Tuesday, April 9, 2024

„თევზი ხეზე“ – წიგნი, რომელიც ყველას დაგვაფიქრებს

 თუ ამ წიგნს წაიკითხავ, შეეცდები სხვანაირად შეხედო ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ შესაძლებლობებსა და მათ პრობლემებს…

 

ავტორი წიგნს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უძღვნის, იმ ადამიანებს, რომლებმაც ყოველდღიურად უნდა ასწავლონ და ისწავლონ ერთმანეთისგან:

 

მასწავლებლებსრომლებიც მოსწავლეშიუპირველეს ყოვლისაბავშვს ხედავენრომლებიც გვახსენებენრომ თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებულირომლებიც ხელს გვიწყობენვიყოთ გამორჩეული და არ ვეცადოთერთმანეთს დავემსგავსოთ

 

ბავშვებს

 

რომლებიც პოულობენ შინაგან ძალას

ნებისმიერ ძალას გაუმკლავდნენ.

 

თქვენ გმირები ხართ.

ეს წიგნი თქვენთვისაა.

 

წიგნი სკოლის მოსწავლე გოგონაზე, ელი ნიკერსონზეა. მნიშვნელოვანი ამბები სკოლის კედლებში ვითარდება. ისევე, როგორც სხვა სკოლებში, ელის სკოლაშიც არის ბულინგი, დამცირება, უთანასწორობა, გულის ტკენა, მასწავლებლის შეცდომები და ფიქრი საკუთარ შესაძლებლობეზე, რომლებიც ბავშვებისთვის ხშირად თავსატეხად იქცევა. მათთვის ხომ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ვინ არიან და რა შეუძლიათ. ელის შესაძლებლობები გამოსაკვლევია, მას დახმარება სჭირდება და არა სკოლის დირექტორის კაბინეტში ჯდომა და მასწავლებლებისგან დამუნათება, იმის გამო, რომ წერა და კითხვა არ გამოსდის. მაგრამ, ჯერ ელი უნდა დაინახონ, დაფიქრდნენ მასზე, რომ მისი პრობლემის მიზეზი იპოვონ. ელის მართალია, წერა და კითხვა უჭირს, სამაგიეროდ, საოცრად ხატავს და მათემატიკა უყვარს. მაგრამ, მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ის საკმარისად არ ინდომებს. ელის კი თვითონაც ვერ გაუგია, რატომ ხედავს საგნებს განსხვავებულად, რატომ დაფრინავენ ასოები პეპლებივით, როცა სხვები თავისუფლად კითხულობენ. კითხვა ელისთვის რთულია, სამაგიეროდ ის ცოცხალ სცენებს ხედავს, რომლებსაც ცხადად შეიგრძნობს და შემდეგ ეს სცენები, „დაუჯერებელი ამბების” რვეულში ცოცხლდება.

 

როგორ არ ვეცადევილოცებევრი ვიწვალეიმედი მქონდამაგრამ კითხვა ჩემთვის ისევე რთულიაასოებისგან გაკეთებული წვნიანი რომ დამისხან თეფშზე და სიტყვების წაკითხვა მთხოვონვერაფრით ვხვდებიამას სხვები როგორ ახერხებენ– ამბობს ელი.

 

ასოები შავი ხოჭოებივით მიემართებიან კედლებზე… ელის კლასელები არანორმალურს ეძახიან, დასცინიან, მაგრამ მალე მათ სასკოლო ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილება ხდება, უპირველესად კი ელისთვის… სკოლაში ახალი მასწავლებელი მოდის, მისტერ დენიელსი. მისტერ დენიელსს შეუძლია, იპოვოს პრობლემის გასაღები, აღმოაჩინოს ელის პრობლემა და სახელი დაარქვას იმას, რასაც აქამდე სხვები ვერ ხვდებოდნენ და მოახერხებს კიდეც.

 

ელის პრობლემას დისლექსია ჰქვია. დისლექსია – სწავლის უნარ-ჩვევების დარღვევაა, რომელიც გულისხმობს როგორც კითხვის დარღვევას, ასევე მოიცავს წერის სიძნელეეებსაც.

 

ცოტა ხნის წინ სწორედ დისლექსიაზე ჩავწერე ინტერვიუ ნეიროფსიქოლოგ მაია მაჭავარიანთან, სადაც ჩემს შეკითხვაზე, თუ როგორი ტიპის სწავლება მოიაზრება დისლექსიის მქონე ადამიანებისთვის, ის ამბობს: „ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ დახმარება და მხარდაჭერა როგორც სასწავლო გარემოში, ისე ოჯახში. ამის მაგალითი შეიძლება იყოს წერით გამოცდაზე დამატებითი დროის გათვალისწინება, სასწავლო პროცესში აუდიო- და ვიდეო მასალის, ლიტერატურისა და სხვა დიდტანიანი ტექსტების ნაცვლად აუდიო წიგნების გამოყენება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დისლექსიის მქონე ბავშვისთვის კითხვისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება შეუძლებელია”.

 

„თევზი ხეზე” მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნია. ელის ამბავი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა პირობითი ტერმინია და დაგვარწმუნებს იმაშიც, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, მონდომება, გულისხმიერება და უფროსების ჩართულობა სასწავლო პროცესში, როცა პატარა ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე ვერ გარკვეულა. და რა უნდა თევზს ხეზე? ეს სიტყვები ცნობილ მეცნიერს ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის, ის ამბობდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია”. დისლექსია ალბერტ აინშტაინსაც ჰქონდა, კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია.

 თუ ამ წიგნს წაიკითხავ, შეეცდები სხვანაირად შეხედო ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ შესაძლებლობებსა და მათ პრობლემებს…

 

ავტორი წიგნს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უძღვნის, იმ ადამიანებს, რომლებმაც ყოველდღიურად უნდა ასწავლონ და ისწავლონ ერთმანეთისგან:

 

მასწავლებლებსრომლებიც მოსწავლეშიუპირველეს ყოვლისაბავშვს ხედავენრომლებიც გვახსენებენრომ თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებულირომლებიც ხელს გვიწყობენვიყოთ გამორჩეული და არ ვეცადოთერთმანეთს დავემსგავსოთ

 

ბავშვებს

 

რომლებიც პოულობენ შინაგან ძალას

ნებისმიერ ძალას გაუმკლავდნენ.

 

თქვენ გმირები ხართ.

ეს წიგნი თქვენთვისაა.

 

წიგნი სკოლის მოსწავლე გოგონაზე, ელი ნიკერსონზეა. მნიშვნელოვანი ამბები სკოლის კედლებში ვითარდება. ისევე, როგორც სხვა სკოლებში, ელის სკოლაშიც არის ბულინგი, დამცირება, უთანასწორობა, გულის ტკენა, მასწავლებლის შეცდომები და ფიქრი საკუთარ შესაძლებლობეზე, რომლებიც ბავშვებისთვის ხშირად თავსატეხად იქცევა. მათთვის ხომ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ვინ არიან და რა შეუძლიათ. ელის შესაძლებლობები გამოსაკვლევია, მას დახმარება სჭირდება და არა სკოლის დირექტორის კაბინეტში ჯდომა და მასწავლებლებისგან დამუნათება, იმის გამო, რომ წერა და კითხვა არ გამოსდის. მაგრამ, ჯერ ელი უნდა დაინახონ, დაფიქრდნენ მასზე, რომ მისი პრობლემის მიზეზი იპოვონ. ელის მართალია, წერა და კითხვა უჭირს, სამაგიეროდ, საოცრად ხატავს და მათემატიკა უყვარს. მაგრამ, მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ის საკმარისად არ ინდომებს. ელის კი თვითონაც ვერ გაუგია, რატომ ხედავს საგნებს განსხვავებულად, რატომ დაფრინავენ ასოები პეპლებივით, როცა სხვები თავისუფლად კითხულობენ. კითხვა ელისთვის რთულია, სამაგიეროდ ის ცოცხალ სცენებს ხედავს, რომლებსაც ცხადად შეიგრძნობს და შემდეგ ეს სცენები, „დაუჯერებელი ამბების” რვეულში ცოცხლდება.

 

როგორ არ ვეცადევილოცებევრი ვიწვალეიმედი მქონდამაგრამ კითხვა ჩემთვის ისევე რთულიაასოებისგან გაკეთებული წვნიანი რომ დამისხან თეფშზე და სიტყვების წაკითხვა მთხოვონვერაფრით ვხვდებიამას სხვები როგორ ახერხებენ– ამბობს ელი.

 

ასოები შავი ხოჭოებივით მიემართებიან კედლებზე… ელის კლასელები არანორმალურს ეძახიან, დასცინიან, მაგრამ მალე მათ სასკოლო ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილება ხდება, უპირველესად კი ელისთვის… სკოლაში ახალი მასწავლებელი მოდის, მისტერ დენიელსი. მისტერ დენიელსს შეუძლია, იპოვოს პრობლემის გასაღები, აღმოაჩინოს ელის პრობლემა და სახელი დაარქვას იმას, რასაც აქამდე სხვები ვერ ხვდებოდნენ და მოახერხებს კიდეც.

 

ელის პრობლემას დისლექსია ჰქვია. დისლექსია – სწავლის უნარ-ჩვევების დარღვევაა, რომელიც გულისხმობს როგორც კითხვის დარღვევას, ასევე მოიცავს წერის სიძნელეეებსაც.

 

ცოტა ხნის წინ სწორედ დისლექსიაზე ჩავწერე ინტერვიუ ნეიროფსიქოლოგ მაია მაჭავარიანთან, სადაც ჩემს შეკითხვაზე, თუ როგორი ტიპის სწავლება მოიაზრება დისლექსიის მქონე ადამიანებისთვის, ის ამბობს: „ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ დახმარება და მხარდაჭერა როგორც სასწავლო გარემოში, ისე ოჯახში. ამის მაგალითი შეიძლება იყოს წერით გამოცდაზე დამატებითი დროის გათვალისწინება, სასწავლო პროცესში აუდიო- და ვიდეო მასალის, ლიტერატურისა და სხვა დიდტანიანი ტექსტების ნაცვლად აუდიო წიგნების გამოყენება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დისლექსიის მქონე ბავშვისთვის კითხვისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება შეუძლებელია”.

 

„თევზი ხეზე” მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნია. ელის ამბავი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა პირობითი ტერმინია და დაგვარწმუნებს იმაშიც, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, მონდომება, გულისხმიერება და უფროსების ჩართულობა სასწავლო პროცესში, როცა პატარა ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე ვერ გარკვეულა. და რა უნდა თევზს ხეზე? ეს სიტყვები ცნობილ მეცნიერს ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის, ის ამბობდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია”. დისლექსია ალბერტ აინშტაინსაც ჰქონდა, კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია.

წყარო https://mastsavlebeli.ge/


Wednesday, March 6, 2024

ელექტრონული რესურსების შექმნა გაკვეთილისთვის

 ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომელსაც უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ამასთან ერთად,  მკაფიოდ არის აქცენტირებული ოთხი ძირითადი საკითხი:

  • რა მიზნით ვასწავლით საგანს?
  • რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით?
  • სწავლების რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებთ?
  • როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევებს?

სასურველი სასწავლო მიზნების მისაღწევად მასწავლებელს სწავლების სხვადასხვა მიდგომების, მეთოდების სტრატეგიების, გზებისა და საშუალებების გამოყენება უწევს. მათი შერჩევისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. შერჩეული სტრატეგიები და მიდგომები უნდა  განვიხილოთ მოსწავლის ინტერესებისა და მოტივაციური ფაქტორების ჭრილში. გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები და პრიორიტეტები. ამასთან,  ხელი უნდა შეუწყონ მოსწავლის სოციალური, აკადემიური თუ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების გამოყენება-განვითარებას.

მსოფლიო საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა  მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება. ინტერაქტიული მეთოდიკა კი ორიენტირებულია მოსწავლეზე, რომელიც სასწავლო პროცესის ცენტრალური ფიგურაა. მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდიკა ემსახურება ბავშვის შინაგანი ძალებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლინებას.

კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიულ, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს ისეთი მიდგომები, როგორიცაა კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლება. აღნიშნული სტრატეგიები უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ როლს სწავლების პროცესში და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.  ინტერაქტიული გაკვეთილები ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.

სწორედ ამიტომ, ეროვნულ სასაწავლო გეგმა იწყება დიმიტრი უზნაძის სიტყვებით: „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებებით მოსწავლის ძალების განვითარებას“.

განვიხილავ ჩემს ერთ-ერთ ინტერაქტიულ გაკვეთილს.

მიმართულება-რიცხვები და მოქმედებები

სამიზნე ცნება-მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა

თემა: n-ური ხარისხის ფესვი და რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხი

მიზანი:

რიცხვის ჩაწერა n-ური ხარისხის ფესვის  და  რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხის  გამოყენებით;

რიცხვები და მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებასა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

აქტივობა 1 . ელექტრონული რესურის შექმნა და გამოყენება სასწავლო პროცესში.

მიზანი- ციფრული და მედიაწიგნიერების განვითარება.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშინაო დავალება, მათ მიერ დამოუკიდებლად შექმნილი პლაკატები.   Canva.com არის ინსტრუმენტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პლაკატების შექმნა. მასში მუშაობა ძალიან მარტივია, როგორც კომპიუტერით, ასევე ტელეფონით. პირველ რიგში რეგისტრირდები, ირჩევ ენას, შემდეგ ირჩევ პლაკატის დიზაინს, რომლის უამრავი შაბლონია განთავსებული Canva-ში ჩანაწერების გასაკეთებლად, ქმნი პროდუქტს, იგი არის შესანიშნავი საშუალება მასალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და გასაერთიანებლად.

ეს    არის ინსტრუქცია, როგორ შევქმნათ სასურველი დიზაინის პლაკატი. მოსწავლეები თავიანთ ნამუშევრებს აგზავნიდნენ ონლაინ სივრცეში. რამდენიმე მათგანის პრეზენტაცია მოხდა გაკვეთილზე;

პლაკატი სასწავლო პროცესის  ღირებულ რესურსს წარმოადგენს, რომლის  გამოყენება ეფექტურია, რადგან მისი საშუალებით მასწავლებელს შეუძლია თემა ადვილად აღსაქმელი გზით „შემოიტანოს“ გაკვეთილზე. მისი საშუალებით შესაძლებელია მთავარი გზავნილების, შთამბეჭდავად და ვიზუალურად  მიმზიდველი გზით გადმოცემა. მოსწავლეები, რომლებსაც ვიზუალური მეხსიერება აქვთ, პოზიტიურად რეაგირებენ პლაკატებზე.  პლაკატი კომპაქტურად გადმოსცემს  მათემატიკური ცნების, მასალის დედააზრს. ზრდის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, მითუმეტეს, თუ ის მოსწავლეების  მიერ არის შექმნილი.

Canva-ში პლაკატის შექმნა შესაძლებელია გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე და არ მოითხოვს ფინანსურ ხარჯებს.

აქტივობა 2. მიზანი-წინარე ცოდნის გააქტიურება

ესგ-სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.

მეთოდი „გონებრივი იერიში“ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს და საერთო საქმეში მონაწილეობის გზით, საერთო პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტას უწყობს ხელს. მეთოდის  გამოყენება გაკვეთილის ამ ფაზაზე ყველაზე მიზანშეწონილად მიმაჩნია. ვინაიდან, წინარე ცოდნა, რომლის გააქტიურებას კითხვების დასმით ვიწყებ,  განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი. სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე საგაკვეთილო პროცესში  ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის კითხვების დასმა,  რომლებსაც ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვარჩევ.

ღია კითხვების გამოყენებით, ფოკუსირება მოვახდინე n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხის თვისებებზე.

საკვანძო შეკითხვა- უარყოფითი რიცხვის წილადმაჩვენებლიანი ხარისხის შემოღებისას  რა წინააღმდეგობები შეიძლება შეგვხვდეს? დამაინტრიგებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

აქტივობა 3  დიდაქტიკური თამაში „მითი თუ რეალობა“

მიზანი-ცოდნის რეალიზება.

ესგ-სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას.

ცოდნის მიღების,  განმტკიცებისა და სასწავლო უნარ-ჩვევების გასავითარებლად, ხშირად გამოიყენება სახალისო, შემეცნებითი სავარჯიშოები-დიდაქტიკური თამაშები.

n-ური ხარისხის ფესვის და წილადმაჩვენებლიანი ხარისხის  დამუშავების დროს, მუდმივად ვინიშნავდი მოსწავლეთა ტიპურ შეცდომებს.  გადავწყვიტე, გამომეყენებინა ისეთი სტრატეგია, როცა მოსწავლეები თავად აღმოაჩენდნენ ხარვეზებს საკუთარ ცოდნაში, გაანალიზებდნენ და შეაფასებდნენ მათ.

იმისათვის, რომ გამეხალისებინა პროცესი, გადავწყვიტე მეთოდების- საკლასო დისკუსიისა და დიდაქტიკური თამაშის გამოყენება, სათაურით „მითი თუ რეალობა?“

 

 თამაში:

აქტივობა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და  მოსწავლეები ძალიან გაახალისა.   თავად აღმოაჩინეს ხარვეზები საკუთარ ცოდნაში, რომლებიც  ერთმანეთს და მე გამიზიარეს.

განვიხილეთ ყველა პრობლემა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საკითხის დამუშავების პროცესში.  ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს, თუ ისინი დროულად არ გამოსწორდება.

„მეტაკოგნიცია“ ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ხდება მაშინ, როცა მოსწავლეები თავად ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ამ გზით მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და იაზრებენ პრობლემური საკითხების გადასაჭრელად გამოყენებული გზებსა და სტრატეგიებს.

 

აქტივობა 4 როლური თამაში „აზროვნების სამი სკამი“.

მიზანი: საკითხის გააზრების, დისკუსიის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და როლური ქცევების უნარ-ჩვევების განვითარება.

ესგ-სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას.

სიმულაცია და როლური თამაშები, მნიშვნელოვნად უწობს ხელს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებასა და  21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარებას, რაც  ესგ-ს  მთავარი მოთხოვნაა.

გადავწყვიტე როლური თამაშის „აზროვნების სამი სკამის“ გამოყენება. მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად: მეცნიერების, ანალიტიკოსებისა და ექპერტების ჯგუფებს ერთნაირი დავალება მივეცი. ჯგუფებმა ფუნქციების განაწილების შემდეგ, როლები მოირგეს, რომელთა შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდა. ყველა ჯგუფმა  ერთდროულად დაიწყო  მუშაობა დავალებაზე

დროის განსაზღვრული პერიოდის შემდეგ:

მეცნიერების ჯგუფის  წარმომადგენელმა ამოცანის ამოხსნის პროცესზე დაიწყო საუბარი. აღწერა, თუ რის გადაწყვეტას, რაზე პასუხის გაცემას, რის აღმოჩენას ითხოვდა დავალება. მათი როლი, პრობლემის განსაზღვრა, საჭირო ინფორმაციის მობილიზება, გადაჭრის გზების ძიება იყო.

ანალიტიკოსების ჯგუფის  წარმომადგენელმა, გაანალიზა  მეცნიერების ვერსია. ვინაიდან, ჯგუფის ფუნქცია იყო, ალტერნატიული გზების ძიება, გადაჭრის ოპტიმალური გზის შერჩევა.

ექსპერტების ჯგუფის  წარმომადგენელმა, შეაფასა ორივე ჯგუფის მუშაობის პროცესი, პრობლემის გადაჭრის დემონსტრირების შემდეგ, გააკეთა შესაბამისი დასკვნა და  ვრცლად ისაუბრა : n-ური ხარისხის ფესვის, რაციონლაურმაჩვენებლიანი ხარისხის, მოდულის თვისებების შესახებ.

მეთოდის გამოყენებით  პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება, გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა, მოსწავლეებითვის  ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.  სამივე ჯგუფი თავისი როლიდან განიხილავდა პრობლემას, რამაც რთული დავალების გააზრებას მნიშვნელოვნად  შეუწყო ხელი.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების აქტივობები, ზრდის მოსწავლის მოტივაციას, პასუხისმგებლობას, ავითარებს კრიტიკულ, შემოქმედებით აზროვნებას და ორიენტირებულია მოსწავლეებში ფუნქციური ცოდნის შეძენაზე..

როლური თამაში ძალიან  სახალისო და შემოქმედებითი მეთოდი აღმოჩნდა მიზნის მისაღწევად. მოსწავლეები ყველაზე თამამები და კრეატიულები სწორედ  მისი გამოყენების დროს იყვნენ.

ჩემი მოსწავლე მეცნიერი, ანალიტიკოსი ან ექსპერტია, მეთოდი მეც მაძლევს საშუალებას მისი  ძლიერი მხარეები დავინახო და ვიზრუნო მათ   განვითარებაზე.

 

აქტივობა 5  აღმოაჩინე n-ური ხარისხის ფესვი „ განსხვავებულ სიტუაციაში “

მიზანი-ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება,  საგანთაშორისი კავშირების დამყარება.

ესგ-სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.

მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის  გააზრების, დამახსოვრებისა და ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს.

ეს აქტივობა მიღებული ცოდნის ცხოვრებისეულ სიტუაციებში  და სხვა მეცნიერებებში  გამოყენებასთან არის დაკავშირებული. ინტერაქტიული სწავლება გულისხმობს, მოსწავლემ კარგად გაიაზროს, რომ ნებისმიერი თეორიული ცოდნა, აუცილებელია კომპლექსური ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად.

ესგ-სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიასდეკლარატიულსპროცედურულსა და პირობისეულს.

 

მოსწავლეებს მივმართე, გაეხსენებინათ ყოფა-ცხოვრებიდან ისეთი შემთხვევები, სადაც აუცილებელი იყო  n-ური ხარისხის ფესვის გამოყენება. ბევრი საინტერესო მაგალითის  შემდეგ, ჩემი ვარიანტებიც შევთავაზე.

ბიოლოგია-ჩაის, ყავისა და შოკოლადის შემადგენლობაში არის კოფეინი. 100· გამოსახულებით შეიძლება გამოვთვალოთ ადამიანის ორგანიზმში გამოყენებიდან n საათის შემდეგ დარჩენილი კოფეინის ოდენობა (%-ობით). ჩაისა და ყავის მიღებიდან  რამდენი საათის შემდეგ იქნება ორგანიზმში დარჩენილი კოფეინის 50%?

 

მოსწავლემ ჯერ დეკლარაციული ცოდნა შეიძინა n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლინი ხარისხის შესახებ, მისი გამოყენებით  გადაჭრა პრობლემა, დინამიკური ცოდნა რთული ამოცანის გზის ძიებასა და მიგნებაში დაეხმარა, ის უკვე მზად არის წარმატებით გადაიტანოს ეს ცოდნა ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში ან  გამოიყენოს ის ყოფა-ცხოვრებაში(ფუნქციური ცოდნა).

მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვადასხვაგვარ „განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება“(დ,უზნაძე)

 

აქტივობა 6. განმავითარებელი  შეფასება

მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი, მან უნდა აჩვენოს, როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება. გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას.

ინტერაქტიულ სწავლებაში,  განსხვავებულია შეფასების  ფუნქციაც. აქცენტი  კეთდება  მოსწავლის წარმატებებზე და არა  მარცხზე, აუცილებელია შექება, კლასისთვის სამაგალითოდ გადაქცევა, ლიდერის ფუნქციის მინიჭება და სხვა. ამიტომ, კონსტრუქციულ სასწავლო გარემოში მოსწავლეებს არ აფერხებთ წარუმატებლობების შიში და მასწავლებლის რჩევისა და მხარდაჭერის იმედი აქვთ.

გაკვეთილის ყველა ფაზაზე, უწყვეტად ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას, რომელიც   უნდა განვიხილოთ როგორც პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით (ე.წ. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებით) ინფორმაციის შეგროვებას მოსწავლის მიერ საკითხების გაგებისა და გააზრების შესახებ.

მთელი გაკვეთილი ავაგე მოსწავლეების კითხვებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. დაკვირვების შედეგებს ვინიშნავდი, რომ მომდევნო გაკვეთილებზე აქტივობები შესაბამისად განნეხორციელებინა.

ყოველი სამიზნე ცნების გააზრების შესამოწმებლად, სოლო ტაქსონომიის დონეების  შესაბამისად, ჩამოვაყალიბე შეფასების კრიტერიუმები,  რომლებიც  გამოვიყენე მიღწეული შედეგების გასაუმჯობესებელი მომდევნო აქტივობების დასაგეგმად.

 პრესტრუქტურული დონე. მოსწავლე ვერ იყენებს რიცხვების თვისებებს გამოთვლებში. არ შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე და სიდიდეების გამოსახვა. მას არ აქვს წარმოდგენა    n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლიან ხარისხის შესახებ. ყოფითი მოვლენის განხილვისას  ვერ გამოსახავს რიცხვებს ექვივალენტური ფორმით;

უნისტრუქტურული დონე. მოსწავლემ იცის  რიცხვების თვისებები. მაგრამ . არ შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე და სიდიდეების გამოსახვა. მას არ აქვს მკაფიო წარმოდგენა.  n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლიანი ხარისხის შესახებ. ყოფითი მოვლენის განხილვისას  უჭირს  რიცხვების გამოსახვა ექვივალენტური ფორმით;

 მულტისტრუქტურული დონე. მოსწავლე იყენებს რიცხვების თვისებებს გამოთვლებში. შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე და სიდიდეების გამოსახვა. მაგრამ, უჭირს   n-ური ხარისხის ფესვისა და რაციომალურმაჩვებენლიანი ხარისხის თვისებების გამოყენება, რიცხვების გამოსახვა ექვივალენტური ფორმით;

 მიმართებითი დონე. მოსწავლე კარგად იცნობს რიცხვების  თვისებებს, შეუძლია მოქმედებების შესრულება რიცხვებზე, სიდიდეების გამოსახვა, რიცხვების ჩაწერა ექვივალენტური ფორმით. იყენებს n-ური ხარისხის ფესვის და რაციონალურმაჩვენებლაინი ხარისხის თვისებებს. შეუძლია რიცხვების გამოსახვა ექვივალენტური ფორმით;

 გაფართოებული აბსტრაქტული დონე. შეუძლია სიდიდეების გამოსახვა, რიცხვების ჩაწერა ექვივალენტური სახით. რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვა საკვლევი, სამეცნიერო საკითხისა და ყოფითი მოვლენის განხილვისაას სიდიდეების წარმოდგენა შესაბამისი რიცხვითი მახასიათებლებით. იყენებს n-ური ხარისხის ფესვისა და რაციონალურმაჩვენებლაინი ხარისხის თვისებებს. შეუძლია ლოგიკური მსჯელობა, ფორმულის დასაბუთება.

სწავლა-სწავლების პროცესი მუდმივად ითვალისწინებს იმ ცვლილებებს, რომლებსაც დრო და სივრცე კარნახობს საზოგადოებას, ეს მოთხოვნები აისახება საგაკვეთილო პროცესზეც. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი გახდა მოსწავლის კრიტიკული და  შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კვლევის, სოციალური, დამოუკიდებლად ორიენტირებისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, რომელსაც ინტერაქტიულ-კონსტრუქტივისტული სწავლება წარმატებით უწობს ხელს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევი(საშუალო საფეხური), 2022 წ

https://mes.gov.ge/uploads/files/2022/gzamkvlevi.pdf

  1. მანანა ბოჭორიშვილი, ნათია ნამიჭეიშვილი, ნანა ნაბულიშვილი „ინტერაქტიური მეთოდები“, ,გამომცემლობა უსტარი, ასოციაცია“ზეკარი“,ქ.თბილისი,2014წელი

https://digitallibrary.tsu.ge/book/2020/apr/books/interatiuri-metodebi.pdf

  1. თამარ მურუსიძე, „ვიზუალური ინსტრუმენტები მათემატიკის გაკვეთილზე“

https://mastsavlebeli.ge/?p=37541

  1. მანანა ბოჭორიშვილი. „ტრანსფერული ცოდნის შეძენის პროცედურები და შესაბამისი მეთოდური ინსტრუმენტები“

https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/manana%20boWoriSvili.pdf

 წყარო https://mastsavlebeli.ge/

 

საგაკვეთილო აქტივობები მედიაწიგნიერების უნარების ფორმირებისთვის

 თანამედროვე პირობებში სასწავლო პროცესის განხორციელება გულისხმობს მედიაწიგნიერების ფუნქციების – სწავლების (მედიაწიგნიერების), ადაპტაციის, განმავითარებელი და მაორგანიზებელი ფუნქციების გამოყენებასაც, სადაც:

  • „სწავლება“ მოიცავს მედიატექსტების გაცნობას/მიწოდებას/ათვისებას (მათ შორის – თეორიული კუთხითაც), მათ აღქმასა და ანალიზს, უნარს, გამოიყენო ცოდნა სხვადასხვა სიტუაციაში, იაზროვნო, განსაჯო ლოგიკურად;
  • ადაპტაციის ფუნქცია ვლინდება (წარმოიქმნება) უშუალოდ მედიაკულტურასთან კომუნიკაციის ეტაპზე, კონცეპტუალურ დონეზე;
  • განმავითარებელი ფუნქცია მოიაზრებს პიროვნების მოტივაციურ, ნებელობით და სხვა პიროვნულ თვისებებზე, მედიაგარემოსთან შემოქმედებითი კონტაქტების დროს მიღებულ გამოცდილებაზე აქცენტირებას;
  • მაორგანიზებელი ფუნქცია კი გამოიხატება მედიატექსტების ანალიზისთვის საუკეთესო პირობების შექმნით.

საგაკვეთილო პროცესში მედიაწიგნიერების მიდგომების გამოყენება გულისხმობს მრავალფეროვან აქტივობებს:

  • დესკრიპტორული (აღწერითი, ანუ ძირითადი აზრობრივი შინაარსის გამომხატველი დავალებების შეთავაზება მოსწავლეებისთვის), როგორიცაა შინაარსის გადახედვა/გამეორება, მედიატექსტში გადმოცემული მოვლენების ჩამოთვლა/დასახელება;
  • კლასიფიკაციაზე ორიენტირებული სავარჯიშოები (ისტორიულ და სოციოკულტურულ კონტექსტში მედიატექსტის ადგილის განსაზღვრა);
  • ანალიტიკური ხასიათის დავალებები (როგორიცაა მედიატექსტის სტრუქტურის ანალიზი, მედიატექსტის ენის განსაზღვრა, ავტორისეული კონცეფციების განხილვა და ა.შ.);
  • პერსონალური (მედიატექსტით გამოწვეული გრძნობების, მოგონებების, განცდების აღწერა);
  • დამოკიდებულებებზეღირებულებებზე ორიენტირებული დავალებები;
  • მედიატექსტის შეფასებამისი ღირებულების განსაზღვრა (მაგალითად, ესთეტიკური და მორალური კრიტერიუმების შესაბამისად).

დავალებებირომლებსაც ამ დროს ვთავაზობთ მოსწავლესტიპოლოგიურად შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:

  • სასწავლო მასალის შინაარსის (ფაქტებისა და მოვლენების) მიხედვით;
  • დავალების შინაარსის მიხედვით (კონკრეტულად რას ითხოვს მედიატექსტი: მხატვრულ ანალიზს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას თუ სხვ.);
  • ლიტერატურული და იმიტაციური (თეატრალიზებული, გამომსახველობითი) აქტივობები (სათამაშო თუ სხვ. ტექნოლოგიებით და ტექნიკური საშუალებებით) მედიატექსტზე მუშაობისას კრეატიული იდეების ინიცირებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სცენარის და მინიგეგმის დაწერა მედიატექსტისთვის, მედიატექსტის შექმნის დროს მისი ამა თუ იმ ნაწილის ინსცენირება და ა.შ) და ა.შ;
  • ვიზუალური აქტივობები (აფიშების შექმნა, ფოტოკოლაჟი, ნახატები თემასთან ახლოს, ანიმაცია)

და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი, „ლიტერატურულ-იმიტაციური“ ხასიათის დავალებები მეთოდურად ყოველთვის წარიმართება სათამაშო ტექნოლოგიებით. დასაწყისში მოსწავლეებს ვთავაზობთ, წარმოიდგინონ თავი მედიატექსტის სცენარისტად და დაწერონ:

  1. ორიგინალური სცენარის გეგმა მედიაკულუტურის ნებისმიერი სფეროდან (ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებია: ბეჭდური მედია, აუდიოვიზუალური ფორმები – რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი); მაგალითად, ეკრანიზაცია, ტელესიუჟეტი რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების, რომელიმე ისტორიული პირის შესახებ, პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა, ისტორიული ქრონიკა და ა.შ., რომელიც დაახლოებით 3-5 წუთი გაგრძელდება;
  2. შემდეგ მინისცენარის მიხედვით შექმნან „რეჟისორული სცენარიც“, სადაც ორიგინალურ ტექსტთან ერთად, თუ ეს ფილმია, გამოჩნდება რაკურსი, კამერის მოძრაობა, მონტაჟის პრინციპები და სხვ.

ამ ტიპის სამუშაოსთვის სცენარის მომზადება მნიშვნელოვანი დეტალია. ამ დროს მოსწავლეებს შორის ნაწილდება „როლები“: „რეჟისორების“, „ტელეოპერატორების“, „ხმის ოპერატორების“, „დიზაინერების“, „მსახიობების“, „გრიმიორების“, „ჟურნალისტების“, „მულტიპლიკატორების“, „კომიქსების მხატვრების“, „ელექტრონული სპეცეფექტების სპეციალისტების“ (ტექნიკური მხარდაჭერა) – თანამედროვე ვიდეო- და კომპიუტერული ტექნიკის მცოდნეები მედიატექსტების შედგენისთვის და სხვ.

ჯგუფი ერთად მუშაობს სცენარზე და ერთად იქმნება საბოლოო პროდუქტი. მიღებული მედიაპროდუქტი შეიძლება სულაც არ იყოს თამაშის ანუ ანიმაციური ტექნოლოგიით შექმნილი და წარმოადგენდეს

ა) მხოლოდ დოკუმენტურ მედიატექსტს

ბ) ან ისეთ დოკუმენტურ მედიატექსტს, რომელიც დაეყრდნო მედიაკულტურისთვის დამახასიათებელ გამომსახველობით, მხატვრულ ხერხებს.

მასწავლებელი ორივე შემთხვევაში მხოლოდ მაკორექტირებელ როლს ასრულებს, მისი აუდიტორია კი, შეიძლება ითქვას, ფანტაზიორთა სივრცეა, სადაც საკუთარ მოსაზრებებს, შემოქმედებითობას თავისუფლებას აძლევენ. მიზანი სასწავლო ამოცანების გადაწყვეტაა და არ გულისხმობს დასრულებული ფორმის მედიაპროდუქტის შექმნას, რომელსაც პრეტენზია ექნება პროფესიულ დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ აქ:

  • მთავარია არა შედეგი, არამედ თავად პროცესი, აუდიოვიზუალური ენის, შემოქმედებითი უნარების გამომუშავება;
  • თუმცა, გარკვეულწილად, მზა მედიატექსტებიც საჭიროებს რეკლამირებას, „ბაზარზე“ „გაყიდვას“, „გავრცელებას“ და ა.შ. ამ მიზნებს ექვემდებარება პრაქტიკულ სამუშაოში კონკრეტული შემოქმედებითი ამოცანების ჩართვა, რომლებიც ავითარებს წარმოსახვას, ფანტაზიას, ასოციაციურ აზროვნებას და აუდიტორიის არავერბალური აღქმის უნარს;
  • რაც შეეხება საკუთარი მედიატექსტისთვის სარეკლამო პლაკატების მომზადებას (ვარიანტი: პლაკატები პროფესიული მედიატექსტებისთვის), ის შეიძლება შეიქმნას მედიაკულტურის თემაზე არსებული ნახატების/ფოტოების კოლაჟის საშუალებით ან ხელით დაიხატოს „კომიქსები“ კონკრეტული მედიატექსტების საფუძველზე, რომლებიც გარკვეული ასაკის აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი.

ნებისმიერი ეს აქტივობა დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეთა შორის, მაგრამ განსაკუთრებით ემოციურად ხვდებიან ვიდეორგოლებს. შესაბამისად, მასწავლებელი მეტ ყურადღებას აქცევს ვიდეოსთვის მოსწავლეების მიერ სცენარის დაწერას. ვიდეოს შექმნისთვის სცენარი აუცილებელია. ის ვიდეოწარმოების ფუნდამენტური ელემენტია, ერთგვარი სახელმძღვანელო-ინსტრუმენტი და ამოსავალი წერტილი ყველასთვის, ვინც ვიდეოს შექმნაში მონაწილეობს.

ნებისმიერი ვიდეოსცენარი ძირითადად ოთხი ნაწილისგან შედგება:

  1. შესავალი (რომელმაც „უნდა აიძულოს“ მსმენელი, ყურადღება მიმართოს ეკრანისკენ);
  2. ძირითადი საკითხები (მიზანია, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია მაყურებელს და გამოიწვიოს მათი ნდობა);
  3. დასკვნა (მიზანია, კიდევ ერთხელ გაააზრებინოს ინფორმაცია მაყურებელს);
  4. მოწოდება მოქმედებისკენ (რომელმაც მაყურებელს მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს. ღირებულებითი, დამოკიდებულებების თვალსაზრისით, ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელისთვის).

სასწავლო, საგანმანათლებლო ვიდეოსცენარის დასაწერად დასაწყისში შეიძლება შაბლონის გამოყენებაც. მთავარია, სქემა იყოს ძალიან მარტივი და მოსწავლეებისთვის ადვილად აღსაქმელი. მაგალითად, ვიდეო „სტიქიური მოვლენები – გზამკვლევი“:

  1. შესავალი ნაწილი: ვიდეოსცენარის დასაწყისში, შესავალში, გამოჩნდება ორგანიზაციის (ჯგუფის, გაერთიანების) ლოგო (ანუ ვინც ქმნის ვიდეოს), შემდეგ კამერა თანდათან გადადის გამოსახულებასა და წამყვანზე;
  2. ძირითადი საკითხები: წამყვანი ესალმება მაყურებლებს და აუწყებს: „დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სასწავლო ვიდეორგოლს „სტიქიური მოვლენები – როგორ დავიცვათ თავი სტიქიური უბედურებისგან?“ თქვენი გიდი ვიქნები მე, ექსპერტი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. დღეს მე გაგაცნობთ ამ თემის ძირითად ასპექტებს“. ეკრანზე გამოჩნდება ვიდეოს ცალკეული ნაწილების ტიტრები: „რა არის სტიქიური მოვლენა?“, „როგორ მოვიქცეთ სტიქიის დროს?“, „შედეგები და აღდგენა“.
  • ნაწილი პირველი – „რა არის სტიქიური მოვლენა?“

ეკრანზე ჩანს სტიქიური მოვლენის განმარტება: სტიქია არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ატარებს საგანგებო ხასიათს და რომელსაც მოჰყვება მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების დარღვევა, მატერიალურ ღირებულებათა დანგრევა და განადგურება, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს; ხასიათდება მნიშვნელოვანი მასშტაბებითა და სხვადასხვაგვარი ხანგრძლივობით, მაგალითად, მიწისძვრა შეიძლება რამდენიმე წამს გაგრძელდეს, ხოლო წყალდიდობა – თვეობით. სტიქიური უბედურებაა მიწისძვრა, ზვავი, ღვარცოფი, წყალდიდობა, ხანძარი და ა.შ. შესაბამისად, ამ დროს რასაც ვაკეთებთ, ეს არის დამაზიანებელი ზემოქმედების მინიმიზაცია და შეჩერება.

  • ნაწილი მეორე – „როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენის დროს, როგორ დავიცვათ თავი?“

წამყვანი: ა) ახლა გადავიდეთ მომზადებაზე. უნდა გვქონდეს მოქმედების გეგმა ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საკონტაქტო მონაცემები, შეხვედრის ადგილი, გადარჩენისთვის აუცილებელი ელემენტები; ბ) ეკრანზე ჩანს სქემები და ილუსტრაციები, რომლებიც წარმოაჩენს მომზადების ეტაპებს.

წამყვანი: ა) სტიქიური მოვლენის დროს უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ. მიწისძვრის დროს თავი შევაფაროთ მაგიდის ან მყარი საწოლის ქვეშ; წყალდიდობის დროს სასწრაფოდ მოვძებნოთ უფრო მაღალი ადგილები და ვაცნობოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს; ბ) ეკრანზე ჩანს ანიმაცია, რომელიც გვიჩვენებს სწორ მოქმედებას სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს.

წამყვანი: „გახსოვდეთ, რომ თქვენი და თქვენი ახლობლების უსაფრთხოება მთავარია. იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით და არ გარისკოთ“.

  • ნაწილი მესამე – „შედეგები და აღდგენა“

წამყვანი: ბოლოს, მოდი, ვისაუბროთ სტიქიური უბედურებების შედეგებსა და დაზიანებულის აღდგენაზე. ზიანის შეფასებისა და აღდგენისთვის საჭიროა იმ ადგილობრივ სამსახურებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირება, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პროცესში (ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი რჩევები).

წამყვანი: გახსოვდეთ, რომ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებული ცოდნა და უახლესი ინფორმაციის ფლობა დაგეხმარებათ, ეფექტურად იმოქმედოთ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

  • დასასრული: წამყვანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს იყო საგანმანათლებლო ვიდეო „სტიქიური უბედურებები – გზამკვლევი“: ვიმედოვნებთ, სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ და ამიერიდან უფრო თავდაჯერებულად იმოქმედებთ სტიქიური მოვლენების შემთხვევაში. „მოემზადეთ და იყავით უსაფრთხოდ!“
  • მუსიკალური დასასრული.

მოსწავლეთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხელოვნური ინტელექტის (მათ შორის – ნეიროქსელის) გამოყენებით შექმნილი ვიდეომასალები. ამით მასწავლებელს შეუძლია გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, მაგრამ ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად გამოიყენოს მედიაპროდუქტის (მაგალითად, ფილმის/ფრაგმენტის) დეკოდირების (დეკონსტრუქციის) სქემა და მედიაპროდუქტი ეფექტურ სასწავლო რესურსად გადააქციოს.

მაგალითი: საგანი – ისტორია; თემა – „ანტიკური საქართველო“ (ზოგადი შედეგები: ისტ. საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12)

მედიაწიგნიერების მიზანი მოცემულ მასალასთან მიმართებით: დესკრიპტორული

დავალების ტიპი: სასწავლო მასალის შინაარსზე ორიენტირებული

I – მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ სამ-ხუთწუთიან მარტივ მედიაპროდუქტს ანტიკური საქართველოს შესახებ.

https://drive.google.com/file/d/111oSlwo-aOIRnxuz6g0MbKXV0fTN3kUa/view?ts=65b94645

II – შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ფილმის დეკოდირების/დეკონსტრუქციის სქემას (სქემა 1) და სთხოვს, აღნიშნულ საკითხებზე იმუშაონ.

 სქემა 1.

III – დასასრულ, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მიღებულ შედეგებს.

IV – რეფლექსია / მოსწავლეთა თვითშეფასება

მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს თავად შეაქმნევინოს ორ-სამწუთიანი მედიაპროდუქტები, ამგვარად წაახალისოს მათი შემოქმედებითობა და კიდევ უფრო გააუმჯობესოს მათი მედიაუნარები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Media Literacy: Potter, W. James (2001)

https://archive.org/details/medialiteracy0000pott_t0v8/page/n7/mode/2up

  1. ნატალია ინგოროყვა, „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“. სახელმძღვანელო მომზადდა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
  2. მასწავლებლის წიგნი – „გამჭოლი კომპეტენციები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015

 



 წყარო https://mastsavlebeli.ge/