Wednesday, December 27, 2023

ახალი სასწავლო გეგმა – მეტი მედიაწიგნიერება განათლებაში

 ონლაინტექნოლოგიების განვითარებამ ტრადიციული სასწავლო გეგმის ბედი და მომავალი ვეებერთელა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. საქმე ისაა, რომ ონლაინტექნოლოგიების მეშვეობით სასწავლო გეგმაში გარკვეული ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, რათა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის აეწყოთ ფეხი. შესაბამისად, მსოფლიო განათლების სისტემაში გარდაუვალი გახდა სასწავლო გეგმების ცვლილება.

მაშ, რა ახალი ელემენტები შეიძინა სასწავლო გეგმამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? როგორ შეკვეცეს და რა დაამატეს მას?

პირველი საკითხი ახალი საგანი (International Baccalaureate (IB) Program) – საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებია. მაგალითად, თუ 2009 წლისა და 2015 წლის შედეგებს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოში საერთაშორისო განათლების მისაღებად მოსამზადებელი სპეციალური გაკვეთილები სკოლებში 46%-ით გაიზარდა. მაჩვენებელი ასეთია – მსგავსი გაკვეთილები სხვადასხვა ქვეყნის უკვე 3 968 საკლასო ოთახში ტარდება და 4 972 განსხვავებული შეთავაზება მოქმედებს.

რას გულისხმობს საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამების გაკვეთილები? საქმე ისაა, რომ სწორედ 3 968 სკოლაში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (10-11 კლასი) კვირაში ერთხელ ან ორჯერ უტარდებათ პრეზენტაციები იმ უნივერსიტეტების შესახებ, სადაც ისინი, სავარაუდოდ, სწავლას გააგრძელებენ. პრეზენტაციები კონკრეტული უნივერსიტეტების ისტორიასა და მათ განვითარებას, მიმდინარე ფაკულტეტების სასწავლო მიმართულებებსა და საგნებს შეეხება. მათ აწოდებენ ინფორმაციას ლექტორებისა და სასწავლო ლიტერატურის შესახებაც. ახლოს აცნობენ, თუ როგორ შეიძლება კონკრეტულ უნივერსიტეტში სასწავლო გრანტის მოპოვება; ასევე, რა კლასგარეშე აქტივობები აქვთ მათ და რისთვის არის რეკომენდებული განათლება და დიპლომი, რომელსაც მოსწავლეები მომავალში მიიღებენ. მსგავსი გაკვეთილები სკოლაში ძალიან ეხმარება მოსწავლეებს, ახლოს გაიცნონ მომავალი საბაკალავრო ცხოვრება და ზუსტად განსაზღვრონ, თუ სად სურთ სწავლის გაგრძელება.

მეორე ცვლილება, რაზეც მსოფლიოს არაერთი სკოლა ერთხმად შეთანხმდა მედიაწიგნიერებაა. მედიაწიგნიერება ის მთავარი საკითხი აღმოჩნდა, რომელიც თანამედროვე გლობალიზებულ სკოლას აუცილებლად სჭირდება.

ეს საგანი მასწავლებლების მთავარი იარაღი გახდა, რათა ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი მოსწავლეები აბსოლუტურად ზუსტად გაართმევენ თავს ინტერნეტში მასალების სწორად გარჩევას და შეძლებენ ონლაინსამყაროს ქაოსისთვის თავის გართმევას. მედიაწიგნიერება მოსწავლეებს შეასწავლის ყველაფერს, რაც ინტერნეტს ინფორმაციის მიღების საუკეთესო წყაროდ აქცევს. ამ საკითხს სხვადასხვა ასაკის სტუდენტებს სხვადასხვანაირად შეასწავლიან. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობენ, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტის გამოყენების დროს არასასურველი ინფორმაციისგან, როგორ მოიძიონ ინფორმაცია სწორად. ამ დროს უფროსკლასელები სწავლობენ, როგორ გააუმჯობესონ ვიკიპედიაზე გამოქვეყნებული სტატია.

წყარო https://mastsavlebeli.ge/



ახალი სასწავლო გეგმა – მეტი მედიაწიგნიერება განათლებაში

 ონლაინტექნოლოგიების განვითარებამ ტრადიციული სასწავლო გეგმის ბედი და მომავალი ვეებერთელა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. საქმე ისაა, რომ ონლაინტექნოლოგიების მეშვეობით სასწავლო გეგმაში გარკვეული ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, რათა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის აეწყოთ ფეხი. შესაბამისად, მსოფლიო განათლების სისტემაში გარდაუვალი გახდა სასწავლო გეგმების ცვლილება.

მაშ, რა ახალი ელემენტები შეიძინა სასწავლო გეგმამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? როგორ შეკვეცეს და რა დაამატეს მას?

პირველი საკითხი ახალი საგანი (International Baccalaureate (IB) Program) – საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებია. მაგალითად, თუ 2009 წლისა და 2015 წლის შედეგებს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოში საერთაშორისო განათლების მისაღებად მოსამზადებელი სპეციალური გაკვეთილები სკოლებში 46%-ით გაიზარდა. მაჩვენებელი ასეთია – მსგავსი გაკვეთილები სხვადასხვა ქვეყნის უკვე 3 968 საკლასო ოთახში ტარდება და 4 972 განსხვავებული შეთავაზება მოქმედებს.

რას გულისხმობს საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამების გაკვეთილები? საქმე ისაა, რომ სწორედ 3 968 სკოლაში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (10-11 კლასი) კვირაში ერთხელ ან ორჯერ უტარდებათ პრეზენტაციები იმ უნივერსიტეტების შესახებ, სადაც ისინი, სავარაუდოდ, სწავლას გააგრძელებენ. პრეზენტაციები კონკრეტული უნივერსიტეტების ისტორიასა და მათ განვითარებას, მიმდინარე ფაკულტეტების სასწავლო მიმართულებებსა და საგნებს შეეხება. მათ აწოდებენ ინფორმაციას ლექტორებისა და სასწავლო ლიტერატურის შესახებაც. ახლოს აცნობენ, თუ როგორ შეიძლება კონკრეტულ უნივერსიტეტში სასწავლო გრანტის მოპოვება; ასევე, რა კლასგარეშე აქტივობები აქვთ მათ და რისთვის არის რეკომენდებული განათლება და დიპლომი, რომელსაც მოსწავლეები მომავალში მიიღებენ. მსგავსი გაკვეთილები სკოლაში ძალიან ეხმარება მოსწავლეებს, ახლოს გაიცნონ მომავალი საბაკალავრო ცხოვრება და ზუსტად განსაზღვრონ, თუ სად სურთ სწავლის გაგრძელება.

მეორე ცვლილება, რაზეც მსოფლიოს არაერთი სკოლა ერთხმად შეთანხმდა მედიაწიგნიერებაა. მედიაწიგნიერება ის მთავარი საკითხი აღმოჩნდა, რომელიც თანამედროვე გლობალიზებულ სკოლას აუცილებლად სჭირდება.

ეს საგანი მასწავლებლების მთავარი იარაღი გახდა, რათა ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი მოსწავლეები აბსოლუტურად ზუსტად გაართმევენ თავს ინტერნეტში მასალების სწორად გარჩევას და შეძლებენ ონლაინსამყაროს ქაოსისთვის თავის გართმევას. მედიაწიგნიერება მოსწავლეებს შეასწავლის ყველაფერს, რაც ინტერნეტს ინფორმაციის მიღების საუკეთესო წყაროდ აქცევს. ამ საკითხს სხვადასხვა ასაკის სტუდენტებს სხვადასხვანაირად შეასწავლიან. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობენ, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტის გამოყენების დროს არასასურველი ინფორმაციისგან, როგორ მოიძიონ ინფორმაცია სწორად. ამ დროს უფროსკლასელები სწავლობენ, როგორ გააუმჯობესონ ვიკიპედიაზე გამოქვეყნებული სტატია.

წყარო https://mastsavlebeli.ge/



ციფრული გრამატიკა „ციფრული თაობისთვის“: როგორ გავხადოთ სწავლება სახალისო

 21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ერაა. უსწრაფესია განვითარების ტემპი თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით. ფსიქოლოგები, ექიმები და მასწავლებლები შეშფოთებას გამოთქვამენ სკოლის მოსწავლეების კომპიუტერთან განუსაზღვრელი ხნით მიჯაჭვულობის გამო, მაგრამ გლობალიზაციის პროცესის შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია, შევიმუშავოთ აქტივობები, რომლებიც ტექნოლოგიების გამოყენებით სასიკეთო გავლენას მოახდენს მოზარდთა შემეცნებითი აზროვნების განვითარებაზე.

ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ციფრული წიგნიერების განვითარებას, რომლის მიზანია საგანთა შორის კავშირების დამყარება, ქსელური ძიება, მოტივაციის ამაღლება, ტექსტების ელექტრონულად დამუშავება, შემოქმედებითი, ინოვაციური მიდგომები.
ხშირად მოსწავლეებს უჭირთ გრამატიკული ცნებების დამახსოვრება და პრაქტიკულად სწორად გამოყენება, რადგან მასალა დიდია. ტერმინები ერთმანეთში ერევათ, გარკვეული ხნის შემდეგ კი ავიწყდებათ.

გრამატიკის სწავლება სახალისო რომ გავხადოთ, უმჯობესია, გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიები, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონთ ბავშვებს და შევქმნათ საგანმანათლებლო თამაშები. ონლაინ სივრცეში უამრავი რესურსის მოპოვებაა შესაძლებელი.

გთავაზობთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის შექმნილ საგანმანათლებლო თამაშს „მეტყველების ნაწილები“.

● მიზანი: მოტივაციის ამაღლება, ქართული ენის ისტ-თან ინტეგრირებით მეტყველების ნაწილების შესახებ ცოდნის განმტკიცება, ციფრული ტექნოლოგიების დაუფლება

● სტანდარტთან შესაბამისობა:

ისტ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ქართ. IV. 4 მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

● თამაშის პრინციპი: შებრუნებული საკლასო ოთახი ბუკის გარეშე. მოსწავლეებს შეუძლიათ თამაში როგორც სკოლაში, ასევე შინაც.

● კომპიუტერული პროგრამა – https://www.brainrush.com

● თამაშის შექმნის ინსტრუქცია: ვებგვერდზე www.brainrush.com რეგისტრაციის შემდეგ ვიწყებთ ბარათების შექმნას ასეთი თანმიმდევრობით:

1. საძიებო ველში ვირჩევთ ფუნქციას Create.

2. მარჯვენა კუთხეში +create a new Brainrush.

3. Buckets Template – მწვანე უჯრა – Create Buckets Brainrush.

მან1

4. ჩნდება მოზრდილი ბარათი. უჯრაში Title ვწერთ სათაურს „მეტყველების ნაწილები“.

5. მომდევნო გვერდი – მწვანე უჯრა – Add Bucket.

6. თეთრი ბარათი – New Bucket.

7. უჯრაში Label ვწერთ მეტყველების ნაწილის სახელს, მაგ., „ზმნა“.

8. დიდი ბარათის ქვეშ Add item-ზე ხელის დაჭერის შემდეგ ახალ ბარათში „ზმნის“ ქვეშ ვწერთ ნიმუშს, მაგ., „თამაშობს“.

შენიშვნა: ამავე ბარათზე შეგვიძლია დავამატოთ ფოტო და აუდიოჩანაწერი, თუ ამის საჭიროება არის.
9. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ზოლში დავამატოთ იმდენი ბარათი და მეტყველების ნაწილი, რამდენიც გვსურს.

საწყის ეტაპზე ვირჩევთ არსებით სახელს და ზმნას, მერე კი შეიძლება მეტყველების სხვა ნაწილების დამატებაც.

თამაში შექმნილია. ვაძლევთ გამოქვეყნების ბრძანებას.

მან2

● თამაშის გამოყენების ინსტრუქცია:

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, თამაში „შებრუნებული საკლასო ოთახის“ პრინციპზეა აგებული. მას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ბუკის გარეშე, ნებისმიერი კომპიუტერის გამოყენებით, მოსწავლეს, რომელმაც ვერ მოახერხა სკოლაში მისვლა, შეუძლია, დავალება დისტანციურად შეასრულოს შინ, მასწავლებელმა კი იმავე დღეს ნახოს შედეგი მონაცემთა ბაზაში. ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან ადვილია: პროგრამა Excel-ის ფაილში შეგვაქვს მოსწავლეთა სია, თამაშის გვერდზე Choose file ფანჯარაში მივუთითებთ ფაილს და ვტვირთავთ – Upload file. მოსწავლის მომხმარებლის სახელს (User Name) და პაროლს (Password) პროგრამა ავტომატურად ქმნის. ფაილს ვიმახსოვრებთ კომპიუტერში და შემდეგ პრინტერის საშუალებით ვბეჭდავთ.
მან3

მან4

თავდაპირველად მოსწავლეები საკუთარი ანგარიშით გაივლიან რეგისტრაციას და ეცნობიან თამაშს, მაუსის დაწკაპუნებით ატრიალებენ ბარათებს მეორე გვერდზე, სადაც სწორი პასუხი წერია. ასე სწავლობენ ხალისით. მერე კი, როცა ღილაკ Play-ზე შეხებით თამაშის რეჟიმი ჩაირთვება, ავტომატურად იწყება დროის ათვლა და თამაში.
● მონიტორინგი და შეფასება: პროგრამის დახმარებით მასწავლებელს შეუძლია აწარმოოს მონიტორინგი. მას წვდომა აქვს როგორც ცალკეული მოსწავლეების, ისე მთელი კლასის სტატისტიკურ მონაცემებზე – რამდენ ხანში შეასრულეს დავალება და როგორი შედეგით. ამ შემთხვევაში კლასის 75%-მა წარმატებით გაართვა თავი დავალებას.

მან5

მან6

● შედეგი: მოსწავლეებს მოსწონთ ქართული ენის ისტ-თან ინტეგრირებული ინოვაციური გაკვეთილი და მოტივატორი -ელექტრონული თამაში.

მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვებმა ისწავლეს კომპიუტერის მიზანმიმართულად გამოყენება.
კლასის 75%-მა წარმატებით გაართვა თავი დავალებას.

მეოთხეკლასელმა ცოტნე ფირცხალავამ ერთ კვირაში დამოუკიდებლად შექმნა ახალი საგანმანათლებლო თამაში.

მან7
სცადეთ თქვენც! ეს თამაში ნებისმიერ საფეხურზე, ნებისმიერი საგნის სწავლებისას გამოგადგებათ. ბარათებზე ნებისმიერი შინაარსის მასალა განთავსდება.
წარმატებას გისურვებთ!

წყარო https://mastsavlebeli.ge/

რვა წესი, რომელიც პატარებს ციფრული ტექნიკის სწორად გამოყენებისთვის უნდა ვასწავლოთ

 თანამედროვე ტექნოლოგიები საზოგადოებაზე დღითიდღე უფრო დიდ, ძლიერ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას ახდენს. ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე და ძალა გეომეტრიულად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 90% 10 წელიწადში ინტერნეტზე დამოკიდებული იქნება. მათი მოსაზრების თანახმად, ონლაინ და რეალური სამყაროები ძალიან მალე შეერწყმება ერთმანეთს. საქმე ისაა, რომ პატარები ამ დინამიკური ცვლილების ეპიცენტრში იმყოფებიან.

ბავშვები ციფრული ტექნიკის გამოყენებას უფრო მცირე ასაკში იწყებენ და უფრო მეტ დროს ატარებენ მასთან. ყოველდღიურად ისინი შვიდ საათზე მეტს იმყოფებიან ციფრულ ეკრანებთან – ტელევიზორებსა და კომპიუტერებთან, მობილურებსა და პლანშეტებთან. ეს უფრო მეტია, ვიდრე მშობლებთან და თანატოლებთან გატარებული დრო. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, დიდ გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და მომავალ განვითარებაზე.

ციფრული სამყარო უკიდურესად მდიდარია შემეცნებითი და გასართობი ინფორმაციით. ამასთანავე, მისი გამოყენებისას, ბავშვები არაერთ რისკზე მიდიან. მაგალითად, ხდებიან ტექნიკაზე დამოკიდებულნი, მაღალია კიბერბულინგის რისკი, ძალადობის შემცველი კონტენტის ნახვა. არაერთი ქვეყანა ცდილობს ბავშვები მსგავსი ფაქტებისაგან დაიცვას და პრობლემასთან საბრძოლველად მშობლებს სპეციალური განათლება მისცეს.

უფროსებსა და პატარებს შორის დიდი ციფრული უფსკრულია. ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდები პატარებსა და უფროსებში მკვეთრად განსხვავებულია. შესაბამისად, ხშირად უფროსები ვერ აანალიზებენ რისკებსა და საფრთხეებს, რასაც ბავშვები ონლაინ ეჩეხებიან. შედეგად, უფროსებს არ შეუძლიათ, ბავშვებს სასარგებლო რჩევები მისცენ, თუ როგორ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები უსაფრთხოდ.

როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც მშობლებს, როგორც მასწავლებლებსა და ლიდერებს მოვამზადოთ ჩვენი პატარები ციფრული ეპოქისთვის? ეჭვგარეშეა, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია ციფრული ინტელექტით კარგად შეიარაღება. აუცილებელია მათთვის შემდეგი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება:

ციფრული ვინაობა: უნარი – შექმნას და მართოს ონლაინ პიროვნება. შეუქმნას რეპუტაცია, დაიცვას მისი უფლებები და მართოს მისი ხანმოკლე და ხანგრძლივი გავლენა საზოგადოებაზე.

ციფრული ტექნიკის გამოყენება: უნარი – რომ დაიცვას ბალანსი ტექნოლოგიებით, ინტერნეტ სამყაროში ცხოვრებასა და რეალურად, ჯანსაღი წესით ცხოვრებას შორის.

ციფრული უსაფრთხოება: ონლაინ რისკების მართვის უნარი – კიბერბულინგთან გამკლავება, ძალადობის ამსახველი კადრების თავიდან არიდება.

ციფრული დაცვა: უნარი იმისა, რომ წინასწარ შეიგრძნოს კიბერსაფრთხეები – ჰაკინგი, სპამი, ვირუსი. იცოდეს თავდაცვის საუკეთესო პროგრამების შესახებ.

ციფრული ემოციური ინტელექტი: ონლაინმეგობრებთან კეთილმეგობრული, მშვიდი და ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი.

ციფრული კომუნიკაცია: სწორი კომუნიკაციის დამყარებისა და სხვა ადამიანებთან ონლაინთანამშრომლობის უნარი.

ციფრული წიგნიერება: უნარი იმისა, რომ იპოვონ, შეაფასონ, გააანალიზონ და გაიზიარონ, შექმნან კონტენტი.

ციფრული უფლებები: უნარი იმისა, რომ გაიგონ, გააანალიზონ და დაიცვან ინტერნეტის სხვა მომხმარებლების პერსონალური უფლებები, ინტელექტუალური საკუთრება, სიტყვის თავისუფლება. მოერიდონ სიძულვილის ენის გამოყენებას.

ყველა ამ უნარ-ჩვევის ჩამოყალიბების შემდეგ, თქვენი პატარები აბსოლუტურად მზად იქნებიან  ინტერნეტის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენებისათვის.

წყარო https://mastsavlebeli.ge/



კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ნათქვამის ანალიზი და ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვა შეუძლია

 რაში გამოვიყენოთ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც იწერს ადამიანის თხუთმეტწუთიან საუბარს, რამდენიმე წამში აანალიზებს ჩანაწერს და აფასებს მოსაუბრეს?

ცოდნის, ქცევებისა და კოგნიტიური პროცესების გაზომვა მათემატიკოსებმა და ფიზიკოსებმა ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყეს, რაც საფუძვლად დაედო დისციპლინა „მათემატიკური ფსიქოლოგიის“ ჩამოყალიბებას. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მეცნიერები ფსიქოლოგიური თერაპიის შედეგების გაზომვასაც ცდილობენ.

ბელგიისა და ნიდერლანდების საზღვართან მდებარე გერმანიის ისტორიულ ქალაქ აახენში 2012 წელს ახალგაზრდა იურისტმა დირკ გრატცელმა შექმნა პირველი კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ადამიანის მეტყველებაში მისი პიროვნული მახასიათებლების ამოცნობა შეუძლია.

მანამდე პროგრამის ავტორი გერმანიის ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთისა და ჰოკეის ბუნდესლიგის მწვრთნელების მრჩეველი იყო. მას მწვრთნელებისთვის სპორტსმენების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიწოდება ევალებოდა. ამით ის ხელს უწყობდა მათ შორის წარმატებული კომუნიკაციის დამყარებას. მოგვიანებით გადაწყვიტა, სხვა სამსახურებსაც დახმარებოდა. მოთხოვნები ორი ტიპისა აღმოჩნდა. პირველი: ადმინისტრაციას სურდა, ახალი თანამშრომლები ამა თუ იმ თანამდებობისთვის მათი ფსიქოლოგიური მზაობის მიხედვით შეერჩია; მეორე: ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა ყოფილიყო მარტივი და სწრაფი. ამისთვის საჭირო იყო ისეთი საზომის არსებობა, რომელიც ტექნიკურად გამართული იქნებოდა და გააანალიზებდა ნათქვამს ან ნაწერს, შედეგად კი გამოჩნდებოდა აპლიკანტის ემოციები, პიროვნული და ფსიქიკური თვისებები.

საზომი პარამეტრები ერთი წლით ადრე – 2011 წელს გამოაქვეყნა ჯეიმს პენებაკერმა. სტატიაში „გამოყენებული ნაცვალსახელები ჩვენს პიროვნებას გამოხატავს“ ავტორი წერდა, რომ ფუნქციური სიტყვები: არტიკლები, პირის ნაცვალსახელები, კავშირები, დამხმარე ზმნები, –  შინაარსის მატარებელი არ არის, მაგრამ გულწრფელობას, სტაბილურობას და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებას წარმოაჩენს.

დეპრესიული ადამიანები ძალიან ხშირად იყენებენ პირველი პირის გამომხატველ ფორმებს, რადგან საკუთარ თავზე არიან კონცენტრირებულები. მაგალითად, თუ იკითხავთ: „როგორი ამინდია?“ – დეპრესიული ადამიანი გიპასუხებთ: „მგონი, ცხელა“, –გაწონასწორებული კი პირდაპირ იტყვის, რომ „ცხელა“.

ფუნქციური სიტყვების გამოყენების მიხედვით შეიძლება იმის დადგენაც, რა პოზიცია უკავია ადამიანს სამსახურში, დაქვემდებარებული პირია თუ მას ექვემდებარებიან სხვები. სოციალურ სტატუსთან ერთად ეს სიტყვები წარმოაჩენს მოსაუბრის ემოციურ მდგომარეობას, პიროვნულ თვისებებს და ასაკსაც კი.

პენებაკერმა ნათქვამის ანალიზის მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადა. ის აანალიზებდა თავის საუბარს გარდატეხის ასაკში მყოფ ვაჟთან, მცირეწლოვან ქალიშვილსა და მეუღლესთან. აღმოჩნდა, რომ ვაჟიშვილს ცივად და მიუკარებლად ესაუბრებოდა, ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა ამას. მიზეზს მალევე მიაგნო: ვაჟიშვილს თვითონვე ეჭირა თავი ცივად და გარიყულად. მაშინ მამამ შეცვალა თავისი საუბრის სტილი, რათა ურთიერთობა დაეთბო და შვილისთვის მეგობრობა და კარგი მამობა გაეწია. აღსანიშნავია, რომ პენებაკერს საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდა ნათქვამისა და ნაწერის ანალიზისთვის.

პროგრამისტებმა, ლინგვისტებმა, ფსიქოლოგებმა და ბიზნესის ადმინისტრატორებმა იურისტსა და წარმატებული კომუნიკაციის ტრენერ დირკ გრატცელთან ერთად მრავალი კვლევა ჩაატარეს. ისინი იწერდნენ ცდისპირების საუბარს 15 წუთის განმავლობაში, თანაც რამდენჯერმე, რათა შეემოწმებინათ, რამდენად სტაბილური იყო მოსაუბრის აზრები და საუბრის სტილი, შეისწავლეს ათასობით ადამიანის ნაუბარი განსაზღვრული კითხვების მიხედვით და გაითვალისწინეს ფსიქოლოგების უახლესი აღმოჩენები. შემდეგ შექმნეს მონაცემთა ბაზა და შეადგინეს პროგრამა „Psyware“, რომელიც რამდენიმე წამში ზომავს თხუთმეტწუთიანი საუბრის ას თხუთმეტ მახასიათებელს. ეს მახასიათებლებია მოსაუბრის მიერ გამოყენებული შინაარსის მატარებელი და ფუნქციური სიტყვები, ფრაზები, პირის ნაცვალსახელები, ზედსართავი სახელები, ზმნიზედები, წინადადების წყობა, ხმის ტემბრი, პაუზები სიტყვებსა და წინადადებებს შორის და მრავალი სხვა.

დირკ გრატცელის მიზანი კეთილშობილურია: კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით პოსტტრამვული სტრესის სინდრომის, დეპრესიის, გადაღლილობის, იმედგაცრუების აღმოჩენა და ადამიანებისთვის საკუთარ თავზე სამუშაოდ სწორი გზის ჩვენება, – თუმცა პროგრამის შექმნის თავდაპირველი მიზანი დამსაქმებლებისთვის კადრების სწორად შერჩევაში დახმარება იყო.

გამოყენებული წყაროები:

Your use of pronouns reviels your personality, James W. Pennebaker, Harvard Business Reviw, 2011

Sprachanalyse per software erlaubt Blick in die Seele, Peter Trechow, www.vdi-nachrichten.com

წყარო https://mastsavlebeli.ge/



როგორ გვეხმარება ტექნოლოგიები პრობლემების მოგვარებაში

 „იდეალური მასწავლებელი საკუთარ თავს ხიდად განიხილავს, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა გაიარონ. გადასვლის შემდეგ ეს ხიდი ინგრევა და პედაგოგი ყველას საკუთარის მშენებლობაში ეხმარება”.

                                                                                                                                                                        ნიკოს კაზანძაკისი
მართლაც, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომაც მასწავლებელმა არ უნდა დაზოგოს დრო და ენერგია და მოძებნოს ისეთი აქტივობები და მეთოდები, რომლებითაც მოსწავლეს „საკუთარი ხიდის მშენებლობაში” დაეხმარება.
დღეს მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა მოსწავლეთა ყურადღება შეინარჩუნონ, რადგან ისინი გაკვეთილზე დაბნეულები არიან და ერთ საკითხზე დიდხანს კონცენტრირება უჭირთ. ამავე დროს, ისინი მშვენივრად ახერხებენ კონცენტრირებას ფილმებსა და თამაშებზე; შეუძლიათ, საათები შეალიონ მათთვის საინტერესო მობილურის შესწავლას ან თამაშის გარჩევას. ისინი არ აღიარებენ სწავლების ძველებურ მეთოდებს.
განვიხილოთ ზოგიერთი პრობლემა, რომლებსაც შეიძლება წავაწყდეთ:
პრობლემა: მოსწავლეებს არ აინტერესებთ ტრადიციული გაკვეთილი.
პრობლემის მოგვარების გზა: მოსწავლეები მაშინ ითვისებენ მასალას კარგად, როდესაც თვითონვე აანალიზებენ და ამუშავებენ მას, ამაში კი შეიძლება ისტ-ი დაგვეხმაროს. ტრადიციული შემაჯამებელი სამუშაოს მაგივრად მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ, მოამზადონ პრეზენტაციები Microsoft PowerPoint-ში ან Windows Live Movie Maker-ში, დავავალოთ, შეკრიბონ და გადაამუშაონ თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია Microsoft OneNote-ის საშუალებით.
პრობლემა: მოსწავლეები ხალისით იწყებენ პროექტზე მუშაობას, მაგრამ მალევე უქრებათ ენთუზიაზმი.
პრობლემის მოგვარების გზა: ურჩიეთ, აწარმოონ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების აღწერა. შესთავაზეთ, რეგულარულად აღწერონ პროექტის მიმდინარეობა ბლოგზე ან ჩაატარონ კონფერენცია სხვა მოსწავლეებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად, მოამზადონ ვიდეოანგარიშები windows Live Movie Maker-ში ან საინფორმაციო ბუკლეტები.
პრობლემა: როგორ ვაიძულოთ მოსწავლეები, სხვადასხვა თემის შესწავლისას იფიქრონ უფრო კრიტიკულად?
პრობლემის მოგვარების გზა: შესთავაზეთ მოსწავლეებს, მოიფიქრონ და თავი მოუყარონ შესასწავლ საკითხთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სიტყვებსა და ფრაზებს, დაავალეთ ინფორმაციის მოპოვება საძიებო სისტემის, მაგ., იანდექსის ან ბინგის საშუალებით. უზრუნველყავით მათთვის ხელმისაწვდომი რესურსები, მიეცით მათი გაცნობისა და საკუთარი იდეების ჩამოყალიბების საშუალება. მათ შეუძლიათ, ჩაიწერონ ეს იდეები Word-ის საშუალებით, შემდეგ ეს ჩანაწერები გამოაქვეყნონ ლოკალურ ქსელში ან Windows SkyDrive-ში. დასასრულ, განიხილეთ არჩეული რესურსები ფორუმზე.
პრობლემა: ზოგჯერ ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილებიც მოსაწყენია მოსწავლეთათვის.
პრობლემის მოგვარების გზა: თქვენი დავალებები და კითხვები უნდა იყოს მულტიმედიური რებუსების მსგავსი. მაგალითად, ნუ შესთავაზებთ უბრალოდ ინფორმაციის მოძიებას შიდსსა და აივ ინფექციაზე; ამის მაგივრად Microsoft Photo Story-ს საშუალებით აჩვენეთ ვირუსისა და მსოფლიო რუკის სურათები და შესთავაზეთ, დაამყარონ კავშირი მათ შორის. სთხოვეთ, ისაუბრონ ამის შესახებ. ნუ მოსთხოვთ, უბრალოდ გაიხსენონ ლიტერატურული მიმდინარეობები და მათი მიმდევრები – შესთავაზეთ Microsoft PowerPoint-ში ან learningapps. Org-ში დამზადებული სახალისო მულტიმედიური თავსატეხები; უბრალო ძიება აქციეთ კვლევად.
პრობლემა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებაში?
მოგვარების გზა: აჩვენეთ ვიდეოტრანსლაციები და საინფორმაციო გამოშვებები მთელი მსოფლიოდან. გამოიყენეთ ის ვრცელი ინფორმაცია, რომელიც ყოველღიურად ვრცელდება ინტერნეტის საშუალებით. მიეცით გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენების საშუალება სხვადასხვა პროექტის განხორციელებით.
პრობლემა: როგორ მოვაწესრიგოთ კლასში მოსწავლეთა ურთიერთობა?
მოგვარების გზა: გამოიყენეთ Mouse Mischief ან Voting Pods-ი კენჭისყრისა და გამოკითხვის ჩასატარებლად.
საზოგადოდ, ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების საშუალებით მრავალი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი, ოღონდ მასწავლებელი ამისთვის კარგად უნდა იყოს მომზადებული და სკოლის ტექნიკური აღჭურვილობაც ხელს უწყობდეს. სხვანაირად ვერ მივაღწევთ მიზანს. ისტ-ტექნოლოგიები შეიძლება გამოვიყენოთ დისტანციური სწავლებისას, სხვადასხვა ინტელექტის მქონე მოსწავლეთა სწავლებისას, გლობალური სწავლებისას, პროექტებით სწავლებისას…
აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე პროგრამას, რომლებითაც შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი გაკვეთილები და მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოთ.
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მასალების დამუშავებისას გამოგვადგება შემდეგი ვებპროგრამები:


v

animoto
– 
საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ მუსიკალური ვიდეორგოლები;


v

voicethread
– 
ვაწყობთ ვიდეოფილმებს და ვადებთ ჩვენს ხმებს;


v

Dvolver– ვქმნით მოკლემეტრაჟიან
მულტიპლიკაციურ ფილმებს;


v

Windows Live Movie Maker– ვქმნით, ვამონტაჟებთ ვიდეორგოლებს;


v

AutoCollage– ვქმნით ფოტოკოლაჟებს;


v

BrainPop Featured
Movie
 – ვქმნით მოკლემეტრაჟიან მულტიპლიკაციურ ფილმებს;


v

English with Leo – ვსწავლობთ ინგლისურს ხალისით;


v

Flashcards by
Microsoft
 – ვქმნით ინტერაქტიულ ტესტებს;


v

Fresh Paint – დაწყებითი საფეხურისთვის, ხელოვნების გაკვეთილისთვის;


v

Kodu – ვქმნით საგანმანათლებლო თამაშებს;


v

Photosynth – ვქმნით სამგანზომილებიან სურათებსა და პანორამებს;


v

Windows Photo
Gallery
 – ვქმნით ციფრული თხრობისთვის საჭირო
რესურსებს.

წყარო //mastsavlebeli.ge/

სკოლა ინოვაციური მიდგომებით და ციფრული სწავლების პრაქტიკით

 თბილისში არსებობს სკოლასადაც 21 საუკუნის განათლების მთავარ გამოწვევებსშესაბამისი სასწავლო  პრაქტიკით პასუხობენლიანა ფუტკარაძე თბილისის 133 – საჯარო სკოლას 7 წელია  რაც ხელმძღვანელობსპროფესიით ბიოლოგი,  სკოლაში ბიოლოგიასაც  ასწავლის.  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სკოლა 800 მოსწავლით გაიზარდა და გაორმაგდა პედაგოგიური კორპუსის რაოდენობადღეს უკვე 133- საჯარო სკოლაში  1300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობსკერძო სკოლების ბუმის ფონზესაჯარო სკოლაში მოსწავლეთა მზარდი ტენდენცია სკოლის მიმართ , საზოგადოების გაზრდილ გაზრდილ ნდობასა და პოზიტიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებებსრაც  სკოლის სწორი პოლიტიკით არის განპირობებულისკოლის და მისი ხელმძღვანელის  ერთერთი მთავარი პრიორიტეტი არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა და ინოვაციური მიდგომების  დანერგვაა სასწავლო პროცესშიცოტა ხნის წინ  133- სკოლის გუნდი პროექტ ,,ციფრული სკოლა საქართველოს”  გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდაჟურნალი “მასწავლებელი” ულოცავს 133- სკოლას გამარჯვებას და გთავაზობთ ინტერვიუს სკოლის დირექტორთან – ლიანა ფუტკარაძესთან

 

როგორი უნდა იყოს 21- საუკუნის სკოლა და რაზე უნდა იყოს მიმართული სკოლის ხელმძღვანელის საქმიანობა?

 

ჩემი საქმიანობის პირველივე დღიდან ვცდილობ  21-ე საუკუნის სკოლა ვმართო  მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომებითა და შევქმნა თანაბარი პირობები და შესაძლებლობები ყველა მოსწავლისათვის; შევქმნა მზრუნველი, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი, მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული მომავლის სკოლა, რომელიც ნერგავს ჰოლისტური განათლების მიდგომებს და აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ პიროვნების ინტელექტუალურ განვითარებაზე, არამედ მის ემოციურ, ფიზიკურ, სოციალურ, ესთეტიკურ და სულიერ სფეროზეც, სადაც წამყვანი და განმსაზღვრელი მაინც სულიერი სფეროა.

 

რას ეფუძნებათქვენი როგორც სკოლის დირექტორის ფილოსოფიამოსწავლისთვის  როგორი გარემო უნდა იყოს იყოს სკოლაში შექმნილი?

 

ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, კარლ როჯერსი, ამბობდა: ,,მინდა სკოლა მეგობრულ სახლად ვაქციო, რომელშიც თითოეულ ბავშვს შეეძლება საკუთარი სამყაროს შემოტანა”. მე ვფიქრობ, ჩვენი სკოლაც ასეთია. ჩვენ თითოეული ბავშვის სამყაროს ვხედავთ და პატივს ვცემთ, შთავაგონებთ და მოტივაციას ვუმაღლებთ. ვუქმნით ისეთ გარემოს, სადაც საშუალება ეძლევათ, მიაღწიონ მანამდე მათთვის წარმოუდგენელ შედეგებს. ის, რაც ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის შედეგად მთელი არსებით გავითავისე, ახლა ვცდილობ თითოეულ ჩემს პედაგოგსაც  შთავაგონო. ჩვენი მთავარი ამოცანაა  უსაფრთხო  გარემოს შექმნა . მასწავლებლის მიერ  შექმნილ უსაფრთხო გარემოში შეძლებენ აღსაზრდელები   აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და იპოვონ საკუთარი თავი, სწორედ მასზე ზრუნვაში უნდა დაიხარჯოს თითოეული მასწავლებელი. ერთი დაშვებული შეცდომა, უმისამართოდ გამოყენებული სიტყვა შეიძლება იქცეს აღსაზრდელის მთელი ცხოვრების კომპლექსების მიზეზად, ის გახდეს ჩაკეტილი, გულჩათხრობილი, ასოციალური, არ მოუნდეს ადამიანებთან გულწრფელი ურთიერთობა და ა.შ. ზოგჯერ, გულწრფელი ღიმილიც  საკმარისია,  აგრძნობინოთ მოსწავლეს, რომ  შენ ხარ მისი მხარდამჭერი, მიღწევებისთვის ხელშემწყობი და გულშემატკივარი. ვფიქრობ, ამას ახერხებს მხოლოდ კარგი ლიდერი, მმართველი, მენეჯერი, რომელსაც აქვს ხედვა და შეგრძნებების უნარი. ლიდერი , რომელიც არ არის სასწავლო პროცესის მიღმა კაბინეტში, არამედ აქვს მუდმივი კომუნიკაცია  მოსწავლეებთან, მშობლებთან და ღიაა თანამშრომლობისათვის, არის ინიციატორი და მხარდამჭერი.

 

ინოვაციური სიახლეები არ გაშინებთ და პირიქითაქტიურად მუშაობთ სკოლაში მათ დანერგვაზე.  რა  საგანმანათლებლო მიზნებს ისახავს მსგავსი სიახლეების დანერგვა?

 

სკოლა  მოსწავლეზე ორიენტირებულ ინოვაციურ სასწავლო მიდგომებს ბოლო წლების განმავლობაში  ნერგავდა სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ფარგლებში : 2013 წელს ჩვენმა  სკოლამ მემორანდუმი გააფორმა საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურისა და  სპორტის  სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ,  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAD)  მიერ დაფინანსებულ  საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-pried-თან. G-pried-თან ოთხწლიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო სკოლისთვის შემდეგი მიმართულებით: სკოლაში ჩამოყალიბდა თანამშრომლობითი კულტურა, დაინერგა ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი , სკოლაში შეიქმნა მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მასწავლებლის შეფასებისა და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  პრაქტიკა. პროექტის ფარგლებში, აგრეთვე, შემოთავაზებული იყო ინოვაციური სასწავლო რესურსები და მშობელთა ჩართულობის მხარდამჭერი ბარათები და აქტივობები. ასეთი პროექტების რიცხვი და მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია ჩამოვთვალოთ ყველა ის განხორციელებული პროექტი და აქტივობა, რაც წლის განმავლობაში განხორციელდა სკოლაში. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ასეთი ჩართულობა, ერთიანობა პოზიტიურად აისახება სასკოლო კულტურაზე, მოსწავლეების ქცევაზე და უყალიბებს სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდას, სიყვარულს და ალბათ, ამის შედეგიცაა, რომ წლების განმავლობაში არ გვქონია არათუ ძალადობის, არამედ დისციპლინის უხეში დარღვევის ფაქტიც კი.

 

მოგვიყევთ თქვენი სკოლის ერთერთი წარმატებული პროექტის  “ციფრული სკოლის” შესახებ.  რას უწყობს ხელს ასეთი ტიპის პროექტებით სწავლება?

 

პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.

პროექტები ხელს უწყობს გააზრებულ სწავლა-სწავლებას, რომელიც სისტემური და ორგანიზებული ცოდნის კონსტრუირებას უწყობს ხელს.  მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეს თვითეფექტიანობის მაღალი განცდა, ღია არის გამოწვევების მისაღებად ,აქვს სწავლის ძლიერი მოტივაცია და  უნარი  განივითაროს საკუთარი შესაძლებლობები.

პროექტების ძლიერი მხარე სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაა სწავლა სწავლების პროცესში და პროექტის დასაწყისშივე მოსწავლეების ანთებული თვალები და მაღალი მოტივაცია  სწავლების ახალი ინოვაციური ინსტრუმენტების დაუფლებისა, გვისახავს მაღალ მოლოდინებს და გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სწორედ ეს ინსტრუმენტებია  მომავლის ,,ციფრული გასაღები’’და შესაძლებლობა,  სკოლამ უპასუხოს 21 -ე საუკუნის გამოწვევებს.

 

რადგან , ციფრული სწავლების პრაქტიკაზე ბევრს გვესაუბრებითსაინტერესოათქვენი დაკვირვებით,  რა შეცვალა ამ პრაქტიკამ მოსწავლეების  ცხოვრებაში?

 

ციფრული სწავლების პრაქტიკამ და ტექნოლოგიების ფართოდ ინტეგრირებამ  სასწავლო პროცესი სასარგებლოსთან ერთად გახადა  საინტერესო , მრავალფეროვანი და რაც მთავარია,  მოსწავლეებს ხელი შეუწყო  საკუთარი თავის ახლებურად წარმოჩენაში, თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ხომ მიმზიდველობის პრინციპია. მოსწავლეები, როგორც არასდროს, გამოირჩევიან მაღალი აქტივობით, გამოხატავენ საკუთარ აზრს , თავიანთი შექმნილი რესურსების კვალდაკვალ თავად აგებენ ახალ ცოდნას და ინტერაქტიული სასწავლო ობიექტების kahoot, plikers, One Note -ს Edmodo-ს Padlet-ის  გამოყენებით მსჯელობენ , ივითარებენ  ანალიზისა და შეფასების  უნარს. მათთვის სწავლების ასეთი მიდგომები იმდენად ახლობელია, რომ  მის დანაკლისს ჟანგბადის  ნაკლოვანებასავით  განიცდიან.

 

რა როლი ენიჭება მასწავლებელს ამ პროცესში და მის პროფესიულ განვითარებასრა ამაღლებს მასწავლებლის მოტივაციას?

 

განსაკუთრებით წარმატებით ფუნქციონირებს მასწავლებელთა  სასწავლო ჯგუფები. ამგვარი შეხვედრების ფარგლებში პედაგოგები ზრუნავენ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ და ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე. უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ პედაგოგიურ ცოდნასა და პრაქტიკულ  გამოცდილებას, ერთობლივად გეგმავენ გაკვეთილებს, იხილავენ კონკრეტული კლასისა და კლასების ტესტირების შედეგებს, იღებენ კოლექტიურ პასუხისმგებლობას  მოსწავლეთა მიღწევებზე, სახავენ კლასის ქცევითი პრობლემების მოგვარების გზებს. მოტივაციას ამაღლებს ის ფაქტიც, რომ აქვთ შეხვედრებისთვის  კეთილგანწყობილი და კომფორტული გარემო და რაც მთავარია, არსებობს მასწავლებლის ავტონომია და შემოქმედებითი თავისუფლება. ასევე, აქტიურად ვაშუქებთ ყველა მიმდინარე პროცესს სკოლის სოციალური ქსელით და ბუნებრივად ვქმნით ჯანსაღ, კონკურენტულ, მამოტივირებელ და თანამშრომლობით გარემოს.

 

თქვენი მუშაობის მთავარი პრინციპი რას ეფუძნება?  

 

ნებისმიერი სიახლის დანერგვის აუცილებელი კომპონენტი ძლიერი მიზანდასახული გუნდი და ინიციატივიანი,  პირადი მაგალითის მიმცემი, მხარდამჭერი ლიდერი –  სწორედ ეს არის ჩემი სკოლის ძლიერი მხარე:  თანამშრომლობა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა , კრეატიულობა – სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა.

 წყარო https://mastsavlebeli.ge/