Thursday, March 15, 2018

ბულინგის პროფილაქტიკა და რჩევები

ვინაიდან ბულინგი ხორციელდება ძირითადად მოზარდობის პერიოდში ანუ სასკოლო პერიოდში, აუცილებელია სკოლამ მიიღოს გარკვეული ზომები მის აღმოსაფხვრელად. თავდაპირველად სკოლამ უნდა აღიაროს აღნიშნული მოვლენის არსებობა. მიზნის მისაღწევად სასურველი და ამავე დროს აუცილებელია  სკოლის თანამშრომლებს გვერდით დაუდგნენ  ბავშვები და მათი მშობლებიც. პირველად უნდა დადგინდეს პრობლემის მასშტაბი. ეს შეიძლება განხორციელდეს მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ანონიმური გამოკითხვით – ჰქონიათ თუ არა სკოლაში პრობლემები, იცნობენ ვინმეს, ვისაც აქვს პრობლემები სკოლაში, ხომ არა აქვთ დაუცველობის განცდა. ასევე უნდა დაზუსტდეს მისი არსი, სერიოზულობა, სიხშირე, ხანგრძლიობა, მსხვერპლის, მოძალადის, მოწმის მდგომარეობა.

გარკვეული სირთულეების აღმოჩენის შემთხვევაში სასურველია როგორც მშობელმა, ასევე სკოლამ დახამრებისთვის მიმართოს ფსიქოლგს. არსებობს სპეციალური მეთოდები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს მისი აგრესიული ქცევის მიზეზების გარკვევაში, აგრეთვე ამ პრობლემების მართვისა და რეგულირების სხვადასხვა ხერხის ათვისებაში.

რჩევები უფროსებს (მშობლებს, პედაგოგებს)


ბულინგის აღმოჩენის შემთხვევაში:
აუცილებელია შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
სერიოზულად მოეკიდოთ ბავშვის მონათხრობს ბულინგის (მობინგის) შესახებ.
აუცილებელია მიიღოთ ზომები, რაც შეიძლება სწრფად.
მხარი უნდა დაუჭიროთ ძალადობის მსხვერპლს, რათა მან თავი არ იგრძნოს არაადექვატურად.
ძალადობის მსხვერპლს უნდა შესთავაზოთ კონკრეტული დახმარება ან  ურჩიოთ რამე.
უნდა მოიქცით ისე, რომ მოძალადე მიხვდეს, რომ მისი ქცევა არ მოგწონთ.
შეეცადეთ დაანახოთ მოძალადეს მსხვერპლის შეხედულება.
მოძალადის მიმართ გამოიყენეთ სანქციები, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა არ მიაყენოთ ზიანი   მსხვერპლს.
მკაფიოდ და ნათლად უნდა აუხსნათ მოძალადეს რისთვის და როგორ ისჯება.
გააგებინოთ ბავშვს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა ვისზეა ის მიმართული.
უნდა დააწესოთ კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომელსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.
ასწავლოთ ბავშვებს პრობლემის არა ძალადობრივი გზით გადაჭრის ხერხები.
აჩვენოთ პოზიტიური ქცევის მაგალითები. თქვენს ქცევაზე დაკვირვებით ბავშვი სხვა ადამიანებისადმი კელიგანწყობილ დამოკიდებულებას, პატივისცემას ისწავლის.
გააძლიეროთ კონტროლი. იყავით ბავშვთან ახლოს როცა ის სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. წაახალისეთ მისი მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითშემოქმედების წრეებში, კლასგარეშე საქმიანობაში. ამგვარი დატვირთვა ხელს შეუწყობს ბავშვის მოჭარბებული ენერგიის ცივილიზებული გზით დახარჯვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს მის აგრესიულობას.
რთულ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს.


ბულინგის (მობინგის) ყოველი შემთხვევა დროულად უნდა გამოვლინდეს. ძალადობის მსხვერპლს და მოწმეს უნდა გაეწიოს კვალიფიციური დახმარება. რთული შედეგების შემთხვევაში უნდა მოხდეს მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაცია.:
წყარო : http://bullyingingeorgia.blogspot.com

No comments:

Post a Comment