განათლების ფსიქოლოგია
როგორ ურთიერთკავშირშია ფსიქოლოგია და განათლება?
რა თეორიები, კანონები, პრინციპები და მოსაზრებები არსებობს განათლების შესახებ?
სწავლებისა და მასწავლებლების რა მოდელები არსებობს?
ეფექტური სწავლების მოდელი რა ძირითადი ნაწილებისაგან შედგება?
როგორია ექსპერტი მასწავლებლის მახასიათებლები?
ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ქცევასა და აზროვნებას. ასევე გამოცდილების გავლენას აზრებზე და ქმედებებზე, ბიოლოგიის და მემკვიდრეობითობის როლს, ადამიანზე მოქმედ სოციალურ ფაქტორებს და ა.შ.
ძირითადად, ფსიქოლოგია ცდილობს ახსნას, თუ რატომ ფიქრობენ, იქცევიან და გრძნობენ ადამიანები ასე და არა სხვაგვარად. შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც საინტერესოა ეს ყველაფერი, იმდენად ძნელია.
ფსიქოლოგიის ყველა დარგი, საბოლოო ჯამში, შეისწავლის ადამიანის ქცევას სხვადასხვა კუთხიდან. მაგალითად, განვითარების ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ცვლილებას დროთა განმავლობაში. კლინიკურ ფსიქოლოგიას აინტერესებს ქცევითი და ემოციონალური პრობლემები. პედაგოგიური ფსიქოლოგია შეისწავლის სწავლის პროცესში ადამიანის ქცევას. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოკლედ არის ჩამოთვლილი ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგები და მათი საკვლევი საგნები.
მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოდელები
პირველ რიგში, ავხსნათ, თუ რა არის მოდელი.
მოდელი არის პატერნი ან პროექტი. ესაა წარმოდგენა, შეხედულება იმის შესახებ, თუ “რა არის”, “შეიძლება იყოს”, ან “უნდა იყოს”. ჩვენ შეგვიძლია დავახასიათოთ მოდელი, როგორც რაღაცის შესახებ მოსაზრებების კრებული. მოდელები ხშირად იქმნება თეორიების საფუძველზე.
სწავლების აღწერის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, სფარდი (1998) წარმოგვიდგენს ორ მოდელს იმის შესახებ, თუ რა არის სწავლა და როგორ ხდება ის.
1. სწავლა ესაა გარდაქმნის ხანგრძლივი პროცესი, ინფორმაციის პროგრესირებადი დაგროვების პროცესი.
2.მონაწილეობა სწავლის საფუძველს წარმოადგენს.
მასწავლებლები, რომლებიც პირველ მოსაზრებას იზიარებენ, როგორც წესი, თვლიან, რომ მათი მოვალეობაა, სტუდენტებს დაეხმარონ ინფორმაციისა და ცნებების დაგროვებაში. ის მასწავლებლები კი, რომლებიც მეორე თვალსაზრისს ემხრობიან, დარწმუნებულნი არიან, რომ სასწავლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას. ორივე მიდგომა თავისებურად სწორი და სასარგებლოა, თვლის სფარდი.
სწავლების დირექტიული და კონსტრუქციული მოდელები
პირველი მოდელი ცენტრირებულია მასწავლებელზე. სწავლების დირექტიული სტილისას მასწავლებელი არის ინფორმაციის მტავარი წყარო. ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია “ჩაუდოს” თავში მოსწავლეებს და ამგვარად გარდაქმნას ისინი. “მონაწილის მეტაფორა” კი, განსხვავებით ამ ზემოთმოყვანილი “გარდაქმნის მეტაფორისაგან”, ამბობს, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიურ მონაწილეს წარმოადგენს, რომ მოსწავლეები თავად არიან პასუხისმგებელნი ინფორმაციის კონსტრუირების საქმეში. ანუ, თვითონ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი სწავლისადმი. შესაბამისად სწავლების კონსტრუქტიული მიდგომები ცენტრირებულია უფრო მოსწავლეებზე, ვიდრე მასწავლებლებებზე. სწავლების კოოპერატიული და კვლევითი მიდგომები კონსტრუქტივიზმის ტიპიური მაგალითებია.
ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ ვდგავართ განათლების სფეროში კონსტრუქტიული რევოლუციის მიჯნაზე, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ეს რევოლუცია კი არაა, არამედ ძველი იდეების გახსენება, რომლებიც ჯონ დიუისნაშრომის წყალობით გახდა ცნობილი მეცნიერებისათვის. ის, რაც დღეს კონსტრუქტივიზმად იწოდება, ადრე პროგრესული განათლების სახელით იყო ცნობილი, წერს ევერსი (1998).
John Dewey (October 20, 1859 – June 1, 1952) -ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, განათლების რეფორმატორი.
ფსიქოლოგიის გამოყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში
ფსიქოლოგიის წვლილი განათლებაში ნათელი ხდება, როდესაც განვიხილავთ სწავლების სამსაფეხურიან მოდელს. ფსიქოლოგიას მრავალ კითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა: როგორ სწავლობენ ადამიანები? როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა სწავლის პროცესზე და სწავლების ეფექტურობის გაზრდის მოტივაციაზე? რა ვიცით ჩვენ იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ მასწავლებლებს კომუნიკაციის პრობლემების გადაწყვეტაში? რით მოვახდინოთ მოსწავლეების მოტივირება? და ა.შ.
მურიმ და ჰენლიმ თავიანთი კვლევის შედეგად გამოავლინეს 13 პრობლემა, რომელთა გადაწყვეტაშიც მასწავლებლებს, როგორც წესი, დახმარება სჭირდებათ.
სწავლების ეფექტურობის გაზრდისათვის რეკომენდირებული ქცევის ტიპები
1. მასწავლებელმა წესების სისტემა პიროვნებებთან და სიტუაციასთან შესატყვისობაში უნდა გამოიყენოს;
2. მასწავლებელმა უწესრიგობა თავიდანვე უნდა აღკვეთოს;
3. მასწავლებელმა უნდა დაიცვას დისციპლინა;
4. მასწავლებელი გამუდმებით უნდა გადაადგილდებოდეს აუდიტორიაში;.
5. მასწავლებელმა კონფლიქტური სიტუაციები ღიად და ემოციურად არ უნდა გადაწყვიტოს. რეკომენდირებულია არავერბალური კონტაქტი;
6. მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დავალებამ დააინტერესა მოსწავლე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დავალება სრულდება ინდივიდუალურად;
7. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს წესების ისეთი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს მასწავლებლის მონაწილეობას დავალების შესრულების პროცესში;
8. მასწავლებელმა დრო რაციონალურად უნდა გამოიყენოს – მოსწავლეები გამუდმებით უნდა იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში, გამუდმებით უნდა მუშაობდნენ.
9. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ყურადღების მიპყრობის სტანდარტული სიგნალი;
10. მასწავლებელმა არ უნდა დაიწყოს მთელ ჯგუფთან საუბარი მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ ყველა უსმენს;
11. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს სწავლების სხვადასხვა მეთოდები, კონკრეტული პირობების გათვალისწინებით;
12. მასწავლებელმა პერიოდულად უნდა ჩაატაროს ცოდნის შესამოწმებელი პროცედურები;
13. მასწავლებელმა უნდა შეათანხმოს მათემატიკური (და სხვა) თამაშები და გარეშე საქმიანობები თავის საგანთან;
14. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ტექნიკები, რომელთა მეშვეობითაც კონკრეტულიდან აბსტრაქტულზე ხდება გადასვლა, ანუ, კონკრეტული აზროვნებიდან ბავშვები გადაიყვანოს აბსტრაქტულ აზროვნებაზე;
15. მასწავლებელმა უნდა ერთმანეთს შეუნაცვლოს ადვილი და რთული დავალებები;
16. მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას კლასში მიმდინარე მოვლენებზე, სიტუაციის კურსში უნდა იყოს;
17. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს გაკვეთილის ჰარმონიული მიმდინარეობა და ერთი დავალებიდან მეორეზე გადასვლა;
18. მასწავლებლის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიმდინარეობის ტემპს;
19. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების პროცესის კონტროლირება;
20. მასწავლებელმა ნათლად და გასაგებად უნდა მიაწოდოს მასალა;
21. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლეების მოტივირება;
22. მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს ზრუნვა, მიმღებლობა და შეფასება მოსწავლეებთან ურთიერთობისას;
23. მასწავლებელი უნდა გრძნობდეს მოსწავლეების ნათელ და ფარულ მღელვარებას, სადარდებელს, შფოთვას;
24. მასწავლებელმა ერთდროულად რამდენიმე მოსწავლეს უნდა დაუსვას კითხვა;
25. დავალების შესრულებისას რეკომენდირებული შემდეგი დახმარება:
ა) დავალების გამეორება;
ბ) პატარა მინიშნებების მიცება;
გ) დამატებითი კითხვების დასმა.
26. მასწავლებელმა სახალხოდ უნდა შეაქოს მოწინავე მოსწავლეები, რათა არცთუ ისე კარგი მოსწავლეები ეცადონ დაწინაურდნენ;
27. მასწავლებელი არ უნდა გაურბოდეს კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული და მსუბუქი;
28. აუცილებელია წახალისებულ იქნას მოსწავლეთა ერთობლივი მოქმედებები, რომელიც სამუშაოს ეხება, რა თქმა უნდა – კომენტარები, კითხვები და სხვა.
წყარო : Effective teaching by A. McKay
Illustration by Ryan O’Rourke
პედაგოგიური ფსიქოლოგია
მეცნიერება, რომელიც იკვლევს ადამიანის ქცევას სწავლის პროცესში.
ასწავლო, ნიშნავს ჩაუნერგო უნარები, ცოდნა, ურთიერთობები და ღირებულებები. მარტივად რომ ვთქვათ, მასწავლებელი რაღაცას ცვლის მოსწავლეში. მასწავლებელი ლაპარაკობს და აიძულებს, აჩვენებს და წარმართავს მოსწავლეებს. ის იყენებს არამხოლოდ საკუთარ ცოდნასა და უნარებს, არამედ დამხმარე მასალებითაც (ფირები, კომპიუტერი, პროგრამები), ადამიანური რესურსებით და ასევე თავად მოსწავლეების ტალანტებით. ის მუშაობს მცირე და დიდ ჯგუფებში, კონკურენციისა და კოოპერაციის სიტუაციებში, ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში. მასწავლებელმა გამუდმებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
პაში და სხვები მიუთითებენ, რომ სწავლებამდე მიღებული გადაწყვეტილება ეხება მასწავლებლისა და მოსწავლეების მოქმედებების დაგეგმვას; სწავლის პროცესში მიღებული გადაწყვეტილება ეხება მოქმედებების კორექციას, რეზულტატების დაკვირვებას, წინასწარმრტყველებას და მოდიფიკაციას; გადაწყვეტილების შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება მოიცავს რეფლექსიას, წინასწარმეტყველებას და სწავლებაში ცვლილებებს.
***
სწავლების უნარ-ჩვევები მემკვიდრეობით არ გადაეცემა. ფსიქოლოგიას შეუძლია დაგვეხმაროს ამ უნარ-ჩვევების განვითარებაში. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები და როგორ ვითარდებიან, რა ახდენს მათ მოტივირებას, როგორ ფიქრობენ და იმახსოვრებენ, გვეხმარება ჩვენი შეხედულებების ფორმირებაში. შეხედულებები განსაზღვრავენ ჩვენს გადაწყვეტილებებს.
ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ქცევასა და აზროვნებას. მის საფუძველს შემეცნების მეცნიერული პრინციპები შეადგენს. მეცნიერება გულისხმობს სიზუსტეს, ობიექტურობას. მეცნიერების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ექსპერიმენტი. თეორიის მთავარი ფუნქციაა დაკვირვების ახსნა და განზოგადება, კვლევისათვის მიმართულების მიცემა, პრაქტიკული მოქმედებების წინასწარმეტყველება და დასაბუთება. კანონი, ესაა მტკიცებულება, რომლის ჭეშმარიტებაც კითხვის ქვეშ არ დგას; პრინციპები არის ის მტკიცებულებები, რომლებიც ვარაუდი უფროა, ვიდრე რამე განსაზღვრული. მტკიცებები კი პირადი, ინდივიდუალური შეხედულებებია.
თარგმნილია წიგნიდან:

No comments:
Post a Comment