რჩევები მასწავლებელს
დიმიტრი უზნაძე
- გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი.
 - სასწავლო პროცესის ეფექტიანობა , პირველ რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას.
 - დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოარგებთ სასწავლო მასალას მოსწავლის განწყობას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძალებს.
 - მასალა , ერთი მხრივ, შესაფერისი უნდა იყოს მოწაფის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის. მეორე მხრივ, დაშორებულიც უნდა იყოს. სხვაგვარად, წინსვლა შეუძლებელი იქნება.
 - საკლასო ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო.
 - გახსოვდეთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.
 - ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. აუცილებელია მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა, პიროვნების მთელი ძალების გახსნა.
 
No comments:
Post a Comment