Thursday, August 1, 2019

როგორ მოვემზადოთ კარგი პრეზენტაციისთვის

რა არის პრეზენტაცია?
პრეზენტაცია არის რაიმე საკითხისსაჯარო წარდგენა აუდიტორიის წინაშე. მისი მიზანია, გავაცნოთ საკუთარი საქმიანობა ადამიანების გარკვეულ წრეს. მასწავლებელს ხშირად უხდება პრეზენტაციის ჩატარება სხვადასხვა აუდიტორიის – მოსწავლეებისა თუ მათი მშობლების, კოლეგებისა თუ სკოლის ხელმძღვანელობის – წინაშე.
რა უნდა გავითვალისწინოთ პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვისას
პრეზენტაციის დაგეგმვა
სანამ პრეზენტაციისთვის მზადებას დავიწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
აუდიტორია
მომხსენებლის უმთავრესი ამოცანა აუდიტორიის დაინტერესებაა, ამიტომ გამოსვლის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მსმენელთა მომზადება და მოთხოვნები: რა იციან მათ ამ თემის შესახებ? რისი გაგება სურთ ჩვენგან და რააღუძრავს მათ ინტერესს ამ თემასთან მიმართებით? რა მოცულობისა და სირთულის ინფორმაციის ათვისება და გააზრება შეუძლიათ თემის შესახებ? რაურთიერთობა გვაქვს მათთან? რამდენად ფორმალური ან არაფორმალური შეიძლება იყოს ჩვენი პრეზენტაცია?
თუ აუდიტორიას თქვენი კოლეგები წარმოადგენენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციფიკური ტერმინოლოგია, მოახდინოთ საკითხის ღრმა ანალიზი; თუ აუდიტორია სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისგან შედგება, მაშინ პრეზენტაცია უფრო ზოგადინფორმაციული ხასიათისა უნდა იყოს.
პრეზენტატორის გამოსვლის სტილი მსმენელთა რაოდენობაზეც არის დამოკიდებული. თუ აუდიტორია არ აღემატება 10-12 კაცს, რეკომენდებულია არაფორმალური საუბარი. მას ხშირად დისკუსიის ხასიათი აქვს. დიდ აუდიტორიასთან შეხვედრის დროს კი პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმშივერ წარიმართება, ამიტომ იგი მეტად უნდა იყოს სტრუქტურირებული, მოხდეს უფრო მეტი ვიზუალიზაცია, ყველა საკითხს გაეცეს მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი.
პრეზენტაციის დაგეგმვისას მსმენელთა მომზადების, ინტერესისა და რაოდენობის ანალიზი იმის განსაზღვრაში გვეხმარება, რა სახის ინფორმაციის მიწოდება იქნება კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ადეკვატური და როგორ.
პრეზენტაციის თემა, მიზანი და შინაარსი
პრეზენტაციის როგორც თემა, ასევე მიზანი მსმენელთა აუდიტორიას უნდა მიესადაგებოდეს. მიზნის განსაზღვრა წინაპირობაა იმისა, რომ პრეზენტაციის დროს მაქსიმალურად კონკრეტულნი ვიყოთ.მიზნის ფორმულირების შემდეგ კი უნდა განვსაზღვროთ, რა გზით შეიძლება სასურველ შედეგამდე მისვლა, ე.ი. განვსაზღვროთ პრეზენტაციის შინაარსი.
შინაარსზე მუშაობის პროცესი შეიძლება სამ საფეხურად დავყოთ:
  • საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება;
  • შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება და გაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება;
  • გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადო თანამიმდევრობით დალაგება.
პრეზენტაციის ხანგრძლივობა
რაც უფრო ხანმოკლეა პრეზენტაცია, მით უფრო რთულია მისი ეფექტურად წარმართვა, რადგან პრეზენტატორს ხშირად არ ჰყოფნის დრო, რათა სრულად განიხილოს საკითხი და აუდიტორიისგან უკუკავშირი მიიღოს.
სასურველია, პრეზენტატორმა თავისი გამოსვლა წერილობით ჩამოაყალიბოს, მაგრამ პრეზენტაციისას მხოლოდ გეგმით ან თეზისებით ისარგებლოს და ზეპირად მიმართოს აუდიტორიას. ეს მის სიტყვებს ბუნებრიობასა და დამაჯერებლობას შემატებს.
+ექსპერტებიგვირჩევენ, პრეზენტაციის წინ კოლეგასთან გავიაროთ სრული რეპეტიცია თვალსაჩინოების, შესავალი სიტყვის, მოხსენების ძირითადი ნაწილისა და დასკვნების გამოყენებით. ეს თავიდან აგვაცილებს იმ მღელვარებას, რომელიც გველის სიტყვით გამოსვლის წინ.
მოხსენების/პრეზენტაციის ეფექტიანად დაწყება და ეფექტიანად დამთავრება
დასაწყისიდა დასასრული პრეზენტაციის ხერხემალია. ეფექტიანი დასაწყისით მივიპყრობთ მსმენელის ყურადღებას და მოტივაციას აღვუძრავთ მას, ჩაერთოს მოხსენებაში, ამიტომ ეს ნაწილი განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა მომზადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, დამსწრეთა დიდმა ნაწილმა პრეზენტაციის დასაწყისიდანვე არ დაგიგდოთ ყური და პასიურ მსმენელად იქცეს.
დასასრულიამთლიანებს პრეზენტაციას და მეხსიერებაში რჩება მსმენელს. პრეზენტაციის სუსტი მხარეები, რომლებიც მოხსენების შუაში შეიძლება გაგვეპაროს, დავიწყებას მიეცემა, თუ დასასრული ლოგიკური, გააზრებული და შინაარსიანი იქნება.
უნდა ვეცადოთ, პრეზენტაცია პოზიტიურად დავასრულოთ. ეს დაეხმარება მსმენელებს, კარგი განწყობით დატოვონ აუდიტორია. სასურველია, მომხსენებელმა აუდიტორიას დაუტოვოს საფიქრალი თემა, რომელიც მას განხილულ საკითხთან მიაბრუნებს.
შექმენითშინაარსობრივი ჩარჩო
კარგიპრეზენტაციით ჩვენ უნდა მივიღოთ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია, რომელიც დასაწყისიდან დასასრულამდე ინტერესის აღმძვრელი იქნება.
პრეზენტაცია ძირითადად ასე უნდა იყოს სტრუქტურირებული:
1. შესავალი
  • მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა;
  • საპრეზენტაციო თემისა და მიზნის გაცნობა;
  • პრეზენტაციის სტრუქტურის გაცნობა;
  • საპრეზენტაციო თემისადმი საკუთარი მიდგომის წარდგენა.
2. ძირითადი ნაწილი
  • ძირითადი საკითხების გაშლა, გაანალიზება და საკუთარი შეხედულების არგუმენტირებული დასაბუთება.
3. დასკვნა.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება;
  • პრეზენტაციის მომზადების პროცესში გამოყენებული ძირითადი ლიტერატურის წარდგენა;
  • აუდიტორიის გამოწვევა ქმედებისა და განსჯისკენ;
მსმენელთა აუდიტორიისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც პრეზენტაციის მომზადებაში დაგვეხმარა, მადლობის გადახდა.
აუდიტორიამ პრეზენტაცია ადვილად რომ გაიაზროს, სასურველია, მივაწოდოთ მხოლოდ მთავარი საკითხები. კვლევები ადასტურებს, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას შეუძლია აითვისოს არა უმეტეს ათი საკითხისა, რომლებიც დაახლოებით სამი სათაურით არის გაერთიანებული.
მას შემდეგ, რაც პრეზენტატორი ძირითად ნაწილში სათითაოდ მიმოიხილავს ძირითად საკითხებს, აჯამებს ნათქვამს და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს.
მნიშვნელოვანია, თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ მასალაზე დაფუძნებული. ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით, რომლებიც თემას შეესატყვისება. სწორედ საინტერესო მაგალითები იძლევა საშუალებას, აუდიტორიამ უკეთ აღიქვას მოსმენილი და დიდხანს დარჩეს იგი მეხსიერებაში.
მოხსენება უფრო მიმზიდველი გახდება, თუ პრეზენტატორი პრეზენტაციის დასაწყისში დასვამს კითხვებს, რომლებსაც დასასრულს დასკვნის სახით უპასუხებს.
შეიძლება ასევე, პრეზენტაცია დავიწყოთ და დავასრულოთ რაიმე სახალისო ისტორიით, რომელსაც, ბუნებრივია, საპრეზენტაციო თემასთან ექნება კავშირი.
პრეზენტაციის გამჭვირვალედ დაგეგმვა
პრეზენტატორი უნდა შეეცადოს, მსმენელის ყურადღება და კონცენტრაცია მთელი პრეზენტაციის განმავლობაში არ მოდუნდეს. გამჭვირვალე დაგეგმვის გარეშე ადვილად გაწყდება მსმენელთან კავშირი, რომლის აღდგენა საკმაოდ ძნელია. ამიტომ გირჩევთ, მოხსენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლედ გააცნოთ პრეზენტაციის გეგმა (რა საკითხებს შეეხებით და რა თანამიმდევრობით) და ყოველი ნაწილის დასასრულს თითო წინადადებით შეაჯამოთ იგი. ასეთი დამოკიდებულება მოხსენებას სტრუქტურირებულ სახეს აძლევს, რაც მსმენელს მოსმენილის ცალკეულ თემატურ ბლოკებად დალაგებას უადვილებს.
გონივრულია ასევე, ცალკეული შინაარსობრივი პუნქტები ერთმანეთის მიყოლებით წარმოადგინოთ ეკრანზე და აჩვენოთ აუდიტორიას. ასე დამსწრეებს ეცოდინებათ, სად არის ამჟამად შეჩერებული მომხსენებელი და კიდევ რამდენი დარჩათ მოსასმენი.
მაშასადამე, შესავალ სიტყვაში აცნობთ მსმენელებს, რა თემაზე ისაუბრებთ და როგორ გაქვთ ეს სტრუქტურირებული (მთავარი საკითხები თანამიმდევრობით); საუბრის შუაში გაშლით ამ საკითხებს, ხოლო ბოლოს შეაჯამებთ ნათქვამს (მთავარ საკითხებს) და დასკვნებს გამოიტანთ.
რესურსებისგონივრული გამოყენება
რესურსების სწორი ჩართვა მოხსენებას ეფექტურს ხდის და მსმენელებს პრეზენტაციის აღქმას უადვილებს. თუმცა ცუდ პრეზენტაციას ვერავითარი ვიზუალიზაცია (Power Point-ი, ვიდეოფილმები, სტენდები და სხვ.) ვერ გახდის საინტერესოს. გაუაზრებლად ჩართულმა ვიზუალიზაციამ კი შესაძლოა კარგი პრეზენტაცია დაანგრიოს.
ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმის მონაცვლეობითი გამოყენება პრეზენტაციას აცოცხლებს. კარგი იქნება, თუ დამატებით რესურსად გამოვიყენებთ ჰენდაუტებს. ამ შემთხვევაში მსმენელებს საშუალება მიეცემათ, ძირითად ინფორმაციას მოგვიანებითაც გაეცნონ, მაგრამ მას აქვს სუსტი მხარეც – არსებობს საფრთხე, რომ მსმენელი პრეზენტაციის პროცესში გაერთოს მისი კითხვით და პასიურ მსმენელად იქცეს. ამიტომ ვურჩევთ პრეზენტატორს, ჰენდაუტები პრეზენტაციის დასასრულს დაარიგოს.
მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოება იყოს აუდიტორიისთვის ადვილად აღსაქმელი, წარმოდგენილი მხოლოდ ძირითადი პოსტულატების სახით, რომლებსაც პრეზენტატორი საუბრისას ახსნის.
ისევე, როგორც სახლისთვის – სახურავი, პრეზენტაციისთვის აუცილებელია კარგად მიგნებული ვიზუალიზაცია. მაგრამ სახურავი (ვიზუალიზაცია) ფუნდამენტის (შინაარსის) და კედლების (სტრუქტრურის) გარეშე უსარგებლოა.
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენება
წარმატებული გამოსვლისთვის საჭიროა, აუდიტორიასთან კონტაქტი დამყარდეს. გამოსვლისას გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი, რომელიც აუდიტორიის ზომაზეა დამოკიდებული. დგომა, ჟესტები ბუნებრივი უნდა იყოს, მეტყველება – გამართული და მშვიდი, წინადადებები – მარტივი. მომხსენებელმა თავი უნდა აარიდოს თემიდან თემაზე გადახტომას – ეს აუდიტორიას კონცენტრირებაში შეუშლის ხელს.
როგორ უნდა შეფასდეს პრეზენტაცია?
პრეზენტაციის დაგეგმვის, მზადებისა და წარდგენის პროცესში გამუდმებით უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებასა და პრეზენტაციის უნარების დახვეწაში დაგვეხმარება.
გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების სარეკომენდაციო რუბრიკას:
პრეზენტაციის შეფასების ჰოლისტური ცხრილი
კრიტერიუმებიშეფასება
საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, რომელიც შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს;ფლობს აუდიტორიას,ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე; ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდშოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.)ძალიან კარგი
საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული;ტერმინოლოგიურად გამართულია;შეცდომები უმნიშვნელოა; რეფერენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს საპრეზენტაციო მასალას;კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს მასთან;ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.კარგი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; რეფერენტი ფლობს საპრეზენტაციო მასალას, მაგრამ აქვს მცირე შეცდომები; იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; ცდილობს აუდიტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ ზოგჯერ უშედეგოდ; უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.დამაკმაყოფილებელი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია არასწორია; მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას; რეფერენტი რიოდულად ცდილობს აუ­დი­ტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს;ძალზე იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებსარადამაკმაყოფილებელი
პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია;პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა;რეფერენტივერ ამყარებს კონტაქტსაუდიტორიასთან,ლაპარაკობს გაურკვევლად; არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს.სრულიად არადამაკმაყოფილებელი
მაშასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ გააზრებული პრეზენტაციისთვის?
  • პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა – რის პრეზენტაციას ვაკეთებ, რა არის ჩემი მიზანი?
  • პრეზენტაციის სტრუქტურის განსაზღვრა – როგორ წარმოვადგინო იგი ყველაზე უკეთ?
  • პრეზენტაციის პროცესში რესურსების გამოყენება – როგორ გავუადვილო აუდიტორიას პრეზენტაციის შინაარსის აღქმა?
  • აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება – როგორ მივიპყრო მსმენელთა ყურადღება და გავუღვიძო მათ ინტერესი?


 წყარო : http://mastsavlebeli.ge

მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი

მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი
რა არის პორტფოლიო?
პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი. იგი ნათლად წარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობას, წინსვლას, მიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. დაახლოებით ოცი წელია, რაც პორტფოლიომ განათლების მეცნიერებაში შემოაღწია და დამკვიდრდა. თუმცა, პორტფოლიოს გამოყენება ახალი მიგნება არ გახლავთ, არქიტექტორები და ხელოვანები მსგავსი დოკუმენტების კრებულს რამდენიმე ასწლეულია იყენებენ ახალი დამკვეთებისთვის საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაციისთვის. განათლების მეცნიერებაშიც პორთფოლიო უპირველესად, როგორც აუთენტური დოკუმენტი, მიღწევის შეფასების ალტერნატიულ შესაძლებლობას გამოხატავს.

წყარო : http://mastsavlebeli.ge
 წყარო 

როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი



მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს
„...სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.“ წინამდებარე მასალაში კიდევ ერთხელ დავაფიქრებთ მკითხველს დაგეგმვის აუცილებლობაზე, მივცემთ რეკომენდაციებს, რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა მოქნილი, მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული გაკვეთილის დასაგეგმად, რომელიც საგანმანათლებლო ლიტერატურაში კონსტრუქტივისტული გაკვეთილის სახელითაა ცნობილი.
კონსტრუქტივისტული გაკვეთილი გამოირჩევა მოქნილობით. იგი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, იპოვნონ მნიშვნელობები, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი, შეძლონ ანალიზი, ცალკეული ელემენტების გაერთიანება ახალი სტრუქტურის სახით და სათანადო დასკვნების გამოტანა. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობას და ინტერესს.
მასწავლებელი კონსტრუქტივისტული სწავლებისას არის პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელის შემწყობი. სანამ პედაგოგი გაკვეთილის გეგმის შედგენას დაიწყებს -

წყარო http://mastsavlebeli.ge

რამდენიმე პოპულარული აქტივობა, მასწავლებლისთვის




„ერთი მთლიანი საინტერესო ამბავი“
ყველა მასწავლებელს მიუღია „კომპლიმენტი“ (თქვენ წარმოიდგინეთ მარტო არ გვლანძღავენ, მადლობასაც გვიხდიან). ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო შემდეგი მესიჯი იყო სოციალურ ქსელში:
  • „თქვენი (შენი) მეთოდების წყალობით გეოგრაფია ნინისთვის ტვირთი და სავალდებულო სასკოლო საგანი არაა… მისთვის ეს ერთი მთლიანი საინტერესო ამბავია, მადლობა“ – ეს ერთმა მშობელმა მომწერა. მადლობა, რომ გადავუხადე, მითხრა, რომ ეს მისი ნინის სიტყვებია.
არადა, თითქოს ახალი არაფერი გამიკეთებია. ვმუშაობთ, ვკამათობთ, ვადგენთ სქემებს, ერთმანეთს ვაფასებთ… მაინც რა არის „ერთი საინტერესო ამბავი“? ამას აუცილებლად გავარკვევ შემდეგ სასწავლო წელს.
ახლა კი ვფიქრობ, თუ რა უნდა გავაკეთო, რომ ეს „ერთი მთლიანი საინტერესო ამბავი“ არ დასრულდეს? რომ გითხრათ, ვიცი-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ერთი კი ცხადია, რომ ახალი თავსატეხი გამიჩინა პატარა გოგომ, რომლისთვისაც გეოგრაფიის გაკვეთილი ამბავია, რომლის დასრულებაც არ უნდა, არც მე მინდა… როგორ გავაგრძელო, რომ ეს ამბავი კარგად დასრულდეს?
ახლა კი რეფლექსიისთვის მინდა, შემოგთავაზოთ ყველაზე პოპულარული რამდენიმე აქტივობა, რომლებიც არ საჭიროებს მასწავლებლის ხანგრძლივ მომზადებას. ყველა ეს ტექნიკა შეიცავს თამაშის ელემენტს, ამიტომაც უყვართ მოსწავლეებს. იქნებ ეს აქტივობები გამოგვადგეს, რომ გეოგრაფიის გაკვეთილები (არამარტო) საინტერესო ამბად ვაქციოთ?
ანბანი – მასწავლებელი ასახელებს ერთ ასოს  და მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ  გაკვეთილის თემის  შესაბამისი სიტყვები. აუცილებელია გარკვეული დროის განმავლობაში ჯგუფებმა რაც შეიძლება მეტი სიტყვა დაწერონ დასახელებულ ასოზე. თითოეული გუნდი ასაბუთებს თავის სიას, აჩვენებს სიტყვების კავშირს თემასთან; გამარჯვებული არის ის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი სიტყვა აქვს დაწერილი.
პრესა, პროფესიონალიზმი, პროპაგანდა, პოპულიზმი,  კანონი, პროგრამა, პლატფორმა, პრინციპები, პრემიერ-მინისტრი,  პოლიტიკა, პოლიტიკური მეცნიერება, პრეზიდენტი, პარლამენტი, პარტია,  პლურალიზმი და ა.შ.
ამ მეთოდის განსხვავებული ვარიანტი იქნება, თუ მასწავლებელი შესთავაზებს ტერმინებს ანბანის ნებისმიერ ასოზე, მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ თემის შესაბამისი ტერმინები და განმარტონ.
რეფლექსიისა და საერთოდ გაკვეთილის ნებისმიერი ეტაპი, საგნობრივი ცოდნისა და უნარების გარდა, კომუნიკაციის, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის განვითარება-გამოხატვისთვის უნდა გამოვიყენოთ. „მადლობა“ სწორედ რომ სიყვარულის „სწავლისთვის“ გამოდგება.
მადლობა … – გაკვეთილის დასასრულ მასწავლებელი სთავაზობს თითოეულ მოსწავლეს, აირჩიოს მხოლოდ ერთი ბავშვი, რომელსაც სურს “მადლობა გადაუხადოს” მას თანამშრომლობისთვის და განმარტოს, ზუსტად რაში გამოვლინდა თანამშრომლობა. მასწავლებელი უნდა გამოირიცხოს. მასწავლებლის მადლიერება საბოლოოა. ამავე დროს, ის ირჩევს მათ, ვისაც ყველაზე ნაკლები კომპლიმენტი აქვს, ცდილობენ იპოვონ მონაწილეთათვის მადლის გადასახდელად დამადასტურებელი სიტყვები.
აირჩიე განაჩენი – რეფლექსიის ეს ტექნიკა ეკონომიურია დროის ორგანიზების თვალსაზრისით, ის მიაქვს 1-დან 3 წუთამდე. მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს გადაწყვეტილებების ჩამონათვალს და სთხოვს აირჩიონ ერთი, რომელიც ახასიათებს საკლასო ოთახში მუშაობას. მაგალითად, განსახილველად გაკვეთილების შესახებ:
– სირთულეს ვერ გავუმკლავდი;
– არ მქონდა სირთულე;
– უბრალოდ მოვისმინე სხვათა წინადადებები;
– იდეები წამოვაყენე.
“ცხელი ათეული”
  1. გაკვეთილის ღირებულება –
  2. გაკვეთილის იდეა –
  3. გაკვეთილის ორჭოფობა –
  4. გაკვეთილის გმირი –
  5. გაკვეთილის განწყობა –
  6. გაკვეთილის აზრი –
  7. გაკვეთილის ოცნება –
  8. გაკვეთილის ინტონაცია –
  9. გაკვეთილის მეხსიერების –
  10. გაკვეთილის რეზიუმე –
  11. გაკვეთილის გაკვეთილი –
  12. გაკვეთილის აღმოჩენა –
  13. გაკვეთილის ღირებულება –
  14. გაკვეთილის სარგებელი –
თავი ქუდში – მოსწავლეები ერთმანეთს გადასცემენ ქუდს, როცა მუსიკა დამთავრდება, ვისაც შერჩება ხელში ქუდი, აკეთებს რეფლექსიას.
ცოდნის ზღვა – პლაკატი ზღვის სურათით მოთავსებულია დაფაზე და გაკვეთილის დასასრულ მასწავლებელი აცხადებს: “ჩაუშვით გემი ცოდნის ზღვაში”.
მოსწავლეები, რომლებიც დარწმუნებულია, რომ კარგად აითვისა თემა – გემს ზღვაში უშვებენ; ისინი რომლებიც არ არიან დარწმუნებული საკუთარ ცოდნაში, გემს აჩერებენ ყურეში.
კომპლიმენტი – შექება, საქმიანი კომპლიმენტი, სადაც მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის წვლილს გაკვეთილზე და მადლობას უხდიან ერთმანეთსა და მასწავლებელს. გაკვეთილის დასასრულის ეს ვერსია საშუალებას იძლევა, რომ დააკმაყოფილოს თითოეული მათგანის პირადი პასუხიმგებლობა და მნიშვნელობა.
წარმატების კიბე – მასწავლებელი გაკვეთილის ეტაპებს დაწერს კიბის საფეხურებზე, გაკვეთილის მიზანს კი კიბის სათავეში. მოსწავლეები გაკვეთილის დასასრულ  აფასებენ საკუთარ მუშაობას თითოეულ ეტაპზე წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯების სახით.

ხუთი თითი – მოსწავლეები ხატავენ საკუთარ ხელს ქაღალდის ფურცელზე. თითოეული თითი არის პოზიცია, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს. მონაწილეები შეკითხვებს თითოეული თითის კონტურის გარშემო წერენ, კონტურის შიდა ნაწილში კი – პასუხებს.
“აზრი” – ნეკა თითი. რა ცოდნა, გამოცდილება მივიღე მე დღეს?
“მიზანი ახლოს არის?” – უსახელო. რას გავაკეთე დღეს მიზნის მისაღწევად? რას მივაღწიე?
“სულიერი მდგომარეობა” – შუა თითი . როგორი იყო ჩემი განწყობა? რაზეა დამოკიდებული ეს?
„დახმარება“  – საჩვენებელი თითი. როგორ დავეხმარე და გავახარე დღეს ჩემი მეგობრები? როგორ შემიძლია ხელი შევუწყო?
“მხიარულება” – ცერა თითი. როგორი იყო დღეს ჩემი ფიზიკური მდგომარეობა?
აკრძალვა – ეს ტექნიკა გამოიყენება მაშინ, როდესაც მოსწავლეები ფიქრობენ და ამბობენ ფრაზებს: “მე არ შემიძლია …”, “მე არ ვიცი, როგორ …”, “მე არ გამომივა …”. მოსწავლეებს ეკრძალბათ იმის თქმა, რომ “მე არ  …”, მაგრამ შეთავაზებული უნდა იყოს იგივე იდეა სხვა სიტყვებით: რა არის საჭირო იმისათვის, რომ…; რა არის საჭირო, რომ …; რა უნარები მჭირდება ამ დავალების გაკეთებისთვის; რა დამატებითი ინფორმაცია მჭირდება … და ა.შ.
ამ მეთოდის დანერგვისას მოსწავლე პასიურ ქცევას პოზიტიურ რეფლექსიად გარდაქმნის.
ორმხრივი ურთიერთგაგების პიკი – პიკი გაგების უმაღლესი მწვერვალია. მოსწავლე ფერდობზე მიცოცავს მწვერვალისკენ. რამდენად ახლოს არის მოსწავლე მასთან (თემის გაგება), როგორ მუშაობდნენ, როგორ ჩაიარა სამუშაომ, გაიგეს თუ არა  –  ამას გადაწყვეტენ თავად მოსწავლეები, რომლებიც ფიგურებს მაღალ ფერდობზე ან მწვერვალზე ათავსებენ.
მხატვრული რეფლექსია – მოსწავლეებს სთავაზობენ ლანდშაფტის ამსახველ ორ ფერწერულ გამოსახულებას: ერთზე გამოსახულია მოწყენილი განწყობა, მეორეზე – მხიარული. მოსწავლეები ირჩევენ სურათს, რომელიც შეესაბამება მათ განწყობას.
მუსიკალური რეფლექსია – მოსწავლეები უსმენენ მუსიკას ორ ნაწილად (სასურველია კომპოზიტორის მითითება). ჯერ ჟღერს ბობოქარი, ემოციური, შემდეგ კი მშვიდი, წყნარი მუსიკა. მოსწავლეები ირჩევენ მელოდიას, რომელიც მათ განწყობას ემთხვევა.
იმედი მაქვს, ეს და კიდევ სხვა აქტივობები დაგვეხმარება ჩვენი საგანი “ტვირთად და სავალდებულო სასკოლო საგნად” კი არა, „ერთ მთლიან  საინტერესო ამბად“ ვაქციოთ.

გამოყენებული ინტერნეტ გვერდები: https://lib.1september.ru http://pedsovet.su/metodika
  წყარო : http://mastsavlebeli.ge

როგორ ვაქციოთ კოგნიტური სქემები მეთოდად






მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება კოგნიტური სქემების ეფექტურობის შესახებ. ორიოდე სიტყვით ავხსნი, რა არის კოგნიტური სქემა და როგორ შეუძლია მასწავლებელს მისი ადაპტირება კონკრეტული საჭიროებების მიმართ.
კოგნიტური სქემა ჩარჩოა, რომელიც მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. სქემებით მუშაობა მოსწავლეთა გააქტიურებისა და დამოუკიდებლობის გაზრდის კარგი საშუალებაა. სწავლების პროცესში მისმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მასწავლებლის როლი და ფუნქცია, გაუადვილა მოსწავლეს სასწავლო მასალის აღქმა და გააზრება, ხოლო სწავლება და სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახდა.
ამგვარი სქემების შესავსებად, როგორც წესი, საჭიროა სხვადასხვა უნარის გააქტიურება და მათი ინტეგრირებული გამოყენება. ეს უნარებია: აღქმა, წარმოსახვა, იდეების ორგანიზება, დასურათება, წერა და სხვა. შესაძლებელია თითოეული სქემის ადაპტირება, გართულება ან გამარტივება. თავად მე, საჭიროებისამებრ, სქემიდან ესა თუ ის ელემენტი ამომიღია ან, პირიქით, ჩამიმატებია, იმის მიხედვით, რომელ ასაკობრივ ჯგუფთან ვმუშაობდი.
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი კოგნიტური სქემებით მუშაობას?
უპირველეს ყოვლისა, განვუმარტოთ სქემის დანიშნულება და შევსების პროცედურა. სასურველია, ვაჩვენოთ, როგორ ივსება სქემა, ჩავრთოთ სქემის შევსების პროცესში. მაგალითად, ხშირად თავად ვიწყებ შევსებას და შემდეგ მოსწავლეებს ვაგრძელებინებ.
სქემებით ვამუშავებ როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებსა და მცირე ჯგუფებში. ეს მიადვილებს მათი მუშაობისთვის თვალყურის დევნებას, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას და უკუკავშირის გფაცემას.
კოგნიტური სქემების საშუალებით მოსწავლეები:
  • ანაწევრებენ მოცემულ ინფორმაციას;
  • ახდენენ მის ორგანიზებას;
  • შეიცნობენ მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
  • ეჩვევიან კრიტიკულ აზროვნებას;
  • აღადგენენ ამბავს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
როდის გამოვიყენოთ კოგნიტური სქემები?
  • ახალი მასალის გაცნობა-წარდგენისას;
  • შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარებისას;
  • ტექსტის კითხვისა და დამუშავებისას;

მინდა, გაგაცნოთ ჩემ მიერ ადაპტირებული ორი სხვადასხვა სქემა, რომლებიც მეთოდად ვაქციე და ინტენსიურად ვიყენებ სასწავლო პროცესში.

N 1.  ,,კადრები“
სამუშაო შეიძლება ჩავატაროთ სხვადასხვა ინტერპრეტაციით.
ა) ტექსტს ვყოფთ ერთეულებად, თითოეულ ერთეულს გამოვყოფთ აბზაცით და მივანიჭებთ შესაბამის ნომერს. თითოეული ერთეულისთვის მოსწავლეები ხატავენ სიუჟეტურ სურათს, ისე, რომ სერიული სიუჟეტი გამოუვიდეთ. თითოეულ სურათს განათავსებენ ტექსტის შესაბამისი ერთეულის გასწვრივ.
ბ) ვთხოვ მოსწავლეებს სხვადასხვა ეპიზოდის დახატვას (დაუნომრავად). ნახატების შესრულების შემდეგ სხვა მოსწავლე ათვალიერებს სიუჟეტურ სურათებს და განსაზღვრავს, რომელი სიუჟეტი შეესაბამება მოსმენილ ტექსტს.
გ) ვთხოვ, დახატონ პირველი ეპიზოდი, ივარაუდონ, რა მოხდება შემდეგ და ეს გაგრძელებაც დახატონ (ანუ გადმოსცენ ნახატებით ამბის სავარაუდო განვითარება).
ეს ყველაფერი შესაძლოა ნაცნობი იყოს ყველა მასწავლებლისთვის; აქ მთავარია იმ ელემენტების გამოყენება, რომლებიც უფრო სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს.
მოგეხსენებათ, ფილმების ყურება ყველა ბავშვს უყვარს და თუ დავავალებთ, კინოფირის ამსახველ სქემაზე სიუჟეტის კადრებად დახატვას დავავალებთ, მერწმუნეთ, მათთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება. თავს რეჟისორებად წარმოიდგენენ და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში.
მოკლედ, კლასს ვურიგებს ფურცლებს, რომლებზეც გამოსახულია კინოფირი. მოსწავლეები დანომრავენ კადრებს და ჩახატავენ მათში ეპიზოდებს, თითოეული ნახატის ქვეშ კი მოკლედ აღწერენ სიუჟეტს ან დასათაურებენ ეპიზოდებს.
დავალების ფურცლების დამზადება სხვადასხვანაირად შეიძლება. მაგალითად, ასე:

გათვალსაჩინოებული ტექსტი მოსწავლეს კითხვებზე პასუხის გაცემაში დაეხმარება.
მოსწავლის შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება დავალების გართულება:
ა) ვაძლევ მოსწავლეს ფირს და ვთხოვ მიუთითოს, რომელი ნახატი შეესაბამება ტექსტის ამა თუ იმ ნაწილს.
ბ) იმის შესამოწმებლად, რამდენად გაიგო მოსწავლემ სიუჟეტის განვითარება, ვაწვდი ტექსტის შინაარსის ამსახველ სერიულ სიუჟეტურ სურათებს (რომლებიც წინასწარ მქვს გამზადებული) არასწორი თანმიმდევრობით და ვთხოვ, სწორად დაალაგოს. თუ ეს დავალება რთული აღმოჩნდა, შეიძლება მივცეთ ასარჩევად სწორად და არასწორად დალაგებული სიუჟეტები და ვთხოვოთ, სწორად დალაგებული აირჩიოს.
ტექსტის შინაარსის წვდომის შემოწმების ეს მეთოდი მოსწავლისგან მოითხოვს სათანადოდ განვითარებულ ვიზუალურ აღქმას.
დავალების შესრულების შემდეგ გამოვაფენთ ნახატებს, ვინ რა და როგორ დახატა, ვალაპარაკებთ მოსწავლეებს საკუთარ ნახატებზე და ა.შ.
სქემა დამხმარე ინსტრუმენტია, რომელიც მოსწავლეს წაკითხულის შინაარსის აღქმაში ეხმარება. მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ავსებენ მას. თითოეული შევსებული სქემა დამოუკიდებელი პროდუქტია, თუმცა დავალება შეიძლება შესრულდეს წყვილებში, ჯგუფში და საერთო საკლასო მუშაობის დროსაც დაფაზე.
ტექსტის დამუშავების შემდეგ ვაჯამებ გაკვეთილს შემაჯამებელი სქემით, რომელიც წარმოდგენილია დიდ ფორმატზე.
მეთოდს დავარქვი „ხუთი თითივით ვიცით“.


მოსწავლეები ასწევენ ხელს და იწყებენ თხრობას.
  1. პირველად ცერა თითს მოხრიან და პერსონაჟებს ჩამოთვლიან;
  2. შემდეგ საჩვენებელ თითს მოხრიან და ასახელებენ მოქმედების დროსა და ადგილს;
  3. შემდეგ – შუა თითს და ასახელებენ პრობლემას;
  4. არათითის მოხრისას ჰყვებიან, რა მოხდა დასაწყისში, შუაში და ბოლოში.
  5. ნეკა თითის მოხრისას კი პრობლემის მოგვარებაზე საუბრობენ.
ბოლოს მუშტი იკვრება და ტექსტის ანალიზიც გაკეთებულია.
ასეთი აქტივობა ახალისებს მოსწავლეებს და, რაც მთავარია, ზრდის სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას.
აღნიშნული სქემა გამოვიყენე გარე დაკვირვების გაკვეთილზე, რაც ძალიან დამეხმარა გაკვეთილის მოკლედ და ეფექტურად შეჯამებაში.

წყარო :  http://mastsavlebeli.ge