როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი
აკადემიური მოსწრება, გამოცდებისა და ტესტების უკეთესი შედეგები. ამავე დროს
უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი
ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში,
ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესში. მაგრამ როგორ შეუძლიათ მშობლებს,
ეფექტიანად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და როგორ შეუძლია სკოლას მათი მხარდაჭერა?
რას ნიშნავს ზუსტად „მშობელთა ჩართულობა“?
ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას
მოსწავლეთა მიღწევებისა და
სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც
შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს
მშობლებსა და მასწავლებლებს,
რათა მათ ერთიანი ძალისხმევით
შეუწყონ ხელი მოსწავლის
აკადემიური მიღწევების
გაუმჯობესებას. „მშობელთა
ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების
მონაწილეობას რეგულარულ,
მრავალმხრივ კომუნიკაციაში,
მოსწავლის სასწავლო პროცესში და
სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.
ამ დროს:
მშობლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს შვილის სწავლის პროცესში;
მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;
მშობლები შვილების სწავლის პროცესში არიან ჩართული, როგორც სრულუფლებიანი
პარტნიორები და მონაწილეობენ ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებაში.
მშობლებისთვის „მშობლის ჩართულობა“ შეიძლება გულისხმობდეს:
შეძლებისდაგვარად მეტ სასკოლო ღონისძიებაზე დასწრებას;
ბავშვის მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს წახალისებასა და ქებას მშობლის მხრიდან;
სკოლისთვის რეალური მოთხოვნების დასახვას;
მასწავლებლებთან რეგულარულ შეხვედრებსა და მათი შვილის პროგრესის განხილვას;
საშინაო დავალების შესრულებაში მოსწავლის დახმარებას;
დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში ნიშნავს:
4
მშობელთა ჩართულობა 2015
მშობლების უზრუნველყოფას შესაბამისი ინფორმაციით მათი შვილების პროგრესის
შესახებ;
მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სკოლის ღონისძიებების თაობაზე;
რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას მოსწავლეების პროგრესის განხილვის მიზნით.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ტერმინი „მშობელი“ არ ეხება მხოლოდ დედას ან მამას.
მშობელი შეგვიძლია ვუწოდოთ ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ბავშვის აღზრდაში.
როგორც წესი, დედ-მამა ზრუნავს ბავშვის აღზრდა-განათლებაზე, მაგრამ მათ გარდა, ბავშვის
აღზრდაზე ხშირად პასუხისმგებლობას იღებენ ბებიები, ბაბუები, დეიდები, მამიდები,
ბიძები, დედინაცვალი, მამინაცვალი, მეურვე, ძიძა და სხვ. ამ დოკუმენტში ტერმინი
„მშობელი” გულისხმობს ყველა იმ ზრდასრულ პირს, ვინც პასუხისმგებელია ბავშვის
აღზრდასა და კეთილდღეობაზე
წყარო : http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf
No comments:
Post a Comment