Saturday, February 24, 2018

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გაკვეთილი საინტერესო გახდეს

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გაკვეთილი საინტერესო იყოს:

1. თავი დააღწიეთ ყოველდღიურ რუტინას.     
მოსწავლეებს შესთავაზეთ სიახლე.   

2. მოიფიქრეთ ისეთი რამ, რაც მოსწავლეებს გაახალისებს.     
ეს მათთვის განტვირთვა იქნება და სწავლის მეტ სტიმულს მისცემს. 
 
3. შეცვალეთ გაკვეთილების ჩატარების ლოკაცია.     
მაგალითად, ჩაუტარეთ გაკვეთილები ბუნებაში, წაიყვანეთ მუზეუმში, კინოში, თეატრში და შემდეგ მოაწყვეთ დისკუსია. 
წყარო :  http://www.etaloni.ge

სწრაფი კითხვის წესები ბავშვებისთვის

შეაყვარო და ასწავლო ბავშვს სწორი კითხვა არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. შეაჩვიო ჩქარა კითხვას - უფრო რთულია. ფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა „სწრაფი კითხვის წესები ბავშვებისთვის“ შამილ ახმადულინი გვიყვება, როგორ დავეხმაროთ მოზარდს ამ უნარის გათავისებაში.
1. მიზანზე კონცენტრირება 
კითხვის პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ხანგრძლივი დროით ყურადღების კონცენტრირებაა. ეს ალღო გამომუშავდება მარტივი სავარჯიშოებით, მაგალითად, „ლაბირინთით“. ბავშვმა მხედველობის გავარჯიშებით უნდა იპოვოს ლაბირინთიდან გამომავალი გზა.
2. აზროვნების არეალის გაფართოვება
იმისათვის, რომ ბავშვმა ერთდროულად 2 -3 სიტყვა აღიქვას და წაიკითხოს, აუცილებელია მისი აზროვნების არეალის გაფართოვება. ამისათვის მარტივი სავარჯიშო არსებობს - „ციფრების ცხრილი“. ბავშვი ცენტრალურ სვეტზე უნდა კონცენტრირდეს და ნელ - ნელა ქვემოთ ჩაუყვეს ხედვით, პარალელურად კი ხმამაღლა წარმოთქვას გვერდითი რიცხვები. მიზანი - ჩავიდეს ცხრილის ბოლოს, ერთდროულად აღიქვას ცენტრალური სვეტი და რიცხვები მარჯვნივ და მარცხნივ.
3. ხმამაღლა კითხვისგან თავის შეკავება
ხმამაღლა კითხვა სიჩქარეს მნიშვნელოვნად ამცირებს და მეხსიერებაზე უარყოფითად აისახება. ამიტომაც, აუცილებელია ბავშვმა გულში იკითხოს.
4. ნუ დაუბრუნდებით უკვე წაკითხულს
ბავშვები ხშირად ირევიან ტექსტში და ერთსა და იმავე ხაზს თავიდან კითხულობენ. ეს ფაქტი ზრდის კითხვის დროს და ფანტავს ყურადღებას. ამიტომაც, სასურველია, ტექსტში არსებულ ხაზებსა და სტრიქონებზე თითის ან ფანქრის მიდევნება.
5. შეძელით, დაინახოთ ტექსტში მთავარი
ერთერთი უმნიშვნელოვანესი უნარი ტექსტიდან მთავარი ნაწილის ამოკითხვაა. ამ ნიჭის განვითარება საკუთარ თავთან ხანგრძლივი მუშაობითაა შესაძლებელი. მაგალითად, მიეცით ბავშვს მარკერი და სთხოვეთ გახაზოს ტექსტში მნიშვნელოვანი მომენტები, შემდეგ კი აღწეროს ის 10 სიტყვით. მას ზედმიწევნით მოუწევს სიტყვების შერჩევა ტექსტის შინაარსის გადმოსაცემად.
თუ დაეხმარებით ბავშვებს ამ უნარების ათვისებაში, ისინი აუცილებლად შეძლებენ სწრაფად და აზრიანად კითხვას.



   წყარო : http://www.etaloni.ge

10 ხერხი, თუ როგორ ვისწავლოთ უცხო ენა სწრაფად და მარტივად

საინტერესოა, როგორ შეიძლება უცხო ენები ვისწავლოთ სწრაფად და მარტივად

გთავაზობთ 10 მარტივ ხერხს:
1.     პირველ რიგში უნდა იცოდეთ რატომ გინდათ ამა, თუ იმ უცხო ენის შესწავლა.
2.     იპოვეთ ადამიანი, რომელიც პარტნიორობას გაგიწევთ სწავლის დროს.
3.     ელაპარაკეთ საკუთარ თავს იმ ენაზე, რისი შესწავლაც გსურთ.
4.     იმეცადინეთ შესაბამისი სახელმძღვანელოებით.
5.     მეცადინეობების დროს იყავით  ხალისიანები.
6.     მოიქეცით, როგორც ბავშვი.
7.     იმეცადინეთ თქვენთვის კომფორტულ გარემოში.
8.     მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს.
9.     უყურეთ გადაცემებს, ფილმებს.
10.  და რაც მთავარია, იკითხეთ წიგნები იმ ენაზე, რომელსაც ეუფლებით. 
 წყარო :  http://www.etaloni.ge

Thursday, February 22, 2018

განათლების ფსიქოლოგია, განათლების კვლევები და მათი მნიშვნელობა სწავლების პროცესში

იმ ასი წლის განმავლობაში, რაც განათლების ფსიქოლოგია არსებობს, მისი არსის შესახებ არაერთი კამათი და განხილვა გაიმართა. ზოგს მიაჩნია, რომ განათლების ფსიქოლოგია სხვა არაფერია, თუ არა ფსიქოლოგიიდან მიღებული ცოდნის შედეგი და საკლასო ოთახში მოქმედებას სწავლობს, ზოგი კი მას ფსიქოლოგიის მეთოდად მიიჩნევს, რომელიც კლასისა და სკოლის ცხოვრებას შეისწავლის.
თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ განათლების ფსიქოლოგიასა და სწავლას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია.
განათლების ფსიქოლოგია, ერთი შეხედვით, ძალზე ხანდაზმული დისციპლინაა. განათლების ფსიქოლოგები დღესაც უტრიალებენ ჯერ კიდევ პლატონისა და არისტოტელეს მიერ განხილულ საკითხებს – მასწავლებლის როლს, სწავლების მეთოდებს, სწავლის ბუნებასა და თანმიმდევრობას, სწავლაზე ზემოქმედების მნიშვნელობას. 1500 წელს ჟუან ვივმა გამოთქვა ფრიად თანამედროვე მოსაზრებები პრაქტიკის ღირებულებაზე, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობაზე, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებებისადმი სწავლების ადაპტირებაზე, მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასების უპირატესობაზე სხვასთან შედარებით. 1700-იან წლებში კომენიუსმა წიგნებსა და სწავლებაში ვიზუალური დახმარება დაამკვიდრა. ის აცხადებდა, რომ სწავლების მიზანი გაგება იყო და არა დამახსოვრება.
შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგია იმთავითვე სწავლებასთან იყო დაკავშირებული. 1890 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ ჯემსმა ფსიქოლოგიის დარგი ჩამოაყალიბა და მასწავლებლებისთვის ლექციათა სერია „ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული საუბრები მასწავლებლებთან“ შეიმუშავა. ეს ლექციები ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდათ მასწავლებლებს საზაფხულო სკოლებში და 1899 წელს გამოქვეყნდა. ჯემსის სტუდენტმა ჯ. სტენლი ჰოლმა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია დააფუძნა. მისი დისერტაციის თემა ბავშვის მიერ სამყაროს გაგება იყო. მონაცემების შეგროვებაში მას მასწავლებლები ეხმარებოდნენ. ჰოლმა მასწავლებლები წააქეზა, დეტალურად დაჰკვირვებოდნენ თავიანთი მოსწავლეების განვითარებას – სწორედ ისე, როგორც მისი დედა იქცეოდა მასწავლებლობისას. ჰოლის მოწაფემ ჯონ დიუიმ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ლაბორატორიული სკოლა დააარსა. იგი პროგრესული განათლების მოძრაობის დამფუძნებლადაა აღიარებული.
უილიამ ჯემსის მეორე მოწაფეს, ედვარდ ლი თორნდაიკს, ეკუთვნის  პირველი ნაშრომი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში (1903). 1910 წელს მან ჟურნალიც დააარსა, რომელიც განათლების ფსიქოლოგიას ეძღვნებოდა. თორნდაიკმა დაიწყო კვლევის მიზნით საკლასო ოთახიდან ლაბორატორიაში გადანაცვლების პროცესი, რომელიც ჯეიმსმა და ჰოლმა უგულებელყვეს. აღიარებულია, რომ თორნდაიკის შეხედულებები მეტად ვიწროა, რადგან სწავლის კანონებს ის ლაბორატორიებში ეძებდა და მიაჩნდა, რომ ისინი გადაუმოწმებლად უნდა დანერგილიყო რეალურ კლასში. 50 წელი დასჭირდა სწავლის ფსიქოლოგიურ კვლევას, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნებულიყო.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში სწავლების განვითარება ფსიქოლოგიას კიდევ უფრო დაუახლოვდა. ამ ეპოქის განმავლობაში განათლების ფსიქოლოგია „სკოლის სახელმძღვანელო მეცნიერება“ იყო. 1940-იან და 1950-იან წლებში განათლების ფსიქოლოგიის შესწავლა ინდივიდუალურ განსხვავებებზე, შეფასებაზე, სწავლის ქცევებზე სვამდა აქცენტს. 1960-იან და 1970-იან წლებში კვლევის მიმართულებამ კოგნიტიური განვითარებისა და სწავლისკენ გადაინაცვლა, ყურადღება მიექცა იმას, როგორ სწავლობენ და იმახსოვრებენ ცნებებს მოსწავლეები. განათლების თანამედროვე ფსიქოლოგიამ დაიწყო სწავლასა და განვითარებაზე კულტურისა და სოციალური ფაქტორების ზეგავლენის კვლევა.
რას წარმოადგენს პედაგოგიური ფსიქოლოგია დღეს? ზოგადი განმარტების მიხედვით, განათლების ფსიქოლოგია არის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სწავლა/სწავლების პროცესებს, იყენებს ფსიქოლოგიის მეთოდებსა და თეორიებს და საკუთარი თეორიები, პრობლემები, კვლევის ტექნიკა და მეთოდები აქვს. დღესაც, ისევე როგორც წარსულში, განათლების ფსიქოლოგია სწავლისა და სწავლების პროცესებს იკვლევს და ამავე დროს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას ცდილობს.
მიუხედავად სწავლება-სწავლისადმი ინტერესის ხანგრძლივი ისტორიისა, არის კი განათლების ფსიქოლოგთა მონაპოვარი რეალურად გამოსადეგი მასწავლებლებისთვის? ბოლოს და ბოლოს, სწავლება განა მხოლოდ საღი აზრია? მოდი, რამოდენიმე წუთი დავუთმოთ ამ კითხვებს.
განათლების ფსიქოლოგიის პრინციპები: დიდი ძალისხმევა, დახარჯული დროისა და ფულადი სახსრების შედეგი, – პათეტიკურად ჟღერს. არის ცდუნება, ითქვას და ხშირად ამბობენ კიდეც: „ეს ხომ ყველამ ვიცით!“ განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
ხშირად ისმის კითხვა, რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს მასწავლებელმა, რათა მოსწავლეები მეტ–ნაკლებად ყოველთვის მზად იყვნენ გაკვეთილისთვის. საღი აზრით გვკარნახობს, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეები არათანმიმდევრულად უნდა გამოიძახონ. ამის შედეგად თითოეული მოსწავლე იძულებული გახდება, კარგად ისწავლოს გაკვეთილი. თუ მასწავლებელი ყოველთვის ერთი და იმავე თანმიმდევრობით გამოიძახებს მოსწავლეებს, ყველა მოსწავლეს ეცოდინება, როდის მოვა მისი ჯერი. თუმცა კვლევები სულ სხვა პასუხს იძლევა. წლების წინ ოდენის, ბროფისა და ევერსონის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არცთუ მარტივია. მაგალითად, დაწყებით კლასებში ბავშვების თანმიმდევრულმა გამოძახებამ და ყოველი მათგანისთვის წაკითხვის საშუალების მიცემამ გაცილებით უკეთესი შედეგი გამოიღო, ვიდრე არათანმიმდევრულმა გამოძახებამ. თანმიმდევული გამოძახების ძირითადი მიზანია, თითოეულ ბავშვს მისცეს კითხვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. სხვა მეთოდის გამოყენებისას, რომელიც ყველა ბავშვის გამოძახებას არ ითვალისწინებს, შესაძლოა რომელიმე მოსწავლე უბრალოდ გამოგვრჩეს. კვლევამ აჩვენა, რომ კითხვის სასწავლებლად მოსწავლეების თანმიმდევრულ გამოძახებაზე უკეთესი ალტერნატივებიც არსებობს. მაგრამ, განურჩევლად მიდგომისა, მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკლებლივ ყველა მოსწავლეს ექნება პრაქტიკულ სამუშაოში მონაწილეობისა და უკუკავშირის მიღების შანსი.
ასევე აქტუალურია მოსწავლეთა დახმარების საკითხი. როდის უნდა დაეხმაროს მასწავლებელი საკლასო დავალების შესრულებაში დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეს? საღი აზრი გვეუბნება, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს ხშირად უნდა ეხმარებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, დაბალი მიღწევების მოსწავლეები შესაძლოა ვერც კი მიხვდნენ, როდის სჭირდებათ დახმარება და სავსებით შესაძლებელია, დახმარების თხოვნაც კი მოერიდოთ. თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ როცა მასწავლებელი მისი თხოვნის გარეშე ეხმარება მოსწავლეს, მიაჩნია, რომ თავად მას არ შესწევს საკითხში გარკვევის უნარი და, რაც მთავარია, იმავე აზრისანი არიან დანარჩენი მოსწავლეებიც. მოსწავლე საკუთარ მარცხს ხშირად არა ძალისხმევის, არამედ შესაძლებლობის სიმცირეს უფრო უკავშირებს. შედეგად მოტივაცია იკლებს.
კლასიდან კლასში გადახტომის საკითხი: ვალდებულია თუ არა სკოლა, განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეები კლასიდან კლასში გადახტომით წაახალისოს ან მისცეს უნივერსიტეტში დროზე ადრე ჩარიცხვის შესაძლებლობა? საღი აზრის თანახმად, ამ კითხვის პასუხია „არა“. როცა ზედმეტად განათლებული მოსწავლეები თანაკლასელებზე ერთი ან ორი წლით უმცროსები არიან, შესაძლოა, სოციალურ მორგებასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდეთ. ისინი არც ფიზიკურად და არც ემოციურად არ არიან მზად უფროსი ასაკის მოსწავლეებთან ურთიერთობის დასამყარებლად. შედეგად სოციალურ სიტუაციებში შესაძლოა უმწეონი აღმოჩნდნენ, რასაც სკოლაში, განსაკუთრებით კი მაღალ კლასებში, დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევები კი ნათელყოფს, რომ ბავშვები, რომლებიც უფრო მაღალ კლასში გადავიდნენ (რომელთა მიმართ სწრაფი მეთოდი იქნა გამოყენებული), ისევე და, შეიძლება ითქვას, უკეთესადაც კი შეეგუენ გარემოს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც, განურჩევლად ნიჭისა, კლასიდან კლასში თანმიმდევრულად გადაჰყავდათ.
რამდენად წარმატებული აღმოჩნდება მოსწავლისთვის დაჩქარებული მეთოდი, მისივე ინდივიდუალურ თვისებებზე, ინტელექტსა და სიმწიფეზე, სხვა მონაცემებსა თუ საშუალებებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მოსწავლისთვის მასალის დაჩქარებული გავლა და უფროს მოსწავლეებთან ერთად მუშაობა ძალიან სასარგებლოა.
შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ განათლების ფსიქოლოგები დროს იმის აღმოსაჩენად ხარჯავენ, რაც ისედაც აშკარაა, თუმცა ზემოთ მოყვანილი მაგალითები წარმოაჩენს, რაოდენ სახიფათოა ასე მსჯელობა. როცა განსაზღვრული პრინციპი მარტივად არის გადმოცემული, შესაძლოა, მისი არსიც მარტივი ჩანდეს. იმავე ფენომენს ვაწყდებით ნიჭიერი მოცეკვავის ან ათლეტის ყურებისას: კარგად გაწვრთნილი და დახელოვნებული ადამიანის მიერ შესრულებული ილეთი მარტივი გვეჩვენება. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვარჯიშის შედეგს ვხედავთ და არა ცალკეულ მოქმედებათა შესასრულებლად გაწეულ სამუშაოს. გაითვალისწინეთ, რომ ყოველი კვლევის შედეგი, თუნდაც საპირისპირო, შესაძლოა ჟღერდეს როგორც საღი აზრი. მნიშვნელოვანია არა ის, რამდენად გონივრულად ჟღერს იდეა, არამედ ის, როგორ ხორციელდება ის პრაქტიკულ საქმიანობაში.
წყარო :  http://mastsavlebeli.ge

განათლების ფსიქოლოგიის საკითხები

 პედაგოგიკის მეცნიერებათა სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი ფსიქოლოგიას განეკუთვნება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფსიქოლოგია ძირეულად ინტერესდება ადამიანის აღზრდა-განვითარებით. თუმცა, მარტო ამით არ ამოიწურება საგანმანათლებლო პროცესებისადმი ფსიქოლოგიის ინტრესები. სწორედ ამის დასტურია განათლების ფსიქოლოგიის, როგორც ცალკე მიმართულების ჩამოყალიბება, რომელიც აღზრდა_განათლებისა და სწავლების ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს სწავლობს.
     უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის კავშირებს ფსიქოლოგიასთან ისეთივე თავისებურებები ახასიათებს, როგორც ზოგადი პედაგოგიკის ურთიერთობას ამ საგანთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულად უნდა გავიზიაროთ დიდი ქართველი მეცნიერის დ. უზნაძის მოსაზრება, რომელიც წერდა: "ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ურთიერთობა ორი დამოუკიდებელი მეცნიერების ურთიერთობაა: ფსიქოლოგია მხოლოდ ფსიქოლოგიურ კვლევას აწარმოებს და პედაგოგიკა _ პედაგოგიკურს. დახმარება, რომელსაც ფსიქოლოგია უწევს პედაგოგს, პრინციპულად შეიძლება მხოლოდ იმაში მდგომარეობდეს, რომ ჯერ ერთი, (ფსიქოლოგია) სწორ ფსიქოლოგიურ ცნობებს აწვდის პედაგოგს, რომელსაც საზოგადოდ, ფსიქიკასთან აქვს საქმე, და რომლისთვისაც ასეთი ცნობები ყოველთვის აუცილებელია, და მეორე, იმ საკითხების ფსიქოლოგიურ მასალას ამზადებს, რომელიც სწორედ პედაგოგიკის უშუალო ინტერესებს ეხება, მაგრამ მეორის მხრივ პედაგოგიკაც უწევს დახმარებას ფსიქოლოგიას: პედაგოგიური ზეგავლენის წარმატებითი პრაქტიკა და მისი სწორი თეორია ადამიანის ფსიქიკური განვითარების საფუძვლებს გვაცნობენ და ამით ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობენ. ფსიქოლოგია და პედაგოგიკა ორი დამოუკიდებელი მეცნიერებაა, მაგრამ ისინი მოწყვეტილი როდი არიან ურთიერთს: ისინი ეხმარებიან და ავსებენ ერთმანეთს".
     ფსიქოლოგია დამოუკიდებლად იკვლევს ზოგადად ფსიქიკასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცა: შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, ნებისყოფა, ჩვევა, აზროვნება, მეტყველება და სხვა, მაგრამ განათლების ფსიქოლოგიას ეს საკითხები აინტერესებს მხოლოდ სწავლა_განათლებასთან მიმართებაში.
     განათლების ფსიქოლოგია საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეთა ფსიქიკური პროცესების შემსწავლელი მეცნიერებაა, რომელიც ფსიქოლოგიური და პედაგოგიური კვლევის მეთოდების გამოყენებით აყალიბებს შესაბამის რეკომენდაციებს ამ პროცესების განვითარების მიზნით.
     განათლების ფსიქოლოგია კონცენტრირებულია განათლების თეორიის ძირითად ცნებებზე: სწავლებაზე და სწავლაზე.
     სწავლება რთული პედაგოგიური პროცესია და მის ეფექტურობაზეა დამოკიდებული, თუ როგორი პიროვნება და სპეციალისტი ჩამოყალიბდება. სწავლების პროცესში წარმატება დიდადაა დამოკიდებული, პირველ რიგში, მისი არსის მართებულ გააზრებასთან. ხშირად სწავლების პროცესის არსებული განსაზღვრებები მიუთითებენ სწავლის პროცესის ზოგიერთ თავისებურებაზე, მის შედეგებზე, მაგრამ არ იძლევიან საფუძვლიან წარმოდგენას იმ ცოდნაზე, რაც თანამედროვე მეცნიერებამ დააგროვა სწავლებისა და სწავლის შესახებ. ქართველი ფსიქოლოგი ა. ფრანგიშვილი გამოყოფდა სწავლების პროცესის საფეხურებს: "სწავლა პირველ და ძირითად საფეხურზე უჩვეულოს, გაუგებარის, უცხოს მიმართ გაკვირვებით, განცვიფრებით იწყება, ე. ი. სწავლა იწყება სწავლის ამოცანის (საკითხის ) წამოჭრით. აქედან გამოდინარეობს სიტუაციის გარკვევის და ამოცანის გადაჭრის განზრახვის წარმოშობის საფეხური. სწავლის შემდგომ საფეხურად მიჩნეულია სწავლის მიზნის, სწავლის ამოცანის განხორციელების შესრულება. საგანმანათლებლო სწავლის მკვლევარები სწავლის დამამთავრებელ და დამასრულებელ საფეხურად თვლიან მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და დამახსოვრების ეტაპს", _ აღნიშნავდა პროფესორი ა. ფრანგიშვილი. მკვლევარის მიერ გამოყენებული ტერმინი "საგანმანათლებლო სწავლა" იგივეა, რაც დღევანდელი გაგებით "განათლების ფსიქოლოგია".
     გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, ასეთივე მიდგომები შეიძლება გავავრცელოთ უმაღლესი სკოლის პედაგოგიკაზე. სწავლება შემოქმედებითი საქმიანობაა, იგი საგანგებოდ ორგანიზებული ისეთი პედაგოგიურ_ ფსიქოლოგიური პროცესია, რომელიც სტუდენტთა ცოდნა_ჩვევების განვითარებას ემსახურება. სტუდენტის უნარ_თვისებათა განვითარება და ცოდნა-ჩვევებით გამდიდრება უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა სასწავლო თანამშრომლობით ხორციელდება. ასეთი თანამშრომლობის წარმმართველი მისია უნივერსიტეტის პროფესორმა უნდა შეასრულოს. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს სასწავლო მენეჯმენტის ეფექტურად განხორციელება, რომელშიც არანაკლები ადგილი სტუდენტის მოტივაციას, ინტერესს, განწყობას, მეხსიერებას და სხვა ფაქტორებს უჭირავს.
     განათლების ფსიქოლოგიაში წამყვანი ადგილი პროფესორისა და სტუდენტის ფსიქოლოგიის შესწავლას განეკუთვნება. როგორც ითქვა, სტუდენტის შემეცნებითი ინტერესების გააქტიურებაში უმთავრესია საგანმანათლებლო პროცესის ორივე მონაწილის _ პროფესორისა და სტუდენტის თანამშრომლობა. განათლების ფსიქოლოგია იკვლევს სწავლების სხვადასხვა საფეხურებზე სწავლის მოტივაციას და ინტერესს. დადგენილია, რომ სტუდენტის შეგნებული დამოკიდებულება და აქტივობა სწავლისადმი იზრდება მაღალ კურსებზე, მაგრამ უკუპროცესებიც არ არის გამორიცხული. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ სათანადო დონეზე არ დგას აკადემიური პერსონალი, ანუ სწავლების ხარისხი იმდენად დაბალია, რომ სტუდენტი მის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს. შესაძლებელია წარუმატებლობის მიზეზი პროფესორთა და სტუდენტთა პიროვნული შეუთავსებლობა გახდეს. ამდენად, საკითხის დასმა მარტო იმის შესახებ, რომ სტუდენტის წარუმატებლობა სწავლის მოტივაციის უქონლობის ან უბრალოდ სიზარმაცის ბრალი იყოს, ყოველთვის არ არის გამართლებული. სასწავლო ქცევა ინტელექტუალური საქმიანობის სფეროა და მასზე მრავალი ფსიქიკური გარემოება ახდენს გავლენას.
     როგორც ითქვა, სწავლაში უმთავრესი მოტივაციაა, თუმცა განათლების ფსიქოლოგიაში მარტო ამ ჭეშმარიტების დეკლარირებით არ შემოიფარგლებიან და შეუძლიათ განსაზღვრონ ის ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ მოტივაციურ პროცესებზე. ამასთან ერთად, შესაძლებელია დავეუფლოთ მოტივაციის გაძლიერების სტრატეგიებს. აქ უმთავრესია, პროფესორის სამუშაო არსენალში კარგად იყოს გაცნობიერებული ისეთი ცნებების მნიშვნელობა, როგორიცაა: მოტივი, მოთხოვნილება, შინაგანი მოტივი, ჰეტეროგენული და ჰომოგენური მოტივები, ლატენტური სწავლა, შფოთვა და სხვა.
     განათლების ფსიქოლოგია იკვლევს უნარ_ჩვევების და პრობლემათა გადაჭრის სტრატეგიების ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ამ თვალსზრისით, პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს ის, რომ პროფესორმა გააცნობიეროს სწავლისადმი შემოქმედებითი მიდგომის პრინციპების მნიშვნელობა. ამის კვალდაკვალ ყალიბდება შემოქმედებითი ატმოსფერო, რაც სტუდენტთა აქტივობაში გამოიხატება. გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებები შემოქმედებითი აზროვნების განვითარების პირობებში. როგორც მოტივაციის შემთხვევაში ითქვა, აქაც დაგვჭირდება ისეთი ცნებების არსში წვდომა, როგორიაცაა: ინტელექტი, კრეატულობა, აზროვნება, მეტაკოგნიცია, გენერალიზაცია.
     ზოგადად, საგანმანათლებლო საქმიანობა ყველაზე ახლოსაა კვლევით საქმიანობასთან. ხოლო უმაღლესი სკოლის პედაგოგიკაში კვლევითი უნარების ფორმირება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანადაა მიჩნეული. ამ სფეროში ნებისმიერი წარმატება წარმოუდგენელია "მასწავლებელ_მკვლევარის" როლის გაცნობიერების გარეშე. გარდა ამისა, კვლევით საქმიანობაში აუცილებელია ვიცოდეთ და აქტიურად ვიყენებდეთ მაფორმირებელ ექსპერიმენტს, საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებს, ვალიდობას, კორელაციურ კვლევას და სხვა ფსიქოლოგიურ კომპონენტებს, რომელთა გამოყენება მასწავლებელ_მკვლევარისთვის, რომელ საგანსაც არ უნდა ასწავლიდეს იგი, მაინც უმნიშვნელოვანესია.
     უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტი მნიშნელოვნად განსხვავდება უფროსკლასელთა აზროვნებისგან, რაც ძირითადად განაპირობებს უმაღლესი სასწავლებლის მუშაობის მიმართულებას. სტუდენტის აზროვნება დამოუკიდებელ და შემოქმედებით ხასიათს ატარებს. მათი აზროვნება განზოგადებისა და აბსტრაქციის მაღალი დონით გამოირჩევა. მიზეზ_შედეგობრივი კავშირების აღმოჩენისა და ლოგიკური დასაბუთების უნარი აშკარდ გამოხატულია. სკოლაში მიღებულ ცოდნას აქტიური საბაზისო დატვირთვა ეძლევა უმაღლესი განათლების საწყის ეტაპზე. სტუდენტს უჩნდება პრობლემური აზროვნების ინტერესი, რაც მეცნიერული აზროვნების განვითარებისთვის კარგი სასტარტო პირობა შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მას სწორად წარვმართავთ. სტუდენტობის ასაკში მთლიანად იშლება განსხვავება შემეცნებითი ინტერესების თვალსაზრისით სქესთა შორის. როგორც ცნობილია, უფროს სასკოლო ასაკში გოგონები გაცილებით ბეჯითები არიან, ვიდრე ვაჟები. აღნიშნული გარემოებები სასწავლო პროცესის წარმატებით გაძღოლის საფუძველს იძლევა, თუმცა ამისთვის სხვა ფაქტორებთან ერთად სტუდენტის ფსიქოლოგიის ცოდნაცაა საჭირო.

განათლების ფსიქოლოგია

განათლების ფსიქოლოგია

როგორ ურთიერთკავშირშია ფსიქოლოგია და განათლება?
რა თეორიები, კანონები, პრინციპები და მოსაზრებები არსებობს განათლების შესახებ?
სწავლებისა და მასწავლებლების რა მოდელები არსებობს?
ეფექტური სწავლების მოდელი რა ძირითადი ნაწილებისაგან შედგება?
როგორია ექსპერტი მასწავლებლის მახასიათებლები?

ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ქცევასა და აზროვნებას. ასევე გამოცდილების გავლენას აზრებზე და ქმედებებზე, ბიოლოგიის და მემკვიდრეობითობის როლს, ადამიანზე მოქმედ სოციალურ ფაქტორებს და ა.შ.
ძირითადად, ფსიქოლოგია ცდილობს ახსნას, თუ რატომ ფიქრობენ, იქცევიან და გრძნობენ ადამიანები ასე და არა სხვაგვარად. შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც საინტერესოა ეს ყველაფერი, იმდენად ძნელია.
ფსიქოლოგიის ყველა დარგი, საბოლოო ჯამში, შეისწავლის ადამიანის ქცევას სხვადასხვა კუთხიდან. მაგალითად, განვითარების ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ცვლილებას დროთა განმავლობაში. კლინიკურ ფსიქოლოგიას აინტერესებს ქცევითი და ემოციონალური პრობლემები. პედაგოგიური ფსიქოლოგია შეისწავლის სწავლის პროცესში ადამიანის ქცევას. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოკლედ არის ჩამოთვლილი ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგები და მათი საკვლევი საგნები.

მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოდელები
პირველ რიგში, ავხსნათ, თუ რა არის მოდელი.
მოდელი არის პატერნი ან პროექტი. ესაა წარმოდგენა, შეხედულება იმის შესახებ, თუ “რა არის”, “შეიძლება იყოს”, ან “უნდა იყოს”. ჩვენ შეგვიძლია დავახასიათოთ მოდელი, როგორც რაღაცის შესახებ მოსაზრებების კრებული. მოდელები ხშირად იქმნება თეორიების საფუძველზე.
სწავლების აღწერის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, სფარდი (1998) წარმოგვიდგენს ორ მოდელს იმის შესახებ, თუ რა არის სწავლა და როგორ ხდება ის.
1. სწავლა ესაა გარდაქმნის ხანგრძლივი პროცესი, ინფორმაციის პროგრესირებადი დაგროვების პროცესი.
2.მონაწილეობა სწავლის საფუძველს წარმოადგენს.
მასწავლებლები, რომლებიც პირველ მოსაზრებას იზიარებენ, როგორც წესი, თვლიან, რომ მათი მოვალეობაა, სტუდენტებს დაეხმარონ ინფორმაციისა და ცნებების დაგროვებაში. ის მასწავლებლები კი, რომლებიც მეორე თვალსაზრისს ემხრობიან, დარწმუნებულნი არიან, რომ სასწავლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას. ორივე მიდგომა თავისებურად სწორი და სასარგებლოა, თვლის სფარდი.
სწავლების დირექტიული და კონსტრუქციული მოდელები
პირველი მოდელი ცენტრირებულია მასწავლებელზე. სწავლების დირექტიული სტილისას მასწავლებელი არის ინფორმაციის მტავარი წყარო. ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია “ჩაუდოს” თავში მოსწავლეებს და ამგვარად გარდაქმნას ისინი. “მონაწილის მეტაფორა” კი, განსხვავებით ამ ზემოთმოყვანილი “გარდაქმნის მეტაფორისაგან”, ამბობს, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიურ მონაწილეს წარმოადგენს, რომ მოსწავლეები თავად არიან პასუხისმგებელნი ინფორმაციის კონსტრუირების საქმეში. ანუ, თვითონ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი სწავლისადმი. შესაბამისად სწავლების კონსტრუქტიული მიდგომები ცენტრირებულია უფრო მოსწავლეებზე, ვიდრე მასწავლებლებებზე. სწავლების კოოპერატიული და კვლევითი მიდგომები კონსტრუქტივიზმის ტიპიური მაგალითებია.
ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ ვდგავართ განათლების სფეროში კონსტრუქტიული რევოლუციის მიჯნაზე, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ეს რევოლუცია კი არაა, არამედ ძველი იდეების გახსენება, რომლებიც ჯონ დიუისნაშრომის წყალობით გახდა ცნობილი მეცნიერებისათვის. ის, რაც დღეს კონსტრუქტივიზმად იწოდება, ადრე პროგრესული განათლების სახელით იყო ცნობილი, წერს ევერსი (1998).

John Dewey (October 20, 1859 – June 1, 1952) -ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, განათლების რეფორმატორი.
ფსიქოლოგიის გამოყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში
ფსიქოლოგიის წვლილი განათლებაში ნათელი ხდება, როდესაც განვიხილავთ სწავლების სამსაფეხურიან მოდელს. ფსიქოლოგიას მრავალ კითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა: როგორ სწავლობენ ადამიანები?  როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა სწავლის პროცესზე და სწავლების ეფექტურობის გაზრდის მოტივაციაზე? რა ვიცით ჩვენ იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ მასწავლებლებს კომუნიკაციის პრობლემების გადაწყვეტაში? რით მოვახდინოთ მოსწავლეების მოტივირება? და ა.შ.
მურიმ და ჰენლიმ თავიანთი კვლევის შედეგად გამოავლინეს 13 პრობლემა, რომელთა გადაწყვეტაშიც მასწავლებლებს, როგორც წესი, დახმარება სჭირდებათ.
სწავლების ეფექტურობის გაზრდისათვის რეკომენდირებული ქცევის ტიპები
1. მასწავლებელმა წესების სისტემა პიროვნებებთან და სიტუაციასთან  შესატყვისობაში უნდა გამოიყენოს;
2. მასწავლებელმა უწესრიგობა თავიდანვე უნდა აღკვეთოს;
3. მასწავლებელმა უნდა დაიცვას დისციპლინა;
4. მასწავლებელი გამუდმებით უნდა გადაადგილდებოდეს აუდიტორიაში;.
5. მასწავლებელმა კონფლიქტური სიტუაციები ღიად და ემოციურად არ უნდა გადაწყვიტოს. რეკომენდირებულია არავერბალური კონტაქტი;
6. მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დავალებამ დააინტერესა მოსწავლე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დავალება სრულდება ინდივიდუალურად;
7. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს წესების ისეთი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს მასწავლებლის მონაწილეობას დავალების შესრულების პროცესში;
8. მასწავლებელმა დრო რაციონალურად უნდა გამოიყენოს – მოსწავლეები გამუდმებით უნდა იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში, გამუდმებით უნდა მუშაობდნენ.
9. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ყურადღების მიპყრობის სტანდარტული სიგნალი;
10. მასწავლებელმა არ უნდა დაიწყოს მთელ ჯგუფთან საუბარი მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ ყველა უსმენს;
11. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს სწავლების სხვადასხვა მეთოდები, კონკრეტული პირობების გათვალისწინებით;
12. მასწავლებელმა პერიოდულად უნდა ჩაატაროს ცოდნის შესამოწმებელი პროცედურები;
13. მასწავლებელმა უნდა შეათანხმოს მათემატიკური (და სხვა) თამაშები და გარეშე საქმიანობები თავის საგანთან;
14. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ტექნიკები, რომელთა მეშვეობითაც კონკრეტულიდან აბსტრაქტულზე ხდება გადასვლა, ანუ, კონკრეტული აზროვნებიდან ბავშვები გადაიყვანოს აბსტრაქტულ აზროვნებაზე;
15. მასწავლებელმა უნდა ერთმანეთს შეუნაცვლოს ადვილი და რთული დავალებები;
16. მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას კლასში მიმდინარე მოვლენებზე, სიტუაციის კურსში უნდა იყოს;
17. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს გაკვეთილის ჰარმონიული მიმდინარეობა და ერთი დავალებიდან მეორეზე გადასვლა;
18. მასწავლებლის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიმდინარეობის ტემპს;
19. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების პროცესის კონტროლირება;
20. მასწავლებელმა ნათლად და გასაგებად უნდა მიაწოდოს მასალა;
21. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლეების მოტივირება;
22. მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს ზრუნვა, მიმღებლობა და შეფასება მოსწავლეებთან ურთიერთობისას;
23. მასწავლებელი უნდა გრძნობდეს მოსწავლეების ნათელ და ფარულ მღელვარებას, სადარდებელს, შფოთვას;
24. მასწავლებელმა ერთდროულად რამდენიმე მოსწავლეს უნდა დაუსვას კითხვა;
25. დავალების შესრულებისას რეკომენდირებული შემდეგი დახმარება:
ა) დავალების გამეორება;
ბ) პატარა მინიშნებების მიცება;
გ) დამატებითი კითხვების დასმა.
26. მასწავლებელმა სახალხოდ უნდა შეაქოს მოწინავე მოსწავლეები, რათა არცთუ ისე კარგი მოსწავლეები ეცადონ დაწინაურდნენ;
27. მასწავლებელი არ უნდა გაურბოდეს კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული და მსუბუქი;
28. აუცილებელია წახალისებულ იქნას მოსწავლეთა ერთობლივი მოქმედებები, რომელიც სამუშაოს ეხება, რა თქმა უნდა – კომენტარები, კითხვები და სხვა.
წყარო : Effective teaching by A. McKay
Illustration by Ryan O’Rourke
პედაგოგიური ფსიქოლოგია
მეცნიერება, რომელიც იკვლევს ადამიანის ქცევას სწავლის პროცესში.
ასწავლო, ნიშნავს ჩაუნერგო უნარები, ცოდნა, ურთიერთობები და ღირებულებები. მარტივად რომ ვთქვათ, მასწავლებელი რაღაცას ცვლის მოსწავლეში. მასწავლებელი ლაპარაკობს და აიძულებს, აჩვენებს და წარმართავს მოსწავლეებს.  ის იყენებს არამხოლოდ საკუთარ ცოდნასა და უნარებს, არამედ დამხმარე მასალებითაც (ფირები, კომპიუტერი, პროგრამები), ადამიანური რესურსებით და ასევე თავად მოსწავლეების ტალანტებით. ის მუშაობს მცირე და დიდ ჯგუფებში, კონკურენციისა და კოოპერაციის სიტუაციებში, ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში. მასწავლებელმა გამუდმებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
პაში და სხვები მიუთითებენ, რომ სწავლებამდე მიღებული გადაწყვეტილება ეხება მასწავლებლისა და მოსწავლეების მოქმედებების დაგეგმვას; სწავლის პროცესში მიღებული გადაწყვეტილება ეხება მოქმედებების კორექციას, რეზულტატების დაკვირვებას, წინასწარმრტყველებას და მოდიფიკაციას; გადაწყვეტილების შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება მოიცავს რეფლექსიას, წინასწარმეტყველებას და სწავლებაში ცვლილებებს.
***
სწავლების უნარ-ჩვევები მემკვიდრეობით არ გადაეცემა. ფსიქოლოგიას შეუძლია დაგვეხმაროს ამ უნარ-ჩვევების განვითარებაში. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები და როგორ ვითარდებიან, რა ახდენს მათ მოტივირებას, როგორ ფიქრობენ და იმახსოვრებენ, გვეხმარება ჩვენი შეხედულებების ფორმირებაში. შეხედულებები განსაზღვრავენ ჩვენს გადაწყვეტილებებს.
ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ქცევასა და აზროვნებას. მის საფუძველს შემეცნების მეცნიერული პრინციპები შეადგენს. მეცნიერება გულისხმობს სიზუსტეს, ობიექტურობას. მეცნიერების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ექსპერიმენტი. თეორიის მთავარი ფუნქციაა დაკვირვების ახსნა და განზოგადება, კვლევისათვის მიმართულების მიცემა, პრაქტიკული მოქმედებების წინასწარმეტყველება და დასაბუთება. კანონი, ესაა მტკიცებულება, რომლის ჭეშმარიტებაც კითხვის ქვეშ არ დგას; პრინციპები არის ის მტკიცებულებები, რომლებიც ვარაუდი უფროა, ვიდრე რამე განსაზღვრული. მტკიცებები კი პირადი, ინდივიდუალური შეხედულებებია.
თარგმნილია წიგნიდან:

Guy R. Lefrancois, Psychology for Teaching

კლასის მართვა

მასწავლებლისა და მოსწავლის
ჰარმონიული, კეთილგანწყობილი, პატივისცემით, ნდობითა და სიყვარულით გამსჭვალული ურთიერთობა
სრულყოფილი სასწავლო პროცესის განმსაზღვრელია. 
საკლასო დისციპლინა უმნიშვნელოვანესია კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად. ამ კუთხით განხორციელებული კვლევები ადასტურებენ, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის
გაჩენილ მცირე უთანხმოებას, რომელიც შეიძლება უფსკრულად, გადაუჭრელ პრობლემად იქცეს,
აქვს თავისი მიზეზები, რომელთა გარკვევაც სამომავლოდ ამგვარ საფრთხეს შეამცირებს.
 დამნაშავის ძიებახშირად საქმეს არ შველის. უდისციპლინო მოსწავლეს ან სხვა კლასში  გადაიყვანენ, ან გარიცხავენ, ან სხვაზომებს მიმართავენ, მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარდება. საჭიროა მასწავლებლისა და მოსწავლეებისშეთანხმებული მოქმედება საკლასო დისციპლინის გასაუმჯობესებლად, რათა მასწავლებელს მიეცესსაშუალება პროფესიონალიზმის სრული გამოვლენისა, ხოლო მოსწავლეებს _ სწავლისა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა  კლასი გაიაზროს, როგორც საზოგადოების ერთგვარი მიკრომოდელი, და იფიქროს მისი მართვის ხერხების
გამრავალფეროვნებასა და დახვეწაზე.
მასწავლებელიცა და მოსწავლეც, როგორც საზოგადოების წევრები,
ირეკლავენ ამ საზოგადოებაში არსებულ ქცევის ნორმებს. პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის
შესახებ უამრავი სოციოლოგიური გამოკვლევა არსებობს. ამჯერად კლასი განვიხილოთ, როგორც
გარკვეული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრებს შორის ჩამოყალიბებული
ქცევის ნორმებიც აისახება
საგაკვეთილო პროცესზე.
კლასში არსებობენ განსხვავებული შეხედულებების მქონე
მოსწავლეები, ლიდერები და აუტსაიდერები. მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა,
თუ როგორ უნდა იმართოს ეს ჯგუფი სხვადასხვა ხერხით ისე, რომ სწავლისთვის სასურველი
გარემო შეიქმნას. ცნობილია სოციოლოგ მიზაფერ შერიფის აუტოკინეტიკური ექსპერიმენტი,
რომელმაც დაადასტურა, რა დიდი გავლენა აქვს ჯგუფში არსებულ თვალსაზრისს მის წევრთა
შეხედულებაზე, როგორ იცვლიან ერთეული გამონაკლისებიც კი თავიანთ აზრს, რათა ჯგუფს არ
დაუპირისპირდნენ.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა უცხოელ კოლეგათა გამოცდილების გაზიარება. დოქტორი ტოდ ფინლი,
კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი და მასწავლებელი, ფიქრობს, რომ კლასსაც, როგორც
ჯგუფს, აქვს თავისი ჩამოყალიბებული ნორმები. როგორ შეიძლება დავახასიათოთ  ისინი?
განსხვავებით იმ წესებისაგან, რომლებსაც მასწავლებელი
მუშაობის დაწყებისას წარუდგენს ხოლმე კლასს, ნორმა არის ურთიერთშეთანხმება კლასის წევრებს
შორის, თუ როგორი იქნება მათი ურთიერთობა. პედაგოგიური ფსიქოლოგიის პროფესორის, გარი
ბერიჩის აზრით, სამი ტიპის ნორმა არსებობს: პირველი განეკუთვნება უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვას, მეორეა მორალური ნორმები (მოსწავლეთა ურთიერთდახმარება), ხოლო
მესამე ეხება მოწესრიგებულობას (ყველამ თავისი მაგიდა უნდა დაალაგოს).
ჯგუფური მუშაობის სტადიებისა და ნორმირების შესახებ
ბრუს თუქმანის გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ ჯგუფის განვითარება ხუთ ეტაპად მიმდინარეობს,
მიუხედავად ჯგუფის წევრთა კულტურისა, ენისა და მიზნებისა: ფორმირება, იერიში (როლების,
ფუნქციების გადანაწილება), ნორმირება, შესრულება, გადაადგილება (ცვლილება). მასწავლებელმა
ორი-სამი კვირა უნდა მისცეს მოსწავლეებს პირველი ორი საფეხურის შესასრულებლად.

1.     

ორმირება
– მოსწავლეები შფოთავენ იმის გამო, თუ როგორ მიიღებენ  მათ სხვები და, შესაბამისად, ფრთხილად იქცევიან.

2.     

იერიში
(როლების, ფუნქციების გადანაწილება) – გამოკვეთილ მოსწავლეებს შორის ჩნდება ერთგვარი
კონფრონტაცია, რათა გაირკვეს თითოეულის როლი და ფუნქცია.

3.     

ნორმირება
– ჯგუფში თანდათან ყველაფერი ლაგდება, მოსწავლეთა ურთიერთშეთანხმებულობა იზრდება, ყალიბდება
ნდობის, თანაგრძნობისა  და პატივისცემის ატმოსფერო.

4.     

შესრულება
– ჯგუფი შეკრული და ავტონომიურია, თითოეული წევრის მიზანი ჯგუფის საერთო ინტერესებს
ექვემდებარება და ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
  1. ცვლილება
    – უთანხმოება ხდება წევრებს შორის, რასაც ცვლილებები მოსდევს. 
როგორ უნდა გაითვალისწინოს
მასწავლებელმა ყოველივე ეს?

ის
უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს სწორი და შესაბამისი მიზნების ჩამოყალიბებაში, რათა მათ
წარმატებით დაძლიონ პირველი ეტაპი. იერიშის, როლებისა და ფუნქციების გადანაწილების
პროცესში, გარკვეული დაძაბულობის შექმნისას, მასწავლებელი თვალყურს აუღელვებლად უნდა
ადევნებდეს, რათა შექმნილი კონფლიქტი დროულად მოაგვაროს. მან უნდა აღუწეროს მოსწავლეებს
ჯგუფის განვითარების ეტაპები,  რათა მათაც გააზრებული
ჰქონდეთ ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ.

როგორ
უნდა შეუწყოს ხელი მასწავლებელმა საკლასო ნორმების ჩამოყალიბებას?

მან
უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ საკლასო ნორმების ჩამოყალიბება აუცილებელია საკლასო
კულტურის განვითარებისთვის, ეს ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას  და ცოდნის შეძენის პროცესს აუმჯობესებს. ისინი,
რომლებიც ერთგვარ შფოთვასა და მოუთმენლობას გამოხატავენ, მასწავლებელმა  უნდა დაარწმუნოს, რომ  კლასის საერთო ინტერესები მხოლოდ რომელიმე ერთის
საჭიროებებს არ ეფუძნება, ისინი ერთად უნდა გაემართონ საერთო მიზნისკენ. ისიც უნდა
ითქვას, რომ ჩამოყალიბებული ნორმები შეიძლება გარკვეული ხნის შემდეგ შეიცვალოს იმისდა
მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მათი შესრულების პროცესი.

მასწავლებელმა
პატარა ჯგუფებს უნდა დაავალოს იმ სქემის შევსება, რომელიც  
T-დიაგრამის
სახით არის მოცემული. მოსწავლეებმა მარცხნივ უნდა დაწერონ პრობლემა, ხოლო მარჯვნივ
– წესი (ნორმა), რომელიც მის გადაჭრას შეაძლებინებს. სანამ შეავსებენ, მასწავლებელი
უნდა ესაუბროს მათ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, თვითონ უნდა გააკეთოს პირველი
ჩანაწერი, რათა პროცესის მოდელირება შეძლოს, თვალსაჩინო გახადოს დავალება.
   პრობლემა
ნორმა
წინა სემესტრში ან ბოლო  ორი კვირის განმავლობაში რამ შეგიშალათ ხელი სწავლის
პროცესში?

რაგვარმა გონივრულმა ნორმებმა შეიძლება    აღმოფხვრას სწავლის დამაბრკოლებელი საფრთხე?
1. როდესაც მოსწავლეები დასცინიან იმ ბავშვებს, რომლებიც
შეცდომებს უშვებენ, ჩვენ აღარ გვინდა საკლასო დისკუსიაში მონაწილეობა.

1. არ გაიცინო სხვის შედომებზე. ამ კლასში  დაცინვით არავის არ შეურაცხყოფენ. 
2.
2.
3.
3.
4.
4.
5.
5.
ამ დავალების
შესრულებისთვის მოსწავლეებს მიეცით 10-15 წუთი. შემდეგ განიხილეთ ყოველი ჯგუფის
დაწერილი, შეაჯერეთ და შექმენით  საერთო,
ყველასთვის მისაღები წესების ჩამონათვალი.

რა
არის კლასში პოტენციური პრობლემების წყარო?

  1. მოსწავლეთა ურთიერთობა;
  2. ფიზიკური სივრცე ან პირადი საკუთრება;
  3. მგრძნობიარე თემები;
  4. ცვლილებები;
  5. როდესაც მასწავლებელი გადის/არ არის ოთახში; 
  6. როდესაც საკითხების განხილვა ადრე დამთავრდება;
  7. სმარტფონები;
  8. ფანქრით ხატვა, ფურცლებით თამაში;
  9. სიმორცხვე ან იმედგაცრუება;
  10. მოუთმენლობა;
  11. სხვისი აზრის უპატივცემულობა;
  12. საჭირო მასალის უქონლობა და სხვ. 
როდესაც მოსწავლეები ჯგუფებში ჩამოწერენ გარკვეულ წესებს,
ყველაფერი დაწერეთ დაფაზე და თვითონაც დაამატეთ. შეიძლება რაიმე წესმა კამათიც გამოიწვიოს,
ამიტომ ყოველივეზე შეთანხმდით. მიზანი ერთი უნდა იყოს:  ამ წესებმა აკადემიური მოსწრება უნდა გააუმჯობესოს.
შეიძლება თითოეულ წესზე კენჭისყრაც, რათა ყველასთვის გასაზიარებელი იყოს. შემდეგ ეს
წესები კედელზე თვალსაჩინოდ გააკარით. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს
შეიძლება შეასრულებინოს შემდეგი ორი სავარჯიშო, რომლებიც ხელს უწყობენ ნორმირების პროცესს.

სავარჯიშო #1: რა უნდა იცოდეთ ჩვენ შესახებ?
მიზანი: დაეხმაროს მოსწავლეებს, გაითავისონ თანაკლასელთა
საჭიროებანი.
სანამ წესების ჩამოყალიბებაზე იმსჯელებთ, მოსწავლეებს
სთხოვეთ, დაჯგუფდნენ საერთო ინტერების მიხედვით: ერთი მხრივ,  ჩამოწერონ, რა აერთიანებთ, რა მსგავსება აქვთ, მეორე
მხრივ – რა უნდათ, რომ სხვებმა იცოდნენენ მათ შესახებ. შემდეგ ეს კლასს უნდა გააცნონ.

სავარჯიშო #2: რა
გაიგეთ?
მიზანი:
დაეხმაროს მოსწავლეებს,  სწორად აღიქვან
ერთმანეთის საჭიროებანი.
მოსწავლეებმა
უნდა ჩამოწერონ, თუ რა გაიგეს, როგორ აღიქვეს თანაკლასელთა საჭიროებანი, იმსჯელონ
და დააზუსტონ; რაც არასწორად გაიგეს, გაარკვიონ.

რა
თქმა უნდა, ყოველივე ამას მიაქვს გარკვეული დრო, მაგრამ როდესაც მოსწავლეები
გაარკვევენ ერთმანეთის ღირებულებებს, მისწრაფებებს, მიზნებს, საჭიროებებს, მეტი
ნდობა ექნებათ, საკლასო ატმოსფეროც იქნება მშვიდი. კეთილგანწყობილი მოსწავლეები  უკეთესად ისწავლიან და მეტ წარმატებასაც
მიაღწევენ. ტოდ ფინლის აზრით, ამას ადასტურებს მეცნიერული კვლევა.

განათლების
ექსპერტის, რებეკა ალბერის აზრით, კლასის მართვა განსაკუთრებით ახალბედა
მასწავლებლებს უჭირთ. ამ შემთხვევაში, ის დისციპლინასთან გამკლავების  5 მნიშვნელოვან ხერხს გვთავაზობს:

#1 ისაუბრეთ ბუნებრივად.
სწავლებისას თქვენი ხმა
ბუნებრივად უნდა გაისმოდეს. ხმის აწევით საუბრისას ხმას დაკარგავთ. მასწავლებელი
ხმას უწევს, რათა ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ეს არასწორია – სიმშვიდესაც არღვევს კლასში
და მასწავლებლის იოგებსაც ვნებს. მოსწავლეები მის ხმას სარკესავით  აირეკლავენ და ისინიც ასევე ილაპარაკებენ.
საუბრისას მუდმივად უნდა
ცვალოთ ტონი. ბრძანების ტონით უნდა მისცეთ დავალება, მაგრამ თუ რაიმეს ეკითხებით
პერსონაჟის ხასიათის ან რომელიმე ისტორიული მოვლენის შესახებ, მაშინ თქვენს ხმას
სასაუბრო ტონალობა უნდა ჰქონდეს.
#2 ისაუბრეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსწავლეები
წყნარად და ყურადღებით იქნებიან.
მასწავლებელმა უნდა მოიცადოს მანამ, სანამ კლასში ხმაური და შფოთვა არ
ჩაწყნარდება და მერე უნდა დაიწყოს ახსნა-განმარტება, მსჯელობა. ამ დროს შეიძლება
თვითონ მაოსწავლეებმაც გააჩუმონ ერთმანეთი, რადგან დაინახავენ, რომ თქვენ დუმხართ
და ელოდებით.  შეიძლება ამ მოცდამ
გარკვეული დრო წაიღოს, მაგრამ ეს აუცილებელია საგაკვეთილო პროცესის
ნორმალიზებისათვის. ამისთვის კი მოთმინებისა და ნებისყოფის გამუდმებით წვრთნაა
საჭირო.
#3 გამოიყენეთ ხელები, მინიშნებები და სხვა არავერბალური საურთიერთო
საშუალებები (ჟესტ-მიმიკა).
მოსწავლეთა დასაწყნარებლად შეიძლება ხელის აწევა ან თვალებით მინიშნება, რომ
დაწყნარდნენ. მასწავლებელმა შეიძლება ყველას ააწევინოს ხელები და შემდეგ
დააშვებინოს – მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი.  შეიძლება მასწავლებელმა 2-3 წუთიც მისცეს, რათა
მოსწავლეებმა საუბარი დაასრულონ.
დაწყებით კლასებში შეიძლება მოსწავლეებს ტაში შეამოაკვრევინოთ: სამჯერ წინ
და ორჯერ ზურგს უკან. ამგვარად გაახალისებთ და გაააქტიურებთ, მთელ ყურადღებასაც
მასწავლებლისკენ მიაპყრობინებთ.
#4  კლასისთვის
შეუფერებელ ქცევაზე მიუთითეთ სწრაფად და გონივრულად.
მასწავლებელი მოსწავლის შეუსაბამო ქცევაზე სწრაფად და ადეკვატურად უნდა
რეაგირებდეს. არც ერთი მოქმედება არ უნდა დატოვოს ყურადღების მიღმა, თორემ
უმნიშვნელო უდისციპლინობამ შეიძლება გამოუსწორებელი სახე მიიღოს. შეინარჩუნეთ
სიმშვიდე, ნუ დაადანაშაულებთ მოსწავლეს, შეეცადეთ გაარკვიოთ მისი უმსგავსი ქცევის
მიზეზი. შეიძლება ჰკითხოთ კიდეც, შეგიძლიათ თუ არა რაიმეთი დაეხმაროთ („ალბათ
რაღაც გაინტერებს, მკითხე!”). თუ მოსწავლეებს უთანხმოება აქვთ, შეეცადეთ
გაკვეთილის შემდეგ უშუალოდ, მეგობრულად დაელაპარაკოთ და ყოველივე მშვიდობიანად
მოაგვაროთ.
#5 ყოველთვის კარგად დაგეგმეთ გაკვეთილი.
ეს ყველა რჩევაზე მნიშვნელოვანია. წინასწარ დაგეგმეთ მთელი საგაკვეთილო
პროცესი. მაშინ ნაკლები საშიშროება იქნება იმისა, რომ დარჩეს „ცარიელი ადგილები”
ხმაურისა და გაურკვევლობისთვის. დაუგეგმავ გაკვეთილზე უფრო მეტს მასწავლებელი
ლაპარაკობს, მოსწავლეები არ არიან ჩართულნი, შესაბამისად, ყურადღება ეფანტებათ და
მზერა განზე გაურბით, რაც იწვევს კიდეც უდისციპლინობას.
რა თქმა უნდა, ყოველი მასწავლებელი ინდივიდუალურია თავისი თვისებებითა და
გამოცდილებით. ხშირად რჩევა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ის ვერ მიესადაგოს
კონკრეტულ შემთხვევას. ამიტომ, მთავარია არა უნივერსალური რჩევებისა და
წეს-კანონების ძიება, არამედ გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავსა და
გარშემომყოფებზე და იმ ოპტიმალური საშუალებების გამონახვა, რომლებიც უზრუნველყოფენ
სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას.
სწავლების პროცესს სასიამოვნოს და საინტერესოს მხოლოდ მასწავლებლისა და
მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევა ხდის.

წყარო : http://mastsavlebeli.ge