სახელმძღვანელოს ავტორები გვთავაზობენ ინკლუზიური განათლების სხვადასხვა საკითხებს, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებზეა დაფუძნებული და პასუხს სცემს უმთავრეს კითხვას – როგორ შევუქმნათ თითოეულ ბავშვს აუცილებელი კომფორტი და ყველა საშუალება იმისათვის, რომ მან შეძლოს განათლების პროცესში სრულფასოვანი ჩართვა.
გაეცნობით სწორ პრინციპებზე დაფუძნებულ ინკლუზიური განათლების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, რომელიც ეხმარება სკოლას, მასწავლებელს, მშობელს, საზოგადოებას, დისკრიმინაციის გამოვლინების ნებისმიერი ფორმის აღკვეთაში და საშუალებას აძლევს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ისწავლონ, აღადგინონ საკუთარი უფლებები, რაც იმის სარწმუნო ბაზისი იქნება, რომ ბავშვები მომავალში საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდებიან.
სახელმძღვანელო დაეხმარება მკითხველს ისეთი მიდგომების განვითარებაში, რომელიც ორიენტირებულია ბავშვზე და აღიარებს, რომ თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, მიუხედავად მათი განსაკუთრებული და განსხვავებული შესაძლებლობებისა.
No comments:
Post a Comment