Monday, February 25, 2019

თვითშეფასების როლი სწავლის მოტივაციის ამაღლებაში



ყველა გენიოსიამაგრამ თუ თევზს ხეზე ძვრომის უნარის მიხედვით განსჯიმთელი ცხოვრება იფიქრებსრომსულელია“.
ალბერტ აინშტაინი
დღეს ბევრს საუბრობენ სხვადასხვა სახის შეფასების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა განვითარებაზე. ღია და დახურული არჩევითპასუხებიანი ტესტები, ესეები, პორტფოლიოები, შეფასების ათასგვარი რუბრიკა: პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის, წყვილებში თანამშრომლობის თუ საშინაო დავალების… ყველა მათგანის შემდგენელი მასწავლებელია (საუკეთესო შემთხვევაში კრიტერიუმები შემუშავებულია მოსწავლეთა ჩართულობით) და შემფასებელიც თავადვე გახლავთ.
რას აძლევს მოსწავლეს ასეთი სახის შეფასება? აჩვენებს მას კონკრეტულ საგანსა თუ საკითხში მიღწევის დონეს. მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეები სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდიან, დაბალი შეფასების მქონენი კი – მწუხარებას და სევდას. ნუთუ ეს არის შეფასების მიზანი? შედეგად – მხოლოდ გრძნობები? არა, ამ გრძნობების უკან იმალება უმნიშვნელოვანესი რამ – ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავზე, რომელიც თვითპატივისცემისა და თვითმიღების ხარისხსაც ასახავს. შედეგად მაღლა იწევს ან ეცემა თვითშეფასება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სწავლის სურვილსა და მოტივაციაზე.
რა მოხდება, თუ მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრების გასწორების შესაძლებლობას მივცემთ? მათ მოუწევთ, კრიტიკული თვალით გადახედონ თავიანთ ნაშრომს, აღმოაჩინონ შეცდომები და გამოასწორონ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი შეცდომა დაუშვა მოსწავლემ ნაწერში – მთავარია, მაქსიმალურად ბევრი ხარვეზი იპოვოს და გამოასწოროს. შედეგად მოსწავლეს უჩნდება კმაყოფილების განცდა. ნაცვლად იმისა, რომ წუხდეს დაშვებული შეცდომებისა და დაბალი შეფასების გამო, სიამაყეს და სიხარულს განიცდის, მაღლა იწევს მისი თვითშეფასება და ვინაიდან ეს უკანასკნელი მოზარდის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია, ჩვენ, მასწავლებლები, ვალდებული ვართ, შევუქმნათ მოსწავლეებს ისეთი სასწავლო გარემო, სადაც თავს თავისუფლად იგრძნობენ, არ შეეშინდებათ შეცდომების დაშვების, ისწავლიან სწავლის პროცესის დამოუკიდებლად წარმართვას და დარწმუნებულები იქნებიან, რომ მასწავლებელი მათ სამართლიანად მოექცევა, კი არ დასცინებს ან დასჯის შეცდომებისთვის, არამედ წაახალისებს მათი აღმოჩენისა და გამოსწორების პროცესს. შედეგად მოსწავლეთათვის დავალების შესრულება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმატებს თვითპატივისცემის განცდა, მოზარდები იწყებენ თვითრეალიზების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რაც დადებით გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე.

მეოცე საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაჰამ მასლოუს თეორიის თანახმად, იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს, მას დაკმაყოფილებული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მოთხოვნილებები: ფიზიოლოგიური/ბიოლოგიური, უსაფრთხოების, სიყვარულის/მიკუთვნებულობისა და დაფასებისა და თვითრეალიზების.

როგორც ვხედავთ, თვითრელიზებამდე ადამიანს სჭირდება დაფასების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რაც ნიშნავს „მოგწონდეს საკუთარი თავი, გქონდეს დადებითი თვითშეფასება, სხვების მიერ აღიარების, პატივისცემისა და მოწონების, წარმატების, კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება“.
დღემდე მახსოვს ჩემი კლასელების მოწყენილი, სევდიანი სახეები, როცა შეფასებულ დავალების რვეულებს გვირიგებდა მასწავლებელი. მახსოვს, ჩემს სიხარულსაც სევდა ერეოდა, როდესაც ჩემს მეგობარს დაბალი შეფასება ჰქონდა, მე კი – მაღალი. გადავწყვიტე, ჩემს მოსწავლეებთან შეფასების განსხვავებული ფორმა გამომეყენებინა. ყურადღება გავამახვილე თვითშეფასებაზე, რომელიც მოიცავს მასწავლებლის მიერ შეფასების პროცესსაც, თუმცა მთავარი მაინც მოსწავლეა. ის არის დავალების შემსრულებელიც და გამსწორებელიც.
გთავაზობთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შედეგად დამიგროვდა.
  • კონკრეტული საკითხის, თემისა თუ თავის დასრულების შემდეგ მიეცით მოსწავლეებს შემაჯამებელი დავალება.
  • შეაგროვეთ მოსწავლეთა ნამუშევრები და გახაზეთ დაშვებული შეცდომები. არ შეაფასოთ ნაშრომი.
  • მოახდინეთ ნამუშევრების ანალიზი, შეადგინეთ სტატისტიკა, რომელი საკითხი გაუჭირდა მოსწავლეთა უმრავლესობას და ხელმეორედ, განსხვავებული ფორმით ან მეთოდით აუხსენით კლასს. აუცილებლად შეეხეთ ისეთ საკითხსაც, რომელშიც თუნდაც ერთ მოსწავლეს ჰქონდა დაშვებული შეცდომა.
  • დაურიგეთ მოსწავლეებს შეუფასებელი დავალებები, სთხოვეთ, გადახედონ საკუთარ ნაშრომებს და გამოასწორონ შეცდომები.
  • შეაფასეთ ნამუშევრები და წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებმაც შეცდომები იპოვეს და გამოასწორეს.
დროდადრო შეიძლება შესთავაზოთ ამ მეთოდის გართულებული ვარიანტიც. მას შემდეგ, რაც ნამუშევრებს შეაგროვებთ, გაასწორებთ და თქვენს ბლოკნოტში დაშვებული შეცდომების ანალიზს გააკეთებთ, ნაშრომები მინიშნებების გარეშე დაურიგეთ მოსწავლეებს. თავდაპირველად ისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნა მათ შეცდომების აღმოჩენასა და გამოსწორებაში დაეხმარება, მერე კი სთხოვეთ, გადახედონ საკუთარ ნაშრომებს და შეცდომები გამოასწორონ. ახლა კი შეაფასეთ ნამუშევრები და წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებმაც დაშვებული შეცდომები იპოვეს და გამოასწორეს.

ამ მეთოდის გამოყენების შედეგად საგრძნობლად იზრდება მოსწავლეთა თვითპატივისცემისა და თვითშეფასების დონე, რასაც, თავის მხრივ, მოტივაციის ამაღლებამდე და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებამდე მივყავართ. მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და მეტაკოგნიტიური უნარები, რადგან როდესაც მოსწავლე იწყებს საკუთარი სწავლის პროცესის გაცნობიერებას, სწორედ მაშინმიმდინარეობს სწავლის სწავლა – საკუთარი სწავლის პროცესის მართვადაგეგმვაშეფასება დამონიტორინგი.

გამოყენებული ლიტერატურა:


http://mastsavlebeli.ge

ინტეგრირებული გაკვეთილი და მოტივაცია

დღეს ბევრს ვსაუბრობთ ინტეგრირებული გაკვეთილის უპირატესობებზე. სწორედ ინტეგრირებული გაკვეთილი იძლევა საშუალებას, მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას. ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად. საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე. ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირებისმოვლენების დაპროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდებათანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაცხომ ის არისრომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოსდააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნადაეხმაროს მასშეიქმნას ერთიანიმთლიანიფართო წარმოდგენა სამყაროზებუნებაზესაზოგადოებაზე დასაკუთარ ადგილზე ამ სამყაროში.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ცოდნის სამი ტიპი:
  1. დეკლარატიული,
  2. პროცედურული,
  3. პირობისეული.
ეს უკანასკნელი კი გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას და სხვადასხვა კონსტექსტში ტრანსფერის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მესამე კლასში აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება (ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა და ბუნება). გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს ახალი მხატვრული ტექსტის თითოეული მონაკვეთი დაეკავშირებინათ ბუნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასთან და მთავარი პერსონაჟის საქციელი აეხსნათ ორგანიზმის სასიცოცხლო თვისებების გათვალისწინებით.
დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისთვის საჭიროა სწავლების საგანგებოდ დაგეგმვა.
ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება უფრო გვიადვილდება, როდესაც რამდენიმე დისციპლინას ერთდროულად ვასწავლით. ამ შემთხვევაში უკვე ვიცით, რა თემები გვაქვს შესწავლილი ორივე საგანში, ვიცით მოსწავლეთა სწავლის ტიპი, მათი შესაძლებლობები. ყველა შემთხვევაში გვიწევს რამდენიმე ეტაპის გავლა:
  1. ვარჩევთ გაკვეთილის თემას ერთ საგანში.
  2. ვარჩევთ მეორე საგნიდან მსგავს თემას.
  3. ვეძებთ ესგ-ში ორივე საგნიდან დამაკავშირებელ შედეგებს და ინდიკატორებს.
  4. ამის შემდეგ ვაყალიბებთ გაკვეთილის მიზანს.
  5. ვიძიებთ და ვქმნით რესურსებს გაკვეთილისთვის.
  6. ვწერთ გეგმას. სსსმ მოსწავლისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოდიფიცირებას ვუკეთებთ აქტივობებს.
  7. ვატარებთ გაკვეთილს.
  8. გაკვეთილზე აუცილებლად ვიწვევთ კოლეგებს და დირექციის წარმომადგენლებს.
  9. კოლეგები და დირექციის წარმომადგენლები გვაძლევენ უკუკავშირს. ისინი აკვირდებიან, რამდენად მოხდა ცოდნის ინტეგრირება, როგორ განხორციელდა ცოდნის ტრანსფერი, ჩართული იყო თუ არა აქტივობებში ყველა მოსწავლე, როგორ განხორციელდა მათი შეფასების პროცესი.
გთავაზობთ ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმას ქართულ ენასა და ბუნებაში.
საგანი: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური: დაწყებითი საფეხური, მესამე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25; სსსმ მოსწავლე – 1
გაკვეთილის თემა: ქართული ენა – „ბაბუაწვერა“; ბუნება – „მცენარის ძირითადი ორგანოების აგებულება და ფუნქციები“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ:
  • ახალი მხატვრული ტექსტის წაკითხვა;
  • ტექსტის გაგება-გააზრება;
  • ცოდნის ტრანსფერი ქართულ ენასა და ბუნებას შორის, კერძოდ, ყვავილოვანი მცენარის აგებულებისა და ორგანოების ფუნქციის დაკავშირება ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის მოქმედებასთან.
  • ბუნებრივი მოვლენის, ქარის, დახასიათება.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ესგ-ის სტანდარტი ქართულ ენაში:
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა
მოსწავლე:
  • აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
  • ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის.
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
  • თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი;
  • ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს;
  • ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
ბუნ.III.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყვავილოვანი მცენარეების ზოგადი დახასიათება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ამოიცნობს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს და მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ (ფესვი – წყლის შეწოვა, ღერო – წყლისა და საკვების გატარება, ფოთოლი – საკვების წარმოქმნა, ყვავილი – თესლისა და ნაყოფის წარმოქმნა გასამრავლებლად);
  • აკვირდება და აღწერს ყვავილოვანი მცენარეების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ეკლები, თესლის გავრცელების სამარჯვები, ფესვის სიგრძე და ფორმა), გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ ეხმარება ესა თუ ის ნიშან-თვისება მცენარეს გარემოსთან შეგუებაში.
ბუნ.III.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ამინდის განმსაზღვრელი ბუნებრივი მოვლენების დახასიათება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ჩამოთვლის და ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, სეტყვა, ცისარტყელა, თოვლი, ქარი, ჭექა-ქუხილი.

#აქტივობის მიზანი და აღწერაგამოყენებული მეთოდი/მეთოდებიკლასის ორგანიზების ფორმასასწავლო რესურსებიდრო (წთ)
1

2
კლასთან მისალმება, გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკების გაცნობა
მიზანი: მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა
აღწერა: გაკვეთილს დავიწყებ საიდუმლო ყუთის წარდგენით. ყუთში მოთავსებული მექნება ჰერბარიუმიდან აღებული მცენარე – ბაბუაწვერა. ბავშვებმა მინიშნებით უნდა ამოიცნონ, რა დევს ყუთში.

მინიშნებები:
1. იზრდება მინდორში, გზის პირებზე, გვხვდება ჩვენს ეზოებშიც. ბალახოვანი მცენარეა.
2. აქვს ყვითელი ყვავილი.
3. მას ბავშვები წერილებს და სურვილებს ატანენ ხოლმე.

მას შემდეგ რაც ბავშვები ამოიცნობენ, რა დევს საიდუმლო ყუთში, გადავალ შემდეგ აქტივობაზე.
ვერბალური კომუნიკაცია

„საიდუმლო ყუთი“
მთელი კლასი

მთელი კლასი
მოსწავლის შეფასების რუბრიკები ფლიფჩარტზე

საიდუმლო ყუთი, მცენარე ბაბუაწვერა
2 წთ


2 წთ
3მიზანი: ახალი ტექსტის გაცნობა
აღწერა: მოსწავლეებს წავაკითხებ მოთხრობის ტექსტს ჯერ ერთობლივად, შემდეგ კი გაგრძელებით.
ქოროში კითხვა
გაგრძელებით კითხვა
მთელი კლასი
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი8 წთ
4მიზანი: ყველა სიტყვის მნიშვნელობის გაგება
აღწერა: ბავშვები თავად შეეცდებიან განმარტონ სიტყვები, შეადგინონ წინადადებები მათი გამოყენებით.
ვერბალური ინტერაქციამთელი კლასიდაფა, ცარცი2 წთ
5მიზანი: წაკითხულის გააზრება
აღწერა: მასწავლებელი დასვამს ტექსტის გასააზრებელ კითხვებს:
1) დაასახელეთ მოთხრობის პერსონაჟები.
2) თქვენი აზრით, რომელია მთავარი პერსონაჟი?
3) მოთხრობის მიხედვით, როგორი ყვავილია ბაბუაწვერა?
4) რა გადაწყვიტა მან?
5) როგორ დასრულდა მისი მცდელობა?
6) ვინ ესტუმრა ბაბუაწვერას?
7) შეძლეს თუ არა მათ დახმარება?
8) ვისი ხმა გაიგონა ბაბუაწვერამ?
9) რისი შეეშინდა ბაბუაწვერს?
10) რა დაეხმარა ბაბუაწვერას გაფრენაში?
11) სად გაფრინდა იგი?
12) რატომ იყო ბედნიერი ბაბუაწვერა?

ვერბალური ინტერაქციამთელი კლასი————–3 წთ
6მიზანი: ტრანსფერის უნარის განვითარება
აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოეწყონ ჯგუფებად. გაიხსენებენ ჯგუფური მუშაობის წესებს და იწყებენ მუშაობას.
სსსმ მოსწავლე დახატავს ყვავილოვან მცენარეს და დაწერს ძირითად ორგანოებს.
პირველი ჯგუფის დავალება
ტექსტში ვკითხულობთ: „ერთ დღეს გადაწყვიტა, ფრენა ესწავლა, მაგრამ ფესვებით მიწაზე იყო მიბმული და არ იცოდა, რა ექნა“.
დავალება: დახატე, როგორი ფესვთა სისტემა აქვს ბაბუაწვერას. გაიხსენე ფესვის ფუქციები. იმსჯელე, რა მოუვიდოდა ბაბუაწვერას, ფესვები მიწაში რომ დაეტოვებინა და პეპელას და ბზიკებს გაჰყოლოდა.
მეორე ჯგუფის დავალება
ტექსტში ვკითხულობთ: „მას ადრე დედა უამბობდა, რომ ადამიანები ზოგჯერ ცუდად იქცევიან, ფოთლებს გაწიწკნიან“.
დავალება: დახატე ბაბუაწვერას ფოთლები. იმსჯელე, რატომ ეშინოდა ბაბუაწვერას ფოთლების დაწიწკვნის. რა მოხდებოდა, ბაბუაწვერა უფოთლებოდ რომ დარჩენილიყო?
მესამე ჯგუფის დავალება
ტექსტში ვკითხულობთ: „ფეხს დაგადგამენ, ყვავილს მოგაწყვეტენო“.
დავალება: დახატე ბაბუაწვერას ყვავილი. იმსჯელე, რატომ ეშინოდა ბაბუაწვერას ყვავილის მოწყვეტის. რისგან შედგება ყვავილი? რა მნიშვნელობა აქვს მას მცენარისთვის?
მეოთხე ჯგუფის დავალება
ტექსტში ვკითხულობთ: „მინდორში ცხოვრობდა პატარა ბაბუაწვერა. ის ძალიან მოუსვენარი იყო. ხან პეპელას შეუღიტინებდა, ხან ბზიკებს აბრაზებდა“.
დავალება: დახატე პეპელა და
ბზიკი. იმსჯელე, რატომ მოდიოდნენ ბაბუაწვერასთან პეპლები და ბზიკები.
მეხუთე ჯგუფის დავალება
ტექსტში ვკითხულობთ: „არა, არ მოწყვიტო. თუ გინდა, სული შეუბერე, – უთხრა დედამ. ბავშვი მიუახლოვდა ბაბუაწვერას. უცებ თითქოს თბილი ქარი ამოვარდა. ბაბუაწვერამ იგრძნო, რომ ადგილს მოსწყდა და ჰაერში აფარფატდა“.
დავალება: დახატე ბაბუაწვერას თესლის სამარჯვები. იმსჯელე, რა მნიშვნელობა აქვს თესლის სამარჯვებს ამ მცენარისთვის. რისთვის არის საჭირო ქარი და სულის შებერვა?
მეექვსე ჯგუფის დავალება
ტექსტში ვკითხულობთ: „შენ როგორ დაფრინავო? – ჰკითხა ბაბუაწვერამ. ქარს უნდა დაელოდო, მოვა და თვითონ გაგაფრენსო, – უთხრა ფოთოლმა. ელოდა, ელოდა ქარს, მაგრამ ქარი არ ჩანდა“.
დავალება: დახატე ქარიანი ამინდი. იმსჯელე, როგორ წარმოიქმნება ეს ბუნებრივი მოვლენა. რამდენი სახისა არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს მას ყვავილოვანი მცენარეებისთვის?


ჯგუფური მუშაობაჯგუფებითაბახის ფურცლები, უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, კალამი, საშლელი6 წთ
7მიზანი: ჯგუფმა შეძლოს კლასის წინაშე ნაშრომის წარდგენა
აღწერა: ყველა ჯგუფი დაფასთან წარმოადგენს ნაშრომს და პასუხობს მასწავლებლის კითხვებს. თავის ნაშრომს წარმოადგენს სსსმ მოსწავლეც.
ჯგუფური პრეზენტაციაჯგუფებითაბახის ფურცლები, მაგნიტები, მაგნიტური დაფა15 წთ
 
8




9
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილის შეჯამება
აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ შესწავლილი მოთხრობები, რომლებიც გაახსენდათ ამ მოთხრობის კითხვის დროს. სავარაუდოდ, გაიხსენებენ ერლომ ახვლედიანის მოთხრობას „თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა“, ლეონარდო და ვინჩის „აბრეშუმის ჭიას“. ბოლოს ერთი წინადადებით შეაჯამებენ გაკვეთილს.
მიზანი: მოსწავლეებმა ჩაინიშნონ საშინაო დავალება
აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გააგრძელონ მოთხრობა.
ვერბალური კომუნიკაციამთელი კლასი———–3 წთ



2 წთ
 

მიზანი: მოსწავლეებმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოახდინონ თვითშეფასება და ურთიერთშეფასებასაერთო ინტერაქციამთელი კლასიშეფასების რუბრიკა2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

  • მოსწავლეები კითხულობენ ახალ ტექსტს;
  • გაიაზრებენ წაკითხულს;
  • ახდენენ ცოდნის ტრანსფერს: ყვავილოვანი მცენარეების აგებულებასა და ფუნქციებს აკავშირებენ პერსონაჟის მოქმედებასთან;
  • ახასიათებენ ბუნებრივ მოვლენას – ქარს.

მოსწავლის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმებიგასაუმჯობესებელიკარგისაუკეთესო
კითხულობს ახალ ტექსტსკითხულობს მასწავლებლის დახმარებით, უჭირს ზოგირთი სიტყვის ამოკითხვაკითხულობს დამოუკიდებლად, არ აქცევს ყურადღებას სასვენ ნიშნებს და ინტონაციასკითხულობს გაწაფულად
გაიაზრებს წაკითხულსპასუხობს ზოგიერთ კითხვაზე მასწავლებლის დახმარებითპასუხობს კითხვების უმეტესობასპასუხობს ყველა კითხვას სწორად და სხარტად
ახდენს ცოდნის ტრანსფერს საგანთა შორისუჭირს ცოდნის ტრანსფერი, ახერხებს იშვიათად მასწავლებლის დახმარებითუმეტესად ახერხებს ცოდნის ინტეგრირებასტექსტის ყველა მითითებულ მონაკვეთს აკავშირებს ბუნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასთან

  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმებიგასაუმჯობესებელიკარგისაუკეთესო
ჯგუფის წევრების ჩართულობაჩართულია 1-2 წევრიჩართულია უმეტესობაჩართულია ყველა წევრი
ჯგუფის წევრების შეთანხმებული მუშაობახშირად სჭირდებათ წესების შეხსენებაიშვიათად იღებენ შენიშვნასმუშაობენ შეთანხმებულად


დროის ლიმიტის დაცვავერ ასწრებენ სამუშაოს შესრულებას განსაზღვრულ დროშიმასწავლებლის შეხსენებით თითქმის ასწრებენზედმიწევნით იცავენ დროს
ჯგუფის პრეზენტაციაუჭირთ პრეზენტაციაატარებენ პრეზენტაციას მცირედი დახმარებითატარებენ პრეზენტაციას დამაჯერებლად


კოლეგებისა და დირექციის შეფასებით, გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა. ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით წარიმართა, ბოლომდე განხორციელდა და შეფასდა. ყველაზე წარმატებულად მიმაჩნია ჯგუფური მუშაობა. ყველა ჯგუფმა შეძლო თანამშრომლობა, დროის ლიმიტის დაცვა, ჯგუფური პრეზენტაციის ჩატარება, მსჯელობა, ჯგუფის ყველა წევრი შესაძლებლობის ფარგლებში ერთვებოდა მუშაობაში.

ვაანალიზებ რა ჩემს მიერ ჩატარებულ ინტეგრირებულ სამოდელო გაკვეთილს, ვფიქრობ, შეჯამების ფაზაზე მეტი დრო რომ დამრჩენოდა, პარალელსაც ინტეგრირებულად გავავლებდით ნასწავლ მოთხრობასთან. ამ გამოცდილებას გავითვალისწინებ სამომავლოდ და უფრო მეტად დავფიქრდები საგაკვეთილო დროის განაწილებაზე.
ვფიქრობ, მას, ვინც ახლა გეგმავს და მომავალში აპირებს ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას, ჩემი გამოცდილება გამოადგება.

გამოყენებული ლიტერატურა:
  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. http://www.etaloni.ge/geo/main/index/5018
– „როგორ უნდა ჩატარდეს სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი“
  1. http://mastsavlebeli.ge/?p=1817- „სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი“
  2. http://mastsavlebeli.ge/?p=14304 – ქეთევან ოსიაშვილი, რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი
წყარო : http://mastsavlebeli.ge