ნაბიჯი პირველი – მოვიხსნათ წერის შიში
წერა უმაღლეს სააზროვნო უნარებს მოითხოვს, რადგან შემოქმედებითი პროცესია და წერის შიშიც იქნებ სწორედ ამ ცოდნას უკავშირდება. სინამდვილეში საშიში არც არაფერია. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ტვინი ეფექტურად,
ფსიქოლოგები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ ყველას აქვს უნარი, იყოს კრეატიული.ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს გამოყენება უკავშირდება სიტყვებს, რიცხვებს, ცხრილებს, ლოგიკას, ანალიზს, ხოლო მარჯვენას საქმე აქვს რიტმთან, ფერებთან, ფორმასთან, წარმოსახვასთან, ოცნებასთან, კრეატიულობის პროცესისთვის ტვინის ორივე სფეროს მუშაობაა საჭირო, რათა მან მიიღოს წარმოსახვითი ოცნება, ტექსტი, რიცხვები, ფერი – ყველაფერი ერთად. სწორედ ეს არის კრეატიულობა. და ეს სჭირდება წერის პროცესს.
ნაბიჯი მეორე – ვისწავლოთ ფიქრის სისწრაფე
საჭიროა ვისწავლოთ ფიქრის სისწრაფე, რაც ნიშნავს, რამდენად სწრაფად შეგვიძლია იდეების გენერირება და ეს უნარი შეგვიძლია განვავითაროთ მარტივად – თამაშით. შეგვიძლია უფრო სწრაფად ფიქრში ვივარჯიშოთ. მეტი სისწრაფე და ასეთი სახის პროდუქტიულობაა გენიოსობის კრიტერიუმი. „გონებრივი იერიშის“ მეთოდის ხშირი გამოყენება სწრაფად ფიქრს ნამდვილად მიგვაჩვევს, თუკი მისთვის განკუთვნილ დროს გაკვეთილსა თუ წერის ლექციებზე თანდათან შევამცირებთ და დამატებით სხვა აქტივობას დავუკავშირებთ.
ნაბიჯი მესამე – აზროვნების მოქნილობა
მომდევნო ნაბიჯი აზროვნების მოქნილობაა, დამიანებს გვახასიათებს მხოლოდ ერთი მიმართულებით ფოკუსირება და ეს მიმართულებაა – „მე ვფიქრობ“, „მე მიმაჩნია“. სინამდვილეში უნდა ვფიქრობდეთ, რამდენი მხრიდან, რამდენი პერსპექტივიდან შემიძლია ამის დანახვა.
ნაბიჯი მეოთხე – წარმოსახვა და ასოციაცია
წარმოსახვა შემოქმედებითი აზროვნების სულია და მას კრეატიულად მოაზროვნე ყველა დიდი ადამიანი მიმართავს, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად, ხედვას გზას უხსნის და მირაჟების მანამ სჯერა, ვიდრე ისინი გაქრებიან
წარმოსახვა და ასოციაცია ორი მთავარი, საკვანძო სიტყვაა კრეატიული აზროვნების აღსანიშნად. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვწეროთ კრეატიულად? ჯერ უნდა აღმოვაჩინოთ ასოციაცია და საგნებს შორის კავშირი. ეს არის ახლის შექმნის უნარი, წერისთვის ასე საჭირო და მნიშვნელოვანი, რომლის სწავლება და ათვისება ბავშვობის ასაკიდავნე შეიძლება.
თუკი ყველა ეს ნაბიჯი უკვე გადავდგით, ინსტრუმენტებსაც მივუახლოვდით და გავაცნობიერეთ, რომ კარგად წერა შემთხვევითობად ვერ ჩაითვლება. ამ პროცესის წარმატებისთვის კი მნიშვნელოვანია სხვა მენტალური პროცედურის გავლაც.ისინი სტრატეგიებია, რომელთაგან რამდენიმეს მომდევნო პოსტში აუცილებლად შემოგთავაზებთ.
No comments:
Post a Comment