კონსტრუქტივისტები (ვიგოტსკი, პიაჟე,  ბრუნერი)
- მიეცით მოსწავლეებს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება.
 - დაეხმარეთ მოსწავლეებს სხვადასხვა ცნებისა და პრინციპის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებაში, ამით ისინი მოახდენენ ცოდნის ორგანიზებას.
 - ჩართეთ მოსწავლეები საკლასო დისკუსიებში.
 - მიეცით მოსწავლეებს ისეთი დავალებები, რომლებიც რეალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული.
 - დაეხმარეთ მოსწავლეებს თეორიების აგებაში:
 
- წააქეზეთ მოსწავლეები, დასვან კითხვები – რატომ? და როგორ?
 - სთხოვეთ მოსწავლეებს, წინასწარ გამოთქვან ვარაუდი, რა მოხდება საკლასო ექსპერიმენტის დროს.
 - გამოიყენეთ ანალოგიები იმისთვის, რომ მოსწავლეებს დაეხმაროთ ახალი ცნებები, იდეები და მოვლენები უკვე არსებულ ცოდნასთან დააკავშირონ.
 - მიეცით ფიზიკური და სიმბოლური მოდელები/მაგალითები.
 - მასალის ახსნის დროს გაითვალისწინეთ მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონე.
 - სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ დაფიქრდნენ ახალ მასალაზე და იგი ძველ გამოცდილებას დაუკავშირონ.
 
No comments:
Post a Comment