Showing posts with label როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს. Show all posts
Showing posts with label როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს. Show all posts

Saturday, February 17, 2018

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლაში

მშობლებმა, რომლებსაც სკოლის ასაკის შვილები ყავთ, კარგად იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია  ბავშვმა ხალისით და ინტერესით შეძლოს სასკოლო საგნების მეცადინეობა, სათანადოდ იმუშაოს საშინაო დავალებაზე და სკოლაში გაკვეთილის მიმდინარეობისას  მაქსიმალურად კონცენტრირებული და სათანადოდ ჩართული იყოს სასწავლო  პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად  სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მის აკადემიურ მოსწრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახლის გარემო, რამდენადაც საშინაო დავალებების შესრულება უმეტესად სახლის გარემოში ხდება. შესაბამისად,  ბავშვის აკადემიურ წარმატება/წარუმატებლობაზე სახლის გარემოში არსებული არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობები, მშობლის დამოკიდებულება სწავლისადმი,   ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და  მხარდაჭერა.

როგორი უნდა იყოს სახლის გარემო საშინაო დავალების შესრულებისას?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სახლში, მეცადინეობის პროცესში იყოს ნაკლები ფორმალობა და დაძაბულობა. ბავშვს უნდა შეეძლოს, სურვილის შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილება, სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ა.შ. სახლში ბავშვის შეცდომებს, სწავლის პროცესში წარმოშობილ სირთულეებს მშობლის უარყოფითი რეაქცია და შეფასება არ უნდა მოყვეს. მშობლის პოზიტიური დამოკიდებულება არის თავისუფალი, მშვიდი გარემოს საწინდარი, სადაც ბავშვი  დაცულად იგრძნობს თავს და სწავლის პროცესიც უფრო ეფექტურად წარიმართება.  სწორედ ასეთ გარემოში შეიძლება განუვითარდეს ბავშვს ჯანსაღი ინტერესი სწავლისადმი.

კიდევ ერთი, არსებითი ფაქტორი ისაა, რომ სახლში, საშინაო დავალების შესრულებისას უფრო მეტად არის შესაძლებელი ბავშვის შრომისუნარიანობის ინდივიდუალური თავისებურებების, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინება. სახლში მშობელს აქვს იმის საშუალება, რომ შვილი უზრუნველყოს სწავლების ინდივიდუალური განრიგით, რომელიც ითვალისწინებს მისი შრომისუნარიანობის სპეციფიკას. მაგალითად, ზოგიერთი ბავშვისთვის დამახასიათებელია ე.წ. ეპიზოდური შრომისუნარიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ  მას  ყურადღების კონცენტრირება სასწავლო პროცესზე შეუძლია მხოლოდ გარკვეული, მცირე დროის განმავლობაში. ასეთ შემთხვევებში, საკმარისია ბავშვს მივცეთ საშუალება შეისვენოს 5 წუთით,  და ის უკვე მზად იქნება  განაგრძოს მეცადინეობა ეფექტურად.

მშობელმა, უნდა მოახერხოს საშინაო დავალების შესრულების პროცესის ორგანიზება შვილის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ორგანიზებისას მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს თავად ბავშვს და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნას მისი აზრი და სურვილები. მშობელმა მასთან ერთად უნდა მოაწყოს მეცადინეობისათვის განკუთვნილი გარემო,  ერთობლივად დაგეგმონ დღის განრიგი, სადაც გამოყოფილი იქნება მეცადინეობისათვის განკუთვნილი დრო და წინასწარ განსაზღვრული გაკვეთილების მომზადების თანმიმდევრობა.
როგორ ავუმაღლოთ ბავშვს სწავლის მოტივაცია?

როდესაც ბავშვი უარს ამბობს მეცადინეობაზე სიტყვებით -  „მე ეს არ მაინტერესებს და არ გავაკეთებ!-“სახეზეა სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებული სირთულეები.

შემეცნების მოთხოვნილება თანდაყოლილია. სწრაფვა შემეცნებისაკენ არ ყალიბდება სკოლაში, ის ბევრად ადრე, ჩვილობის ასაკიდანვე იწყებს გამოვლენას. აღზრდის პროცესში, მშობელი სხვადასხვა ხერხს მიმართავს შემეცნების, პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრისა და სწავლის მოტივაციის განვითარებისათვის. მშობლისთვის კარგად ნაცნობი მოვლენაა, როდესაც ბავშვი პირველ წარმატებებს აღწევს მაგალითად ფაზლის ან კონსტრუქტორის აწყობისას, როგორი კმაყოფილი და ამაყია ის ამ დროს საკუთარი თავით. ის, თუ როგორ შეუწყობს ხელს მშობელი ბავშვის მიერ პრობლემის გადაჭრის დამოუკიდებელ მცდელობებს და როგორ უპასუხებს მის პირველ წარმატებებს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის სწავლის მოტივაციის ჩამოყალიბებას და განმტკიცებას.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არ არის მარტივი და არც მიზანშეწონილი „სწავლის მზა მოტივი და მიზანი “ ჩავუნერგოთ შვილს. ის, რაც  მშობელს შეუძლია გააკეთოს, არის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს  შვილის სწავლის მოტივაციის ამაღლებას. ამისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი:

  • პირველ რიგში, მშობელმა უნდა გაარკვიოს შვილის სწავლის დაბალი მოტივაციის მიზეზები: ეს არის სწავლის სირთულეები, მშობლის აღმზრდელობითი ხასიათის შეცდომები თუ სხვა ფაქტორები.

  • უფროსები ხშირად ეუბნებიან ბავშვს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „თუ არ ისწავლი, არ გექნება კარგი სამსახური და ანაზღაურება!“, „თუ არ ისწავლი ვერ შეძლებ საკუთარი თავის და ოჯახის რჩენას!“  მათი აზრით ეს დადებითად აისახება ბავშვის სწავლის მოტივაციაზე, მაგრამ რეალურად ამას პოზიტიური შედეგი ნაკლებად  აქვს. ბავშვისთვის რთულია ასეთი შორეული პერსპექტივის დანახვა, მისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ახლო მომავალში შეიძლება მოხდეს.

  • შესაძლოა, ბავშვისათვის რთული იყოს  გარკვეული დავალებების შესრულება. როდესაც ბავშვს სწავლის გარკვეული სირთულეები აქვს, ბუნებრივია, მისი სწავლის  მოტივაცია შეიძლება დაქვეითდეს. თუ სცადა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მაინც არ გამოუვიდა, ვერ ისწავლა, ვერ დაიმახსოვრა, ეს მისთვის წარუმატებელი გამოცდილებაა, რომელიც პირდაპირ მოტივაციაზე აისახება. სწორედ ასეთ დროს არის მშობლის სწორი მიდგომა და დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანი.

  • მნიშვნელოვანია მშობელმა აკონტროლოს სწავლის პროცესი და გაითვალისწინოს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები. მაგალითად, როდის ჯობია მეცადინეობის პროცესის დაწყება, რომელი საგნების მომზადებაა საჭირო პირველ რიგში, როდის და რა სიხშირით არის მიზანშეწონილი შესვენებები. მნიშვნელოვანია მშობლის ხელშეწყობა სწავლის უნარების თანმიმდევრულ გამომუშავებაში. 
  • აუცილებელია მშობელი  ჩართული იყოს გაკვეთილების მომზადების პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ნაცვლად უნდა შეასრულოს დავალება. მშობელმა თავად კი არ უნდა ამოხსნას დავალება, არამედ  უნდა ასწავლოს, დაეხმაროს ამ ამოცანის ამოხსნის გზების ძიებაში.   მშობელმა  უნდა შეაქოს შვილი მცდელობებისთვის. 
  • ბავშვის სწავლის მაღალი მოტივაციის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მშობლის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება.  შვილს ყოველთვის გაგებით, სითბოთი და სიყვარულით უნდა მოვეპყროთ და ეს დამოკიდებულება არ უნდა იყოს განპირობებული მხოლოდ ბავშვის წარმატებული შედეგებით სწავლასა თუ სხვა საქმიანობაში. 

  • მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ბაშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, ბავშვი, რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება, სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და შედეგად მისი სწავლის მოტივაციაც დაბალია. ადეკვატური თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის კი პრაქტიკულად არ არსებობს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები.   მშობლის როლი წამყვანია ბავშვის თვითშეფასების ფორმირებაში. მშობლის სწორი შეფასება და ბავშვისთვის სწორი ფორმით გაზიარებული მოსაზრებები მის უნარებზე და შესაძლებლობებზე,  აისახება   თვითშეფასების სწორად ფორმირებაზე. 

  • ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვს სჯეროდეს საკუთარი წარმატების. როგორც მასწავლებელი, ისე მშობელი ყოველთვის უნდა ასაზრდოებდეს ბავშვის რწმენას საკუთარ ძალებში და უნარებში. აქვე ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ რაც უფრო დაბალია ბავშვის თვითშეფასება, მით უფრო ძლიერი და სისტემატური უნდა იყოს ეს მხარდაჭერა.

  • წაახალისეთ შვილი კარგი სწავლისთვის. კარგი იქნება თუ მშობელი შვილის სწავლის წახალისების პროცესში არა ქულებზე (როგორც შედეგზე), არამედ სწავლის მოტივაციაზე (მონდომებაზე და ძალისხმევაზე) გაამახვილებს ყურადღებას. ბავშვმა თუ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა- საკმარისი დრო დაუთმო მასალის მომზადებას და იმეცადინა როგორც შეეძლო,   ეს უკვე კარგი შედეგია მიუხედავად იმისა მიიღო თუ არა  მაღალი ქულა;

  • აუცილებელია აუხსნათ ბავშვს მისთვის გასაგები ენით, რომ სწავლის უნარის განვითარება არის პროცესი, რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო და ძალისხმევა.

  • ნუ დაელოდებით დაუყოვნებლივ შედეგებს. მაგრამ თუ თქვენ  სწორად და სისტემატურად იმუშავებთ შვილის სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე, შედეგიც არ დააყოვნებს. 

  • ბავშვიპიროვნებააგარკვეულ დრომდე მშობელზე დამოკიდებული და მას სჭირდება სწორედ მშობლის მხარდაჭერა!
სწორედ მშობლის მხარდაჭერა!
წყარო :  http://www.cog.ge/learningsupport.html

როგორ დავეხმაროთ მოზარდს პროფესიის არჩევაში

ყველა მოზარდის ცხოვრებაში დგება წუთი, როდესაც მან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი უნდა გადადგას – თავისი მომავალი განსაზღვროს, პროფესია აირჩიოს, თუმცა მოზარდების უმრავლესობა მზად არ არის ამ ნაბიჯისთვის, რადგან არც საკუთარ არჩევანშია დარწმუნებული და არც იმაში, რომ ეს არჩევანი გაამართლებს. რას ნიშნავს “სწორი არჩევანი” და რა მოეთხოვებათ სკოლას, მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მოზარდს მის გაკეთებაში დაეხმარონ? ამის თაობაზე ვესაუბრეთ და გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ გრაცის უნივერისტეტის პროფესორს, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, განათლების ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქალბატონ მანუელა პეხტერს
და ამავე დეპარტამენტის მკვლევარს სილკე ლუტენბერგერს, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ამ საკითხებზე მუშაობენ.


-ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული არჩევანი. რას გულისხმობს ცნება “სწორი არჩევანი” და რა ახდენს გავლენას მოზარდის პროფესიულ არჩევანზე?
– პროფესიის არჩევა მოზარდის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ეს არ არის მარტივი პროცესი. არჩევანის გასაკეთებლად მოზარდმა, ერთი მხრივ, უნდა გააცნობიეროს, რა არის მისი ინტერესების სფერო და რა უნარები და კომპეტენციები აქვს ამ სფეროში, მეორე მხრივ კი თანხვედრაში მოიყვანოს ისინი სასურველი პროფესიის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებთან. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სწორი არჩევანი გულისხმობს სწორედ სრულ თანხვედრას ამ სამ ფაქტორს – “მინდას”, “შემიძლიასა” და “საჭიროას” – შორის.
ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორი არჩევანი შეიძლება განვიხილოთ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების ჭრილში. ხშირად ესა თუ ის პროფესია სხვებზე მეტად მოთხოვნადია და ახალგაზრდებიც მას ირჩევენ, თუმცა ეს არჩევანი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სწორი შესაძლოა არ იყოს.
სოციალურ-კოგნიტიური თეორია (Lent, Brown, & Hackett, 1994) ამ პროცესის უკეთ გასაგებად გვთავაზობს თეორიულ მოდელს, რომლის თანახმადაც პროფესიული ინტერესების ჩამოყალიბებასა და პროფესიულ ქცევაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. ისინი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: კოგნიტიურ-პიროვნულ ფაქტორებად, როგორიცაა თვითშეფასება, მოლოდინები, მიზნები, მოტივები, და კონტექსტურ ფაქტორებად, როგორიცაა სქესი, მშობლებისა და თანატოლების მხარდაჭერა, პროფორიენტაცია და სხვა.

– რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?
– როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოზარდის სასურველი პროფესია თანხვედრაში უნდა იყოს მის პიროვნულ და პროფესიულ ინტერესებთან (Holland, 1997). პროფესიული ინტერესები დროში შედარებით სტაბილურია და ადვილად არ ექვემდებარება ცვლილებებს, ამიტომ მცდარმა არჩევანმა შესაძლოა ხანგრძლივი არასასურველი შედეგი მოგვიტანოს პროფესიით უკმაყოფილებისა და არარეალიზებულობის განცდის სახით. ამის კვალობაზე, პირველი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯი ის არის, რომ პროფესიის არჩევამდე მოზარდმა გააცნობიეროს თავისი ინტერესები და გადაწყვეტილება მათზე დაყრდნობით მიიღოს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს მოზარდის არჩევანზე, არის ინდივიდის თვითეფექტურობის განცდა. ეს არის საკუთარი ძალების რწმენა, რწმენა იმისა, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ის წარმატებას მიაღწევს. თვით ეფექტურობის განცდას უშუალო კავშირი აქვს პროფესიით კმაყოფილებასთან და მნიშვნელოვანწილად მასზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს ინდივიდი საკუთარი პროფესიის პრაქტიკაში რეალიზებას (Bandura, Barbaranelli, Caprara, & Pastorelli, 2001), ამიტომ მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებაა.
ამასთანავე, ხშირად ახალგაზრდებს არ აქვთ რეალური ინფორმაცია პროფესიების შესახებ, არ იციან, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ამა თუ იმ პროფესიის წარმატებით დასაუფლებლად და როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი კონკრეტული პროფესიის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ხშირად ეყრდნობიან პროფესიებზე სტერეოტიპულ შეხედულებებს. სწორედ ამის ბრალია, რომ ახალგაზრდები ძირითადად იმ პროფესიებს ირჩევენ, რომლებიც ტიპობრივი და პრიორიტეტულია მათი სქესისთვის. რეალისტური და სწორი არჩევანის გასაკეთებლად კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა, გვქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია პროფესიების შესახებ.
აი, ეს არის სამი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი წარმატებული არჩევანის გასაკეთებლად.
– რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში? რის გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?
– პრინციპში, სკოლის მთავარი და პრიორიტეტული მიზანი უნდა იყოს, მოზარდს ყოველგვარი პირობა შეუქმნას ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების წარმატებით განხორციელებისთვის. არსებობს უამრავი სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რომელსაც სკოლა უნდა სთავაზობდეს მოსწავლეს, მაგალითად, პროფორიენტაციული შეხვედრები, ინფორმაციის მიწოდება პროფესიების ტიპებსა და თავისებურებებზე, ექსკურსიები სხვადასხვა პროფესიულ გარემოში, სხვადასხვა ორგანიზაციაში სტაჟირება და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ სკოლამ უნდა წაახალისოს მოსწავლე, დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია სასურველ პროფესიებზე, გააცნობიეროს თავისი პრიორიტეტები და შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და უნარები ამ პროფესიის მოთხოვნათა ჭრილში.
გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია, დაეხმაროს მოსწავლეს თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებაში. 

– რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ, ოჯახს მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?
– მოსწავლეთა პროფესიული არჩევანი ნაწილობრივ სწორედ მშობლებისა და მასწავლებლების გავლენით აიხსნება. კვლევები (მაგ., Miller, 1994) გვიჩვენებს, რომ მშობლები ხშირად თვითონ წარმოადგენენ შვილებისთვის პროფესიული ინტერესების, პროფესიული წარმატებისა და არჩევანის მაგალითს. წარმატებული და პროფესიულად შემდგარი მშობელი კარგი მოდელია შვილისთვის. მოზარდები ხშირად ირჩევენ მშობლის პროფესიის ანალოგიურ პროფესიებს. თუმცა ეს გავლენა ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის. ის დამოკიდებულია იმაზეც, გრძნობს თუ არა მოზარდი მშობლის მხარდაჭერას თავისი ინტერესების შესატყვისი არჩევანის გაკეთებაში. როდესაც ამ პროცესში მშობელთა ჩართულობაზე ვსაუბრობთ, გვახსოვდეს, რომ მშობელი ორიენტირებული უნდა იყოს შვილის ინტერესებსა და უნარებზე და არა საკუთარ სურვილებსა და კულტურულ სტერეოტიპებზე.
აქვე შევჩერდებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მოზარდ ასაკში, როგორც ვიცით, წამყვანი ქცევა პიროვნული ურთიერთობებია და მოზარდის სოციალური კავშირებიც ფართოვდება. მშობლებთან ერთად მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ თანატოლები და სხვა ავტორიტეტული პირები. მოზარდის პროფესიულ არჩევანზე ხშირად თანატოლების გავლენა უფრო მეტია, ვიდრე მშობლებისა ან ოჯახისა. მეგობარი, რომელსაც მომავლის საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, შესაძლოა ძლიერ კატალიზატორად იქცეს მეორე მოზარდის ასეთივე ამბიციური გეგმების ჩამოყალიბებისთვის და პირიქით – მეგობარი, რომელსაც არცთუ დიდ იმედს ამყარებს საკუთარ თავსა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაზე, შესაძლოა ცუდი მოტივატორი აღმოჩნდეს მეორე მოზარდის პროფესიული არჩევანისთვის.
– რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით ავსტრიაში და რას აკეთებს სკოლა, საზოგადოდ, განათლების სისტემა სწორი არჩევანის გაკეთებაში მოზარდის დასახმარებლად? როგორ მუშაობს პროფორიენტაციის სისტემა ავსტრიის სკოლებში და, თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული იგი?
– ჩვენი აზრით, ავსტრიის სკოლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოზარდს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარონ. ჩვენ გვაქვს ევროპის მასშტაბით უნიკალური სისტემა. მე-7 და მე-8 კლასებში ყველა საშუალო სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს პროფორიენტაციის კურსებს. ამ პერიოდში მოსწავლეები 13-15 წლისანი არიან. კურსი კვირაში 1 საათს მოითხოვს. გვაქვს მოსამზადებელი პროფესიული სკოლებიც (მე-9 კლასი). ამ სასწავლებლებში უმთავრესად ის მოზარდები სწავლობენ, რომლებიც მომავალში რაიმე ხელობის შესწავლას აპირებენ. ეს სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ პროფორიენტაციულ სერვისს უკვე კვირაში 2 საათის დატვირთვით.
თავად სკოლებში პროფორიენტაციული სერვისი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სკოლის ტიპზე, მის სპეციფიკასა და პროფილზე. ჩვენ გვაქვს სასკოლო განათლების ძალიან დიფერენცირებული სისტემა. კერძოდ, მერვე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლე არჩევანის წინაშე დგება, სად და რა ტიპის სკოლაში გააგრძელოს სწავლა. ამრიგად, პროფესიული თვალსაზრისით პირველი გადაწყვეტილების მიღება მას ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში უწევს. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია – მას შეუძლია, სწავლა გააგრძელოს ზოგადსაგანმანათლებლო აკადემიური ტიპის სკოლაში (AHS), მაღალი საფეხურის ტექნიკურ ან პროფესიულ სკოლაში (HBS), საშუალო პროფესიულ სკოლაში (MBS) ან მოსამზადებელ პროფესიულ სკოლაში (PS). შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, როგორ დავეხმარებით მოსწავლეს, ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს ამ გადამწყვეტ ნაბიჯს.
თუმცა პროფორიენტაციული სერვისის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ იგი უნაკლოა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სერვისი გაუმჯობესებას მოითხოვს. პირველი, რაზეც ფოკუსირება უნდა გაკეთდეს, ის არის, რომ აკადემიური ტიპის საშუალო სკოლებში სხვა სკოლებზე ნაკლები ყურადღება ექცევა პროფორიენტაციის საკითხს, რადგან იგულისხმება, რომ მათი მოსწავლე მომდევნო საფეხურზეც ამავე ტიპის სკოლაში გააგრძელებს სწავლას. ამ ტიპის სკოლები კი ორიენტირებულნი არიან საუნივერსიტეტო განათლებაზე და მიაჩნიათ, რომ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მე-8 კლასში პროფორიენტაციის კურსი. ეს საკითხისადმი არასწორი მიდგომაა.
საყურადღებოა ისიც, რომ პროფორიენტაციის კურსი ძირითადად მოსწავლის ინფორმირებაზეა ორიენტირებული და ნაკლებად ზრუნავს მის პიროვნულ მხარეზე. სასურველია, უფრო ძლიერი აქცენტი დაისვას დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე.
 რას ურჩევდით მასწავლებლებსა და მშობლებს, რით შეიძლება დაეხმარონ ისინი მოზარდს სწორი არჩევანის გაკეთებაში?
– მასწავლებელი მოტივირებული უნდა იყოს, გამუდმებით უბიძგოს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების გაცნობიერებისკენ, თავისი სუსტი და ძლიერი მხარეების გააზრებისაკენ. მან უნდა წაახალისოს მოზარდი, მისი არჩევანი თანხვდებოდეს მის შესაძლებლობებსა და პიროვნულ ინტერესებს. ასევე სასურველია, მასწავლებელმა იმუშაოს მოსწავლის თვითეფექტურობის განცდაზე. ეს შეიძლება განხორციელდეს სასწავლო პროცესისგან დამოუკიდებლადაც, პროფორიენტაციის კურსის ფარგლებში სპეციალური მოდულითა და რეკომენდაციებით (Luttenberger & Paechter, 2012). მაგრამ მასწავლებელმა ეს რომ შეძლოს, იგი უნდა იცნობდეს მოსწავლის ოჯახურ ფონს, მაშასადამე, თანამშრომლობდეს მშობელთან.
მშობელმა კი ამ კუთხით ზრუნვა ადრევე უნდა დაიწყოს და არა უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების წინ. იგი შვილს გამუდმებით უნდა უწყობდეს ხელს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს საკუთარი თავის შესახებ, აძლევდეს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროში მოსინჯვის საშუალებას, ხშირად ესაუბრებოდეს პროფესიულ გეგმებზე და ამგვარად შეამზადოს იგი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მისაღებად. ნუ გავაკეთებთ არჩევანს შვილის მაგივრად. გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და ელიტური პროფესიის არჩევა წარმატებული მომავლის გარანტია არ არის.
წყარო:  http://mastsavlebeli.ge

როგორ დავეხმაროთ პირველკლასელებს სკოლაში სწავლისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში. კონკრეტული რეკომენდაციები და დავალებები, თანამშრომლობა

იმისთვის, რომბავშვისკოლაში თავს კომფორტულად გრძნობდეს,მნიშვნელოვანია, ის სკოლისთვის მზად იყოს სოციალურ-პიროვნული თვალსაზრისითაც.სოციალური სფეროს მომწიფება სასკოლო მზაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია.
მეცნიერები სოციალური მზაობის ცნებაში შემდეგ უნარებს მოიაზრებენ:
  1. ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილებას და უნარს,დაუქვემდებაროს საკუთარი ქცევა ბავშვების ჯგუფის წესებს;
  2. მოსწავლის როლის შესრულების უნარს (გაიგოს უფროსის მოთხოვნა და შეასრულოს, რასაცმისგან მოითხოვენ);
  3. ქცევის სიტუაციის შესაბამისად მართვის უნარს.
კვლევებით დადგენილია, რომ სოციალური კომპეტენტურობით გამორჩეული ბავშვები უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და ხშირად აკადემიური მოსწრებაც უკეთესი აქვთ.
ოჯახიდან ან ბაღის ჩვეული გარემოდან მოსული მოსწავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, “ახალ ოჯახში” თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, უსაფრთხოების შეგრძნებას კი პირველ რიგში ახალი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა განაპირობებს. რაც უფრო მეტად იღებენ ადამიანს ჯგუფში, რაც უფრო მეტი სიყვარულით ეპყრობიან და აღიარებენ, მით უფრო მეტად უვითარდება მას საკუთარი თავის პატივისცემა, რაც ეხმარება კიდეც თვითრეალიზაციაში.
ურთიერთობის მოთხოვნილება უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა. 5-6 წლიდან ბავშვები “მარტო მეზობლური” თამაშიდან ერთად თამაშზე გადადიან; უჩნდებათ მოთხოვნილება, რაღაცას მოუყვნენ ერთმანეთს, აჩვენონ რამე, ერთად შეასრულონ უფროსების დავალება. ერთობლივი მოქმედება სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება, რითაც საფუძველი ეყრება მეგობრობის გაცდის განვითარებას.
მაგრამ, როგორც ვიცით, ყველა ბავშვი უნიკალურია, თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილებაც, პიროვნული თვისებებიდან, ტემპერამენტიდან, ოჯახური გარემოდან თუ სკოლამდელ დაწესებულებაში სიარულის გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ყველას სხვადასხვანაირი ჰქონდეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ სკოლაში, პირველი კლასიდანვე ვიზრუნოთ თანამშრომლობის უნარის განვითარებაზე, შევაჩვიოთ პატარა მოსწავლეები ერთად თამაშს, სხვადასხვა საქმიანობის ერთად შესრულებას.
გთავაზობთ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს თანატოლებთან ურთიერთობის უნარებს განუვითარებს.
აქტივობა 1. “გაცნობა”
მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, ერთმანეთის სახელების გაგება, დახსომება
მასალა: ბურთი
მიმდინარეობა: თამაშს მასწავლებელი იწყებს. ამბობს თავის სახელს, შემდეგ ესვრის ბურთს რომელიმე ბავშვს, რომელიც ასევე ამბობს თავის სახელს და ა.შ.
აქტივობა 2. “ნაცნობობის განმტკიცება”
მიზანი: ჯგუფის წევრების გაცნობა, ერთმანეთის სახელების გაგება, დახსომება
მასალა: ბურთი
მიმდინარეობა: წამყვანი ესვრის ბურთს რომელიმე ბავშვს და ეკითხება სხვა ბავშვებს: რა ჰქვია ამ ბიჭს (გოგოს)? ბავშვები ერთად იმეორებენ ამ ბავშვის სახელს.
აქტივობა3. “შეცდომების ამოცნობა”
მიზანი: ყურადღების განვითარება, ჯგუფის წევრების სახელებისა და გვარების დახსომება.
მიმდინარეობა: მასწავლებელი კითხულობს სიას, ოღონდ შეცდომით ასახელებს ზოგიერთი მოსწავლის სახელს ან გვარს. ბავშვები ფეხზე უნდა ადგნენ მხოლოდ მაშინ, თუ მასწავლებელი სახელსა და გვარს სწორად ამოიკითხავს.
აქტივობა 4. “მომწონს, რომ შენ…”
მიზანი: პოზიტიური თვითშეფასების ფორმირება, თანამშრომლობითი უნარების განვითარება
მიმდინარეობა: მოსწავლები სხედან წრეში. აქტივობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერმა ბავშვმა. მან თითოეულ თანაკლასელზე უნდა თქვას მხოლოდ ერთი რამ, რაც მოსწონს მასში: “მე მომწონს, რომ შენ…” ეს ბავშვებს ასწავლის ერთმანეთის პოზიტიური თვისებების დანახვას და ამაღლებს მათ თვითშეფასებას, ვინაიდან ესმით, რამდენი რამ არის მათში მოსაწონი, დადებითი.
რეკომენდაცია: როდესაც წერას ისწავლიან, შეიძლება ეს აქტივობა წყვილებში ჩატარდეს. ბავშვებმა უნდა ჩამოწერონ 5 რამ, რაც მოსწონთ თავის მეწყვილეში და შემდეგ გაუზიარონ.
აქტივობა 5.“გადაეცი ნახატი”
მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება, სომორცხვის დაძლევა
მიმდინარეობა: თამაშში მონაწილეობს ყველა ბავშვი. პირველ ბავშვს ხელისგულზე თითით უნდა დავახატოთ რაიმე ნიშანი, ფიგურა (კვადრატი, წრე, სამკუთხედი, კლაკნილი ხაზი). ბავშვი იმავე ფიგურას მეორე ბავშვის ხელისგულზე დახატავს და ა. შ. თამაშის ბოლო მონაწილე ასახელებს მის ხელზე დახატულ ფიგურას. დასახელებულ ფიგურას ვადარებთ იმას, რაც გამოსახა მასწავლებელმა პირველი ბავშვის ხელისგულზე.
აქტივობა 6. “კონსპირატორი”
მიზანი: კომუნიკაციის უნარის განვითარება, სომორცხვის დაძლევა
მიმდინარეობა:ბავშვები დგებიან წრეში. ერთ-ერთი მათგანი თვალახვეული დგება წრის შუაგულში. ბავშვები წრეზე გადადგილდებიან. რამდენიმე წამის შედეგ მასწავლებელი ამბობს: “გაჩერდით”. წრეში მდგომმა ბავშვმა ხელის შეხებით უნდა გამოიცნოს ყველა ბავშვი (ბავშვები ჩუმად არიან). ამოცნობილი ბავშვი გადის წრიდან. გამარჯვებულია ის ბავშვი, რომელიც ყველაზე ბოლოს ამოიცნეს.
აქტივობა 7. პოსტერი “ყველაფერი ჩემს შესახებ”
მიზანი:ჯგუფის წევრების გაცნობა, მონაწილეებისთვის ემოციური განწყობის გამოხატვის შესაძლებლობის მინიჭება,ურთიერთპატივისცემის გაღვივება
მასალა: ქაღალდი, ფერადი ფანქრები
მიმდინარეობა: თითოეულ ბავშვს აქვს ქაღალდის მოზრდილი ფურცელი, რომელზეც უნდა დახატოს თავისი თავი, დაწეროს (თუ წერა უკვე იციას) ან დახატოს საყვარელი ხილი, საჭმელი, საყვარელი შინაური ცხოველი, რა მოსწონს ან არ მოსწონს სკოლაში და სხვ. შემდეგ ამ პოსტერის მეშვეობით თავს გააცნობენ კლასს.
აქტივობა 8.“STOP”
მიზანი: თანამშრომლობის, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება
მასალა: ქაღალდის დიდი ფურცელი, ფლომასტერები
მიმდინარეობა: მასწავლებელი მწებავი ლენტით დაფაზეამაგრებს ფურცელს, იძახებს რომელიმე მოსწავლეს, რომელიც 40-60 წამის განმავლობაში ხატავს რაიმეს ქაღალდზე.დროის ამოწურვისას მასწავლებელი ამბობს:”STOP!”. შემდეგ გამოდის სხვა მონაწილე და ახლა ის აგრძელებს ხატვას ასევე 60 წამის განმავლობაში. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ეს რომელიმე მოსწავლის კი არა, მთელი კლასის ნამუშევარია. დეტალების დასრულების შემდეგ ფურცელიკლასში გამოიკვრება.
აქტივობა 9. “დეტექტივი”
მიზანი: ყურადღების კონცენტრაციის განვითარება, ჯგუფის შეკვრა
მიმდინარეობა: მასწავლებელი ჯგუფიდან ირჩევს ერთ მოსწავლეს (უმჯობესია ძლიერი მოსწავლის არჩევა).ჯგუფის დანარჩენი წევრები კრავენწრეს. წრეში ირჩევენ ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელსაც ევალება განსაზღვრულმოძრაობათა შესრულება.ჯგუფმა ზუსტად უნდა გაიმეოროს მისი მოძრაობები. ამ დროს”დეტექტივი”ჯგუფისკენ ზურგშექცევით დგას. მერე შემობრუნდება დაეცდება ამოიცნოს,ვის მოძრაობას ასრულებს მთელი ჯგუფი. ამის შემდეგ ინიშნება ახალი “დეტექტივი”და ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი.
აქტივობა10. “მიჩვენე ხელები”
მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება
მასალა:ფლომასტერიან კალამი
მიმდინარეობა: მონაწილეები მჭიდრო წრეს კრავენ. ერთ-ერთი მონაწილე წრის შუაში დგებადა ცოტა ხნით თვალებს ხუჭავს.მასწავლებელი ჯგუფის წევრებს აწვდის ფანქარს, რომელიც ზურგს უკან უნდა გადასცენ ისე, რომ წრეში მდგომმა მოსწავლემ ვერ შენიშნოს.
წრეში მდგომი მოსწავლე თვალებსახელს. მასუფლებააქვს, ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს ხელების ჩვენება. მანაც ორივე ხელი უნდა უჩვენოს.თუ ფანქარი მას უჭირავს, ზურგს უკანუნდა გადააწოდოს გვერდით მდგომ მონაწილეს.ვინც ფანქრის გადაწოდებასვერ მოასწრებს,წრის შუაშიახლა ის დგება.
აქტივობა11. “ხელთათმანები”
მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება.
მასალა: ფურცლები ხელთათმანების გრაფიკული გამოსახულებით და ფერადი ფანქრები
მიმდინარეობა:მონაწილეები წყვილ-წყვილადსხედან მერხთან.მათ ურიგდებათ ფურცლები ხელთათმანების გამოსახულებითდა ფერადი ფანქრების ყუთი.
მოსწავლეებსეძლევათ ინსტრუქცია:თქვენი ხელთათმანები უნდა ორნამენტებითუნდა მორთოთ, გააფერადოთ. ოღონდ ეცადეთ, წყვილებს ერთნაირი ხელთათმანები გქონდეთ,ვინაიდან ამ თამაშში ის წყვილი გაიმარჯვებს, ვისი ხელთათმანებიც ყველაზე მსგავსი იქნება.
თამაშის დასრულების შემდეგ წყვილების ნამუშევრები კედელზე გამოიკვრება და მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა იმსჯელონ, ვისი ნამუშევარია ყველაზე მსგავსი.
აქტივობა 12. “თვალდახუჭული ხატვა”
მიზანი: თანამშრომლობის უნარის, წარმოსახვის განვითარება
მასალა: A3ფორმატის ფურცლები
მიმდინარეობა: დავალება სრულდება წყვილებში.ორ მონაწილეს ეძლევა თითო ფურცელი. მასწავლებელი მათ სთხოვს, შეთანხმდნენ და ფურცლის შუაში წერტილიდასვან.ამის შემდეგსთხოვს,მოამზადონ ფლომასტერები მოცემულ წერტილზე,დახუჭონ თვალები და სანამ მასწავლებელიათამდე დაითვლის, თვალდახუჭულებმახატონ.ნიშანზე მოსწავლეები ახელენ თვალებს. მათ ფურცელზე გამოსახული ფიგურა რაიმეს უნდა მიამსგავსონ და დაასრულონ კომპოზიცია. ამასთან, მას სახელიც უნდა შეარქვან.
კავშირი სტანდარტთან – შედეგი:ქართ. I.4; ს.გ.I.7.
აქტივობა13. “მარტო და ერთად”
მიზანი: თანამშრომლობის, შემოქმედების უნარის განვითარება
მასალა:A3ფორმატის ქაღალდის ფურცელი, რომელიც 3 ნაწილად არის დაყოფილი
მიმდინარეობა: ფურცლები ურიგდებათ მოსწავლეებს. ორ მოსწავლეს შუაში უდევს ერთი ფურცელი.ფურცლის მარცხენა და მარჯვენა ნაწილზე მოთამაშეებიხატავენ მათთვის სასურველ კომპოზიციას, ხოლო შუაში რას დახატავენ, უნდა შეთანხმდნენ.მეწყვილის თანხმობის გარეშე ვერავინ დაიწყებს ხატვას.წყვილებმა უნდა მოიფიქრონ სახელი და მუშაობის დასრულების შემდეგ წარმოადგინონ ნამუშევარი. მასწავლებელი მათ ეკითხება,რა უფრო მოეწონათ – მუშაობა მათთვის განკუთვნილ ადგილზე თუ საერთო ტერიტორიაზე, იოლად შეთანხმდნენ,რას დახატავდნენ თუ არა.
აქტივობა 14“ფუტკრობანა”
მიზანი: ყურადღების, მეხსიერების, თანამშრომლობის უნარის განვითარება.
მასალა: რაიმე პატარა ნივთი (პირობითად, თაფლი)
მიმდინარეობა: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფუტკრები ხართ. ერთ-ერთი თქვენგანი ფუტკრების”ხელმწიფე”იქნება.მე მას თაფლს დავუმალავ, თქვენ კი, რადგან მისი გუნდი ხართ, პოვნაშიუნდა დაეხმაროთ. მაგრამ თქვენ პირდაპირ ვერ ეტყვით, სად არის თაფლი, ვერც ხელით მიანიშნებთ.მხოლოდ “ბზუილი” (ბგერების”ბზზზ”გამოცემა) შეგიძლიათ – თქვენ ხომ ფუტკრები ხართ. როცა ხელმწიფე მიუახლოვდება თაფლისსამალავს, ხმას აუწევთ, როცა დასცილდება – დაუწევთ ან საერთოდ გაჩუმდებით.
მიმდინარეობა: მასწავლებელი ირჩევს “ხელმწიფეს”, რომელიც კლასისგანზურგშექცევით დგას. მასწავლებელი და ერთ-ერთი მოსწავლე თაფლსმალავენ.ამის შემდეგ “ხელმწიფე” თაფლის ძებნას იწყებს. კლასი ეხმარება.თამაშის დასრულების შემდეგ ხდება შემდეგი საკითხების განხილვა:
.სასიამოვნო იყო “ხელმწიფის”როლში ყოფნა?
.სასიამოვნოა ფუტკრების გუნდის წევრის როლში ყოფნა? რატომ?
.ეხმარებოდა თუ არა გუნდი “ხელმწიფეს”თაფლის ძებნაში?
წყარო :  http://mastsavlebeli.ge