გამოცემა “edutopia” 5 რჩევას გთავაზობთ, რომლებიც კლასში დისციპლინის დამყარებაში დაგეხმარებათ და ბავშვებთან ურთიერთობას გაგიადვილებთ:
1. ყოველთვის იქონიეთ კარგად ორგანიზებული, წინასწარ შემუშავებული საგაკვეთილო გეგმა:
ეს რჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება, გაგიგონიათ კიდეც ფრაზა: თუ
თქვენ არ გაქვთ გეგმა მათთვის, ისინი თავად დაგეგმავენ ყველაფერს
თქვენთვის. ჯობს დრო არ გეყოთ, ვიდრე ზედმეტი მოგრჩეთ გაკვეთილის
დასრულებამდე.
მოწყენილი მოსწავლე პრობლემების შემქმნელია. ამიტომ, თუ გაკვეთილი კარგად არ არის დაგეგმილი, ბევრი ბავშვი ლაპარაკობს და ნაკლები აქცევს ყურადღებას გაკვეთილის მსვლელობას. არ არის გასაკვირი, რომ საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვას მეტი დრო და გონების დაძაბვა სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

2. მოაგვარეთ პრობლემური საკითხები მოსწავლეებთან რაც შეიძლება მალე:
თქვენსა და მოსწავლეს შორის, ან მოსწავლეებს შორის პრობლემა, რაც შეიძლება
სწრაფად უნა მოაგვაროთ, რადგან უარყოფითი გრძნობები, მალევე, შეიძლება,
ნაპერწკლიდან ცეცხლად გადაიქცეს.
გადაჭერით კონფლიქტი გონივრულად, სხვა მოსწავლეების თვალისაგან მოცილებით. ჰკითხეთ მოსწავლეს, თუ რით შეგიძლიათ მისი დახმარება. ნუ დაადანაშაულებთ მას და აჩვენეთ თქვენი მზრუნველობა. მოსწავლე, შეიძლება, თქვენგან გაბრაზებას ელოდეს, ასეთი ქცევა კი გააკვირვებს, გაახარებს და კონფლიქტის მშვიდად გადაჭრის საშუალება ადვილად მოგეცემათ.
როცა მოსწავლეებს შორის კონფლიქტია, შეახვედრეთ ისინი მხოლოდ თქვენი თანდასწრებით. იყავით ნეიტრალური შუამავალი და დაეხმარეთ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრაში.

3. გამოიყენეთ სხეულის ენა და არავერბალური კომუნიკაცია:
ხელის ჰაერში დაჭერა და მოსწავლეებთან თვალებით კონტაქტი კარგი გზაა კლასის
დასაწყნარებლად და მათი ყურადღების მისაპყრობად. მართალია, მოსწავლეებს
ცოტა დრო კი სჭირდებათ ამ რუტინის მისაჩვევად, მაგრამ იგი ნამდვილად
მუშაობს. ამასთანავე, მოთხოვეთ, თქვენი ამ ქცევის დანახვისთანავე თავადაც
ასწიონ ხელი და გაჩუმდნენ. ყველა ხელის აწევის შემდეგ კი დაუშვით ხელი და
დაიწყეთ საუბარი.
ასევე, შეგიძლიათ, ნათურის ანთებით, ან ჩაქრობით მიახვედროთ, რომ სამუშაოს დასრულებამდე 3 წუთი დარჩათ.
შედარებით პატარა ასაკის მოსწავლეებთან შეგიძლიათ, 3-ჯერ შემოჰკრათ ტაში და მიაჩვიოთ, რომ 2-ჯერ ტაშის შემოკვრით გიპასუხონ. ეს მათთვის სახალისოა და ასევე კარგი საშუალებაა ყურადღების მისაპყრობად.

4. ისაუბრეთ ზომიერი, ბუნებრივი ხმით:
ბავშვებს თქვენი ბუნებრივი ხმით ესაუბრებით? ყველა მასწავლებელი ამბობს,
რომ სწავლების პირველ წელს მათთვის ჩვეულზე ბევრად ხმამაღლა საუბრობდა,
იქამდე, ვიდრე ხმა სრულად არ დაკარგა.
ბავშვების ყუადღების მისაქცევად ხმის აწევა არც ისე კარგი გზაა. თანაც, ეს სტრესის გამომწვევიცა არის. ბავშვები თქვენი საუბრის მანერას “აირეკლავენ”, ამიტომ, ნუ ისაუბრებთ ნახევრად მყვირალა ტონით. თუ გსურთ, რომ ბავშვებმა ნორმალური, სასიამოვნო ხმით ისაუბრონ, თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ. თანაც, ჯობს, სიტუაციის შესაბამისი ტონი შეარჩიოთ.

5. მხოლოდ მაშინ ისაუბრეთ, როცა ბავშვები დაწყნარდებიან და მზად იქნებიან:
ეს ნამდვილად ოქროს წესია. მთავარია, დაძლიოთ დალაპარაკების ცდუნება და
დაელოდოთ, ვიდრე დაწყნარდებიან. შეიძლება, ზოგჯერ ცოტა მეტ ხანს მოგიწიოთ
ლოდინი, მაგრამ ბავშვები აუცილებლად გადაულაპარაკებენ ერთმანეთს: “ჩუ, ის
რაღაცის თქმას აპირებს,” “გეყოთ, გაჩუმდით” და “ბავშვებო, გაჩუმდით.”
(ისინი თავად გააკეთებენ თქვენს საქმეს.)
თქვენი მოთმინება შედეგს გამოიღებს და ხმასაც შეინარჩუნებთ.

გაგვიზიარეთ
თქვენი გამოცდილება: რა განსაკუთრებულ მიდგომებს იყენებთ? როგორი
სტრატეგიებია თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისათვის გამოსადეგი?
No comments:
Post a Comment