Friday, March 2, 2018

რჩევები თავდაჯერებული და წარმატებული დიალოგისთვის

თანამედროვე კონკურენტუნარიან გარემოში თავის დასამკვიდრებლად თავდაჯერებულობა, სწორი თვითპრეზენტაცია და ბევრი შრომაა საჭირო. 

გაიგეთ როგორ უნდა ისაუბროთ დამაჯერებლად და მოახდინოთ შთაბეჭდილება:



  • ეცადეთ გამოიყენოთ „და“ „მაგრამის“ ნაცვლად     
მაგალითად: „ყველაფერი კარგად შეასრულეთ და თუ...“, ნაცვლად  „ყველაფერი კარგად შეასრულეთ, მაგრამ...“.  „მაგრამ“ ყველაფერს უარყოფს რაც მანამდე ითქვა. 
  • თავი შეიკავეთ უხეში უარისგან           
„არა “ წარმოთქმნული სწრაფად და ხმამაღლა უარყოფით შეგრძნებებს იწვევს მოსაუბრეში.
  • ამოიღეთ ლექსიკონიდან სიტყვათშეთანხმება „სიმართლე, რომ ვთქვა“  
ამ ფრაზის ხშირი გამეორება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელობა თქვენთვის გამონაკლისია.    
  • ნუ გამოიყენებთ ფრაზას - „ არასწორია“      
ნუ იქნებით რადიკალურები, საკითხზე ლოგიკური მსჯელობით გადაწყვიტეთ მისი მართებულობა. 
  • გაეცით ვრცელი პასუხები      
ნუ შემოიფარგლებით „ კი“ ან „არათი“. ეს მიდგომა ზედმეტად მწირ ინფორმაციას აწვდის მოსაუბრეს, ფაქტობრივად, დიალოგი არ დგება. 
  • გამოიყენეთ ფრაზა „უმჯობესია“ „უნდას“ ნაცვლად   
  • არასდროს თქვათ „ ვერ შევძლებ“, „არ ვიცი“, „არ გამომივა“...      
ყველაფერი იცით და ყველაფერს შეძლებთ, რასაც მოინდომებთ. 

საუბრისას გაითვალისწინეთ მოსაუბრის ინტერესები, იყავით კორექტულნი და ორიენტირებულნი მთავარ სათქმელზე. 


მოსაუბრეს თვალი არ აარიდოთ, აჩვენეთ, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია. 

გაიღიმეთ და იყავით სასიამოვნო მოსაუბრე.

წყარო :  http://www.etaloni.ge

No comments:

Post a Comment