ლასის დამრიგებლის მოვალეობებში მოსწავლეებთან მუშაობის პარალელურად მშობლებთან მუშაობაც შედის. ფაქტობრივად, სკოლასა და ოჯახს შორის კომუნიკაციას დამრიგებელი წარმართავს. მშობელთა კრება ამ კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
კლასის დამრიგებელთა დიდი ნაწილი საუბრობს კრებებზე მშობელთა დასწრების დაბალ დონეზე, დაბალ ჩართულობაზე. რა ხერხებითა და მეთოდებით შეიძლება ამ შეხვედრების ისე წარმართვა, რომ მშობლის როლი გააქტიურდეს? მოსწავლეთა გაკვეთილზე გააქტიურებისკენ მიმართული სტრატეგია, მასწავლებლის გადანაცვლება დომინანტის როლიდან ფასილიტატორის როლში, ამ სიტუაციაშიც იძენს აქტუალურობას.
თანმიმდევრულად გავიხსენოთ მშობელთა კრების სიტუაცია.
მშობელთა კრებას უპირატესად საინფორმაციო ამოცანა აქვს და დამრიგებელიც ძირითადად ინფორმატორის როლშია. ეს თითქოს ნაცნობი როლია მისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით; სწავლება და ინფორმირება განსხვავებული ამოცანებია და სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ზოგჯერ პედაგოგი თავადაც ვერ ამჩნევს, ისე ცვლის კრებაზე მიდგომას და ზრდასრული ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად იწყებს მათზე ზემოქმედებას ინფორმაციის საშუალებით ანუ სწავლებას, დარიგებას, დამოძღვრას.
შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს და გაიაზროს ინფორმაცია, განურჩევლად მისი შინაარსისა, მსმენელი განეწყობა გზავნილის მიღების წინააღმდეგ. მშობელთა კრებაზე მასწავლებელი უმჯობესია დარჩეს კრების წამყვანის – ფასილიტატორის როლში.
მარტივად რომ ვთქვათ, ფასილიტატორი აიოლებს ადამიანებს შორის ურთიერთობას და უზრუნველყოფს შეხვედრის წარმართვას ისე, რომ მონაწილეები არ გასცდნენ განსახილველ შინაარსს და მივიდნენ დისკუსიის ამოცანის გადაწყვეტამდე. დამრიგებელ-ფასილიტატორი მშობელთა კრებაზე უზრუნველყოფს დამსწრეთა ურთიერთობას, თანამშრომლობას; ცდილობს, დისკუსია იყოს პროდუქტიული და დასმული საკითხის გადაწყვეტაზე ორიენტირებული. ფასილიტატორის როლში ყოფნისას პედაგოგი თავის პოზიციას კი არ გამოხატავს, არამედ უზრუნველყოფს იმ შინაარსის ჩამოყალიბება-განვითარებას, რომელიც მონაწილეებისგან წამოვიდა.
ადრე ასეთი მიდგომა უცნაურად მოგვეჩვენებოდა. ახლა მისი საჭიროება სულ უფრო ხშირად იჩენს თავს, რადგან მშობლებს აქვთ პრეტენზია (სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული), გავლენა მოახდინონ იმ სკოლის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესზე, რომელშიც მათი შვილები სწავლობენ, იზრდებიან, ვითარდებიან; ამიტომაც მათი აზრის მოსმენა მისი გათვალისწინების წინაპირობაა.
როგორია ფსიქოლოგთა რეკომენდაციები ინფორმატორისა და ფასილიტატორის როლის გასათავისებლად?
ნებისმიერი ინფორმატორის მთავარი ამოცანაა, მოიქცეს ისე, რომ მოუსმინონ, რაც ნიშნავს, მოისმინონ და გაიგონ ზუსტად ის, რისი თქმაც მას ჰქონდა განზრახული, ანუ შედგეს ეფექტური კომუნიკაცია. ამ ამოცანის გადაწყვეტისკენ უნდა იყოს მიმართული ყველა მცდელობა.
რამდენიმე რჩევა:
უდიდესი მნიშვნელობა აქვს საუბრის დაწყებას – ის უნდა იყოს მოკლე, ეფექტური, ზუსტი შინაარსით.
მოიფიქრეთ და დაწერეთ მიმართვის პირველი სამი წინადადება; ისინი წარმოთქვით მაქსიმალურად მშვიდად და ზუსტად, მიუხედავად თქვენი შესაძლო მღელვარებისა.
თუ ეს პირველი შეხვედრაა, წარადგინეთ თავი – მოკლედ, მაგრამ თქვენი სტატუსისა და როლის იმ მხარეების გამოკვეთით, რომლებიც მშობლების თვალში თქვენს ავტორიტეტსა და კომპეტენტურობას წარმოაჩენს.
არ დაიწყოთ მობოდიშებით, მაშინაც კი, თუ კრების დაწყება დაგვიანდა რაიმე შეფერხების ან გაუგებრობის გამო. მხოლოდ აღნიშნეთ, რომ კრება ისე არ დაიწყო, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ბოდიში უმალვე გადაგიყვანთ „დაბალ“ პოზიციაში და მსმენელთა თვალში თქვენი ინფორმაციის მნიშვნელოვნებას შეამცირებს.
აჯობებს, საუბარი დაიწყოთ, როცა ყველა გაჩუმდება. იპოვეთ ხერხი, რომ მათი ყურადღება მიიპყროთ. სასურველია, ეს მოახერხოთ ორიგინალურად, ისე, რომ თქვენი მეთოდი მშობლებს გაკვეთილს არ აგონებდეთ. მაგალითად, თავდაჯერებულად წამოდექით, გადადგით ყვავილებიანი ლარნაკი მაგიდის ბოლოში და დაიწყეთ.
საუბარი დაიწყეთ მშობელთა კრების ლოგიკური ეტაპების წარდგენით: „თავდაპირველად ჩვენ…“, ,,შემდეგ ჩვენ განვიხილავთ…“, ,,და ბოლოს, ჩვენ მოგიწევს…“ შეთანხმდით კითხვებისა და რეპლიკების გახმოვანების ფორმატზე, შეგიძლიათ უთხრათ, რომ კითხვების დასმა ინფორმაციის გაცნობისთანავე აჯობებს ან პირიქით, სთხოვოთ, ბოლომდე მოისმინონ ინფორმაცია და შემდეგ დასვან კითხვები, ან შესთავაზოთ, გზადაგზა დასმულ კითხვებს ჩაინიშნავთ და ბოლოს უპასუხებთ.
კარგი იქნება, თუ საორგანიზაციო საკითხების გაცნობის პროცესშივე მოახერხებთ შეცვალოთ დამსწრეთა პოზიცია და ისინი უფრო ჩართულები და მოტივირებულები გახადოთ. ამისთვის გააცანით რამე ახალი საკლასო თუ სასკოლო სიტუაცია, უამბეთ ბავშვების რამე სახალისო ან საინტერესო საქციელზე.
თუ მშობლები არ იცნობენ ერთმანეთს, აუცილებლად წარადგინეთ ისინი ან თავად მიეცით წარდგენის საშუალება.
რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას
ნებისმიერი პრეზენტაციისთვის რეკომენდებული სქემა: მოუყევით მსმენელებს იმის შესახებ, რაზეც აპირებთ საუბარს, ესაუბრეთ მათ და ბოლოს უამბეთ იმაზე, რაზეც უკვე ესაუბრეთ – ამომწურავად ასახავს ინფორმაციის გადაცემის ეფექტურ მიდგომას. გაიაზრეთ ეს სქემა და მიჰყევით მას.
სად და როგორ ჯობია დგომა? თუ კლასი დიდი არ არის და არც მსმენელია მრავალრიცხოვანი, აჯობებს, მშობლები წრიულად განლაგებულ მერხებთან ისხდნენ და თქვენც ჩამოჯდეთ ან მასწავლებლის მაგიდის გვერდით დადგეთ. სასურველი არ არის მაგიდის უკან დგომა, რადგან, ფსიქოლოგების აზრით, მასწავლებლის მაგიდა პედაგოგშიც და მშობლებშიც (ისინიც ყოფილი მოსწავლეები არიან) ელვისებურად აცოცხლებს კონკრეტულ ასოციაციებსა და სტერეოტიპებს, რაც ამ ვითარებაში არ გამოგადგებათ. თუ საკლასო ოთახი დიდია, ფეხზე დგომა მოგიწევთ. დროდადრო შეგიძლიათ გადაადგილდეთ. თუ საუბრობთ ინფორმაციის საკვანძო მომენტზე, წაიწიეთ წინ, მსმენელისაკენ; შეჯამებისას ადროვეთ მსმენელებს, გაიაზრონ საკითხი. ამ დროს დაფასთან გაჩერება აჯობებს.
შეუსაბამეთ ხმა შეტყობინების მნიშვნელოვნებას; ყურადღება მიაქციეთ პაუზებს: ისინი აუცილებელია. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჰიპერაქტიურ ბავშვებს კი არ ესაუბრებით, არამედ ზრდასრულ ადამიანებს. მათ სჭირდებათ დაფიქრება, დაფიქრება კი ყველაზე უკეთ პაუზის, სიჩუმის დროს შეიძლება.
ყურადღება მიაქციეთ არავერბალურ ინფორმაციას, რომლის ტრანსლირებასაც თქვენ, ნებით თუ უნებლიეთ, ახდენთ დგომის მანერის, ჟესტებისა და მიმიკის საშუალებით. ყოველივე ეს უნდა შეესაბამებოდეს/ამყარებდეს ვერბალურად გადაცემული ინფორმაციის შინაარსს და დროულად ენაცვლებოდეს მას.
თავს ნება არ მისცეთ, საუბრის დროს დეტალებმა გაგიტაცოთ და თემიდან გადაუხვიოთ. ზუსტად განსაზღვრეთ თემა და იტრიალეთ მის ჩარჩოში.
და კიდევ: მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ასეთ შეხვედრებს აზრი აქვს, ისინი ოპერატიულად წარიმართება და კონკრეტული შედეგით სრულდება. სწორედ ამიტომ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ მოზომილად, თანმიმდევრულად და ზუსტად.
მას შემდეგ, რაც აუცილებელ ინფორმაცია მიწოდებულია, შეიძლება მის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე გადასვლა. ეცადეთ, კრებაზე მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და მომავალ შეხვედრაზე არ დაგავიწყდეთ წინა გადაწყვეტილების შედეგების შეხსენება.
განსაკუთრებულად იზრუნეთ მშობლებისთვის თანაბარი პირობების შექმნაზე, რაც ყველაზე უკეთ მერხებისა და სკამების წრიული განლაგებისას მიიღწევა, რათა ყველა დამსწრე კარგად ხედავდეს და უსმენდეს ერთმანეთს.
წყარო
http://mastsavlebeli.ge/
Monday, January 14, 2019
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება
ლასის დამრიგებლის მოვალეობებში მოსწავლეებთან მუშაობის პარალელურად მშობლებთან მუშაობაც შედის. ფაქტობრივად, სკოლასა და ოჯახს შორის კომუნიკაციას დამრიგებელი წარმართავს. მშობელთა კრება ამ კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
კლასის დამრიგებელთა დიდი ნაწილი საუბრობს კრებებზე მშობელთა დასწრების დაბალ დონეზე, დაბალ ჩართულობაზე. რა ხერხებითა და მეთოდებით შეიძლება ამ შეხვედრების ისე წარმართვა, რომ მშობლის როლი გააქტიურდეს? მოსწავლეთა გაკვეთილზე გააქტიურებისკენ მიმართული სტრატეგია, მასწავლებლის გადანაცვლება დომინანტის როლიდან ფასილიტატორის როლში, ამ სიტუაციაშიც იძენს აქტუალურობას.
თანმიმდევრულად გავიხსენოთ მშობელთა კრების სიტუაცია.
მშობელთა კრებას უპირატესად საინფორმაციო ამოცანა აქვს და დამრიგებელიც ძირითადად ინფორმატორის როლშია. ეს თითქოს ნაცნობი როლია მისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით; სწავლება და ინფორმირება განსხვავებული ამოცანებია და სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ზოგჯერ პედაგოგი თავადაც ვერ ამჩნევს, ისე ცვლის კრებაზე მიდგომას და ზრდასრული ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად იწყებს მათზე ზემოქმედებას ინფორმაციის საშუალებით ანუ სწავლებას, დარიგებას, დამოძღვრას.
შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს და გაიაზროს ინფორმაცია, განურჩევლად მისი შინაარსისა, მსმენელი განეწყობა გზავნილის მიღების წინააღმდეგ. მშობელთა კრებაზე მასწავლებელი უმჯობესია დარჩეს კრების წამყვანის – ფასილიტატორის როლში.
მარტივად რომ ვთქვათ, ფასილიტატორი აიოლებს ადამიანებს შორის ურთიერთობას და უზრუნველყოფს შეხვედრის წარმართვას ისე, რომ მონაწილეები არ გასცდნენ განსახილველ შინაარსს და მივიდნენ დისკუსიის ამოცანის გადაწყვეტამდე. დამრიგებელ-ფასილიტატორი მშობელთა კრებაზე უზრუნველყოფს დამსწრეთა ურთიერთობას, თანამშრომლობას; ცდილობს, დისკუსია იყოს პროდუქტიული და დასმული საკითხის გადაწყვეტაზე ორიენტირებული. ფასილიტატორის როლში ყოფნისას პედაგოგი თავის პოზიციას კი არ გამოხატავს, არამედ უზრუნველყოფს იმ შინაარსის ჩამოყალიბება-განვითარებას, რომელიც მონაწილეებისგან წამოვიდა.
ადრე ასეთი მიდგომა უცნაურად მოგვეჩვენებოდა. ახლა მისი საჭიროება სულ უფრო ხშირად იჩენს თავს, რადგან მშობლებს აქვთ პრეტენზია (სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული), გავლენა მოახდინონ იმ სკოლის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესზე, რომელშიც მათი შვილები სწავლობენ, იზრდებიან, ვითარდებიან; ამიტომაც მათი აზრის მოსმენა მისი გათვალისწინების წინაპირობაა.
როგორია ფსიქოლოგთა რეკომენდაციები ინფორმატორისა და ფასილიტატორის როლის გასათავისებლად?
ნებისმიერი ინფორმატორის მთავარი ამოცანაა, მოიქცეს ისე, რომ მოუსმინონ, რაც ნიშნავს, მოისმინონ და გაიგონ ზუსტად ის, რისი თქმაც მას ჰქონდა განზრახული, ანუ შედგეს ეფექტური კომუნიკაცია. ამ ამოცანის გადაწყვეტისკენ უნდა იყოს მიმართული ყველა მცდელობა.
რამდენიმე რჩევა:
- უდიდესი მნიშვნელობა აქვს საუბრის დაწყებას – ის უნდა იყოს მოკლე, ეფექტური, ზუსტი შინაარსით.
- მოიფიქრეთ და დაწერეთ მიმართვის პირველი სამი წინადადება; ისინი წარმოთქვით მაქსიმალურად მშვიდად და ზუსტად, მიუხედავად თქვენი შესაძლო მღელვარებისა.
- თუ ეს პირველი შეხვედრაა, წარადგინეთ თავი – მოკლედ, მაგრამ თქვენი სტატუსისა და როლის იმ მხარეების გამოკვეთით, რომლებიც მშობლების თვალში თქვენს ავტორიტეტსა და კომპეტენტურობას წარმოაჩენს.
- არ დაიწყოთ მობოდიშებით, მაშინაც კი, თუ კრების დაწყება დაგვიანდა რაიმე შეფერხების ან გაუგებრობის გამო. მხოლოდ აღნიშნეთ, რომ კრება ისე არ დაიწყო, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ბოდიში უმალვე გადაგიყვანთ „დაბალ“ პოზიციაში და მსმენელთა თვალში თქვენი ინფორმაციის მნიშვნელოვნებას შეამცირებს.
- აჯობებს, საუბარი დაიწყოთ, როცა ყველა გაჩუმდება. იპოვეთ ხერხი, რომ მათი ყურადღება მიიპყროთ. სასურველია, ეს მოახერხოთ ორიგინალურად, ისე, რომ თქვენი მეთოდი მშობლებს გაკვეთილს არ აგონებდეთ. მაგალითად, თავდაჯერებულად წამოდექით, გადადგით ყვავილებიანი ლარნაკი მაგიდის ბოლოში და დაიწყეთ.
- საუბარი დაიწყეთ მშობელთა კრების ლოგიკური ეტაპების წარდგენით: „თავდაპირველად ჩვენ…“, ,,შემდეგ ჩვენ განვიხილავთ…“, ,,და ბოლოს, ჩვენ მოგიწევს…“ შეთანხმდით კითხვებისა და რეპლიკების გახმოვანების ფორმატზე, შეგიძლიათ უთხრათ, რომ კითხვების დასმა ინფორმაციის გაცნობისთანავე აჯობებს ან პირიქით, სთხოვოთ, ბოლომდე მოისმინონ ინფორმაცია და შემდეგ დასვან კითხვები, ან შესთავაზოთ, გზადაგზა დასმულ კითხვებს ჩაინიშნავთ და ბოლოს უპასუხებთ.
- კარგი იქნება, თუ საორგანიზაციო საკითხების გაცნობის პროცესშივე მოახერხებთ შეცვალოთ დამსწრეთა პოზიცია და ისინი უფრო ჩართულები და მოტივირებულები გახადოთ. ამისთვის გააცანით რამე ახალი საკლასო თუ სასკოლო სიტუაცია, უამბეთ ბავშვების რამე სახალისო ან საინტერესო საქციელზე.
- თუ მშობლები არ იცნობენ ერთმანეთს, აუცილებლად წარადგინეთ ისინი ან თავად მიეცით წარდგენის საშუალება.
რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას
ნებისმიერი პრეზენტაციისთვის რეკომენდებული სქემა: მოუყევით მსმენელებს იმის შესახებ, რაზეც აპირებთ საუბარს, ესაუბრეთ მათ და ბოლოს უამბეთ იმაზე, რაზეც უკვე ესაუბრეთ – ამომწურავად ასახავს ინფორმაციის გადაცემის ეფექტურ მიდგომას. გაიაზრეთ ეს სქემა და მიჰყევით მას.
სად და როგორ ჯობია დგომა? თუ კლასი დიდი არ არის და არც მსმენელია მრავალრიცხოვანი, აჯობებს, მშობლები წრიულად განლაგებულ მერხებთან ისხდნენ და თქვენც ჩამოჯდეთ ან მასწავლებლის მაგიდის გვერდით დადგეთ. სასურველი არ არის მაგიდის უკან დგომა, რადგან, ფსიქოლოგების აზრით, მასწავლებლის მაგიდა პედაგოგშიც და მშობლებშიც (ისინიც ყოფილი მოსწავლეები არიან) ელვისებურად აცოცხლებს კონკრეტულ ასოციაციებსა და სტერეოტიპებს, რაც ამ ვითარებაში არ გამოგადგებათ. თუ საკლასო ოთახი დიდია, ფეხზე დგომა მოგიწევთ. დროდადრო შეგიძლიათ გადაადგილდეთ. თუ საუბრობთ ინფორმაციის საკვანძო მომენტზე, წაიწიეთ წინ, მსმენელისაკენ; შეჯამებისას ადროვეთ მსმენელებს, გაიაზრონ საკითხი. ამ დროს დაფასთან გაჩერება აჯობებს.
შეუსაბამეთ ხმა შეტყობინების მნიშვნელოვნებას; ყურადღება მიაქციეთ პაუზებს: ისინი აუცილებელია. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჰიპერაქტიურ ბავშვებს კი არ ესაუბრებით, არამედ ზრდასრულ ადამიანებს. მათ სჭირდებათ დაფიქრება, დაფიქრება კი ყველაზე უკეთ პაუზის, სიჩუმის დროს შეიძლება.
ყურადღება მიაქციეთ არავერბალურ ინფორმაციას, რომლის ტრანსლირებასაც თქვენ, ნებით თუ უნებლიეთ, ახდენთ დგომის მანერის, ჟესტებისა და მიმიკის საშუალებით. ყოველივე ეს უნდა შეესაბამებოდეს/ამყარებდეს ვერბალურად გადაცემული ინფორმაციის შინაარსს და დროულად ენაცვლებოდეს მას.
თავს ნება არ მისცეთ, საუბრის დროს დეტალებმა გაგიტაცოთ და თემიდან გადაუხვიოთ. ზუსტად განსაზღვრეთ თემა და იტრიალეთ მის ჩარჩოში.
და კიდევ: მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ასეთ შეხვედრებს აზრი აქვს, ისინი ოპერატიულად წარიმართება და კონკრეტული შედეგით სრულდება. სწორედ ამიტომ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ მოზომილად, თანმიმდევრულად და ზუსტად.
მას შემდეგ, რაც აუცილებელ ინფორმაცია მიწოდებულია, შეიძლება მის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე გადასვლა. ეცადეთ, კრებაზე მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და მომავალ შეხვედრაზე არ დაგავიწყდეთ წინა გადაწყვეტილების შედეგების შეხსენება.
განსაკუთრებულად იზრუნეთ მშობლებისთვის თანაბარი პირობების შექმნაზე, რაც ყველაზე უკეთ მერხებისა და სკამების წრიული განლაგებისას მიიღწევა, რათა ყველა დამსწრე კარგად ხედავდეს და უსმენდეს ერთმანეთს.

წყარო http://mastsavlebeli.ge
გაიუმჯობესე კონცენტრაციის უნარი - მარტივი სავარჯიშო ბავშვებისთვის
განუვითარეთ ბავშვს თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი მარტივი და სახალისო მეთოდებით.
გამოიყენეთ კომპიუტერისა და ინტერნეტის რესურსი უფრო საინტერესოდ და აზრიანად. დაუძახეთ ბავშვს და ქვემოთ მოცემული ნახატების მიხედვით აუხსენით მას რომ თითოეულ ლაბირინთს აქვს საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა დაიწყოს ობიექტმა გადაადგილება და საბოლოო წერტილი, სადაც უნდა აღმოჩნდეს გზის გაკვლევის შედეგად. ლაბირინთში გადაადგილებისას მოერიდოს ჩიხში მოხვედრას და იმოძრაოს მხოლოდ ლაბირინთის სავალ ბილიკებზე, ისე, რომ არ „დაეჯახოს“ ლაბირინთზე მოცემულ სხვა ობიექტებს.
სასურველია თავიდან დაიწყოთ შედარებით მარტივი ლაბირინთით და იმის მიხედვით, თუ როგორ გაართმევს ბავშვი თავს, გაართულოთ დავალება - შესთავაზოთ უფრო გრძელი და მეტი რაოდენობის ჩიხების მქონე გზის გავლა.
1. მიიყვანე სახანძრო მანქანა შენობამდე.
2. დაეხმარე ბიჭს გზის გავლაში.
3. დაიწყე მოძრაობა ისრის მიმართულებით. გაიარე ქალაქი ისე, რომ მიაღწიო ვარსკვლავამდე.
წყარო etaloni.ge
როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის სწორად გამოყენება?! - ფსიქოლოგის რჩევები
სპეციალისტების თქმით, ფულის მიმართ სწორი დამოკიდებულება მცირე ასაკიდან ყალიბდება. ბუნებრივია, აქ გადამწყვეტი როლი მშობლებს უკავიათ, რომლებიც მცირეწლოვანს გამიზნულად ან უნებლიედ აჩვენებენ თუ რას ნიშნავს ფინანსები.
Etaloni.ge-სთან ამ თემაზე ფსიქოლოგმა ქეთი მესხიშვილმა ისაუბრა:
- რა ასაკიდან უნდა ავუხსნათ ბავშვს ფულის დანიშნულების შესახებ?
- დღეს ბავშვები ფულის მიმართ ინტერესს ადრეულ ასაკშივე გამოხატავენ. ინფორმაციის მიწოდებაც სწორედ მაშინ შეიძლება, როდესაც ბავშვს კითხვები უჩნდება . ეს ინტერესი მათთვის გასაგები ენით უნდა დაკმაყოფილდეს.
- როგორ უნდა გამოვუმუშავოთ მას ფულის „პატივისცემა", ანუ სწორად ხარჯვის უნარი?
- ამის მაგალითი თავად მშობლებმა უნდა მისცენ თუნდაც მაშინ, როდესაც ბავშვის სურვილების ასრულებას იწყებენ. თუკი ბავშვს ყველა სურვილი დაუკმაყოფილდა, ის ინტერესს დაკარგავს და ეს ფულის მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახება. მშობელმა უნდა გამოიჩინოს გონიერება და მასთან ერთად ფულის ხარჯვის დროს მფლანგველად არ უნდა გადაიქცეს.
- უნდა ვასწავლოთ ბავშვს ფულის გამომუშავება?
- ბავშვს ფულის გამომუშავებას ვერ ვასწავლით. როდესაც მათ იციან ფულის დანიშნულება, საჭიროება და მოპოვების გზები, ისინი თავად იწყებენ მათ გამომუშავებაზე ზრუნვას.
- როგორ უნდა ვასწავლოთ მცირეწლოვანს ფულის დაზოგვა და შეგროვება?
- ისევ ზრდასრულების მაგალითით და კონკრეტული სწორი რეკომენდაციების მიცემით. კარგია ყულაბის გამოყენება და იქ ბავშვის ფულის მოგროვება. ამით ისინი გამოიმუშავებენ ნებისყოფას, რომ ფულის მომენტალურად დახარჯვის იმპულსი დათრგუნონ. ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სურვილის ასრულება ფულის დაზოგვითა და შეგროვებით.
- და ბოლოს, რა არ უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ მოზარდს ფულის მიმართ დამოკიდებულება არ გაუჩნდეს?
- ისევ მშობლებს და ზრდასრულებს უნდა ჰქონდეთ პირველ რიგში ფულის მიმართ სწორი დამოკიდებულება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ფული საჭიროა და ამ ინფორმაციის ბავშვისთვის მიწოდებისას მშობელმა ეს თემა უკიდურესობებით არ უნდა დატვირთოს. ფულზე საუბარი არც სიძულვილითა და არც ზედმეტი სიყვარულით არაა საჭირო.
წყარო
etaloni.ge

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სწრაფად კითხვა - სასარგებლო სავარჯიშოები
ეს მარტივი სავარჯიშოები დაგეხმარებათ პირველი კლასის მოსწავლეს დაეხმაროთ კითხვის უნარის სწრაფად დახვეწაში, ისე რომ მას კითხვა არ შეაჯავროთ.
სახეშეცვლილი ასოები
მოამზადეთ ბარათები მოკლე ლექსებით, ამოცანებითა და ანდაზებით. დაწერეთ ტექსტი მსხვილი შრიფტით, რომ ბავშვისთვის კითხვა მოსახერხებელი იყოს. რამდენიმე ასოს სახე შეუცვალეთ: დახრილი ან განსხვავებული შრიფტით დაწერეთ, სურათებით შეცვალეთ და ა.შ.
შესთავაზეთ ბავშვს წაიკითხოს ტექსტი. გამუდმებით, გაართულეთ დავალება: უფრო მეტი სახეშეცვლილი ასო შეიტანეთ „ნორმალურ“ ტექსტში.
წაშლა
დავალებისთვის გამოგადგებათ მსხვილი შრიფტით დაწერილი ნებისმიერი ტექსტი. მაგალითად, გაზეთის ან ჟურნალის (უკვე წაკითხული, ბავშვისთვის გასაგები ტექსტი), შესაძლებელია სპეციალურად А4 ფორმატზე დაბეჭდვა. დავალება: ასობგერა ა-ს წაშლა ან ბ-ს შეღებვა. ვინიშნავთ დროს - ბავშვი კი ასრულებს. დავალების აზრი არის არა რაც შიძლება ბევრის გადახაზვა არამედ არცერთის გამოტოვება.
თუ ბავშვი დავალებას უმკლავდება შესაძლებელია გართულება: ი გადახაზე ლურჯად, უ მწვანედ, ო გააფერადე იისფრად, ე შემოხაზე და ა.შ. კარგია თუ ხანდახან „იშვიათ“ ასობგერებსაც მივცემთ: ჭ,წ და ა.შ.
დავალების ჩაწერა საჭირო არ არის - ვავარჯიშებთ მახსოვრობას, ბავშვმა დავალება ზეპირად უნდა დაიმახსოვროს.
სიტყვების მარჯვნიდან მარცხნივ კითხვა
ძალიან სასარგებლო სავარჯიშოა კითხვის სწავლების საწყის ეტაპზე. ბავშვი ვარჯიშობს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და არ ცდილობს აზრის გაგებას და სიტყვების მნიშვნელობის დამახსოვრებას.
უკუღმა კითხვა უფრო რთულია, მაგრამ ბავშვისთვის სახალისოა, ისინი სიამოვნებით ვარჯიშობენ და თამაშობენ სიტყვებით.
ერთდროულად კითხვა
ზრდასრულსა და ბავშვს ერთნაირი ტექსტი უდევთ. უფროსი ხმამაღლა გამოთქმით კითხულობს, ბავშვი კი თითით მისდევს. რაღაც მომენტში უნდა სთხოვოთ გაჩვენოთ ის ადგილი, სადაც ინტონაცია ან კითხვის ტემპი შეიცვალა, სთხოვეთ გარკვეული სიტყვის მოძებნა ან შესთავაზეთ კითხვის გაგრძელება.
ეს დავალება მიმართულია ოპერატიული მახსოვრობის ასამაღლებლად.
ენისგასატეხები
საარტიკულაციო აპარატის მუშაობის გასაუმჯობესებლად კარგია ენისგასატეხები. ასწავლეთ, გაიმეოროს, შეაჯიბრეთ სისწრაფეში და ა.შ.
მხედველობითი „კარნახი“
ბავშვს ერთი წინადადება მიეცით. იგი მას უყურებს, იმახსოვრებს, შემდეგ კი დამახსოვრებულს წერს. ასეთი დავალებები უნდა მივცეთ რეგულარულად, ეს აუმჯობესებს ოპერატიულ მახსოვრობას. უკვე ერთ თვეში შესამჩნევ შედეგს მიიღებთ.
წყარო : etaloni.ge
რამდენი ხანი გრძელდება მასწავლებლების შვებულება სხვადასხვა ქვეყანაში
რომელ ქვეყანაში რამდენ ხანს ისვენებენ პედაგოგები, ვფიქრობთ, როგორც მათ კოლეგებს ისე მასწავლებლობის მსურველებს დააინტერესებთ.
ინგლისი
ამ ქვეყნის მასწავლებლებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. ინგლისელი მასწავლებლის დატვირთვა წელიწადში 1256 საათს შეადგენს და 13 კვირას ისვენებენ. მაგრამ შვებულების დიდი ნაწილი მომავალი სასწავლო წლისთვის საჭირო დოკუმენტაციის შევსებაზე მისდით.
ისრაელი
ხანგრძლივი შვებულებით სარგებლობენ ამ ქვეყნის მასწავლებლებიც. თუ კერძო სექტორში დასაქმებულის შვებულება წელიწადში 10-დან 20 დღემდე მერყეობს, მასწავლებლებს ზაფხულში ორთვიანი ანაზღაურებადი შვებულება აქვთ და კიდევ, საერთო ჯამში, დაახლოებით ერთი თვე სასწავლო წლის მანძილზე.
ისრაელში პედაგოგის საშუალო დატვირთვა კვირაში 25 საათს შეადგენს. მაგრამ ახალგაზრდა პედაგოგები, იმისთვის, რომ მეტი გამოიმუშაონ, იძულებულნი არიან დამატებითი სამუშაო აიღონ და 40 საათამდე მუშაობენ. მაგრამ ებრაელ მასწავლებლებს სასიამოვნო ბონუსიც აქვთ: 6 წელიწადში ერთხელ მათ შეუძლიათ შვებულება მთელი ერთი წლით აიღონ, რომელსაც სახელმწიფო აანაზღაურებს.
საფრანგეთი
ერთწლიანი შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ ფრანგ მასწავლებლებსაც. პედაგოგს ერთ სკოლაში 6 წელი მუშაობის შემთხვევაში შეუძლია ერთწლიანი შვებულებით ისარგებლოს ისე, რომ სამუშაო ადგილი არ დაკარგოს.
ფრანგი მასწავლებლების სტანდარტული დატვირთვა კვირაში 18 სამუშაო საათს შეადგენს, შვებულება კი წელიწადში 4 თვეზე დიდხანს გრძელდება.
ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ში სასწავლო წელი სექტემბრიდან ივნისის ჩათვლის გრძელდება, შესაბამისად პედაგოგები ზაფხულში ორი თვე ისვენებენ.
გერმანია
გერმანიაში პედაგოგებს სამი თავისუფალი თვე აქვთ. ერთი სამუშაო კვირის მანძილზე კი საშუალოდ 48 საათს მუშაობენ.
წყარო: etaloni.ge
როგორ სწავლობენ არაბათა გაერთიანებულ საამიროებში ბავშვები
1975 წლამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოსახლეობის მხოლოდ 53% ითვლებოდა განათლებულად. პირველი ტრადიციული სკოლები ქვეყანაში სულ რაღაც 60 წლის წინ გაჩნდა. დღეს კი აქ საუკეთესო უნივერსიტეტების ფილიალებია, ბაღებში კი ბავშვები სამი თვიდან მიჰყავთ.
70-იან წლებამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული საგანმანათლებლო სისტემა არ არსებობდა: მოსახლეობა წერას მეჩეთებთან არსებულ ჯგუფებში სწავლობდნენ. სავალდებულო საშუალო განათლება საამიროების მოქალაქეებისთვის 1971 წელს შემოიღეს.
შეიხმა ზაიდმა, რომელიც საამიროების პრეზიდენტი 33 წლის მანძილზე გახლდათ, სკოლების მასიურად გახსნა დაიწყო. სკოლებში იწვევდნენ პედაგოგებს სხვა ქვეყნებიდან, გაკვეთილები ინგლისურ ენაზე საერთაშორისო პროგრამების მიხედვით ტარდებოდა.
შედეგად არაბთა გაერთიანებულ საამიროების განათლების სისტემამ საუკეთესო მეთოდები მსოფლიო გამოცდილებიდან აიღო და შედეგსაც მიაღწია. საამიროებში არსებობს კერძო სკოლები, რომლებიც მუშაობენ, ბრიტანული, ლიბანური, ამერიკული, ფრანგული, რუსული, ინდური და იაპონური სისტემით. პირველ ადგილზე სასწავლო დაწესებულებების რაოდენობის მიხედვით ბრიტანული პროგრამაა - საამიროების სკოლების მესამედი მისი მიხედვით მუშაობს. 15% კი ამერიკულ და ინდურ სკოლებზე მოდის.
45 დღე დეკრეტული შვებულება, მინი-ბოტანი საბავშვო ბაღში და ჰიმნი ზეპირად
ქვეყნის შრომის კანონმდებლობა ქალებს ძალიან მოკლე დეკრეტული შვებულების უფლებას აძლევს - სულ რაღაც - 45 დღეს. ამიტომ დედების უმეტესობა იძულებულია შვილი საბავშვო ბაღებში მიიყვანოს. სპეციალური ბაღები ბავშვებს სამი თვიდან იღებენ, ჩვეულებრივ ჯგუფებში კი 3-5 წლის ბავშვები მიდიან.
საბავშვო ბაღში ბავშვებს სკოლისთვის ამზადებენ, ასწავლიან კითხვას, წერას და არითმეტიკას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პატრიოტულ აღზრდას: ბავშვი ზეპირად სწავლობს სახელმწიფო სიმბოლიკას და ყველა საამიროს სახელს, ასევე შეიხების სახელებს. ქვეყანაში, სადაც მიწათმოქმედება არ არის განვითარევული, ბავშვებს ბაღის მოვლას ასწავლიან. სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე მინი-ბოსტნებს აწყობენ და ბოსტნეულს ზრდიან.
ბაღებში აქტიურად იყენებენ ადრეული განვითარების მეთოდიკას.
გამრჩეული სკოლების რეიტინგი
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დუბაიში დაახლოებით 200 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, მათში ბავშვის შეყვანა არც ისე მარტივია. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ერთი სკოლა 1000-1500 მოსწავლეზეა გათვლილი. მომავალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღება თებერვალში იწყება.
განათლების სამინისტროს საიტზე რეიტინგი ქვეყნდება, იგი აჩვენებს, მოხვდა თუ არა სკოლა კატეგორიაში - „გამორჩეული“. რეიტინგი დეპატრამენტის მონიტორინგის შედეგებზეა დაფუძნებული. აქვე შესაძლებალია სკოლების ჩამონათვლის, სწავლის მიახლოებითი საფასურის და სკოლაში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების ნახვა.
სწავლა 12 წელი გრძელდება. საგნების რაოდენობა 40-50 აღწევს: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, ჩინური ენები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიზნესი, ბიოლოგია, გეოგრაფია, დიზაინი, საინფორმაციო ტექნოლოგიერბი, ხელოვნება, ისტორია და ა.შ. განათლების ამერიკულ სისტემაში კი მოსწავლეს თავად შეუძლია საგნების ამორჩევა.
ფაქტობრივად ყველა სკოლაში სავალდებულოა არაბული ენის კურსი, ყველა აღსაზრდელი ითვისებს წერა-კითხვის საბაზო უნარებს.
რელიგიურ მუსულმანურ სკოლებში გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე სწავლობენ. მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სასწავლო პროცესში ფიზიკური მომზადება. ბევრ სკოლაში არის აუზები და შესანიშნავად აღჭურვილი საფეხბურთო მოედნები.
პირველი გაკვეთილი დილის 8 საათზე იწყება. დაბალი კლასის მოსწავლეები 13.00 საათზე თავისუფლდებიან, უფროსკლასელები კი 15.00-16.00 საათამდე რჩებიან.
საშინაო დავალებას მოსწავლეებს ორშაბათს აძლევენ. ტესტური ან წერითი დავალება მოსწავლეებმა კვირის ბოლოს, ეს დღე კი ხუთშაბათია (რადგან პარასკევი ემირატებში უქმე დღეა) უნდა ჩააბარონ.
მკვიდრი მოსახლეობისთვის განათლება უფასოა, მათ შორის უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებშიც.
სკოლაში მოსწავლეების კვებაზე მშობლები აგებენ პასუხს. ბავშვები ჭამენ იმას, რაც სახლიდან მიაქვთ. საუზმის ყუთების შემადგენლობას კი მასწავლებლები ამოწმებენ: იღებენ შოკოლადის ბატონებს და მავნე პროდუქტებს.
მხოლოდ სამი სახელმწიფო უნივერსიტეტი
უმაღლესი განათლება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთაშორისო სისტემას ეფუძნება. საამიროებში სამ სახელმწიფო და დაახლოებით 130 კერძო უნივერსიტეტს აქვს აკრედიტაცია. დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიის ცნობილი უნივერისტეტების კამპუსები დუბაისა და შარჯაშია თავმოყრილი.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უმაღლესი განათლების სისტემაში ჩართულობის მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა: 95% გოგონები და 80% ვაჟები.
წყარო : .etaloni.ge
რომელ თვეში იბადებიან ყველაზე ჭკვიანი ბავშვები?
მეცნიერთა თქმით, ბავშვის ხასიათსა და შესაძლებლობებზე არა მხოლოდ ზოდიაქო და მისთვის შერჩეული სახელი ახდენს გავლენას, არამედ მისი დაბადების თვეც მოქმედებს.
ამერიკაში მეცნიერებმა 1994 - 2000 წლებში დაბადებული მილიონამდე ბავშვის მონაცემები შეისწავლეს.
გაითვალისწინეს რა მოზარდის დაბადების თვე, სკოლაში მისი აკადემიური შედეგები და ნიშნები, მშობლების განათლებისა და ცხოვრების დონე, გააანალიზეს თითოეული მაჩვენებელი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სექტემბერში დაბადებული ბავშვები მეტად თავდაჯერებულნი იყვნენ და სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის არ ექმნებოდათ.
ამასთან, ასტროლოგიური მონაცემებით, სექტემბრის ბავშვები ქალწულები და სასწორები ( დაწყებული 24 სექტემბრიდან ) არიან.
ქალწულები დაბადებიდან გონიერებითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩევიან, სასწორები კი - ხელოვნების სიყვარულითა და ნიჭით.

6 რამ, რაც თქვენი შვილის მასწავლებელზე აუცილებლად უნდა იცოდეთ
სკოლა მეორე სახლია, მასწვლებელი კი მთელი კლასის მშობელიო,- ამბობენ ხშირად... ამდენად, რა გასაკვირია, რომ თქვენი შვილებისთვის სასწავლო გარემოსა და საუკეთესო პედაგოგებს გულმოდგინედ არჩევთ.
პროფესიონალიზმისა და ბავშვების სიყვარულის გარდა, Etaloni.ge გთავაზობთ 6 გასათვალისწინებელ ფაქტორს, რომელთა შესახებაც შვილის მასწავლებელზე აუცილებლად უნდა იცოდეთ:
ექცევა თუ არა მასწავლებელი ყველა მოსწავლეს თანაბრად...

ობიექტური მიდგომები და ყველა მოსწავლის თანაბარუფლებიანად აღქმა მნიშვნელოვანია. არასწორია ბავშვების რაიმე კონკრეტული ნიშნით გამოყოფა და თანაკლასელების ერთმანეთთან შედარება.
როგორ უმკლავდება კონფლიქტურ სიტუაციებს...

ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია ყურადსაღები უნდა იყოს პედაგოგისთვის და მას საკითხის ეფექტური გადაწყვეტა უნდა შეეძლოს. მიუღებელია გულგრილი დამოკიდებულება და რომელიმე მოსწავლის ინტერესის გატარება.
საყურადღებოა აძლევს თუ არა მოსწავლეს საჯარო შენიშვნას...

თითოეული მოსწავლე ინდივიდია და მათთან სწავლებისა თუ აღზრდის მეთოდებიც გამორჩეული უნდა იყოს. მიუღებელია კლასის წინაშე მოსწავლის დასჯა და მისი გადაქცევა თანატოლების დაცინვის ობიექტად.
მნიშვნელოვანია როგორ ატმოსფეროს ქმნის მასწავლებელი კლასში...

უპირველესად, მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა. პედაგოგი გაკვეთილზე ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სწავლისთვის ფიზიკური, გონებრივი და ემოციური მზაობის შექმნას უნდა უწყობდეს ხელს.
იკითხეთ შეიძლება თუ არა გაკვეთილზე დასწრება...

პედაგოგზე გარკვეულ წარმოდგენას სხვა მშობლებისა და თავად მოსწავლეების შეფასებები გვიქმნის. თუმცა, შესაძლოა, მასწავლებელი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურა არ იყოს კლასში, როგორიც მშობლებთან წარმართული საუბრისას. მეტი სიმშვიდისთვის სასურველია, დირექციისგან ითხოვოთ ნებართვა ღია გაკვეთილებზე დასასწრებად, რაც კლასის საერთო დონისა და სწავლების მეთოდების გაცნობის საშუალებას მოგცემთ.
და ბონუსი: გახსოვდეთ, რომ მასწავლებელიც ჩვეულებრივი ადამიანია...

ნუ გაიკვირვებთ თუ მას კინოში, კაფესა ან სანაპიროზე შეხვდებით. ეს პედაგოგის პირადი, არასამუშაო გარემოა, რომელსაც კლასთან არაფერი აკავშირებს
წყარო :

Tuesday, December 4, 2018
მე უნდა ვიყო თვითკრიტიკული
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში თვითკრიტიკულობა ეფექტური სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სწავლების ტრადიციული მოდელები ნაკლებად იყო ორიენტირებული სასწავლო პროცესისა თუ შედეგების ანალიზსა და კრიტიკაზე, სწავლების თანამედროვე ფორმები კი ამ ორი ელემენტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.
სწავლისა და სწავლების თეორიების თანახმად, თვითკრიტიკული სწავლების ევოლუცია სამ ეტაპად მოხდა. ტრადიციული, ქცევითი მოდელი, მასწავლებლის უნარ-ჩვევებსა და სასწავლო პროცესის წარმართვის ტექნიკურ მხარეზე იყო ორიენტირებული. ამ მოდელის ფარგლებში, მოსწავლეები სასწავლო მასალას ზუსტად ისე ითვისებდნენ, როგორც წარმოდგენილი იყო, ყოველგვარი ანალიზისა და მსჯელობის გარეშე.
მეორე, კოგნიტივისტური მოდელი შედარებით კომპლექსურია და მასწავლებლის მხრიდან სასწავლო პროცესისადმი ანალიტიკურ მიდგომას მოითხოვს. ამ შემთხვევაში, მოსწავლეებს, მასალის ათვისების გარდა, მისი ანალიზი მოეთხოვებათ.
მესამე, ინტერპრეტაციული მოდელი კი, ანალიზთან ერთად, კრიტიკულ დამოკიდებულებას მოითხოვს, როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეთა მხრიდან. 1987 წელს ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა, დონალდ შონმა ტერმინი “ანალიტიკური პრაქტიკა” დანერგა, რომლის თანახმადაც, პრაქტიკოსმა სპეციალისტმა მუდმივად უნდა გადახედოს თავის გამოცდილებას და პროფესიონალ კოლეგებთან კოორდინაციის შედეგად გააუმჯობესოს თავისი პროფესიული საქმიანობა. ამ ცნების დანერგვისთანავე, ბევრმა სკოლამ თუ უნივერსიტეტმა ანალიტიკური პრაქტიკის კონცეფციაზე ააგო მასწავლებლის პროფესიული განათლებისა და განვითარების პროგრამები.
მასწავლებელი სწავლების ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, რაც პირველი, ბიჰევიორისტული მოდელის ძირითადი მოთხოვნაა, სამუშაო პრაქტიკის პირველივე წლებში იძენს. ამ პერიოდშივე ეცნობა ის სასწავლო პროცესში წარმოქმნილ ტიპურ სირთულეებს. გარკვეული გამოცდილების მიღებისა და სირთულეების დაძლევის შემდეგ კი, მასწავლებელი, ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენასთან ერთად, სწავლების ინდივიდუალურ სტილს ივითარებს და შესაბამისად, სწავლების კოგნიტივისტურ დონეზე გადაინაცვლებს. ამ მოდელზე გადასვლა, ერთი მხრივ, წინ გადადგმული ნაბიჯია სწავლების მესამე, ინტერპრეტაციულ დონეზე გადასანაცვლებლად, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, ის დამაბრკოლებელი ფაქტორიც გახდეს, თუ მასწავლებელი ინდივიდუალური სწავლების სტილის ჩარჩოებში მექანიკურად მოაქცევს სასწავლო პროცესში შექმნილ ნებისმიერ სიტუაციას.
სწავლების მესამე, ინტერპრეტაციული მოდელი ყველაზე კომპლექსურია და მასწავლებლისგან იმის ზუსტ ცოდნას მოითხოვს, თუ როდის უნდა იმოქმედოს, რა ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს და როგორ ახსნას მასალა, როდის გააკეთოს რეაგირება მოსწავლის ქცევაზე, რა და როგორ შეაფასოს და გააანალიზოს, იმისათვის, რომ შეცვალოს ან გააუმჯობესოს სწავლების პროცესი. სწორედ ამ დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს თვითკრიტიკულობა და მუდმივი პროფესიული ზრდისკენ მისწრაფება. განათლების თანამედროვე სტანდარტები, დღეს, ისე, როგორც არასდროს, მოითხოვს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას. საამისოდ კი, პირველ რიგში, მასწავლებელს უნდა შეეძლოს თავად იაზროვნოს კრიტიკულად და მოსწავლეებსაც განუვითაროს ეს უნარ-ჩვევა.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის თვითკრიტიკულობა სწორი მიმართულებით უნდა განვითარდეს, რათა დადებითის ნაცვლად უარყოფითი შედეგი არ მივიღოთ. თუ მასწავლებელმა თვითკრიტიკულობის სწორი მეთოდების გამოყენება არ იცის, კრიტიკამ, შესაძლოა, ისეთი რისკების წინაშე დააყენოს, როგორიცაა თავდაჯერებულობის, კოლეგების თუ ხელმძღვანელობის მხარდაჭერის დაკარგვა, მოსწავლეების ან მშობლების მხრიდან მის მიმართ ნდობის შესუსტება.
თვითკრიტიკის სფერო და მეთოდები
თვითკრიტიკულობის მიზანი მასწავლებლის ტექნიკურ და ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებზე, მოსწავლე-მასწავლებლის კითხვა-პასუხზე, დროის მართვაზე, გაკვეთილის წყობაზე, მასალის ახსნის და განმტკიცების ტექნიკაზე, აქტივობების ტიპებზე დაკვირვება და მათი გარჩევაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც თვითკრიტიკის მეთოდებს აქტიურად იყენებენ, ბევრად უფრო კარგ შედეგებს იღებენ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.
პროფესიული განვითარებისთვის მხოლოდ გამოცდილება არ არის საკმარისი. მასწავლებელი ყველაზე უკეთ ხედავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, თუმცა ამ პროცესის ინტერპრეტაცია ყველა მასწავლებელს არ შეუძლია. იმისათვის, რომ ის თვითკრიტიკული იყოს, პირველ რიგში, მას უნდა შეეძლოს თავისი ქმედებების ობიექტურად შეფასება, ჰქონდეს დაკვირვების, ექსპერიმენტის ჩატარების, ადაპტირების, კვლევის, ანალიზის, პრობლემის გადაჭრის, ინოვაციის დანერგვის უნარ-ჩვევები.
თვითკრიტიკულობის მეთოდები
თვითკრიტიკულობა ინტუიციური უნარ-ჩვევაა, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ თვითკრიტიკული სწავლების კლასიკურ მეთოდებს. სწავლისა და სწავლების თეორიაში თვითკრიტიკულობის ორი მიდგომაა გავრცელებული: კვლევითი და ანალიტიკური. ანალიტიკური მიდგომა, თავის მხრივ, ორ მიმრთულებად იყოფა: ანალიზი პროცესის მიმდინარეობისას და პროცესის შემდგომი ანალიზი.
კვლევითი მიდგომა
კვლევითი მიდგომა, რომლის ფუძემდებელი გახლავთ გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგი კურტ ლევინი (1946), გულისხმობს დაგეგმილი ქმედებების სისტემატურ განხორციელებას. კონკრეტული ქმედებების დასახვა კი გარკვეული მონაცემების გაანალიზების შედეგად ხდება. მოქმედებათა სისტემური განხორციელება თანმიმდევრულ პროცესს გულისხმობს. კვლევითი მიდგომა მონაცემთა შეგროვების, დაკვირვების, გაანალიზების, ქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების, განმეორებითი ანალიზისა და დაგეგმვის ეტაპებს მოიცავს. ავსტრალიელი ლინგვისტი დევიდ ნუნანი აღნიშნავს, რომ კვლევითი მიდგომა მაშინ ატარებს აუთენტური კვლევის სახეს, როცა მისი მიმდინარეობა და შედეგები ღია განხილვის საგანი ხდება. ეს შეიძლება განხორციელდეს პუბლიკაციის, საკონფერენციო პრეზენტაციის ან შიდა-სასკოლო ანგარიშის სახით.
კვლევითი მიდგომის უკეთ აღსაქმელად განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: ჰონკონგში 38 საშუალო სკოლის მასწავლებლებმა განახორციელეს შეფასებითი კვლევა იმის გასარკვევად, თუ რატომ ამბობდნენ უარს მოსწავლეები ზეპირსიტყვიერ პრაქტიკაში მონაწილეობის მიღებაზე. პირველ რიგში, მასწავლებლებმა შეაგროვეს ასეთი შემთხვევების მაგალითები და წარმოადგინეს მათი სიტუაციური აღწერა; შემდეგ დასახეს სტრატეგიები პრობლემის დასაძლევად, რომელთა პილოტირებაც ოთხი კვირის განმავლობაში განახორციელეს. პილოტირების პროცესში ყველა მათგანი აწარმოებდა დაკვირვებებს, აკეთებდა ჩანაწერებს და აანალიზებდა ცვლილებებს. საპილოტე პერიოდის დასასრულს თითოეულმა მასწავლებელმა გაკვეთილის ვიდეო-ჩანაწერი მოამზადა. მათ ერთობლივად გააანალიზეს გამოყენებული სტრატეგიები, ბოლოს კი შეადგინეს ანგარიში, სადაც აღწერეს პრობლემა, სტრატეგიების განხორციელების პროცესი და მათი შეფასება. ანგარიშის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი დასკვნა პროგნოზირებადი იყო, ხოლო ზოგი _ მართლაც მოულოდნელი და აუცილებლად გასათვალისწინებელი. შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები ზეპირსიტყვიერ ვარჯიშში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ ენის ცუდად ცოდნისა და შეცდომების დაშვების შიშის გამო. დისკომფორტის შეგრძნება, მოსწავლის პასუხის მოლოდინში მასწავლებლის ხანგრძლივი სიჩუმე, მოსწავლეთა რიგითობის არასწორად გადანაწილება, შეკითხვების გაუგებრად დასმა ზეპირსიტყვიერ ვარჯიშში მოსწავლეთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლის უშუალო მიზეზები იყო.
როგორც დევიდ ჰოფკინსი (1985), განათლების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი ლონდონის უნივერსიტეტში, აღნიშნავს, კვლევითი პროექტის განხორციელებისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მასწავლებლის ძირითადი მოვალეობა სწავლებაა და კვლევის მასშტაბმა მის საქმიანობას ხელი არ უნდა შეუშალოს.
კვლევითი მოდელისგან განსხვავებით, ანალიტიკური მიდგომა თვითკრიტიკის უფრო მოქნილი ფორმაა, ნაკლებ დროს მოითხოვს და ცვლილებებისა და შესწორებების უფრო მოკლე დროში განხორციელების საშუალებას იძლევა.
ანალიტიკური მიდგომა
განათლებისა და სწავლა-სწავლების თეორეტიკოსები ანალიტიკურ მოდელში გულისხმობენ მასწავლებლის მიერ საკუთარი გამოცდილების გაანალიზებას და მიზნის მისაღწევად ტრადიციულისგან განსხვავებული, ალტერნატიული გზების დასახვას. ბარლეტი აღნიშნავს, რომ თვითკრიტიკულობა სწავლების ტექნიკაში დახელოვნების ჩარჩოებს სცდება. თვითკრიტიკული მასწავლებელი სასწავლო პროცესისთვის მომზადებისას სვამს არა მხოლოდ შეკითხვას: “როგორ?”, ასევე შეკითხვებს: “რა?” და “რატომ?”. ასეთი მიდგომით მასწავლებელი არა მხოლოდ კრიტიკულად აფასებს თავის საქმიანობას, არამედ გარკვეულ ავტონომიასა და კონტროლსაც მოიპოვებს.
როგორც აღვნიშნეთ, ანალიტიკურ მოდელში ორი მიმართულება მოიაზრება:ანალიზი პროცესის მიმდინარეობისას და პროცესის შემდგომი ანალიზი. პირველი მეთოდი უფრო სპონტანური, ინტუიციური ხასიათისაა. თვითკრიტიკულობის ეს ფორმა ერთგვარად პირადი და არასაჯაროა. მასწავლებელი გეგმას გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესშივე ცვლის. პროცესის შემდგომი ანალიზი მოქმედებაზე დაკვირებას, შეფასებას, ცვლილებების განხორციელების მიზნად დასახვას და შემდგომ ქმედებას მოიცავს. შესაბამისად, თვითკრიტიკულობის ეს ფორმა უფრო ინტერპერსონალური და კოლეგიალურია და მასწავლებელთა პროფესიული განათლების პროგრამების ყურადღების ცენტრში ხვდება. მასწავლებლები, რომლებმაც პროცესის ანალიზის ტექნიკა შეისწავლეს, აღნიშნავენ, რომ ბევრი ისეთი რამ დაინახეს საკუთარი სწავლების სტილში, რასაც მანამდე გაუცნობიერებლად აკეთებდნენ.
სასწავლო პროცესის გაანალიზებისას თვითკრიტიკული მასწავლებელი ოთხ ძირითად ტექნიკას იყენებს:ჩანაწერების წარმოება; ანგარიშები; კოლეგების გაკვეთილებზე დასწრება და ანალიზი; გაკვეთილების ჩაწერა და ანალიზი.
ჩანაწერების წარმოება
ამ მეთოდის თანახმად, მასწავლებელი ჩანაწერებში აღწერს გაკვეთილის მიმდინარეობას, კონკრეტულ სიტუაციას ან მოვლენას, განსაკუთრებულ შემთხვევებს და გამოცდილებას. მასწავლებელს შეუძლია ჩანაწერები ინდივიდუალურად აწარმოოს, თუმცა არსებობს მათი წარმოების კოლაბორციული მეთოდიც, როცა ორი ან რამდენიმე მაწავლებელი ერთმანეთს ჩანაწერებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებს.
მასწავლებლები, რომლებიც თვითკრიტიკის ამ ხერხს იყენებენ, აღნიშნავენ, რომ ჩანაწერების წარმოებისას მათ ისეთი ნიუანსები ახსენდებათ გაკვეთილის პროცესიდან, რომლებსაც, სხვა შემთხვევაში, უყურადღებოდ დატოვებდნენ. ასევე, დასტურდება, რომ ჩანაწერების წარმოება ხელს უწყობს მასწავლებლის შემოქმედებითობის განვითარებას და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების საფუძველი ხდება.
ანგარიშები
ანგარიში გამოიყენება კონკრეტული სასწავლო მეთოდის და ტექნიკის შეფასებისთვის. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს კითხვარს გაკვეთილის გეგმისა და დაგეგმილი აქტივობების გათვალისწინებით. სასწავლო ტექნიკის შეფასების ეს მეთოდი იმითაა მოსახერხებელი, რომ სწავლების ეფექტურობის დინამიკაში დაკვირვების საშუალებას იძლევა. შევსებული კითხვარების გაანალიზებით მასწავლებელი დაინახავს, თუ რამდენად გააუმჯობესა ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენება, რომელი აქტივობა უფრო ეფექტურია და რომელი ნაკლებ წარმატებულია, რამდენად მიიღწევა სასწავლო გეგმის მიზნები და ა.შ.
პირადი ანგარიშგების ასეთი ფორმა საშუალებას იძლევა, რომ პედაგოგმა საკუთარი შედეგები კოლეგებისას შეადაროს.
გაკვეთილზე დასწრება
გაკვეთილზე დასწრებამდე რეკომენდებულია გაკვეთილის გეგმის წინასწარ გაცნობა, მოსწავლეთა დონეებისა და სწავლის სტილის, კლასში არსებული სირთულეების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიღება. კოლეგის გაკვეთილზე დაკვირვებისას აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჩანაწერები და მათი განხილვისთვის გაკვეთილის დასრულებისთანავე უნდა შედგეს მოკლე შეხვედრა დამკვირვებელსა და გაკვეთილის წამყვან მასწავლებელს შორის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასწავლებლები, რომლებიც კოლეგების გაკვეთილებს დაესწრნენ, უფრო თვითკრიტიკულები გახდნენ. მათ გააცნობიერეს, თუ რა მიმართულებითაა საჭირო სწავლების პროცესის ანალიზი. მათთვის უფრო მისაღები გახდა სხვისი კრიტიკაც.
გაკვეთილების ჩაწერა და ანალიზი
სწავლების სიღრმისეული შეფასებისთვის გამოიყენება გაკვეთილების აუდიო ან ვიდეო ჩაწერის ტექნიკა. როგორც აღვნიშნეთ, წერილობითი ანგარიშები და ჩანაწერები ეფექტური ხერხებია, თუმცა ვინაიდან შეუძლებელია მასწავლებელმა დააფიქსიროს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კლასში ხდება, აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გამოყენებით სასწავლო პროცესის ბევრად მეტი ასპექტის გაანალიზებაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია ისეთი დეტალებიც გააანალიზოს, როგორიცაა ღია და დახურული შეკითხვების გამოყენების პროპორციულობა, ან ძლიერი და სუსტი მოსწავლეებისთვის დათმობილი დროის ბალანსი.
მართალია, გაკვეთილის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერების გაკეთება ანალიზისთვის მდიდარ მასალას გვაძლევს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩანაწერების ხშირად გაკეთებამ, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოახდინოს კლასში გაკვეთილის მიმდინარეობაზე. მაგალითად, შესაძლოა, ზოგიერთი მოსწავლე უფრო გააქტიურდეს, ხოლო ზოგიერთი უფრო პასიური გახდეს. ამიტომ, ამ ტექნიკის გამოყენებისას, სასურველია, გარკვეული პერიოდულობის დაცვა.
ჩამოთვლილი მეთოდების გარდა, რეკომენდებულია მოსწავლეთა გამოკითხვა და მათი მოსაზრებების გაცნობა. მათი ხედვა განსხვავებულ და ღირებულ პერპექტივას შესძენს მასწავლებლის მუშაობის შეფასებას.
თვითკრიტიკულობა, კვლევითი და ანალიტიკური შეფასების მეთოდების სწორად გამოყენების შემთხვევაში, თვითგანვითარების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, დასასრულს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითკრიტიკულობისთვის მასწავლებელს სათანადო ხელშეწყობა სჭირდება სკოლის ადმინისტრაციისგან. თუ თვითკრიტიკის შედეგებში სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლის არაკომპეტენტურობაზე გააკეთებს აქცენტს და არა განვითარების პოტენციალზე, ცხადია, მასწავლებელი არ დაინტერესდება ობიექტური თვითშეფასებითა და კრიტიკით.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

Subscribe to:
Posts (Atom)