ჰელოუინი — დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.
დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი მიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიისსხვადასხვა ნაწილებში. უკვე ათასი წელია, რაც სხვადასხვა ხალხი აქტიურად აღნიშნავს დღესასწაულებსა და ფესტივალებს
."ჰელოუინი" – ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია მსოფლიოში. მისი ისტორია ათასწლეულებს ითვლის. საწყისს კი კელტური ფესტივალი "სამჰეინიდან" და ქრისტიანული "ყველა წმინდანის დღიდან" იღებს.
ამ უძველესი დღესასწაულიდან დღეისათვის მხოლოდ სახალისო გასართობი ტრადიციები შემორჩა. ყოველი 1-ლი ნოემბრის ღამეს კარნავალი ეწყობა, სადაც ადამიანები სხვადასხვა უწმინდური არსების კოსტიუმებს იცვამენ. ამ გართობის მიღმა "ჰელოუინის" უძველესი არსი იმალება. მთელ ევროპაში ეს ღამე აღინიშნებოდა როგორც ზამთარში გადასასვლელ პერიოდად. ითვლებოდა, რომ ამ დროს გარდაცვლილთა სულები ბრუნდებოდნენ საიქიოდან, რათა მოენახულებინათ თავიანთი სახლები და ცეცხლთან გამთბარიყვნენ.ისინი დადიოდნენ და ოჯახის დანარჩენ წევრებს სთხოვდნენ საჭმელსა და სასმელს. სულებს სხვადასხვა სახის მიღება შეეძლოთ. ავ და ბოროტ სულებს ცხოველებში ჩასახლება შეეძლოთ. მათთან ერთად ჩნდებოდნენ სხვა ბნელი ძალებიც: დემონები, სახლის სულები, კუდიანები, ვამპირები და სხვა. ყველა უწმინდური ძალა დედამიწაზე ეშვებოდა.
იმისთვის, რომ მკვდარი აჩრდილების მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ, ადამიანები აქრობდნენ ცეცხლს თავიანთ სახლებში და რაც შეიძლებოდა, შემაშინებლად იცვამდნენ, იხურავდნენ ცხოველების თავების ნიღბებს და მათ ტყავებში ეხვეოდნენ იმ მიზნით, რომ დააფრთხობდნენ ავ სულებს.
"ჰელოუინის" ღამეს ჩვენსა და იმქვეყნიურ სამყაროს შორის ყველანაირი ბარიერი ირღვეოდა, იღებოდა ჭიშკარი ორ სამყაროს შორის. ასე რომ, "ჰელოუინი" ასევე იყო მცდელობა ამ ორი სამყაროს კავშირის გაგებისა. "ჰელოუინის" ღამე არის გადასასვლელი ერთი სამყაროდან მეორეში; კარიბჭე – ზამთარში, ცივ სამყაროში გადასასვლელად, სადაც ყველაფერი ცოცხალი კვდება, მაგრამ ამავდროულად, ემზადება აღორძინებისათვის. თავისუფლდება ყველაფერი ზედმეტისაგან, როგორც ხე ფოთლებისაგან.
"ჰელოუინის" პირველი დღესასწაულების დროს ეწყობოდა წარმოდგენები, მკითხაობები და ცეკვები. აღნიშნავდნენ მოსავლის აღებას, ყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს მკვდრებსა და მოჩვენებებზე. მე-19 საუკუნის ბოლოს "ჰელოუინი" სახალხო დღესასწაულად აქციეს. ბევრი ცრურწმენა ისტორიაში დაიკარგა. დღესასწაული იქცა ღონისძიებად თავისი აღლუმებით, კონკურსებითა და კონცერტებით. თუმცა აბობოქრებული ახალგაზრდების ვანდალური აქტების ჩაცხრობა მხოლოდ 50-იან წლებში მოხერხდა.
მას შემდეგ ყოველი 31 ოქტომბერს, ღამის 12 საათის შემდეგ, სახლებში დადიან კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები. ახლა "ჰელოუინი" არ არის უბრალოდ ღამე, როდესაც ბავშვები სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილები დადიან და აგროვებენ ტკბილეულს. "ჰელოუინი" ამერიკელების ყველაზე საყვარელი შემოდგომის სახალხო დღესასწაულია.
უძველესმა მითებმა გაგრძელება პოპ-კულტურაში, სიმბოლიზმსა და თანამედროვე ტრადიციებში ჰპოვა. "ჰელოუინის" ღამეს ადამიანები მეზობელ სახლებს სტუმრობენ, რათა მკვდრების საკვების ძიების პროცესი განასახიერონ. ისინი, ვინც კანფეტებს არიგებს, ანსახიერებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, აამონ ავ სულებს. დემონებისა და გობლინების ნიღბები ბოროტ სულებს განასახიერებს.
გოგრის თავი – "ჰელოუინის" აუცილებელი ატრიბუტია. გოგრა თავისუფლდება შიგთავსისაგან და გამოიჭრება სახე, ხოლო შიგნით იდება სანთელი. გოგრა ერთდროულად სიმბოლიზდება მოსავლის აღების დასრულებასთან და ბოროტი სულების დაფრთხობასთან.
No comments:
Post a Comment