Wednesday, March 7, 2018

აქტუალური და უახლოესი განვითარების ზონა

აქტუალური და უახლოესი განვითარების ზონა

}   ბავშვის მიერ განვითარების გარკვეული დონის ქონა –არის მისი განვითარების აქტუალური დონე. მაგ: ბავშვს შეუძლია თავისით,Aდამოუკიდებლად გადაჭრას გარკვეული სირთულის ამოცანა
}  უახლოესი განვითარების ზონა არის ბავშვის უნარი გააკეთოს რაიმე უფროსისა ან თანატოლის დახმარებით;
}   უახლოესი განვითარების ზონა არის პოტენციალი ,რომელიც სტიმულაციას საჭიროებს.

}  სწავლების პროცესის ეფექტურობისათვის საჭიროა მოსწავლეთა აქტივაცია, მოსწავლე უნდა იყოს სწავლების პროცესის აქტიური მონაწილე;
}  მოსწავლის აქტიობა მასწავლებელმა უნდა მიმართოს გარკვეული მიმართულებით. ამიტომ სწავლების პროცესი მოიცავს თანამშრომლობას;
}  აუცილებელია მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება;
}  მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს მოსწავლის უახლოესი განვითარების პოტენციალი



3.    ბრუნერის თეორია  - სწავლა აღმოჩენის გზით


ნებისმიერი საგნის დაუფლება  3  პროცესს მოიცავს:

}  ახალი ინფორმაციის მიღება. რომელიც ხშირად უპირისპირდება იმ ცოდნას, რაც სუბიექტს აქამდე გააჩნდა, ან მინიმუმ მას აზუსტებს (ავსებს).
}  მეორე ასპექტს წარმოადგენს  ცოდნის ტრანსფორმაცია. ეს გულისხმობს იმას, რომ  მოსწავლე სწავლობს ინფორმაციის ანალიზს, პოულობს მასში ფარულ სიღრმისეულ შრეებს, აწესრიგებს მას, აფართოებს, უფრო მეტად იშინაგნებს. ასეთი გარდაქმნის შემდეგ იგი ცოდნას იყენებს ახალი ამოცანების გადასაჭრელად.
}  მესამე შემოწმების პროცესი. თუ რამდენად ადეკვატურად ვეპყრობით ინფორმაციას, სწორია ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნები, მისაღებია ცოდნის ამგვარი გაფართოება, რა საკითხებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა.
}  ბრუნერის თეორიიის მიხედვით მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სწავლების პროცესში და  ამუშავებს ინფორმაციას.
}  ადამიანს აქვს მოთხოვნილება გაიაზროს და გაამარტივოს მის გარშემო არსებული გარემო;
}  კატეგორია _აღნიშნავს თვისობრივად მსგავსი ობიექტების ერთობას, ობიექტის მიკუთვნებას რომელიმე კლასისადმი;
}  კოდირების სისტემა _ არის ზოგადი ცნებების (კატეგორიების) იერარქიული წყობა

ბრუნერის თეორიაში  აღმოჩენის ქვეშ მოიაზრება კატეგორიებისა და უფრო ხშირად კოდირების სისტემის ფორმირება.
მასწავლებლის ფუნქცია შემდეგ აქტიობებშია გამოხატული:

}  ამოცანისა და საკითხის ფორმულირება და ახსნა;
}  მაგალითების დემონსტრირება;
}  ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, რომელიც დაკვირვებებს ეყრდნობა;
}  ჰიპოთეზების  დასამტკიცებლად ან უარსაყოფად ტესტების, ექსპერიმენტების მომზადება ან ჩატარება;
}  ახალი ინფორმაციის განზოგადება, მისი გამოყენების შესაძლო ვარიანტების ფორმულირება.

4 ჰუმანისტური თეორიები


}  ჰუმანისტური ფსიქოლოგია სწავლობს ადამიანის უნიკალობასა და "მე"-ს ფორმირებას;
}  ჰუმანისტური მიდგომა ეყრდნობა კონსტრუქტივიზმს (ცენტრირებულია მოსწავლეზე). სწავლების პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლის ინდივიდუალურ სტილს, პიროვნების ჰარმონიულ განვითარებასა და ფასეულობათა  ფორმირებას, აქცენტს აკეთებს მოსწავლის წარმატებებზე და არა წარუმატებლობაზე.

სწავლების სტილის ქვეშ იგულისხმება შემდეგი თავისებურებები:

}  მოსწავლის ბიოლოგიური ტემპი: ზოგიერთი მოსწავლე მასალას უკეთ ითვისებს ადრე დილით ,და არა დღის განმავლობაში;
}  აღქმის ძლიერი არხი: ზოგი აქტიურად რეაგირებს მხედველობით სტიმულებზე
  (ვიზუალები),ზოგი კი კი სმენით სტიმულზე (აუდიალები).
}  ყურადღების მდგრადობა: ზოგ მოსწავლეს არ ექმნება სირთულე ხალხმრავალ, ხმაურიან ჯგუფში მუშაობისას,ზოგისთვის კი ეს სერიოზული პრობლემაა
}  პიროვნული თავისებურება: ზოგიერთი მოსწავლე მასალას უკეთ ითვისებს კარგად სტრუქტურირებულ, დირექტიულ გარემოში, ზოგისთვის კი მეტი თავისუფლებაა საჭირო.
}  ამიტომ თეორიის მიმდევრები გვთავაზობენ   სწავლების პროცესში სხვადასხვა ფორმების გამოყენებას: ლექციის,დისკუსიის, პროექტების პრეზენტაციის, თამაშების, დისტანციური მეცადინეობების.

1.    სწავლის სტილი



ვიზუალური სტილი
უადვილდებათ ახალი ინფორმაციის ვიზუალურად
მიღება – სურათებით, დიაგრამებით, ცხრილებით; მათ ურჩევნიათ
სასწავლო მასალას ხედავდნენ, ვიდრე ისმენდნენ ან რაიმეს აკეთებდნენ.
საკლასო გარემოში მათთვის ყველაზე ეფექტური ვიზუალური მასალებისგამოყენებაა.
აუდიალური სტილი
ურჩევნიათ მასალა მოისმინონ; ისინიუკეთ იმახსოვრებენ საუბარს, დისკუსიას, დიალოგებს; მათ ასეთი სახით
მიღებული მასალის გახსენებაც უადვილდებათ. ასეთი ადამიანებისათვისყველაზე ეფექტური სწავლის პროცესში ლექციების მოსმენა, დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღებაა.
კინესთეტიკური სტილი
უადვილდებათ სწავლა,  როდესაც რაიმეს აკეთებენ,  ჭრიან,  აგებენ,  აწყობენ ან ასრულებენ როლებს. მათ ურჩევნიათ ინფორმაცია გადაამუშავონ მოძრაობითა და დემონსტრირებით.
ასეთი ადამიანები საკლასო გარემოში ყველაზე ადვილად მაშინ სწავლობენ,როდესაც ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან.


2.    ჰოვარდ გარდნერი-მრავალფაქტორიანი ინტელექტი


ლინგვისტური ინტელექტი
აქვს კარგად განვითარებული სიტყვათა მარაგი, ადვილად იმახსოვრებს სახელებს, თარიღებს, ახალ სიტყვებს, მოსწონს წერა და კითხვა, ლიტერატურა, უყვარს სიტყვებით თამაში.
ლოგიკური და მათემატიკური ინტელექტი
ადვილად ხედავს ტენდენციას, კარგად აქვს განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, შეუძლია კატეგორიებსა და იდეებს შორის მიმართების დამყარება, ადვილად ანგარიშობს, ხმარობს კომპიუტერს, უყვარს თავსატეხების, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა.
სივრცითი ინტელექტი
ადვილად იმახსოვრებს საგნების სივრცეში განლაგებას, შეუძლია ზუსტად აღიდგინოს გამოსახულება და მისი სივრცითი მდებარეობა, უყვარს ხატვა, დიზაინი, შენება, კარგად ერკვევა რუკებსა და დიაგრამებში.
მუსიკალური ინტელექტი
ადვილად იმახსოვრებს მელოდიას, აქვს კარგად განვითარებული რიტმის შეგრძნება, ხშირად მღერის, მგრძნობიარეა ბგერებისა და ხმების მიმართ.
კინესთეტიკური ინტელექტი
ადვილად სწავლობს სხეულის შეგრძნებებით, სიმულაციით, როლური თამაშებით, უჭირს დიდხანს ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა, ეხერხება სპორტული თამაშები, ცეკვა, წარმოდგენები, აქვს კარგი კოორდინაცია, ადვილად ურთიერთობს ადამიანებთან, ესმის და გამოხატავს დამოკიდებულებას ჟესტებით, მიმიკებით.
ინტერპერსონალური ინტელექტი
კარგად ესმის ადამიანების, ადვილად სწავლობს სხვებთან ურთიერთობის პროცესში, ეხერხება ორგანიზება და ხელმძღვანელობა, კარგად ესმის სხვა ადამიანების ემოცია, შეუძლია მოსმენა; შეუძლია ადამიანებს შორის მედიაცია, უყვარს სოციალური თამაშები.
ინტრაპერსონალური ინტელექტი
უყვარს მარტო მუშაობა, არის დამოუკიდებელი, აქვს ძლიერი ნებისყოფა,  კარგად განვითარებული ინტუიცია, საკუთარ თავში დარწმუნებულია, კარგად იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები.
ნატურალისტური
ინტელექტი
კარგად ერკვევა სამყაროში - ფლორასა და ფაუნაში, ეხერხება მოსავლის მოყვანა, კონსერვაცია.

3.    კარლ როჯერსი


ჰუმანისტური ფსიქოლოგია-კარლ როჯერსის თეორიის ძირითადი პრინციპები
ჩვენი სამყარო ფენომენოლოგიურია
სამყაროს მნიშვნელოვანი ასპექტები ინდივიდუალურია. ის შეიძლება ინტუიტურად მისაღები იყოს მაგრამ არა ბოლომდე გაგებული.
ქცევა შეიძლება გაგებული იყოს მხოლოდ კონკრეტული ადამიანის შეხედულებიდან.
პირადი გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენ რეალობას. ქცევა განპირობებულია მხოლოდ ადამიანის რეალობიდან გამომდინარე. ამიტომაა მნიშვნელოვანი ღია კომუნიკაცია და ემპათია.
ადამიანის ცხოვრებისეული  მიზანი არის თვითაქტუალიზაცია.
ყველა ადამიანი ცდილობს იყოს სრულფასოვანი, ჯნმრთელი, კომპეტენტური.
ჩვენ ვქმნით ჩვენ "მეს"
პირადი გამოცდილებისა და სხვა ადამიანების შეფასებიდან ჩვენ ვქნით წარმოდგენას საკუთარ თავზე.

4.    კოლბერგის მორალური განვითარების თეორია


I. პრეკონვენციური დონე (10 წლამდე):
}  მორალური მსჯელობა ეგოცენტრულია, ჰედონისტური - ეფუძნება მხოლოდ პიროვნების საკუთარ მოთხოვნილებებსა და აღქმებს, მხედველობაში არ მიიღება სხვა ადამიანების აზრი, ბავშვებს არ გააჩნიათ “კარგის” და  “ცუდის” ცნებები.
}  სტადია 1. ორიენტაცია შედეგზე. დასჯა და დამორჩილება. ბავშვი ემორჩილება უფროსის, მშობლის მიერ დადგენილ წესებს,  მას არ ესმის თავისი ქცევის მორალური შეფასება.ისინი სწორ ან არასწორ საქციელს იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რა შედეგი მოჰყვება მას.  ის რაც ისჯება ცუდია, ის რაც ჯილდოვდება - კარგი. თუ წაასწრეს და დასაჯეს, მაშინ მისი საქციელი არასწორია, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი - სწორი. მაგ. 2 წლის ბავშვმა  მეორეს წაართვა სათამაშო. უფროსის ნათქვამი ფრაზა ”როგორ არ გრცხვენია”? - მისთვის გაუგებარია. უფრო გასაგებია თუ ეტყვით: ”ვიცი, რომ მოგწონს, მაგრამ წართმევა არ შეიძლება”.
}  სტადია 2. ორიენტაცია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმი სარგებლიანობაა. ბავშვი ემორჩილება წესებს თუ საპასუხოდ პირადი მოთხოვნილებებიც დაუკმაყოფილდება. წესი გაგებულია, როგორც გარიგება. მაგ. თუ ბავშვს სხვისი სათამაშო მოეწონება მას შეუძლია არა მხოლოდ მისი წართმევა, არამედ სათამაშოების გაცვლის შეთავაზებაც. ბავშვი ვერ  აფასებს თავის ქცევას საზოგადოებრივი პოზიციიდან. მისი ხედვა ეგოცენტრულია. ასეთი ხედვა დამახასიათებელია სკოლამდელი და  დაწყებითი სკოლის მოსწავლისთვის.  „არ ვეტყვი, შენც თუ არ ეტყვი“   
II. კონვენციური დონე: (10-16 ..)
}  მორალი განპირობებულია პიროვნებათაშორისი შეთანხმებით, გარეთ დადგენილი ნორმებით და ღირებულებებით მხედველობაშიამიღებული სხვა ადამიანების აზრი, საზოგადოების მიერ მიღებული წესები და მოლოდინები.
}  3. სტადია ორიენტაცია ახლობელ ადამიანებზე - სურვილი მოეწონო ირგვლივმყოფებს, ,,იყო კარგი.” ქცევის ავკარგიანობა ფასდებაიმის იხედვით, რას იტყვიან შენზე სხვები. ინდივიდი ცდილობს ისე მოიქცეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან შექებადა მხარდაჭერა დაიმსახუროს (მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები), იწყებს კარგის და ცუდის“  შესახებ საკუთარიწარმოდგენების ფორმირებას ცდილობს სხვების თვალში კარგი გამოჩნდეს, იყოს კარგი ბიჭი ან კარგი გოგო”. ამ ასაკშიბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსის მაგალითი. „კარგი ბიჭი იატაკზე არ აფურთხებს“.
}  4. სტადია. ორიენტაცია საზოგადოებაზე, კანონის დაცვასა და მოვალეობის შესრულებაზე. ქცევის შეფასებაში წამყვანი ხდება მისიშესატყვისობა დაწესებულ ნორმებთან და იურიდიულ კანონებთან. 13 წლის მოზარდების მხოლოდ 30% არის ამ დონეზე მოზარდიაცნობიერებს საზოგადოებრივ ინტერესებს და ცხოვრების წესს, ცდილობს იხელმძღვანელოს ზნეობრივი პრინციპით, საკუთარქცევას სოციალური სისტემის კეთილდღეობას უფარდებს. მაგ. ამ დონეზე მყოფი მოსწავლე სათანადო სიტუაციაში მასწავლებელსეტყვის, რომ არა აქვს უფლება ასე მოიქცეს.  „ რა იქნება ყველა რომ ასე მოიქცეს?“
III. პოსტკონვენციური დონე (16 წლიდან):
}  ქცევის შეფასებაში ადამიანი ხელძღვანელობს საკუთარი შეგნების მიხედვით, პიროვნული პრინციპებით, რომელთა მიღება-არ მიღებაარ უკავშირდება არც ავტორიტეტებს და არც სოციალურ წესრიგს, შესაძლებელია ის არც კი შეესაბამებოდეს საზოგადოებაშიაღიარებულ წესებს.
}  5 სტადია. ორიენტაცია საზოგადოებრივ შეთანხმებაზე, ადამიანის უფლებებსა და კეთილდღეობაზე. ქცევის შეფასების მთავარიკრიტერიუმია დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ერთი მხრივ,პიროვნება ხვდება, რომ წესების უმრავლესობა ფარდობითია, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ არსებობს ეჭვშეუვალი წესები -სიცოცხლის დაცვა, თავისუფლების მხარდაჭერა. იქცევა საკუთარი მორალური პრინციპების შესატყვისად, პატივს სცემ სხვისპრინციპებსაც. აუცილებელია მუშაობა ამ კანონის შესაცვლელად, რადგან სიტყვის თავისუფლებას კრძალავს“.
}  6 სტადია. ორიენტაცია საყოველთაო, უნივერსალურ  მორალურ პრინციპებზე. ქცევა მართებულად მიიჩნევა თუ იგი ნაკარნახევიასინდისით ყველა სხვა ფაქტორისა და ვითარებისგან დამოუკიდებლად. ამ სტადიას აღწევს ადამიანების მხოლოდ შეზღუდულირაოდენობა (მაგ. მაჰატმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი, დედა ტერეზა). რა არის  მორალურად სწორი განისაზღვრება არა კანონითდა წესით, არამედ სინდისით. ადამიანები მოკლებულნი არიან ეგოცენტრიზმს. იქცევიან ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივიპრინციპების შესაბამისად. ჭეშმარიტება, უპირველეს ყოვლისა, მე ეს უნდა გავაკეთო, თუმცა ამის გამო ის შეიძლება დაისაჯოს“.


გამოყენებული ლიტერატურა

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16828

http://mastsavlebeli.ge/?p=2216

No comments:

Post a Comment