Monday, April 23, 2018

თამაშით სწავლება – უპირატესობები, გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა


რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნა? და თუ გაკვეთილები თამაშზეა აგებული რამდენად უწყობს ხელს ეს სწავლის პროცესს?
უნარების მასწავლებელმა ტიმ ტეილორმა აღნიშნული საკითხი სიღრმისეულად გამოიკვლია და გამოაქვეყნა სტატია – თამაშით სწავლებისა და წარმოსახვით გაგების შესახებ.
ის ანალიზს უკეთებს სამ საერთო არგუმენტს, რომელიც სწავლებისას თამაშის ფორმას ეწინააღმდეგება.
პირველი, რისაც მას მართლაც გულწრფელად სჯერა არის ის, რომ თამაში არის ფუქსავატობა, დროის გაყვანა და უფრო მეტიც, არავითარი როლი არ აქვს მას საკლასო ოთახში. ამავდროულად ტიმი ვარაუდობს, რომ ასე მოაზროვნე ადამიანები გართობასა და სახალისო პროცესს ერთმანეთისგან ვერ მიჯნავენ.
ტიმი წერს: “სწავლა არ უნდა იყოს მოსაწყენი, მაგრამ ის არ უნდა გადაიქცეს თავშესაქცევ საქმიანობად, მას უნდა ჰქონდეს რაღაც დანიშნულება, აზრი მისთვის, ვინც სწავლობს. რა თქმა უნდა ცუდია, როცა გაკვეთილი არის რთულად გადმოსაცემი, ცარიელი ან იმდენად შემაშფოთებელი, რომ მოსწავლეებს ავიწყდებათ რას სწავლობენ. როცა გაკვეთილი მეტისმეტად მოსაწყენია, მოსწავლეები კარგავენ სწავლისადმი სურვილს და ნებისყოფას. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, გაკვეთილი უნდა იყოს დაგეგმილი ისე, რომ მოსწავლემდე იყოს მიტანილი როგორც სასიამოვნო, საინტერესო და მიმზიდველი. ამასთან, მოსწავლეებს ხელი უნდა შევუწყოთ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ გაკვეთილი მოსასმენადაც სასიამოვნო იყოს.”
ერთ-ერთ სტატიაში ტიმი გვაძლევს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება დავგეგმოთ გაკვეთილი მოსწავლეებისთვის თამაშის გამოყენებით. სადაც პედაგოგი დრამაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს იყენებს, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლებას – თუ როგორ უნდა მოვიქცეთ უბედური შემთხვევის დროს. ტიმი აღნიშნავს, რომ ეს არ გულისხმობს როლების თამაშს.
ტიმი წერს: “რამდენიმე წუთის მანძილზე სასწარაფო დახმარების ბრიგადის როლის თამაშისას მოსწავლეები ფიქრობენ, რა აღჭურვილობა დასჭირდებათ მათ, იმისთვის, რომ დიდ ორმოში ჩავარდნილი ადამიანები გადაარჩინონ. 
მახსოვს, იმ ტიპის კლასში ვატარებდი გაკვეთილს, რომელიც რთულად სამართავ კლასად ითვლებოდა, ყველა მოსწავლე ერთნაირად კონცენტრირებული ფიქრობდა გასაჭირში მყოფთა გადარჩენაზე”.
ტიმი საკუთარ მაგალითზე სხვა მასწავლებლების ყურადღების მიქცევასაც ცდილობს.
“კოლეგებთან ერთად ვიკვლევთ ბევრ მეთოდსა და აზრს, რომელიც დაგვეხმარება უკეთ ვასწავლოთ მოსწავლეებს. ვსაუბრობთ გამოწვევებზე და უპირატესობებზე რომელი მიდგომა აჯობებს, ვიკვლევთ თითოეულის აზრს, ვმართავთ დისკუსიას თემაზე – როგორ უნდა გააუმჯობესოს მასწავლებელმა სწავლების ტექნიკა, სწავლების რესურსი და ვითვალისწინებთ სწავლების საუკეთესო მაგალითებს”.
წყარო: theguardian.com

No comments:

Post a Comment