სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოსწავლეების მუშაობას პროექტებზე.
წარმატებული პროექტები მიუთითებს შედეგებზე, რომელთა მიღწევაც ჩვენ შევძელით სწავლის პროცესში.პროექტის დაგეგმვის და განხორციელების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები;
- პროექტზე მუშაობის დაწყების პირველი ეტაპი არის მოსწავლეებში ინტერესის და მოტივაციის გაღვივება.
- მნიშვნელოვანია შესასწავლი მოვლენების არსის განსაზღვრა.
- ეფექტურია საინტერესო და კარგად ილუსტრირებული სტატიების გამოყენება, რომლებშიც საინტერესო, განსაკუთრებით ცხოვრებისეული მოვლენებია გადმოცემული.
- კარგად მუშაობს გამოწვევის ეტაპზე სამეცნიერო - პოპულარული ფილმების ჩვენება, ან სპეციალურად მომზადებული სლაიდების წარდგენა. რესურსის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ძალზე მიმზიდველი გამოცემა "შემეცნების სამყარო"
1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების რომელი პუნქტი მიიღწევა პროექტის შესრულების შედეგად.
2. საგნის სწავლების კონცეფციიდან რა უნარებს და დამოკიდებულებებს განუვითარებს მოსწავლეს პროექტის განხორციელება.
3. საგნის სტანდარტიდან რომელ შედეგებზე გავლენ მოსწავლეები პროექტის განხორციელებისას.
4. საგნის სტანდარტიდან, რომელი ინდიკატორები უჩვენებს პროექტის წარმატებულ შესრულებას.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა საკუთარი საქმიანობის დაგეგმვის ჩვევები შეიძინონ, ისწავლონ გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების განსაზღვრა.
კარგი იქნება თუ წინასწარ მივცემთ სავარაუდო ინფორმაციას, წყაროების ჩამონათვალს, ეს უფრო მიზანმიმართულს გახდის მოსწავლეების მიერ სხვა დამატებითი წყაროების ძებნას.
პროექტზე მუშაობისას აუცილებელია ბავშვებს განუვითაროთ თვითშეფასების უნარები. ვაჩვენოთ მაგალითები, თუ როგორ და რა პრინციპით დგება შეფასების რუბრიკები და სქემები.
მკაფიოდ შედგენილი შეფასების რუბრიკა თავად არის გზამკვლევი მოსწავლეებისათვის საქმიანობის წარმატებულად წარმართვაში.
მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ კვლევის პროცესში შექმნან მიზეზ-შედეგობრივი სქემები, რომლებიც დაეხმარებათ მათ პროცესებისა და მოვლენების არსში უკეთ გარკვევაში .
კვლევების და პროექტის მიზნის განსაზღვრისათვის დაგვეხმარება მკაფიო კრიტერიუმები, ასევე ცოდნის კატეგორიები და ათვისების ფაზების ცოდნა.
გამოყენებული ლიტერატურა - "განათლების პროფესიული სინდიკატი" - პერიოდული მეთოდური პუბლიკაციები. N 2, ივნისი, 2009
ძალიან საინტერესო და საგანმანაკლებლო გვერდია 💙
ReplyDelete