ექსპონენციალური ფუნქციები მათემატიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ის გამოიყენება ბევრ რეალურ სიტუაციაში, როგორიცაა ფინანსები, მოსახლეობის ზრდა, რადიოაქტიური დაშლა, ვირუსების გავრცელება და სხვა. წინა სტატიაში ჩვენ ამ რეალური მაგალითების მოდელირება გავაკეთეთ ფორმულის / ფუნქციის განტოლების სახით, თუმცა ეს ზოგჯერ საკმარისი არაა, საჭიროა მათი ვიზუალური „ფერწერული“ გამოხასვა. ექსპონენციალური ზრდის ან ექსპონენციალური დაშლის, მოდელირება ექსპონენციალური ფუნქციის გრაფიკით მძლავრი ინსტრუმენტია რეალურ სამყაროში არსებული სიტუაციის აღწერისა და პროგნოზირებისათვის.
გაგიზიაროთ მე-11 კლაში დაგეგმილი გაკვეთილის ზოგიერთი აქტივობა, მაჩვენებლიანი ფუნქციის გრაფიკისა და მისი თვისებების გასაცნობად.
ალგებრა და კანონზომიერება
თემატური ბლოკი
მოდელირება ტექნოლოგიებისა და სიმულაციების მეშვეობით.
თემა: შესაბამისობა, გრაფიკი, დამოკიდებულება, ფუნქცია
სამიზნე ცნება:
მათემატიკური მოდელი
ფუნქცია/ფუნქციის გრაფიკი
კანონზომიერება
შესაბამისობა, მიმართება
ლოგიკა
მსჯელობა
საკითხი: მაჩვენებლიანი ფუნქცია.
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მათემატიკური ცნებების გააზრებას, ცნებებს შორის ლოგიკურ მიმართებათა გარკვევას; მაჩვენებლიანი ფუნქციის გრაფიკის აგებას ტექნოლოგიების გამოყენებით. განუვითარდებათ კვლევის განხორციელებისას კომპიუტერული სიმულაციების გამოყენების, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარები
მისაღწევი შედეგი სტანდარტის მიხედვით
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
- მათემატიკის გზამკვლები მე-11 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/metertmete/
- მათემატიკური წიგნიერება. ალგებრა. მე-9 თავი ავტორი: ქეთევან ცერცვაძე, ევგენი გუგულაშვილი https://drive.google.com/file/d/1ZDQasUQZh8rrdP3RNu_qfj4qUb9jijUm/view
No comments:
Post a Comment