სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური
სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე
დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად
მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს
ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული
საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან
პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და
შესაძლებლობების რწმენა.
მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო
პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის
განვითარებას. ამდენად, უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი
დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით.
მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე,
მასწავლებლებზე, მშობლებზე და მოსწავლეებზე. ქვემოთ განვიხილავთ თითოეული ჯგუფის
სარგებელს.
სარგებელი მოსწავლისთვის
როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უკეთესი მიღწევები
აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიური სტატუსი, ეთნიკური
წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე.
მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის
განათლების პროცესში, უფრო წარმატებით
ამთავრებს სკოლას და სწავლის გაგრძელების
უკეთესი შესაძლებლობები და პირობებიც აქვს;
მ შო ბლებ თა ნ ერ თად კ ითხვა
შე აყ ვ არე ბს მ ოსწ ავლეე ბს წი გნე ბს
5
მშობელთა ჩართულობა 2015
სტატისტიკური მონაცემებით, თუ მშობლებს არ აქვთ ურთიერთობა მასწავლებლებთან ან
არ არიან დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მათი შვილების
აკადემიური მოსწრება სხვა ბავშვებისაზე უფრო დაბალია;
როდესაც მშობლები ჩართული არიან სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეები უფრო
დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და
შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ;
მოსწავლეებს, რომელთა მშობლები აქტიურად არიან ჩართული სკოლის ცხოვრებაში,
უკეთესი ქცევა გამოარჩევთ და მათ წინააღმდეგ გამოყენებული დისციპლინური
სანქციების საშუალო მაჩვენებელიც შედარებით დაბალია;
სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ
როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან;
განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით
სწავლობენ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და
სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების ურთიერთშეთანხმებას.
სარგებელი მშობლისთვის
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების
გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის
სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები.
ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელი:
უფრო გამგები ხდება საკუთარი შვილის მიმართ;
უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური,
ემოციური და ინტელექტუალური განვითარების
საჭიროებებს;
ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის
მიმართ და უფრო მეტად აფასებს შვილის მიღწევებს;
ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით
ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში;
უფრო თავდაჯერებული არის გადაწყვეტილების
მიღებისას;
მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას;
უფრო წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის
საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
მ შო ბლებ თა ნ ერ თად მ ათემა ტიკ ის
სწ ავლ ა შე აყ ვ არე ბს მ ოსწ ავლეე ბს ს აგ ან ს
6
მშობელთა ჩართულობა 2015
შვილს აძლევს საშუალებას, უფრო თამამად გამოთქვას საკუთარი შეხედულებები და
პრობლემები. უფრო პოზიტიურ ურთიერთობებს ამყარებს თავისი შვილის
მასწავლებლებთან;
უფრო სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას ბავშვის მდგომარეობის შესახებ და
დროულად იღებს ზომებს მისი პრობლემების მოსაგვარებლად.
სარგებელი მასწავლებლისთვის
მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება, გახდეს უფრო
თავდაჯერებული.
მასწავლებლებს უჩნდებათ მეტი პატივისცემა
საკუთარი პროფესიის მიმართ;
ისინი უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი
საქმიანობით და მისი შედეგებით.
მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის
ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც
ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს
ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის
ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის
მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს.
სარგებელი სკოლისთვის
მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება ზოგადად სკოლაზეც:
სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლებისგან;
იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში;
სასკოლო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობენ მშობლები, უფრო წარმატებულია,
ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ მონაწილეობენ;
სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მოსწრება ძალიან დაბალია, მშობლების ჩართულობის
გაზრდის შემდეგ ეს მაჩვენებელი აშკარად უმჯობესდება.
წყარო : http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf
No comments:
Post a Comment