Friday, March 2, 2018

რჩევები მასწავლებელს

დევიდ პერკინსი  „რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უფრო მაღალ შედეგებს აღწევენ“.

  •       როცა ახალ მასალას ხსნით, იმავდროულად ასწავლეთ მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ ეს მასალა.
  •       დროდადრო სთხოვეთ ბავშვებს, რომ ერთად, წყვილ–წყვილად ან პატარა ჯგუფებში იმეცადინონ.
  •       დაეხმარეთ მოსწავლეებს ახალი სტრატეგიების გამოყენებაში.  მიანიშნეთ, თუ როდის შეიძლება მისი გამოყენება.
  •       გააცანით მოსწავლეებს ახალი სტრატეგიები : ჩანაწერების გაკეთება, მასალის გადამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა და ა.შ.
  •       მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რატომ არის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება სასარგებლო.
  •      აღნიშნეთ ის გარემოებები, როცა გარკვეული სტრატეგიების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა.
  •       მიეცით მოსწავლეებს საშუალება  თითოეული სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ.
დევიდ პერკინსმა ეფექტური სწავლების 7 პრინციპი ჩამოაყალიბა:


1. გააცანით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის "საბოლოო პროდუქტი".

2.აჩვენეთ მოსწავლეებს, თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას.

3. საგანგებო ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე;

4. დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში;

5. გააცანით მოსწავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა, პრინციპი;

6. განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისგან სწავლის უნარი.

7. ასწავლეთ მოსწავლეებს სწავლა.

No comments:

Post a Comment