Thursday, July 4, 2024

ჰელენ კელერის კვირეული — აუდიოაღწერები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის

 საქართველოში, 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველ ივნისის თვეში,  ჰელენ კელერის კვირეულს აღვნიშნავთ. 27 ივნისს მსოფლიო ამერიკელი უსინათლო და, ამავდროულად, სმენის არმქონე  განმანათლებლის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის, ჰელენ კელერის დღეს აღნიშნავს და, შესაბამისად, კვირეულიც, მრავალფეროვანი აქტივობებით, მას ეძღვნება. გასულ წლებში ამგვარ ღონისძიებებს პოლონელი მეგობრების — პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ვახორციელებდით. სწორედ მათი დამსახურებაა უსინათლო პირებისთვის აუდიოაღწერის დანერგვის მცდელობა ქართულ კულტურულ სივრცეებში, მაგალითად, 2023 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივლისთვის რეჟისორ ნანა ჯორჯაძის გენიალური ფილმის — „პეპლების იძულებითი მიგრაციის“, ასევე შალვა ამირანაშვილის ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებისთვის აუდიოაღწერების მომზადება და სხვა. 

სწორედ მათ კვალობაზე, დაგროვილი გამოცდილებითა და ცოდნით სენსორული დარღვევის მქონე პირების, კონკრეტულ შემთხვევაში, უსინათლო ადამიანებისთვის მეტი მისაწვდომობის მიზნით, მოხალისეობრივად მომზადდა აუდიოაღწერები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში დაცული ექსპონატებისთვის.  შექმნილი ტექსტები გახმოვანდა, ჩაიწერა და დამუშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს რადიოს სტუდიაში, ითარგმნა, თითოეული მათგანისთვის შეიქმნა QR კოდი, რომელიც მუზეუმს გადაეცა და განთავსდება აღსაწერ ექსპონატთან. სმენის შეზღუდვისყრუ და მცირემხედველი პირებისთვის კი იქვე გამოიფინება აუდიოტექსტის ბეჭდური ვერსიები, რომლებიც ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში იყო მზად ამგვარი სახით:

რას ნიშნავს აუდიოაღწერა?

ტერმინი აუდიოაღწერა [ინგლ. Audio description] ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის. გამოსახულების შინაარსის უსინათლო პირთათვის აღწერის პირველი თეორიული საფუძვლები გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში შეიმუშავა გრეგორი ფრაიზაერმა სანფრანცისკოს უნივერსიტეტიდან. ოფიციალურად სისტემა ამოქმედდა 1981 წელს, აშშ-ში, ვაშინგტონის თეატრ ARENA STAGE-ში.

როგორც წესი, აუდიოაღწერას მიმართავენ ვიზუალური ელემენტების გადმოსაცემად უსინათლო ან ყრუ-უსინათლო ადამიანების ინფორმირების მიზნით კინოში, თეატრებში, სატელევიზიო გადაცემებსა თუ სხვადასხვა ვებპორტალებზე. თხრობის ამგვარი ფორმა აქტიურად გამოიყენება მუზეუმებსა თუ ვიზუალური ხელოვნების გალერეებში, ვებგვერდებზე, რომლებსაც თან ახლავს დასურათებული მასალა. აუდიოაღწერის მეშვეობით უსინათლო პირს მიახლოებითი ან ზუსტი წარმოდგენა ექმნება ამა თუ იმ სურათზე მოცემული პეიზაჟების, პორტრეტების, კოსტუმებისა თუ სცენების შესახებ, ასევე ­– ფონის, კონტრასტების, საგანთა განლაგების, კონკრეტული დეტალების აღქმის თვალსაზრისით[2]. ორმაგი სენსორული შეზღუდვის — ყრუუსინათლობის — შემთხვევაში აუდიოაღწერაში ჩართულია თარჯიმან-მეგზური, რომელიც ბენეფიციარს ინფორმაციას აწვდის საგანგებოდ შემუშავებული საკომუნიკაციო ანბანებისა (მაგალითად: ლორმის ანბანი, ტაქტილოგრაფია) თუ მეთოდოლოგიის საშუალებით.

აუდიოაღწერის ნიმუშისთვის მოვიტანთ ნიკო ფიროსმანის ნახატის, ,,ბეგოს კამპანიის დეკრიპციას, რომელიც მომზადდა ორგანიზაციების: საქართველოს ყრუ-უსინათლო კავშირის, HumanDoc-ის და Polish Aid-ის ეგიდით.

ბეგოს კამპანია

მხატვარი – ნიკო ფიროსმანი;

შექმნის თარიღი – 1907 წელი;

ზომა: 71 x 103.5 სმ.

შესრულებულია ზეთით მუშამბაზე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმიშალვა ამირანაშვილის სახელობის

ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.

 

სურათი თარაზულიამოქმედება ხდება მინდორშიწინა პლანზე ჩანს ქართული სადღესასწაულო სუფრა და ექვსი ადამიანიფონად გამოსახულია მწვანე ველი და ბორცვებიცა ლაჯვარდისფერია.წინა პლანზე თარაზულად დგას მართკუთხა მაგიდა თეთრი სუფრით, რომლის ორივე ბოლოშიმაგიდის სიგანეზე ქალბატონები სხედან.  შუაშიმაგიდის უკანა მხარესსამი კაცი ზისყველანი ნახევართაღად სხედან. მაგიდის წინა ნაწილირომლითაც ნახატს დავცქერითთავისუფალია.

გამოსახულების მარცხენა მხარეს კიდევ ერთი მამაკაცი დგასმას აზიდულ, მარცხენა ხელში დოქი უჭირავსჩამოშვებულ მარჯვენაში კი – თეთრი ქსოვილი. სავარაუდოდეს არის მერიქიფე (ღვინის მსხმელი), რომლის მარცხნივ სუფრასთან მსხდომი სამი კაციდან ორს ქართული ჩოხა აცვია. მერიქიფესთან უფრო ახლოს მყოფსთავზე მუქი ალისფერი ყაბალახი თუ ბაღდადი მოუხვევიააქვს ულვაში და მარჯვენააზიდულ ხელში ყანწი უჭირავს; მეორეს მაღალიშავი კრაველის ბოხოხი ახურავსთავსაბურავის ტიპებიდან გამომდინარეშესაძლებელიავიფიქროთრომ ის არის შეძლებული სოციალური კლასის წარმომადგენელი ყარაჩოხელი – ტრადიციების მიმდევარი ძველთბილისელი ხელოსანი ტრადიციული ქართული სამოსითშავი ჩოხით. მასაც აქვს ულვაშები და მარცხენა ხელით მასაც ყანწი აუწევიამესამე, ევროპულად გამოწყობილი მამაკაციშავი შლაპით ზის მაგიდის მარცხენა მხარეს და აღწერილ პერსონაჟებს შეჰყურებსწინ მარჯვენა ხელით თავის სიმაღლემდე აუწევია თევზირომლის სიგრძე სუფრამდე აღწევსქალი მარცხნივშავი, გრძელმკლავიანი კაბით და ევროპული ქუდითგამოსახულია მარცხენა პროფილითმაგიდის მოპირდაპირე ბოლოში მჯდომ ქალსაც შავი კაბა აცვიათმა შეკრული აქვსთეთრ სუფრაზე თევზეულის მრავალფეროვანი მენიუააქვეა: ქათმის ბარკალიორი პური და კახური შოთი.

ნახატის ქვედამარჯვენა და მარცხენა კუთხეებში ქალების სიახლოვეს აწყვია ღვინის ორი ქვევრირომელთა ზომები მსხდომი ქალების მხრებს აღწევს. ტარებდაგრეხილი შამფურები ეყრდნობა ქვევრებსმარცხნიდან პირველზე მწვადი აუსხამთმეორეზე – ბოსტნეულიმათ შორისიატაკზემარცხნიდან აწყვიასინით ბოლოკისაზამთრო ნახევარმთვარის ფორმის ამოჭრილი ნაჭრით; შუაში – რუხიმოლურჯო ტიკჭორადოქიხახვის კონაგოგრააქვეა ერთი ცარიელი სინიცსურათის მარცხენა ქვედა კუთხეში დგას (ლობიოსქოთანი. გამოსახულების ორივე მხრიდან ერთმანეთისკენ წახრილა მწვანეფოთლოვანი ხეებირომლებიც ფარავენ ჰორიზონტს. სურათის ზედაცენტრალურ ნაწილზე – ცაშიმუქ ლურჯ ფონზე მარცხნიდან მარჯვნივ დაფრინავს სამი თეთრი ფრინველიმათ ზემოთ თეთრი საღებავითსამ რკალადქართული ასოებით შესრულებულია წარწერებიპირველ თაღად წერია: კამპანიას გაუმარჯოს”,  შემდეგ – „ბეგო კეთილი ცხოვრება”,  ხოლო მესამე თაღად – „ღმერთმა ყველას გამრავლოს“.

რაც შეეხება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აუდიაღწერებს, მათთვის ექსპონატები თავად დაწესებულების ხელმძღვანელობამ შეარჩია. ისინია:

 

  1. კოლხური ვერცხლის მონეტები

 

  1. ასალი, იგივე ყაჯარი

 

 

  1. სასწაულმოქმედი ხატი დედაქალაქისა ქუთაისისა

 

  1. ქვევრ-სამარხი სოფელ ქვედა მესხეთიდან.

https://youtu.be/g7IyZRFfuNY?si=SjK4998N5U-YYuZd

  1. გელათის ღმრთისმშობლის კარედი

 

https://youtu.be/g7IyZRFfuNY?si=SjK4998N5U-YYuZd

 

  1. ლაშეს კარი

 

  1. ჩაფრასტები

https://youtu.be/AGSgM24nrMk?si=ENp9Nt1ORsQ3XQLp

  1. სახარება – საქართველოში სტამბური დაბეჭდვით გამოცემული პირველი წიგნი

https://youtu.be/8tpA1xeBMMU?si=CTSaZAh7L9s4s0Tz

  1. სამარხეული ინვენტარი ბაგრატის ტაძრიდან

https://youtu.be/F_b8AWma1wQ?si=iT-_9KxKUwGRweaI

აქვეა ინგლისურენოვანი ვერსიებიც:

A Miraculous Icon – The Mother of God of Kutaisi from Paliastomi .png

 

https://www.youtube.com/watch?v=ElnIeKrRp4o&t=6s

 

Chafrast https://www.youtube.com/watch?v=wYL_I0P1h5o&t=6s

PendanticonEngolpionPangheaHolyMotherofGod.png

 

https://www.youtube.com/watch?v=sHlB3L56Slo&t=10s

https://www.youtube.com/watch?v=yusOXT4yzNM

https://www.youtube.com/watch?v=slspGUdXwvY&t=1s

The Door from the Lashe Church of Our Lady

https://www.youtube.com/watch?v=CWsMe8agz0o

The Gospel First Book Published in Georgia Using a Printing Press

https://www.youtube.com/watch?v=G_-Cy4Rkdow&t=8s

 

Triptych of the Holy Mother of God from Gelati Monastery

 

https://www.youtube.com/watch?v=WQBQ5BcwAWY

ამგვარ პროექტებში ყველაზე მნიშვნელოვანი  უსინათლო პირების, როგორც უსინათლო კონსულტანტების, მონაწილეობაა, რამდენადაც აუდიოაღწერისას მნიშვნელვანია უსინათლო კონსულტანტის რჩევა თუ თვალსაზრისი. განვითარებულ ქვეყნებში მათი შრომა ჯეროვნად დაფასებული და ფინანსურად ანაზღაურებულია, მსგავსი პროექტების სერვისის სახით დანერგვა კი უსინათლო თუ ყრუ-უსინათლო პირების დასაქმებასაც უწყობს ხელს.

ჩვენი აღწერების ქართული ვერსიები მომზადებულია ქუთაისელი უსინათლო კონსულტანტების  — თემურ მიქაძისა და დავით კვესელავას დახმარებით, უსასყიდლოდ, ინგლისური ვერსიისათვის კონსულტირება ვთხოვეთ ესმა გუმბერიძეს. მადლობას გამოვხატავთ მათ და პროექტში ჩართული თითოეული პიროვნებისა თუ მხარდამჭერი პირის (მაია წიწილაშვილის, ქეთი ჯოჯიშვილის, იოსებ კეპულაძის, თორნიკე სამხარაძის, კამილა სკალსკას, ნონა ქარციძის, მზია ზარნაძის) მიმართ! მადლიერებას ვუცხადებთ ხელშემწყობ პირებს — ეკა ტალახაძეს და გიორგი ბერიძეს! მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა  ინტერნეტჟურნალ ,,მასწავლებელი-გე-ს” ძვირფას რედაქციას!

მსგავსი პროექტები დაგვეხმარება  უნივერსალური დიზაინის სივრცეების შექმნის და საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით,  ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას,  ამა თუ იმ მდგომარეობის მქონე ადამიანების ღირსეული ფუნქციონირებისა და ჩართულობის მიზნით.

 https://mastsavlebeli.ge/

 

 

 

სინგაპური – ლომის ქალაქიდან ბაღის ქალაქამდე

 სინგაპური, რომელიც  სანსკრიტულ ენაზე „ლომის ქალაქს” ნიშნავს, საკუთარ თავს „ბაღის ქალაქს“ უწოდებს და ამ სახელს ამართლებს.

სინგაპური იმის გამო, რომ 5,5 მილიოინ მაცხოვრებელთან შედარებით მიწის მცირე რესურსი აქვს, მჭიდროდ დასახლებული და განვითარებულია.

სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია მსოფლიოში. მისმა მიზანმიმართულმა ეკონომიკურმა აღმავლობამ წამოიწყო მაღალი დონის არქიტექტურის ლანდშაფტის შექმნა კომპაქტურ ქალაქ-სახელმწიფოში, მაგრამ რადგან მეტროპოლია აგრძელებს ზრდას, ურბანული მშენებლები ბუნებას მის ვერტიკალურ სივრცეებზე და მაღალ სართულებშიც კი აქსოვენ. სინგაპურის გაფართოებასთან ერთად, ეს ახალი მიდგომა ინარჩუნებს მწვანე სივრცეს. იგი მოიცავს მცენარეულ საფარს, მწვანე სახურავებს, კასკადურ ვერტიკალურ ბაღებსა და მწვანე კედლებს, რომლებიც სავალდებულოა 2008 წლიდან. ინოვაციურმა დიზაინმა შექმნა სივრცის ილუზია “მწვანე” და “ლურჯი” ელემენტების გამოყენებით. ეს კი ასევე საჭიროებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მტკნარი წყლის წყალსაცავის შექმნას ქალაქში.

ამ ხედვის დიდი ნაწილი სინგაპურის მდგრადობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად მომდინარეობს ჩეონგ კუნ ჰენისგან, პირველი ქალისგან, რომელიც სინგაპურის ურბანული განვითარების სააგენტოს (UDA) ხელმძღვანელობდა. მზარდი მოსახლეობისა და მტკნარი წყლის სასრული რესურსების გამო, გარკვეული პოზიტიური ქმედება იყო საჭირო სასწრაფოდ, ამიტომ მინისტრებმა დააარსეს წყლის ეროვნული სააგენტო, PUB, რომელიც გახდა ერთადერთი ორგანო პასუხისმგებელი ქალაქში წყლის შეგროვებაზე, წარმოებაზე, განაწილებაზე და აღდგენაზე.

ჩეონგი ახლა არის აღმასრულებელი დირექტორი საბინაო და განვითარების საბჭოსი, რომელიც აშენებს და მართავს საჯარო საცხოვრებელ სახლებს სინგაპურის მოსახლეობის უმეტესობისთვის.

სინგაპური ერთდროულად ქალაქიც არის და ქვეყანაც, – კუნძული ზომით დაახლოებით ლონდონის ნახევარია.  თუმცა, კომპაქტურობას აქვს თავისი უპირატესობები: შეიძლება დილის ოკეანეში ცურვა და შემდეგ სამუშაოდ მატარებლით წასვლა.

სინგაპური მართლაც კოსმოპოლიტურია. მათ შეძლეს საკუთარი კულტურისა (ჩინური, ინდური და მალაიური) და არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ეს არის ძველისა და ახლის შერწყმა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაზავი.

1965 წლისთვის, როდესაც სინგაპური დამოუკიდებელი გახდა, ის იყო ქალაქი, სავსე ღარიბებით, გადატვირთული საცობებითა და სამუშაო ადგილების ნაკლებობით, შეზღუდული მიწებითა და ბუნებრივი რესურსებით; ქალაქი, სადაც მდინარეები ღია კანალიზაციად იყო გადაქცეული. 50 წლის განმავლობაში კი აშენდა სუფთა, თანამედროვე მეტროპოლია დივერსიფიცირებული ეკონომიკითა და საიმედო ინფრასტრუქტურით.

წამახალისებელი პროგრამის მეშვეობით განაშენიანებისგან დაკარგულ გამწვანებას ანაცვლებენ მაღალსართულიანი ტერასებითა და ბაღებით. ეს ამატებს სივრცის კიდევ ერთ ფენას დასვენებისა და შეკრებისთვის. ყველა მშენებლობა აბსოლუტურად შეესაბამება გამწვანების ჩანაცვლების პოლიტიკას. Pinnacle@Duxton, მსოფლიოში ყველაზე მაღალი საჯარო საცხოვრებლის შენობაა, ის მოიცავს შვიდ 50-სართულიან შენობას, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებით 26-ე და 50-ე სართულებზე. ამ დონეებზე ტრასის გარშემო სარბენი სივრცეც კია და ასევე აღჭურვილია სავარჯიშო მოწყობილობით.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ბინის შეძენა, HDB ეხმარებათ საჯარო გაქირავების პროგრამით.

ყველა ეს ღონისძიება ემსახურება მიზანს, რომ სინგაპური გახდეს უფრო ჭკვიანი ქალაქი.

„რაც ჩვენ გავაკეთეთ არის სინგაპურის წარმატების პრინციპების კვლევა და მდგრადი ურბანული განვითარების მცდელობა – ჩვენ მას სიცოცხლისუნარიანობის ჩარჩოს ვუწოდებთ“, – ამბობს ხოო ტენგ ჩი, სინგაპურში დაფუძნებული სასიცოცხლო ქალაქების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

სინგაპურის სტუმრები ხშირად გაკვირვებულნი არიან იმით, თუ რამდენად მწვანეა ეს პატარა კუნძული.   Siemens-ის აზიის მწვანე ქალაქების უახლესი ინდექსის მიხედვით, სინგაპური არის ყველაზე წარმატებული ქალაქი რეგიონში მდგრადობის მთელი რიგი კრიტერიუმების მიხედვით.

სინგაპურის ბოტანიკური ბაღი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც დაარსდა 1859 წელს.

სინგაპური წარმოადგენს მდგრადობისა და წყლის მართვის მოდელს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც, ის არის მომავლის ედემის ბაღის ქალაქი.

ბიშან-ანგ მო კიო პარკში (Bishan-Ang Mo Kio Park) და  ჯურონგის ტბის ბაღებში (Jurong Lake Gardens) ბეტონის არხებით წვიმის წყალი მდინარეებად გადააქციეს, რომელიც რეზერვუარებში – ტბებში გროვდება, რაც მდიდარ ბიომრავალფეროვნებასა და ახლომდებარე სახლებს კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის რისკისგან იცავს.

სანაპირო ზოლის დასაცავად აღადგინეს მანგროს ტყეები.

როგორი იქნება სინგაპური 2030 წელს?

შენობები მწვანე გახდება – მთავარი მიზანია 2030 წლისთვის, რომ 80 %-მა მიაღწიოს გარემოსდაცვითი ეფექტურობის რეიტინგს, სახელწოდებით Green Mark , რათა შემცირდეს ენერგიის მოხმარება და ნახშირბადის გამონაბოლქვი.

ახალი გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ურბანული ცხოვრების სტილს: მეტი ადამიანი დაფუძნდება სმარტ სამუშაო ცენტრებში — საერთო სამუშაო სივრცე სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებისთვის მათ სახლებთან ახლოს, რაც შეამცირებს მოგზაურობის აუცილებლობას, გააუმჯობესებს პროდუქტიულობას და გააძლიერებს სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ბალანსს.

ადამიანებს ექნებათ მეტი ტექნოლოგიური მხარდაჭერა – ხანდაზმულებზე უკეთესად იზრუნებენ საკუთარ სახლებში „ ტელემედიცინის “ საშუალებით.

ტექნოლოგია ასევე საშუალებას მისცემს გამოიყენონ მიწისქვეშა და გამოქვაბული სივრცეები შეზღუდული მიწის რესურსების შესავსებად. ურბანული დამგეგმავები ცდილობენ შეიმუშაონ მიწისქვეშა სინგაპურის 3-D გენერალური გეგმა.

2030 წლისთვის სინგაპურში აშენდება 30 თერაპიული ბაღი ბავშვებისთვისა და მოხუცებისთვის, რათა შესთავაზოს აღდგენითი სივრცეები ადამიანებს ისეთი პირობებით, როგორიცაა ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის დარღვევა (ADHD) და დემენცია. ასევე მოეწყობა მეტი ბუნებრივი სათამაშო ბაღი ბავშვებისთვის, რათა დაეხმაროს  პატარებს ბუნებასთან დაკავშირებაში – მხიარული, ცოცხალი გზა.

რისი სწავლა შეუძლიათ სხვა ქალაქებს სინგაპურის გამოცდილებიდან?

ბევრი ქალაქი, განსაკუთრებით აზიაში, მჭიდროდ არის დასახლებული. სინგაპურის გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ქალაქები დაგეგმარება ძალიან ბევრს ცვლიდეს მაცხოვრებლებისთვის.  სინგაპურის ერთგულებამ კეთილმოწყობისა და ხელისაწვდომი საცხოვრებლების მიზნებისადმი შექმნა ძლიერი საფუძველი სტაბილური საზოგადოებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი იყო ქმედითუნარიანი საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბება და საჯარო-კერძო პარტნიორობისა და ტექნოლოგიების გამოყენება.

”ადამიანები ყველაზე ბედნიერები არიან, როდესაც ისინი მეტად არიან დაკავშირებული ბუნებასთან”, – ამბობს კრის ტროტი, Foster and Partners-ის მდგრადობის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც თვლის, რომ სქემებისა და კანონმდებლობის ამგვარად ჩამოყალიბებამ შეიძლება ჩამოაყალიბოს ცნობიერება როგორც დეველოპერებში, ასევე საზოგადოებაში.

„ბაღის ქალაქს“ კიდევ ბევრი ინიციატივა აქვს მდგრადი მომავლისთვის.

„ბაღის ქალაქის“ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე: https://www.nationalgeographic.com/travel/article/paid-content-nature-walk-wildlife-photographer-peeks-behind-the-urban-jungle

https://www.nationalgeographic.com/environment/article/green-urban-landscape-cities-Singapore

https://godinterest.jm.live/2018/01/05/garden-of-eden-is-in-singapore/

https://www.nparks.gov.sg/about-us/city-in-nature

 https://mastsavlebeli.ge/

კითხვის სწავლა სწავლებამდე – შეკითხვების დასმა

 


წინამდებარე წერილში ვაგრძელებთ საუბარს, თუ როგორ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს წიგნები მანამ, სანამ ისინი სკოლაში სიარულსა და კითხვის სისტემურ შესწავლას დაიწყებენ. პირველ წერილში ზოგადად ვისაუბრეთ ბავშვისთვის ხმამაღლსა წაითხვის არსსა და მნიშვნელობაზე. მეორე წერილში მიმოვიხილეთ ის სამი სტრატეგია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ უშუალოდ წაკითხვამდე: 1. საუბარი ყდაზე, 2. მოდი გავიხსენოთ (წინარე ცოდნის გააქტიურება), 3. ვარაუდების გამოთქმა სათაურისა და ილუსტრაციების მიხედვით.

როგორც შევთანხმებულები ვართ, სტრატეგიები/აქტივობები წარმოდგენილია შემდეგი ფორმატით: ჯერ აღწერილია სტრატეგიის ძირითადი არსი, შემდეგ ვუპასუხებთ შეკითხვას, თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს, შემდეგ საუბარია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ კონკრეტული ქმედების განხორციელებისას და ბოლოს განიხილულია კონკრეტული ნიმუში.

ამ წერილში განვიხილოთ შეკითხვების დასმის სტრატეგია, რომელიც დაგხვეხმარება, როგორც წიგნის უშუალოდ წაკითხვამდე, ასევე წაკითხვის პროცესში და წაკითხვის შემდეგ მსჯელობისთვისაც. ერთიც აღვნიშნოთ, რომ ეს სტრატეგია ინტეგრირებულია ყველა სხვა სტრატეგიასთან, რადგან შეკითხვების დასმის გარეშე შეუძლებელია, როგორც ყდაზე საუბარი, ასევე წინარე ცოდნის გააქტიურება, ვარაუდების გამოთქმა და ა. შ.

შეგახსენებთ, რომ ეს და სხვა სტრატეგიები მოკლედ აღწერილი და გამოქვეყნებულია USAID საბაზისო განათლების პროგრამის პორტალზე chemiskola.emis.ge -ზე. სწორედ ამ პროგრამის კონსულტირების დრო შევადგინეთ ბარათების ეს ვერსიები.

  1. შეკითხვების დასმა

რა არის ეს?

სკოლამდელ ასაკში ბაშვები გამუდმებით სვამენ შეკითხვებს — ეს მერე ვუკლავთ და ვუთრგუnავთ ამ სწრაფვას და მხოლოდ ჩვენ მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ ვუბიძგებთ ხოლმე…

კარგი შეკითხვა აღუძრავს ბავშვს ფიქრისა და მსჯელობის სურვილს. რა აზრი აქვს ბავშვისთვის წიგნის ხმამაღლა წაკითხვას, თუკი შეკითხვებს არ დავსვამთ? თუკი ისე წავიკითხავთ წიგნს, არც ერთი შეკითხვას არ დავუსვამთ ბავშვს, მაშინ ამ წაკითხვის სარგებელი განუზომლად შემცირდება.  რა თქმა უნდა, ბავშვისთვის  წაკითხვა მაინც მნიშნვნელოვანი იქნება, თუმცა ეს პროცესი გაცილებით სასარგებლოდ ჩაივლის, თუკი კითხვის პროცესში პატარა მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ შევჩერდებით და ბავშვს შეკითხვებს დავუსვამთ. კითხვის პროცესში ზომიერი პაუზებით შეკითხვების დასმა ბავშვს ეხმარება უფრო სიღმისეულად გაიაზროს ის სამყარო, რომელშიც ერთად ვექცევით წიგნების წაკითხვის დროს. კარგი იქნება, თუკი წავახალისებთ ბავშვის მიერ შეკითხვების დასმასაც, რომელთაც ჩვენც ვუპასუხებთ და  ვუბიძგებთ კიდეც თავისსავე შეკითხვებზე პასუხის გაცემისკენ.

 

რატომ?

შეკითხვების დასმა ბავშვს ეხმარება, უფრო სიღმისეულად გაიაზროს ის სამყარო, რომელშიც ერთად ვექცევით წიგნების წაკითხვის დროს. ამ დროს ბავშვს უვითარდება დაფიქრების, პასუხების ძიების, წაკითხულის გახსენების, მისი ინტერპრეტირებისა და ლოგიკური აზროვნების უნარები. რასაკვირველია, ეს აგრეთვე დაკავშირებულია მეტყველების განვითარებასთანაც. შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა წიგნის წაკითხვის პროცესს ხდის უფრო ნაყოფიერს,  საინტერესოსა და დასამახსოვრებელს პატარისთვის.

 

როგორ გავაკეთოთ?

შეკითხვები უნდა დავსვათ სათაურის წაკითხვისთანავე — ამის გარეშე შეუძლებელია, როგორც წიგნის შესახებ წინასწარ საუბარი, ასევე ვარაუდების გამოთქმა. მაგრამ შეკითხვების დასმა მნიშვნელოვანია ტექსტის წაკითხვის დროსაც.

როდესაც წიგნის ერთ გვერდს (შეიძლება, ნახევარსაც კი) წავიკითხავთ, უნდა შევჩერდეთ, შეკითხვების დახმარებით გავიაზროთ, თუ რა წავიკითხეთ. როგორც აღვნიშნეთ, ბავშვიც უნდა წავახალისოთ საინტერესო შეკითხვების დასმასა და მათზე პასუხების ერთად მოფიქრებაში.

შეკითხვების დასმით ბავშვს ვარაუდების გამოთქმასაც ვუბიძგებთ. თუკი რომელიმე ტექსტს ხელმეორედ, მესამედ ან მეოთხედ ვკითხულობთ, ამ შემთხვევაში, გავიხსენებთ, თუ რა მოხდება შემდეგ.

ასე რომ, აუცილებელია წაკითხვის პროცესში დავსვათ სხვადასხვა სიღრმისა და სირთულის შეკითხვა და ბავშვთან ერთად ჩვენც ჩავერთოთ მათზე პასუხის გაცემაში.

ნიმუში

დავუშვათ, ბავშვს ვუკითხავთ “ნაცარქექიას” ზღაპარს. რა შეკითხვები შეიძლება დავსვათ ამ ზღაპრის კითხვისას?

ვარაუდების აღმძვრელი შეკითხვებიწაკითხულის გადასამოწმებელი შეკითხვები
1.       როგორ ფიქრობ, რატომ ერქმევა ამ კაცს, ამ პერსონაჟს ნაცარქექია?

2.       როგორი კაცი იქნება ნაცარქექია?

3.       რას გააკეთებენ ნაცარქექია და დევი ერთად? როგორი ურთიერთობა ექნებათ მათ?

4.       რას იზამს ნაცარქექია? დევი? რა მოხდება შემდეგ? და სხვ.

  1. რატომ გააგდეს ნაცარქექია სახლიდან?
  2. რატომ შეეშინდა ნაცარქექიას დევის?
  3. რა მოატყუა ნაცარქექიამ დევს?
  4. როგორ მოიქცა დევი? ნაცარქექია?
  5. რა შეიძლება მომხდარიყო დევი რომ არ მოტყუებულიყო? და ა. შ.

 

ქვემოთ შემოთავაზებული ცხრილის მარცხენა სვეტში წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის შეკითხვები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა წიგნის წაკითხვის დროს. ხოლო მარჯვენა სვეტის შეკითხვები კონკრეტული ტექსტის (ამ შემთხვევაში ,,კომბლე”) მიხედვითაა დასმული. სანამ ცხრილს ვნახავთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ,,კომბლე” მცირედი ინტერპრეტირებით (ინტერპრეტაცია, ტექსტის შეცვლა-გადაკეთება სრულიად შესაწყნარებელი და ასევე სასარგებლო პროცესია და ამაზე ცალკე საუბარიც იქნება საინტერესო სხვა დროს.). აღვნიშნოთ, რომ ჩამატებული თუ გადაკეთებული ადგილები ხაზგასმითაა გამოყოფილი ტექსტში.

კომბლე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი. ეს კაცი მთელი დღის განმავლობაში თავის სახლის წინ იჯდა, კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. შემდეგ დაგროვებული კომბლები ბაზარში მიჰქონდა და კარგ ფასად ყიდდა. ამიტომ ამ კაცს ყველა კომბლეს ეძახდა.

— დილა მშვიდობისა, კომბლე! — ესალმებოდნენ ხოლმე შეხვედრისას.

— როგორ ხარ, კომბლე? — მოიკითხავდნენ ხოლმე სალმის შემდეგ.

— ნახვამდის, კომბლე! — ემშვიდობებოდნენ ხოლმე განშორებისას.

კომბლეს ჰყავდა სამი ცხვარი: კომბლესი, კომბლუსი და კომბლოსი. ეს ცხვრები დილით წავიდოდნენ ხოლმე საბალახოდ, მთელი დღის განმავლობაში ბალახობდნენ და საღამოს შინ ბრუნდებოდნენ. კომბლე სულ არიგებდა ხოლმე მათ:

— ყურადღებით იყავით, სადმე მგელი თუ შეგხვდეთ, მაშინვე შინ გამოიქეცითო!

ერთ დღესაც წავიდნენ ცხვრები საბალახოდ. იარეს, იარეს და შემოხვდათ მელია. მელამ ჰკითხათ:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცვხრებმა.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— უი! მეშინია თქვენი კომბლესიო! – თქვა მელიამ და ტყისკენ წაცუნცულდა.

ცხვრებმა გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და შემოხვდათ დათვი. დათვმა ჰკითხა:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცხვრებმა.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— უი! მეშინია თქვენი კომბლესიო! — თქვა დათვმა და ტყისკენ წაბაჯბაჯდა.

ცხვრებმა გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი. მგელმა ჰკითხათ:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცხვრებმა და სულ არ არ გაახსენდათ კომბლეს დარიგება.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— არ მეშინია თქვენი კომბლესიო! — თქვა მგელმა და გადაყლაპა ცხვრები.

მოსაღამოვდა. კომბლემ უცადა თავის ცხვრებს, უცადა და, რომ აღარ დაბრუნდნენ, გაიდო მხარზე ერთი დიდი კომბალი და წავიდა საძებნელად.

იარა, იარა და შემოხვდა მელია. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო!

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა მელიამ კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ გაუშვა მელია და გზა განაგრძო. იარა, იარა და შემოხვდა დათვი. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო.

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა დათვმა კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ გაუშვა დათვი და გზა განაგრძო. იარა, იარა და ბოლოს შემოხვდა მგელი. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო!

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა მგელმა კბილები და ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ სდრუზა მგელს კომბალი, გაუჭრა მუცელი და ამოიყვანა თავისი ცხვრები. კუდამოძუებული მგელი კი ყმუილით წაძუნძულდა ტყისკენ.

კომბლემ წამოიყვანა თავისი ცხვრები და მას შემდეგ ცხოვრობდნენ ტკბილად და გემრიელად.

 

ჭირი — იქა,

ლხინი — აქა,

ქატო — იქა,

ფქვილი — აქა.

ელასა, მელასა,

ჭიქა მეკიდა ყელასა.

მთქმელსა და გამგონებელსა

ჯვარი გვწერია ყველასა!..

(ძილი გვაამოს ყველასა!..)

 

რამდენიმე შენიშვნა ზღაპარში ჩამატებული წინადადებების შესახებ:

  • ზოგიერთი ბავშვისთვის გაუგებარია, რად უნდოდა კომბლეს ამდენი კომბალიო. ამიტომ კომბლების გაყიდვის ხსენება კობლების დამზადებასაც გასაგებს ხდის და ვაჭრობის, როგორც სასაგებლო საქმიანობის, ჩაგონებასაც სეუწყობს ხელს.
  • კომბლესთან გასაუბრების შმეოტანა, ერთი მხრივ, სახელსაც ააქტიურებს, მეორე მხრივ, ინტერაქცია შემოაქვს ზღაპარში.
  • ცხვრებისთვის სახელების დარქმევას მეტი ხალისი და დაზუსტება შემოაქვს ზღაპარში. მე კომბლესი, კომბლუსი და კომბლოსი მოვიფიქრე. შესაძლოა სხვა სახელების მოფიქრება ბავშვის ჩართულობით. თუნდაც: ცხვარიკო, ცხვარუნა და ცხვარელა.
  • გარკვეულწილად აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს კომბლეს დარიგებას მგელს მორიდების შესახებ. კარგი იქნებოდა, რომ ცხვრებს ეს დარიგება არ დავიწყებოდათ.
  • მელიასა და დათვის შესახებ ამოყენებულია ზმნები: წაცუნცულდა და წაბაჯბაჯდა, რაც სიარულის მრავალფეროვნებას კარგად გამოხატავს სიტყვებით და თან ბაშვებისთვისაც შთამბეჭდავი იქნება წარმოსადგენადაც, დასამახსოვრებლადაც და განსასახიერებლადაც.
  • კომბლეს დარიგების დავიწყებაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმა აგრეთვე სასარგებლო იქნება.
  • ბოლოს, მგლის გადარჩენაზეაა ხაზგასმა — როგორ მიძუნძულებს დასჯილი და გამწარებული.

ახლა მივუბრუნდეთ შეკითხვებს და ვნახოთ დანაპირები ცხრილიც. ერთიც აღვნიშნოთ, რომ, რასაკვირველია, ცხრილში შემოთავაზებული ყველა შეკითხვის დასმა არც საჭიროა და კონტრპროდუქტიულიცაა. ბავშვი შეკითხვებით კი არ უნდა გავაბეზროთ, არამედ პირიქით, მოტივაცია უნდა გავუღვივოთ.

 

ზოგადი შეკითხვები,,კომბლეს” შეკითხვები
წაკითხვამდე (სათაურისა და ყდის ილუსტრაციის გაცნობისას)

●     როგორ ფიქრობ, რა მოხდება ამ წიგნში? რაზე იქნება ამბავი?

●     რაზე მიგვანიშნებს წიგნის სათაური? ხომ არ ჰგავს ეს სათაური რომელიმე წიგნის სათაურს?

●     რას ხედავ ილუსტრაციაზე? რაზე მიგვანიშნებს იგი?

●     როგორ ფიქრობ, შეიძლება ამ წიგნში ისეთი ამბავი იყოს, რომელიც ჩვენც გადაგვხდენია (დაგვმართნია)? რატომ კი/არა? რა მიგვანიშნებს ამაზე ყდის ილისტრაციაზე ან სათაურში?

●     როგორ ფიქრობ, რა მოხდება წიგნში?

 

წაკითხვის დროს

●        რა მოხდა უკვე წაკითხულ ნაწილში? დასაწყისში? შემდეგ?

●        გამართლდა შენი ვარაუდი? რა გამართლდა? რა მოხდა სხვანაირად?

●        როდის მოხდა? სად მოხდა? როგორ მოხდა? ვინ ქნა? რა ქნა?..

●        რას ნიშნავს ეს სიტყვა? რომელ სიტყვას ჰგავს?

●        როგორ დაასრულებ ამ წინადადებას? როგორ იტყვი სხვანაირად?

●        შენ რა შეკითხვები გაგიჩნდა?

●        რა იყო უცნაური? სასაცილო? საშიში?

●        როგორ იქცეოდა პერსონაჟი? რას გრძნობდა? რა არ მოგეწონა მის საქციელში? შენ როგორ მოიქცეოდი?

●        შენ რას იგრძნობდი იმ მომენტში? რა გაგიხარდებოდა? რისი შეგეშინდებოდა? რაზე გაბრაზდებოდი?

●        რა სურათებს ხედავდი კითხვის დროს? როგორი გარემოა? რა ხმები ,,გესმოდა”?

●        რა მოხდება შემდეგ? როგორ დასრულდება ამბავი? რატომ ფიქრობ ასე?

 

წაკითხვის შემდეგ

●        რა მოხდება, როგორ დასრულდა ამბავი?

●        გამართლდა შენი ვარაუდი? რა გამართლდა, რა — არა?

●        რა მოგეწონა ყველაზე მეტად? რომელი ადგილი იყო ყველაზე სასაცილო? საშიში?

●        ხომ არ შეცვლიდი რომელიმე ნაწილს ამბავში? როგორ?

●        როგორ ლაპარაკობდა პერსონაჟი? შეგიძლია განასახიერო?

●        როგორია პერსონაჟი? რა თვისებები აქვს? როგორი გარეგნობისაა?

●        რა მოგეწონა პერსონაჟის ქცევაში? რა არ მოგეწონა? შენ როგორ მოიქცეოდი?

●        რა გრძნობდნენ პერსონაჟები?

●        რა პრობლემა ჰქონდა პერსონაჟს? როგორ მოგვარდა ეს პრობლემა? კიდევ როგორ შეიძლებოდა მოგვარებულიყო?

●        რას შვრებოდა პერსონაჟი პრობლემის გადასაჭრელად? ვინ ეხმარებოდა ამაში? შენ როგორ შეძლებდი დახმარებას?

●        ხომ არ შეცვლიდი ან დაამატებდი რომელიმე პერსონაჟს? ვის? რატომ?

●        ხომ არ შეიცვალა რომელიმე პერსონაჟი ამბის ბოლოს? როგორ მოიქცევა ის მომავალში?

●        რას ჰკითხავდი ამბის პერსონაჟებს?

●        შენ ხომ არ ჰგავხარ რომელიმე პერსონაჟს? რით? ხომ არავის გახსენებს რომელიმე პერსონაჟი? რატომ?

●        შეიძლება ეს ამბავი სხვანაირად დამთავრებულიყო? როგორ?

●        რას შეცვლიდი ამბავში?

●        რომელი გარემო, ადგილი მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ? ხომ არ ჰგავს ის ადგილები შენს სახლს, ეზოს, ქუჩას?

●        როგორ ფიქრობ, კარგი სათაურია აქვს წიგნს? სხვა რა სათაური შეიძლება ჰქონდეს? რატომ?

●        რას შეეკითხებოდი ამ ზღაპრის/მოთხრობის ავტორს?

●        რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ზღაპრიდან?

წაკითხვამდე (სათაურის, ,,კომბლე” და ყდის ილუსტრაციის – კომბლე და სამი ცხვარი – გაცნობისას)

●        რას ნიშნავს კომბლე? რა არის კომბალი? რისთვის უნდა ამ კაცს კომბალი?

●        როგორ ფიქრობ, რა მოხდება ამ წიგნში? რაზე იქნება ამბავი?

●        რომელიმე ამბავი ხომ არ იცი, რომელშიც კომბალი აქვს პერსინაჟს?

●        რას ხედავ ილუსტრაციაზე? ვისია ეს ცხვრები?

●        შენ თუ გინახავს კომბლიანი კაცი? ცხვრები თუ გინახავს? სად? რომელი ამბავი გახსოვს ცხვრებზე?

●        როგორ ფიქრობ, რას იზამს კომბლე?

 

წაკითხვის დროს

●        რა მოხდა ზღაპრის დასაწყისში? შემდეგ?

●        გამართლდა შენი ვარაუდი? რა გამართლდა? რა მოხდა სხვანაირად?

●        რატომ ეძახდნენ ამ კაცს კომბლეს? რისთვის სჭირდებოდა თურმე კომბალი? შენც ასე ფიქრობდი თავიდანვე?

●        რას ნიშნავს ეს ,,წაცუნცულდა”? რომელ სიტყვას ჰგავს? ,,წაბაჯბაჯდა”?

●        რას ნიშნავს ,,თავში ჩასხებს”?

●        როგორ დაასრულებ ამ წინადადებას — იარა, იარა და შემოხვდა…  როგორ იტყვი სხვანაირად?

●        შენ რა შეკითხვები გაგიჩნდა?

●        რა იყო უცნაური? სასაცილო? საშიში?

●        როგორ იქცეოდნენ ცხვრები? რას გრძნობდნენ? რა არ მოგეწონა მათს საქციელში? შენ როგორ მოიქცეოდი?

●        შენ რას იგრძნობდი როდესაც მელია შეხვდა ცხვრებს?

●        რა სურათებს ხედავდი კომბლეს სახლში? მელიასა და ცხვრების შეხვედრის დროს? რა ხმები ,,გესმოდა”?

●        კიდევ ვინ შეხვდება ცხვრებს? (მელასთან შეხვედრის შემდეგ დაისმება.)

●        როგორ მოიქცევა კომბლე? (კითხვის დასრულებამდე დაისმება)

●        როგორ დასრულდება ამბავი? რატომ ფიქრობ ასე?

 

წაკითხვის შემდეგ

●        რა მოხდება, როგორ დაიბრუნა კომბლემ ცხვრები?

●        გამართლდა შენი ვარაუდი? რა გამართლდა, რა — არა?

●        რა მოგეწონა ყველაზე მეტად? რომელი ადგილი იყო ყველაზე სასაცილო? საშიში?

●        კიდევ რომელი ცხოველი შეიძლებოდა შეხვედროდა ცხვრებს? როგორ ილაპარაკებდნენ ისინი შევხედრისას? შეჭამდა თუ არა ის ცხვრებს?

●        როგორ ლაპარაკობდნენ ცხვრები, მელია, დათვი და მგელი? შეგიძლია განასახიერო?

●        როგორიები არიან ცხვრები? კომბლე? რით ჰგავს მელია და დათვი ერთმანეთს? რით განსხვავდება მგელი დათვისგან ამ ზღაპარში?

●        რა მოგეწონა კომბლეს საქციელში? რა არ მოგეწონა? შენ როგორ მოიქცეოდი?

●        რა გრძნობდნენ ცხვრები მელიასთან შეხვედრისას? მგელთან შეხვედრისას? რას იგრძნობდნენ ისინი მგლის მუცელში?

●        რა პრობლემა ჰქონდათ ცხვრებს და ვინ გადაჭრა ეს პრობლემა? როგორ? კიდევ როგორ შეიძლებოდა ცხვრები დაგვეცვა მგლისგან?

●        ხომ არ შეიცვლებიან ცხვრები ამ ამბის შემდეგ? როგორ მოიქცევიან ისინი? კომბლე როგორ მოიქცევა?

●        რას ჰკითხავდი ურჩევდი ცხვრებს? კომბლეს? მგელს?

●        შენ ხომ არ გახსენებს კომბლე ვინმეს? რატომ?

●        როგორ ფიქრობ, კარგი სათაურია ,,კომბლე” სხვა რა სათაური შეიძლება ჰქონდეს? რატომ?

●        რას შეეკითხებოდი ამ ზღაპრის ავტორს?

●        რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ზღაპრიდან?




https://mastsavlebeli.ge/