუფლება ადვილი არ არის და პრაქტიკას მოითხოვს. ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მოსწავლე უნდა დავიყოლიოთ მეტი პასუხისმგებლობის აღებაზე, განათლების მიღების მიზნით. თუ ამას მივაღწიეთ, მაშინ გამოდის, რომ პროფესიის მწვერვალზე ვიმყოფებით. ასეთი მასწავლებელი უფრო დაფასებული გახდება და ექნება პროფესიული წინსვლა.
ბატონმა დუგლას რუმ პირველი შეხვერა სერ კენ რობინსონის სიტყვებით დაიწყო.  გაგვახსენა, რომ განათლებას ორი მიზანი აქვს: ეკონომიური და კულტურული. როგორი განათლება უნდა მივცეთ ჩვენს შვილებს, რომ ისინი 21-ე საუკუნის მოთხოვნებს მომზადებული შეხვდნენ? ჩვენ ხომ ისიც არ ვიცით, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ერთი კვირის შემდეგ… კულტურული მიზანი კი გულისხმობს კულტურული იდენტობის შენარჩუნებას მზარდი გლობალიზაციის პირობებში. სულ ცოტა ხნის წინ განათლების სისტემა წინა საუკუნის მოთხოვნებს ემსახურებოდა. დღეს ახლებური განათლების სისტემის ჩამოყალიბებაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ. 
მერე ვისაუბრეთ ჩვენ მიერ ჩატარებულ ინტერაქტიულ გაკვეთილებზე. სწავლებას ინტერაქტიული ჰქვია, თუ მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას, ესაუბრება მოსწავლეებს, უხსნის ახალ მასალას, იყენებს კოგნიტურ სქემებს, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას და ა.შ. მაგრამ მეორეა ინტერაქტიული დასწავლა, რაც მოსწავლეზეა დამოკიდებული. ინტერაქტიულმა გაკვეთილმა მოსწავლეს მეტი პასუხისმგებლობა უნდა ააღებინოს თავის თავზე.
განათლების სპეციალისტები სწავლების ისეთ ინტერაქტიულ მეთოდებს გვთავაზობენ, სადაც ბავშვების შემოქმედებითობა წინა პლანზეა  წამოწეული. მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ, თუ ისინი აქტიურად მონაწილეობენ ცოდნის მიღებაში, ცდილობენ გადაჭრან პრობლემა და სიტყვიერად გამოხატონ ის, რაც აღმოაჩინეს. მოსწავლისთვის ყოველი გაკვეთილი ახალის ძიება უნდა იყოს, სადაც ის თვითონ იქნება აქტიური მკვლევარი. მასწავლებელმა კი უნდა დააინტერესოს მოსწავლეები, სირთულის შემთხვევაში, მათ უნდა გაუადვილოს მასალის გაგება და უნდა მართოს გაკვეთილის მიმდინარეობის რიტმი.
სერ კენ რობინსონის თანახმად, შემოქმედებითობა არის დივერგენტული, დინამიკური და განსხვავებული. ბატონი დუგლას რუ ამბობს, რომ ეს გათვალისწინებული უნდა იყოს გაკვეთილზეც. 
განსხვავებულობაში იგულისხმება შემსწავლელთა ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკური ტიპები. ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგს მხედველობითი მეხსიერება აქვს უკეთესად განვითარებული, ზოგს – სმენითი, სხვები კი კინესთეტიკური აქტივობით გამოირჩვეიან.  
დივერგენტულობა გულისხმობს ერთ კითხვაზე ბევრ სხვადასხვაგვარ პასუხს. მაგალითად, თუ ბავშვებს ჰკითხავთ, რა დანიშნულება აქვს ქაღალდის სკრეპს, მათ შეიძლება განსხვავებული რაოდენობის პასუხები ჩამოწერონ. ზოგი ამ დროს იკითხავს კიდეც: “ეს სკრეპი ხომ შეიძლება რეზინისგანაც იყოს დამზადებული?” და კიდევ უფრო მეტ პასუხს ჩამოწერს. დივერგენტული პასუხები შემოქმედებითობას არ ნიშნავს, მაგრამ, რობინსონის მიხედვით, შემოქმედებითობის გამოვლენისთვის საჭირო უნარს წარმოადგენს. მასწავლებლები ბავშვებისგან მხოლოდ ერთ სწორ პასუხს მოითხოვენ და ამით კლავენ მათში შემოქმედებითობას. თუ მასწავლებელი ვერ დააინტერესებს ბავშვს, შეიძლება მოსწავლეს დააბრალონ ყურადღების დეფიციტი ან უნიჭობა.
დინამიკურობა კი ნიშნავს კლასში კონტროლის და ყურადღების ცენტრის მართვას – ერთი მოსწავლიდან მეორეზე გადატანას. თუ მასწავლებელი არ ფლობს კლასის მართვის კარგ უნარ-ჩვევებს და მზა პასუხებით არაა შეიარაღებული, ადვილი შესაძლებელია, ყურადღების ცენტრში ცელქი ბავშვი აღმოჩნდეს. 
როგორ დავგეგმოთ ინტერაქტიული გაკვეთილი ისე, რომ არ გამოგვრჩეს სწავლების დინამიკური, დივერგენტული და განსხვავებული ასპექტები? გაკვეთილის დაგეგმვის მრავალი ფორმა არსებობს. კარგი გაკვეთილი, როგორც წესი, იწყება განვლილი ცოდნის გამეორებით, გაკვეთილის მიზნების განხილვით, ზოგადი კითხვის დასმით, კლასის მოწესრიგებით. ბატონმა დუგლას რუმ შემოგვთავაზა მეტად საინტერესო გაკვეთილის სტრუქტურა, რომელშიც, ერთი შეხედვით, ახალი არაფერია, მაგრამ მისი გამოყენება აიოლებს გაკვეთილის დაგეგმვას – უფრო ნაკლები დრო დაგჭირდებათ ამისთვის და თან კლასის მართვის გასაღებიც გექნებათ ხელში.
გაკვეთილის სტრუქტურა ხუთ ნაწილად დავყავით. პირველი ნაწილი არის კლასის მოწესრიგება, რომელიც იწყება მოსწავლეების კლასში შემოსვლით. გაკვეთილის მეორე და უმთავრესი ნაწილი არის შესავალი. მერე მოდის პირდაპირი სწავლება, როდესაც მასწავლებელი ხსნის ახალ მასალას, შემდეგ – მასალის განხილვა მოსწავლეებს შორის. ეს შეიძლება იყოს როლური თამაში, ერთმანეთის ნამუშევრების შემოწმება და ა.შ., და ბოლოს – შეჯამება.

ამგვარ სტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შესავალი და შეჯამება. შესავალი ნაწილი 5-დან 10 წუთამდე შეიძლება გრძელდებოდეს. აუცილებლად უნდა დაიწეროს დაფაზე გაკვეთილის მიზნები. მრავალი მიზნის ჩამოწერა მიზანშეწონილი არაა, რადგან კარგი გაკვეთილი არ ნიშნავს ბევრი ინფორმაციის გადაცემას. კარგი გაკვეთილი სამ ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი, მაგალითად, თუ 45-წუთიან გაკვეთილს ვატარებთ, მაშინ უმჯობესია, ის სამ 15-წუთიან მონაკვეთად დავყოთ. მოსწავლეების ყურადღება მაქსიმუმ 15 წუთს გრძელდება. ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლა კი ყურადღებას ახლიდან ამახვილებს. უფრო უკეთესია, თუ ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკური აქტივობები  შეცვლიან ერთმანეთს. ამიტომ სჯობს, სამი მთავარი მიზანი დავისახოთ. დავწეროთ დაფაზე და მოსწავლეებს გავაცნოთ, რაზე ვაპირებთ საუბარს. ეს მოსწავლეებს ინტერესს აღუძრავს. მეორე რამ, რასაც გაკვეთილის შესავალი ნაწილი მოითხოვს, არის იმის ხაზგასმა, თუ რა კავშირია იმჟამინდელ სასწავლო მასალასა და რეალურ ცხოვრებას შორის. მოსწავლეების დაინტერესება გამოიწვევს გაკვეთილის მშვიდად წარმართვას და სწავლების ხარისხის გაზრდას.
შემდეგ მოდის პირდაპირი სწავლების დრო, რასაც მოჰყვება მოსწავლეების მიერ ურთიერთსწავლება. ორივე რგოლი გაკვეთილის მოძრავი ნაწილია. ერთ-ერთი მათგანი, ან ორივე შეიძლება გამოვტოვოთ, მაგრამ არ შეიძლება შეჯამების გამოტოვება, რასაც მასწავლებლების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ითვალისწინებს. შეჯამება უნდა მოხდეს ყოველი მიზნის ბოლოს. სანამ ახალ მიზანზე გადავალთ, უნდა შევაჯამოთ მიღწევები. ამით მოსწავლეებს გაეზრდებათ თვითშეფასება, გაუმტკიცდებათ მოსმენილი, რაღაც დროის განმავლობაში ისინი აღმოჩნდებიან ყურადღების ცენტრში და რაკი იგრძნობენ საკუთარ მნიშვნელობას, უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ თავზე. შეჯამების პარალელურად მოსწავლეებს შეიძლება რეფლექსიაც მოვთხოვოთ, ვკითხოთ, რას ფიქრობენ, რა გაიგეს და რა ისწავლეს მოცემული საკითხის შესახებ.
ძალიან ხშირად საჭიროა ხოლმე მოსწავლის ქცევის კორექცია გაკვეთილის დროს. თუ მოსწავლეს მიუთითებთ, შეწყვიტოს საუბარი, ხატვა, სხვა გაკვეთილის მომზადება და სხვ. და ჩვეულებრივ განაგრძობთ გაკვეთილს, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, მოსწავლე შეიძლება გაჩუმდეს, შეინახოს სხვა საგნის სახელმძღვანელო, აღარ დახატოს, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ მისი ყურადღება ისევ გაკვეთილისგან მოწყვეტილი დარჩეს. ქცევის კორექციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გაკვეთილის შესავალ ნაწილთან დაბრუნება: მასწავლებელი მიდის დაფასთან, მიუთითებს იმ მიზანზე, რაზეც მიმდინარეობს მსჯელობა კლასში და ამეორებინებს მოსწავლეს გაკვეთილის მიზანს, რათა ახლიდან ჩართოს ის სწავლის პროცეში. 
შეჯამება ბევრჯერ შეიძლება გამოგვადგეს გაკვეთილის მსვლელობის დროს. მაგალითად, თუ გვინდა, რომ შევამოწმოთ, მოსწავლე მართლა არის ჩართული გაკვეთილში თუ არა, შეიძლება მოვთხოვოთ, შეაჯამოს ის, რაზეც მიმდინარეობდა საუბარი. თუ ვერ შეძლებს, მაშინ ისევ მიზანზე უნდა მივუთითოთ და ვუთხრათ, რაზე ვსაუბრობდით, შემდეგ კი განვაგრძოთ საკითხის განხილვა.
ამრიგად, მასწავლებელი ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე ჩართავს მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში და არც ისეთი კომენტარების გაკეთება იქნება საჭირო, როგორიც ხშირად ისმის ხოლმე კლასში და მოსწავლის და მასწავლებლის დაპირისპირების მიზეზი ხდება.
მე, პირადად, სამუშაო შეხვედრების შემდეგ მივხვდი, რომ გაკვეთილის დაგეგმვა არც ისე დიდ დროს მოითხოვს, როგორც მეგონა. მთავარია, განსაზღვრო მიზნები და იფიქრო სამი განსხვავებული აქტივობიდან (მხედველობითი, სმენითი და კინესთეტიკური), სულ მცირე, ორის განხორციელებაზე მაინც ერთი გაკვეთილის განმავლობაში, ყოველ 15 წუთში შეცვალო აქტივობა, და სანამ ახალ მიზანს დაასახელებ, მოსწავლეებს შეაჯამებინო მიღებული შედეგები.
ასე დაგეგმილი გაკვეთილი ზრდის მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. ინტერაქტიული გაკვეთილი მხოლოდ კითხვა-პასუხზე დაფუძნებულ პროცესს არ გულისხმობს. ინტერაქტიულია სწავლება, როცა მოსწავლე აიღებს რვეულს და ჩამოწერს მოკლედ ან ვრცლად იმ დავალებებს, რაც მას მოსთხოვეს. მაშინ მოსწავლე ურთიერთობს, ანუ ინტერაქციაშია რვეულთან, კალამთან, სახელმძღვანელოსთან და იმ ხალისიან გაკვეთილს იხსენებს, რომელმაც დავალების შესრულება მოანდომა.
მოწვეულმა სტუმარმა ლაკონურად დაწერილი მასალები გადმოგვცა: “რჩევები თავდადებულ მასწავლებელს” და “კლასის მართვა და ხელისშემშლელი ქცევების საპასუხო ღონისძიებები”. თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ თვით ბატონ დუგლას რუს გაესაუბროთ ამ მასალების შესახებ: www.douglasrugh.com  მინდა მადლობა გადავუხდო ბატონ რუს და წმინდა გიორგის სახელობის ქართულ-ბრიტანულ სკოლას ზრუნვისა და გულისხმიერებისათვის. სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლები არა მარტო მოსწავლეების, არამედ მასწავლებლების პროფესიული განვითარების ზრდაზეც მუშაობენ. 
გაკვეთილის შესავალ ნაწილში მოსწავლის ქცევის კორექცია უკვე ბევრჯერ ვცადე და ყოველთვის დადებითი შედეგი მივიღე. გაკვეთილის მიზნების დაფაზე ჩამოწერა და ბოლოს შეჯამება უფრო სახალისოს ხდის გაკვეთილს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლისთვისაც. თუ შემსწავლელთა ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკური ტიპებიც გათვალისწინებული იქნება, მაშინ მოსწავლეები გაკვეთილის შემდეგ აუცილებლად იტყვიან: “რა კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარდა!”, გაკვეთილი დადებითი ემოციებით დასრულდება – ჩვენი მიზანიც ხომ ეს იყო!
წყარო  http://mastsavlebeli.ge

Thursday, March 15, 2018

კიბერბულინგი

კიბერბულინგი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებითფარული ან აშკარა დაშინების მიზნითგანხორციელებული ქმედებაა."კიბერბულინგშიმოიაზრება:სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსებაუხამსი ჭორების გავრცელებამავნემოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნასხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებშიანგარიშების შექმნა.

  კომპიუტერული ტექნოლოგიების თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო პოპულარული ხდება.„კიბერბულინგი“. კიბერ-ბულინგი - პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება და ამით  შანტაჟი, ვირტუალურ სივრცეში დატერორება, მუქარა. ასეთი ტიპის ჩაგვრა გულისხმობს თანატოლის არასასურველი ფოტოებისგამოქვეყნებასდამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებასმისი განვითარება სოციალური ქსელების/ინტერნეტსივრცის აქტიურ გამოყენებას მოჰყვა შედეგად. ასევე დღითიდღე უფრო ფართოდვრცელდება სოციალურ ქსელებში სპეციალური გვერდების შექმნის პრაქტიკასადაც გამიზნულად აბუჩადიგდებენ ადამიანებს მათი გარეგნობისშემოქმედებისრელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის გამო


  ტრადიციული ბულინგისგან განსხვავებით,კიბერბულინგს არ სჭირდება ფიზიკური ძალა ან პირისპირ შეხვედრახშირად ის ძალიან ბევრი მოწმის წინაშე ხდებაკიბერბულინგი ყველა ფორმით და სახით არსებობს – ნებისმიერსვისაც ინტერნეტი ან მობილური ტელეფონი აქვსშეუძლია წამოიწყოს კიბერბულინგი ვიღაცის მიმართხშირად ანონიმურადკიბერბულინგის განმახორციელებელსპირობითად კიბერაგრესორს,შეუძლია მსხვერპლის დამცირება 24 საათის განმავლობაშიხოლო მსხვერპლმა აგრესია შეიძლება ნებისმიერ ადგილას მიიღოსანუ არავითარი ადგილი,სახლიც კიაღარ არის უსაფრთხოდა მხოლოდ რამდენიმე ღილაკის დაჭერით ამ პროცესს შეიძლება ონლაინ შეესწროს ასობით ან ათასობით ადამიანი.
 მეთოდებირომელთაც ბავშვები და მოზარდებიკიბერბულინგისთვის იყენებენისეთივე განსხვავებულიდა მრავალფეროვანიაროგორც მათთვისხელმისაწვდომი ტექნოლოგიებიმუქარის შემცველი ანშემაშინებელი მესიჯების გაგზავნით დაწყებული,იმელის ანგარიშის გატეხვით და ონლაინიდენტობისმითვისებით დამთავრებულიზოგიერთიკიბერაგრესორი ვებსაიტს ან სოციალური მედიისგვერდსაც კი ქმნის მსხვერპლის დასამცირებლად.
    
ტრადიციული ბულინგის მსგავსადკიბერბულინგში ბიჭებიც დაგოგოებიც თანაბრად მონაწილეობენმაგრამ ზოგადადგანსხვავებულ ხერხებს იყენებენბიჭები მეტწილად სექსუალურიხასიათის ან ფიზიკური ზიანის მუქარის მესიჯებს აგზავნიან.გოგოები კი ძირითადად ავრცელებენ ჭორებს და მცდარინფორმაციას მსხვერპლის შესახებამჟღავნებენ საიდუმლოს,მსხვერპლს რიცხავენ გარკვეული წრიდან ან ელექტრონულიკომუნიკაციის ჯგუფიდანრადგან კიბერბულინგი ძალიანსწრაფად მოქმედებსბავშვი ან მოზარდი იოლად იცვლის როლს,შეიძლება კიბერბულინგის მსხვერპლიდან ერთ წუთში გადაიქცესაგრესორად და შემდეგ ისევ მსხვერპლად.


 კიბერბულინგი, ტრადიციული ბულინგის მსგავსად, აგრესიას, ძალადობას და ჩაგვრის გავრცელებას უწყობს ხელსმას,განსხვავებით ტრადიციული ბულინგისგანფსიქოლოგიურიძალადობის კიდევ უფრო მეტი გამოხატვის საშუალება აქვსაქმაღალია ანონიმურობაანუ უფრო მეტი საშუალება გაქვსგამოხატო ისრასაც პირისპირ არ გამოხატავხელი იოლადმიგიწვდება ყველა იმაზევისზეც გინდა გაავრცელო აგრესია.დამამცირებელი მოპყრობა შესაძლოა გახდეს "მთელი სამეგობროჯგუფისთვისდასანახიკიბერბულინგი მოზარდის მიერ მძაფრადაღიქმება დაშესაბამისადემოციური ზიანი მაღალია.
 
   კიბერბულინგი მოიცავს დამამცირებელი სახელების შერქმევასთავდასხმასა და შანტაჟის სერიოზულსაფრთხეს. ბულინგის მსხვერპლი ადვილი ამოსაცნობიაის ყოველთვის გამორჩეულია რაიმე ნიშნით სხვაბავშვებისგანაღენიშნება შფოთვის მაღალი დონე და აკლია თავდაჯერებულობა.
      ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმადაშშ-ქალაქებში არსებულ სკოლებში კიბერბულინგის მაჩვენებელიბოლო 2 წლის განმავლობაშითითქმის სამჯერგაიზარდააღნიშნულის შესახებ საინფორმაციოსააგენტო  nypostი უწყება. ვებგვერდზე განთავსებული პუბლიკაციის თანახმადმოზარდები ერთმანეთსყველაზე მეტადრასისსქესის და სექსუალური ორინეტაციის გამო ამცირებენ. 2015-16 სასწავლო წლის მანძილზე კიბერბულინგის 804 შემთხვევა დაფიქსირდა მაშინროდესაც2013-14 წელს სახელმწიფო განათლების დეპარტამენტმა სულ 178 ინციდენტი დააფიქსირა.



   სოციალურ ქსელ ფეისბუკში გახსნილია ერთი გვერდირომლისმთავარი პერსონაჟი ერთი პატარა ბიჭიარომელსაც არც ხელებიაქვსარც ფეხები დასაერთოდაცძალიან მახინჯიაამ ბიჭს ყველაუბედურება ემართებარაც კი ადამიანს შეიძლება დაემართოს და,რაც მთავარიამას სულ დასცინიანდასცინიან იმიტომრომ შიდსიაქვსიმიტომრომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა,იმიტომრომ კიბო აქვს და .გვერდი მოსწონს დახლოებით 12 000 ადამიანსყველა აღფრთოვანებულია იმ ახალ-ახალი შავიიუმორითრომლითაც ამ ვირტუალურ ბიჭს დასცინიანამგვერდის მომხმარებლები ფიქრობენრომ რადგან ბიჭისინამდვილეში არ არსებობსარც მის მიმართ ბულინგიაპრობლემასინამდვილეში კი ეს კიბერბულინგია. 

    თუკი თქვენ კიბერბულინგის მსხვერპლი გახდითმნიშვნელოვანიაარ უპასუხოთ არცერთ მესიჯს ან პოსტს,რომელიც თქვენ შესახებ დაიწერარაც არ უნდა მცდარი და მტკივნეული იყოს ისპასუხი მხოლოდ დაამძიმებსმდგომარეობას და იმ რეაქციას გამოიწვევსრაც აგრესორს ჰქონდა გამიზნულიამიტომ ნუ მისცემთ მასკმაყოფილების საბაბს.
   ასევე ძალიან მნიშვნელოვანიარომ არ მიმართოთ შურისძიებასრომ თავად არ გახდეთ აგრესორი.
სასურველიამოიქცეთ შემდეგნაირად:
    შეინახეთ კიბერბულინგის შესახებ ინფორმაციაშეინახეთ ტექსტური შეტყობინებები ან ვებგვერდის სურათიდა უჩვენეთ სანდო ზრდასრულსმაგალითადოჯახის წევრსმასწავლებელს. თუკი ასეთი შემთხვევები სწრაფადარ აღიკვეთებაკიბერაგრესორი ხშირად დამცირების და ძალადობის უფრო მძიმე ფორმებს მიმართავს;
    თუკი ვინმე ფიზიკური დაზიანებით გემუქრებათ ან უხამს სექსუალურ მესიჯებს გიგზავნითმიმართეთპოლიციასხშირ შემთხვევაში კიბერაგრესორის ქმედებები კანონით ისჯება;
   შეწყვიტეთ კიბერაგრესორთან ყოველგვარი ურთიერთობადაბლოკეთ მათი ელექტრონული ფოსტისმისამართიტელეფონის ნომერი და წაშალეთ სოციალური ქსელის კონტაქტებიდან.
 თუკი თქვენ ბულინგის მსხვერპლი გახდითგახსოვდეთ:
 ნუ დაიდანაშაულებთ თავსეს არ არის თქვენი ბრალიარა აქვსმნიშვნელობარას ამბობს ან აკეთებს კიბერაგრესორიარ უნდაშეგრცხვეთ იმისრასაც წარმოადგენთ და გრძნობთაგრესიისგამოვლინება ნიშნავსრომ პრობლემები კიბერაგრესორს აქვს და არათქვენ;
    კიბერბულინგს სხვა კუთხიდან შეხედეთკიბერაგრესორიუბედური,  იმედგაცრუებული ადამიანიავისაც სურსკონტროლიმოიპოვოს თქვენს გრძნობებზერომ თქვენც ცუდად იგრძნოთ თავი.ნუ აჰყვებით მის თამაშს და ნუ მიანიჭებთ მას ამ სიამოვნებას;
 წაშალეთ ყველა აგრესიული მესიჯი და კონცენტრირება მოახდინეთპოზიტიურ გამოცდილებაზე.
   ისწავლეთ სტრესთან გამკლავებასტრესთან გამკლავების უნარებიდაგეხმარებათგახდეთ უფრო თავდაჯერებული და კიბერბულინგინაკლებად დაგთრგუნავთ.
დაუთმეთ მეტი დრო თქვენთვის საყვარელ საქმიანობასრაც უფრომეტად ხართ დაკავებული საყვარელი საქმიანობით – სპორტით,ჰობითმეგობრებთან ყოფნით – მით უფრო ნაკლები გავლენა ექნება კიბერბულინგს თქვენს ცხოვრებაზე.

რჩევები მშობლებს:


რაც არ უნდა ცუდად გრძნობდნენ თავსბავშვები ხშირად არუმხელენ მშობლებს და მასწავლებლებს კიბერბულინგის შესახებ,რადგან ეშინიათრომ ამის გამო შეიძლება კომპიუტერის ანტელეფონის გარეშე დარჩნენმშობლებო, არასდროს დაემუქროთტელეფონისა და კომპიუტერის წართმევით მოზარდსრომელიცკიბერბულინგის მსხვერპლი გახდა.
დააკვირდით კიბერბულინგის სავარაუდო ნიშნებს

    თქვენი შვილი კიბერბულინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს,თუკი ის:
ხდება სევდიანიგაბრაზებული ან დათრგუნული ინტერნეტის ანმობილური ტელეფონის გამოყენების შემდეგ;
   შფოთავსროცა იღებს ტექსტურ მესიჯს ან იმეილს;
თავს არიდებს ოჯახის წევრებსმეგობრებს და უარს ამბობს იმსაქმიანობაზერომელიც მანამდე მოსწონდა;
   მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზის გარეშე უფუჭდებანიშნები;
  უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე ან არ ესწრება კონკრეტულსაგნებს ან კლუბებს;
ეცვლება ხასიათიქცევაძილიმადა ან უჩნდება დეპრესიის ან შფოთვის ნიშნები.

გვინდა მივმართოთ ბავშვებს:


 ნუ გაავრცელებთ კიბერბულინგის შემცველ მესიჯებს;
  შემჩნევის შემთხვევაში პირდაპირ უთხარით საკუთარ მეგობრებს,შეწყვიტონ კიბერბულინგი;
   შეწყვიტეთ კომუნიკაცია კიბერაგრესორთან და წაუკითხავადწაშალეთ მათგან მოსული მესიჯები;
   არასდროს გაავრცელოთ საკუთარი ან  მეგობრების პერსონალურიინფორმაცია ონლაინ (სრული სახელიმისამართიტელეფონისნომერისკოლის სახელიმშობლების სახელებისაკრედიტობარათის ინფორმაცია ან პირადობა);
   მშობლების გარდაარავის გაუზიართ საკუთარი ინტერნეტ-პაროლი;
   არ მისწეროთ ვინმეს გაბრაზებული წერილისანამ არდამშვიდდებით და    მდგომარეობას საღად არ შეაფასებთ;
   ისევე ზრდილობიანად მოიქეცით ონლაინროგორც პირისპირ ურთიერთობისას.