განათლება ყოველთვის ასოცირდება მერხთან ჯდომასთან, შრომასთან და დაღლასთან. „სწავლის ძირი მწარე არის“ - ნათქვამია. ალბათ ამიტომ ხშირად გვესმის, რომ პატარა ბავშვებს არ უნდა დავუკარგოთ ბავშვობა, განათლება უნდა მივაწოდოთ მინიმალური დოზებით, რათა ბავშვები არ გადავღალოთ და ა.შ.მაგრამ ჩვენ აზრადაც არ მოგვსვლია დავსვათ მერხთან სკოლამდელი ასაკის ბავშვი და ლექ-ციები ვუკითხოთ! ჩვენ ვიყენებთ თამაშის პედაგოგიკას. თამაში არის ბავშვის ბუნებრივი ქცევა, ხოლო სკოლამდელი განათლება, არის რა განათლება თავისი არსით, ფორმით თამაშია. პატარა ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს და ვითარდება თამაშით და თამაშის დროს. თამაშით ბავშვი ხდება ჯგუფის წევრი, სწავლობს სხვებისა და საკუთარი მოქმედებებისა და ქცევის შეფასებას. თამაში ასწავლის ბავშვს ურთიერთობებს, ყურადღებას, საკუთარი აზრების სწორად გამოხატვასა და დიალოგის წარმართვას, ანვითარებს მეტყველებას. თამაში ბავშვს ასწავლის გარკვეული შეთან ხმების შედეგად დადგენილი პირობითი ნორმებისადმი დამორჩილება-დაქვემდებარებას. და ბოლოს - ნებისმიერ ინფორმაციას ბავშვი ყველაზე კარგად ითვისებს სწორედ თამაშით. ამიტომაც სწავლების მთავარ ფორმებად სკოლამდელი განათლების ცენტრებში მიღებულია თამაში და ექსპერიმენტი (რომელიც, ცხადია, სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ისევ თამაშია).თამაშით მიღებული ცოდნა ყველაზე მდგრადია - ცნობილია, რომ ყველაზე უკეთ გვამახსოვრდება ის ინფორმაცია, რომელიც დადებით ემოციებთან ასოცირდება. და მთავარი - თამაშით სწავლა ბავშვისთვის ბუნებრივია, სახალისო და მას არ ღლის! პირიქით, მით მეტს სწავლობს ბავშვი, მით მეტს მოითხოვს, და ჩვენი ამოცანაა შევუწყოთ მას ხელი ამ მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში, შევუქმნათ საინტერესო გარემო და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. თუ ბავშვის დღის წესრიგი დაბალანსებულია, მოძრავი და წყნარი აქტივობები ერთმანეთს ენაცვლება, და ბავშვს ეძლევა დრო დასვენებისა და რელაქსაციისათვის, საუბარი ბავშვის განათლებით გადაღლაზე არ არის სერიოზული.
წყარო ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge
No comments:
Post a Comment